ამაზრზენი მარაზმი ბრწყინვალე ცათამბჯენთან
მწარედ მახსოვს......ამერიკაში, ნიუ იორკში, Grand central-ში, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ცათამბჯენის Chrysler Building-ის გვერდით, ანუ „ცენტრის ცენტრში“, ყველაზე პრესტიჟულ ადგილას...... შევედი ერთხელ და.....მეტროს ლიფტში „დამხვდა“....უკაცრავად....ძალიან დიდი ბოდიში მეგობრებო....მაპატიეთ......ასე იყო და......ახლადმოსაქმებული ფუნის გროვა.
ლიფტის კარებმა ჩაკეტვა მოასწრო, სანამ აზრზე მოვიდოდი.
- - - - - - - - - - - - - - - - -
დასავლეთის ქალაქებში რომ დადიხარ........ განსაკუთრებით გარეუბნებში....... XIX საუკუნის პარიზის, ლონდონის, ბერლინის აღწერილობას ჰგავს, სადაც მარქსი და ენგელსი თავის „კომუნისტური პარტიის მანიფესტს“ წერდნენ და დღევანდელი გადასახედიდან იდიოტურად (დიახ, დიახ) სჯეროდათ, თითქოს სოციალურ დეგრადაციას ის უშველის, თუ კაპიტალისტებს „დამატებითი ღირებულების“ მოპარვის საშუალება აღარ ექნებათ ანუ ამ „ნამატს“ სახელმწიფო წაიღებდა.
ჰოდა რომ დადიხარ მეთქი, შედიხარ ამგვარ „მეტროებში“ სულ გიკვირს ადამიანს, როგორ ახერხებენ აქაური ელიტები ამ Low life-ის მართვას ისე, რომ მათ ცივილიზაციურ საყრდენებსა და „გულანებს“ ეს „ლიფტის კატეგორია“ საფრთხეს ვერ უქმნის??? ხოლო ცივილიზაცია მაინც არ დეგრადირდება მიუხედავად ამ კატეგორიის განუზომელი სიმრავლისა - ელიტებთან შედარებით?
ორი ინსტიტუტის წყალობით:
ა) კერძო საკუთრება
ბ) უნივერსიტეტები, რომლებიც „ფილტრავენ“ Human resources და „ზემოთ“, ანუ ხელისუფლებისა და სოციალური მართვისყოფიერება-მართვის მწვერვალებისკენ უშვებენ მხოლოდ ამ ცივილიზაციის ღერძულა ღირებულებათა, წესთა და კანონთა მაღიარებლებს.
ეს არის ორი წყარო ევროატლანტიკური ცივილიზაციის ძლევამოსილებისა.
ასეთი „ლიფტები“ კია, მაგრამ ე.წ. „სოციალური ლიფტები“ სულ სხვაგვარია - - - - ნობელის პრემიის ლაურეატთა რაოდენობა ნახეთ აბა......
ზოგჯერ ის „საზარელი“ აზრიც კი მომდის თავში, რომ აი ამგვარი „ლიფტის“ („კრაისლერთან“ ხალხნო, კრაისლერთან!) ანუ შეუზღუდავი თავისუფლებისა და სოციალური შემწყნარებლობის გარეშე არც ის „ნობელიანტთა“ სიმრავლე არ იქნებოდა.
მე მგონი ეს არის იმ დიადი ცივილიზაციის მთავარი თვისება.
- - - - - - - - - - - - - - - - -
ერთი შესანიშნავი ფილმის პერსონაჟი რომ ამბობს: „ქალაქიოოოო? ქალაქი მრისხანე ძალაა........და რაც უფრო დიდია ქალაქი, მით უფრო საზარელია“.
- - - - - - - - - - - - - - - - -
დასავლური ცივილიზაცია „ქალაქური ცივილიზაციაა“.