რატომ იყიდა ილონ მასკმა სოციალური ქსელი?
გენიალური ილონ მასკი ყიდულობს Twitter-ს 44 მილიარდ დოლარად.
საკუთარი კაპიტალის და ფენომენალური Tesla-ს რესურსთა, ასევე აქციათა დიდი ნაწილითაც კი რისკავს ამ კოლოსალური თანხის შესაგროვებლად. Morgan stanley-ში დებს გარანტიად.
ანუ ყველაფერს სასწორზე დებს ოღონდ კი ეს სოციალური ქსელი შეიძინოს.
თან რაღაც `წილი` კი არა. 100%.
რატომ? დევიდ ფინჩერის შესანიშნავ ფილმში, Social network ერთ-ერთი პერსონაჟი ამბობს: `სამყაროში, სადაც სოციალური კავშირები ყოვლისგანმსაზღვრელია, Facebook - ბირთვული ბომბია`
აი ჩვენ რომ `ურთიერთობას` ვეძახით......`თბილისი იყო ურთიერთობა`.....არა ბატონო, არა. ის სხვა `ურთიერთობა` იყო, რადგან იმ დროს არ ყოფილა Facebook, Zoom, messenger, Whatsapp, Viber - ჩათში ჯგუფური ვიდეოჩართვებით.
კომუნიკაციამ შექმნა ახალი სამყარო ბევრად მეტად, ვიდრე ტელევიზიამ, ან კინომ, ან რადიომ. იმიტომ, რომ არც ერთი ამათგანი `ურთიერთობის სივრცე` არ ყოფილა. ხოლო Facebook და Twitter სწორედაც ურთიერთობის სივრცეა.
ვიზიონერ მასკს ზუსტად ეს სივრცე დასჭირდა, რაც უეჭველად იმას ნიშნავს, რომ ურთიერთობა ხდება თანამედროვე მსოფლიოში უმთავრესი `აღმძრავი` რევოლუციური ცვლილებებისა მათ შორის ინდუსტრიასა და ცხოვრების წესში.
დავაკვირდეთ: არა `საზოგადოებასთან კომუნიკაცია` ანუ PR კლასიკური გაგებით, რადგან ეს რომ სდომოდა, მასკი არა Twitter-ს არამედ CNN, ABC, NBC, CBC იყიდიდა.
1980-იან წლების ამერიკაში (სწორედ ამერიკაა ტელევიზიის, როგორც სოციალური ფენომენის სამშობლო) გამოკითხვა ჩატარდა TV-ს საუკეთესო განსაზღვრებისთვის.
გაიმარჯვა განსაზღვრებამ: `ტელევიზია არის საღეჭი რეზინი თვალებისთვის`.
ბრავო! აბსოლუტურად ზუსტია.
ყველაზე პატარა ტექსტიც კი, რომელიც უნდა წაიკითხო (!) და არა `უყურო` (!) გაქცევს პიროვნებად და გაშორებს ჯოგს.
Social Network ბევრად რთული და დახვეწილი ფენომენია. მას მეტი ინდივიდუალიზაცია და ნაკლები ჯოგურობა ახასიათებს. ტელევიზიისაგან განსხვავებით