კანონი «სახელმწიფო ენის» შესახებ
       

        გუშინ პრეზიდენტთან გაიმართა ქართული ენის სახელმწიფო კომისიის სხდომა, რომელმაც შეაჯამა ორწლიანი სამუშაო «სახელმწიფო ენის შესახებ» კანონპროექტის მოსამზადებლად.
        ნიშანდობლივია, რომ ედუარდ შევარდნაძემ 14 აპრილის მოვლენათა 23 წლისთავს დაამთხვია «შემაჯამებელი» სხდომა, რის შემდეგაც კანონპროექტი პარლამენტში გაიგზავნება.
        1978 წლის 14 აპრილს თამამად შეიძლება ვუწოდოთ «ეროვნული მოძროაბის» პირველი აქცია, როდესაც ქართულმა საზოგადოებამ (უპირველესად, სტუდენტობამ) დაიცვა ქართული ენის სახელმწიფო სტატუსი მაშინ, როდესაც ბრეჟნევის ახალი კონსტიტუციით არც ერთი ენა საბჭოთა კავშირში (არც რუსული) სახელმწიფო აღარ უნდა ყოფილიყო.
        ამჟამინდელი კანონპროექტი «სახელმწიფო ენის შესახებ» საკმაოდ ძლიერი დოკუმენტია და ეჭვმიუტანლად ადასტურებს ქართული ენის პრიორიტეტს ჩვენი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. ალბათ, ეს ასეც უნდა იყოს, როდესაც, მაგალითად, ოსი სეპარატისტები იმდენად გადათვხედდნენ, «რეფერენდუმით» ადასტურებენ, რომ თურმე, ქართველებმა, ვინც კომპაქტურად სახლობს «სახმრეთ-ოსეთის რესპუბლიკის» ტერიტორიაზე, შეიძლება ისაუბრონ ქართულად, მაგრამ ოსურიც აუცილებლად უნდა იცოდნენ, ვინაიდან ოსური «სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე» სახელმწიფო ენაა.
        მიაქციეთ ყურადღება იმავე ოსებს აზრადაც არ მოუვათ, ანალოგიური დებულება შეიტანონ «ჩრდილო ოსეთის კონსტიტუციაში» და იქ მცხოვრები რუსები (მაგალითად, კომპაქტურად დასახლებული კაზაკები) დაავალდებულონ, იცოდნენ ოსური ენა.
        კანონპროექტით «სახელმწიფო ენის შესახებ», ქართული ენა ცხადდება სახელმწფიოებრიობის აუცილებელ პირობად. იგი არის საქართველოს ყველა მოქალაქის საერთო სახელმწიფოებრივი საკუთრება. საქართველოს სახელმწიფო ხელს უწყობს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე უცხო (არასახელმწიფო) ენების შენარჩუნებას და დაუშვებლად მიიჩნევს ნებისმიერი ენის მიმართ უპატივცემულობის პროპაგანდას.
        კანონი ვრცელდება არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე, არამედ ქვეყნის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირებსა და უცხოელებზეც.
        კონსტიტუციის მე-8 მუხლის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთში - აგრეთვე აფხაზური. ძალიან ორიგინალური განსაზღვრებაა მიგნებული კანონში უცხო ენასთან დაკავშირებით. «უცხო ენა» კანონით განსაზღვრულია, როგორც სხვა ქვეყნის სახელმწიფო (ოფიციალური) ენა. ამ განსაზღვრებით, სომხური, ფრანგული, აზერბაიჯანული, რუსული, ესპანური, თურქული, გერმანული - ერთნაირად «უცხო» ენებია, ვინაიდან ყველა მათგანი «სახელმწიფო სტატუსის» მქონეა ამ ქვეყნებში.
        აფხაზური კი «უცხო ენა» არ არის, ვინაიდან არსად (საქართველოს გარდა) ამგვარი სტატუსით არ სარგებლობს. ისევე, სხვათა შორის, როგორც ოსური, ანუ არც ოსური ითვლება საქართველოში «უცხო ენად», - თუმცა, საეჭვოა, ორივე ჯურის სეპარატისტებმა ეს დაგვიფასონ.
        კანონის ფუნდამენტური დებულების შესაბამისად, სახელმწიფო ვალდებულია, ყველა მოქალაქეს შეუქმნას სათანადო პირობები, რათა სახელმწიფო ენაზე დაამყაროს ურთიეროთბა სახელმწიფო, ადგილობრივ (!) თვითმმართველობათა და მმართველობის ორგანოებთან, საწარომებთან, დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან.
        საჯარო მოსამსახურე ვალდებულია, ფლობდეს სახელმწიფო ენას. კანონი აქ არ უშვებს არანაირ გამონაკლისს (რაც სავსებით სამართლიანია) და ავრცელებს მოთხოვნას ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენელ დეპუტატებზე.
        აგრეთვე ნათქვამია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებსა და ეთნიკურ ჯგუფებს უფლება აქვთ, შექმნან სასწალვო დაწესებულებები მშობლიურ ენაზე - არსობრივად უეჭველად იგულისხმება საკუთარი ხარჯით!
        ეს უკვე რევოლუციური ცვლილებაა. რა თქმა უნდა, იგი არ ეხება აფხაზურსა და ოსურს. კანონი მოითხოვს (ავალდებულებს) არა მხოლოდ საჯარო მოსამსახურეებს, არამედ ყველა მოქალაქეს, ფლობდეს სახელმწიფო ენას. ძალიან მნიშვნელოვანი დებულებაა, რომ უცხო ენის არცოდნა არ შეიძლება იქცეს საქართველოს მოქალაქეთა უფლებების შეზღუდვის საფუძვლად.
        ანუ ქართველი, რომელიც (ვთქვათ) აფხაზეთში ცხოვრობს, არ უნდა დაიჩაგროს ნებისმიერი სახით მხოლოდ იმიტომ, თუ სომხური არ იცის. საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს უფლება, მიიღოს ყვველა დოკუმენტი ნებისმიერი სახელმწიფო ორგანოდან - სახელმწიფო (ქართულ) ენაზე.
        პირს, რომელიც ვერ ფლობს სახელმწიფო ენას, უფლება აქვს, სასამართლო პროცესზე გამოვიდეს უცხო ენაზე. სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართვლეობისა და მმართველობის დაწესებულებათა საქმიანობა ხორციელდება მხოლოდ სახელმწიფო ენაზე.
        ნებისმიერი ოფიციალური მიმოწერა ხორციელდება მხოლოდ სახელმწიფო ენაზე.
        ფიზიკური ან იურიდიული პირის ნებისმიერი განცხადება ნებისმიერ სახელმწიფო ორგანოში საეროთდ არ განიხილება, თუ იგი არ არის დაწერილი სახელმწიფო ენაზე.
        კანონები და ნორმატიული აქტები ოფიციალურად ქვეყნდება ქართულ ენაზე, აფხაზეთში - აგრეთვე, აფხაზურ ენაზე.
        სასამართლო წარმოება, რაღა თქმა უნდა, მხოლოდ ქართულ ენაზე წარიმართება. არმიაში ბრძანებების ენაა ქართული. ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებთან და რეფერენდუმთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტაცია ყველა რეგიონში დგება მხოლოდ სახელმწიფო ენაზე. საარჩევნო პროცედურები სრულდება სახელმწიფო ენაზე. სახელმწიფო ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოთა დაწესებულებები, ორგანიზაციების და საწარმოების ოფიციალური ღონისძიებები (ყრილობები, სესიები, სხდომები, სიმპოზიუმები, მიღებები) ტარდება სახელმწიფო ენაზე.
        ნებისმიერი იურიდიული გარიგება იდება მხოლოდ სახელმწიფო ენაზე. ტოპონიმები იქმნება და აღინიშნება მხოლოდ სახელმწიფო ენაზე. ყოველ ადგილს საქართველოში აქვს მხოლოდ ერთი ოფიციალური სახელწოდება. ოფიციალურ სახელწოდებათა ქართულ და აფხაზურ ენებზე გადმოცემისას ქართული ტექსტი თავსდება მარცხნივ (ზევით), ხოლო აფხაზური ტექსტი - მარცხნივ (ქვევით).
        ქუჩაში, საზოგადოებრივ ადგილებს თუ საზოგადოებრივ ტრანსპორტში საინფორმცაიო წარწერები და განცხადებები სრულდება სახელმწიფო ენაზე ან მასთან ერთად, - უცხო ენაზეც.
        საქართველოში გაზეთებისა და ჟურნალების გამოცემა, აგრეთვე ტელევიზიისა და რაიდომაუწყებლობის გადაცემები, როგორც წესი, მიმდინარეობს ქართულ ენაზე, შეიძლება იყოს უცხოენოვანიგადაცემებიც, მაგრამ ტელე და რადიომაუწყებლობის საერთო დროის არაუმეტეს 15 პროცენტი.
        ამრიგად, კანონი ქართულ ენას მართლაც ძალიან ძლიერ ბერკეტებს ანიჭებს თავისი სახელმწიფოებრივი ფუნქციის განსახორციელებლად. რაც სავსებით სამართლიანია, ვინაიდან ქართულ ენას ყველა სხვა ქვეყანაში «უცხო ენის» სტატუსი აქვს და არანაირ «თანასწორობაზე» პრეტენზია არ განუცხადებია.
        რამდენად რეალური იქნება დღევანდელ პირობებში ესოდენ რადიკალური კანონის მიღება - სხვა საკითხია. შესაძლოა, ეს იყოს მაქსიმუმი და, გარკვეული კომპრომისებით, კანონი «ნორმალურ» სტადიამდე დაიხვეწოს.

დილის გაზეთ, 13 აპრილი, 2001 წელი

მთელ გვერდზე