საერთაშორისო მიმოხილვა. 23 აპრილი. 2023 წელი
დასავლეთში გრძელდება დისკუსია, `რა უყონ` იმ 300 მილიარდ დოლარს რუსეთის სავალუტო რეზერვებიდან, რომელსაც რუსული `ცენტრობანკი` ინახავდა დასავლურ, პირველ რიგში ამერიკულ ბანკებში და ახლა გაყინულია სანქციის სახით.
ბუნებრივია უკრაინა და მისი მოკავშირეები ამერიკის პრეზიდენტს და კონგრესს სთავაზობენ ამ აქტივების კონფისკაციას.
ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ეს 300 მილიარდი დოლარი არის დაყადაღებული, მაგრამ თანხა კვლავ რუსეთის საკუთრებად ითვლება, თუმცა მოსკოვს მასზე პირდაპირი წვდომა არა აქვს.
ამერიკაში არიან გავლენიანი ძალები, რომლებიც კატეგორიულად ეწინააღდმეგებიან ამ ფულის ჩამორთმევას (კონფისკაციას). მათ შორის ამერიკის ფინანსთა მინისტრი, ქალბატონი ჯანეტ იელენი, რომელიც რეზონულად ამბობს, რომ თუ ამერიკა ჩამოართმევს ამ ფულს რუსეთს (და არა მხოლოდ დააყადაღებს), ამით სერიოზულად დაეცემა დოლარისადმი ნდობა მთელს მსოფლიოში. ასევე ნდობა ამერიკული ბანკებისადმი.
მეორე პარადოქსი ამ უზარამზარი თანხის დაყადაღებასთან დაკავშირებით ის არის, რომ რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების შემოღებისას, დასაველთმა ერთის მხრივ აკრძალა საქონლის ექსპორტი რუსეთში, მაგრამ არ აუკრძალავს იმპორტი რუსეთიდან. პირველ რიგში ენერგომატარებლების რასაკვირველია, თუმცა არა მხოლოდ - ასევე ხე-ტყე, ფერადი ლითონები და ა.შ.
გასული წლის განმავლობაში რუსეთმა ეს 300 მილიარდი თითქოს დაკარგა (ხელი არ მიუწვდება ყოველ შემთხვევაში) თუმცა 380 მილიარდი (!) მიიღო ექსპორტის შედეგად.
რუსეთი დღესაც კი დღე-ღამეში 4 მილიონ ბარელ ნავთობს ყიდის მარტო ჩინეთსა და ინდოეთში. მართალია დისკაუნტით, თუმცა ეს დისკაუნტიც სულ უფრო მცირდება.
მოსკოვში კვლავინდებურად მუშაობს `რაიფაიზენბანკი`, რომელიც რუსეთის მთავრობას ეხმარება ფინანსურ ტრანზაქციებში.
აბსოლუტურად გაუგებარია ეს ბანკი რას აკეთებს იქ ან რატომ არღვევს სანქციებს? ვაშინგტონის, ლონდონის და ბრიუსელის ნებართვის გარეშე `რაიფაიზენბანკი` ხომ ვერ გაბედავდა მოსკოვში დარჩენას?
ყველაფრის მიზეზი მაინც ისაა, რომ `დოლარის მამებსაც` და `ევროს მამებსაც`, ლონდონის საბანკო City-საც და ნიუ იორკის Wall street - საც ძალიან ეშინიათ მსოფლიოში დოლარის, ევროს, ასევე დასავლური ბანკებისადმი ნდობის ჩამოშლის.
ამიტომაც ვერ ებდავენ მართლა მომაკვდინებელი სანქციების შემოღებას.
ხომ ვხედავთ: საბანკო გადარიცხვათა ვერიფიკაციის სისტემა SWIFT-იდან კი გათიშეს თითქოს რუსეთი, მაგრამ `რაიფაიზენბანკი` დატოვეს მოსკოვში.
დასავლეთში მწუხარებით აღნიშნავენ, რომ არის ნაბიჯები, რაზეც ისინი უბრალოდ ვერ წავლენ უკრაინის დიდი პატივისცემის, დახმარების სურვილის და გულშემატკივრობის მიუხედავად: ისინი ვერ გამოიყენებენ რუსეთის და რუსული ნავთობით დატვირთული ტანკერების წინააღმდეგ საოკეანო სამხედრო ფლოტს როგორც იყენებენ ირანული ნავთობტანკერების დასაპატიმრებალდ მთელს ოკეანეში (იმიტომ, რომ რუსეთი ირანი არ არის და ეს პირდაპირ ბირთვული ომია!) გარდა ამისა, ისინი ვერ დააყენებენ ეჭვქვეშ დოლარის, ევროს და დასავლური ბანკების ნდობის ხარისხს; ანუ ვერ დაუშვებენ, რომ მთელს მსოფლიოში ინვესტორებმა (მათ შორის სახელმწიფო აქტორებმა) იფიქრონ: `რამე რომ იყოს ჩვენს ფულსაც წაგვართმევენო`.
დოლარი თუ ჩამოიშალა, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ამერიკა კი არა მსოფლიო დაინგრევა!
მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონიის და გერმანიის ფულადი აქტივებიც დააყადაღა ამერიკამ და ის ფული რეპარაციებზე დაიხარჯა ოღონდ...... ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ბერლინმა და ტოკიომ, სრული სამხედრო დამარცხების შემდეგ, ულაპარაკო და უპირობი კაპიტულაციაზე მოაწერეს ხელი.
მოსკოვს თუ ასევე მოაწერინებენ ხელს სრულ და უპირობო კაპიტულაციაზე..... მაშინ სხვა იქნება. იმ 300 მილიადსაც წაართმევენ და ბევრ სხვასაც.
უკრაინას კი დასავლეთი ახლა იმით ამშვიდებს, რომ პროცენტები, რაც იმ 300 მილიარდს ერიცხება, შესაძლოა უკრაინას გადაეცეს ამ ომის დროსვე.
არა `ძირი თანხა`, არამედ პროცენტები.
ხოლო 300 მილიარდი დოლარის პროცენტი ცოტა არ არის რასაკვირველია. 2-3-4 მილიარდი მაინც არის ყოველწლიურად.
. . . . . . . . . . . . . . . . .
ევროკავშირი ამზადებს სანქციათა მე-11 პაკეტს რუსეთის წინააღმდეგ.
ცნობილი ხდება, რომ ერთ-ერთი სანქცია იქნება რუსეთის ტერიტორიის გავლით საქონლის ტრანზიტის (!) სრული აკრძალვა.
მცირე გამონაკლისებით: წამლები, სურსათი და ასე შემდეგ.
საქმე ისაა, რომ ბოლო 5 თვეა, აღმოსავლეთ ევროპაში მოულოდნელად გაიზარდა ცენტრალურ აზიასთან ვაჭრობის მაჩვენებელი: ევროკავშირის სპეციალისტებმა კი გაარკვეის, რომ ექსპორტიორები ხშირად იყენებენ რუსულ კორუმპირებულ სქემას, რომელსაც რუსულ ჟარგონზე ეწოდება `Недоставка`, როცა ტვირთი დანიშნულების ადგილზე კი არ ჩადის, არამედ სატრანზიტო ქვეყანაში რჩება.
ამ გზით რუსეთი მაინც ახერხებს მაღალტექნოლოგიური საქონლის იმპორტს. მათ შორის მიკრიჩიპების და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ რაც ტრანზიტი სრულად აიკრძალება, რასაკვირველია იგი წამოვა სამხრეთის დერეფნისკენ. მათ შორის საქართველოსკენ და აქ არის `პარალელური იმპორტის` თუ მსგავსი ნაცრისფერი სქემების საშიშროება.
. . . . . . . . . . . . . . . . .
გერმანიამ 20 (!) რუსი დიპლომატი ერთდროულად გააძევა ქვეყნიდან.
რუსი დიპლომატები ადრეც გაუძევებიათ, მაგრამ ასე მასობრივად - არა.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი თავს ავლენს, როგორც `რკინის ლედი`. ზოგადად ამ თაობის გერმანელებს უკვე ბევრად ნაკლებად აქვთ `წარსული კომპლექსები` რუსეთის მიმართ.
საინტერესოა, როგორ ახსნა გერმანიის `საგარეომ` რუსი დიპლომატების ასე მასობრივად გაყრა. დავაკვირდეთ ტექსტს, რომელიც `ჩაეშვა` გერმანულ მედიაში: `ამით გვინდოდა შეგვემცირებინა რუსი ჯაშუშების რაოდენობა გერმანიაში`.
ანუ პირდაპირ სახეში სილის გაწვნაა: რუსი დიპლომატები, ვინც დარჩა ბერლინში, ასევე შპიონები არიან და მათაც მოვუვლით(ო) - იგულისხმბება.
რუსეთმა საპასუხოდ 20 გერმანელი დიპლომატი გააძევა ქვეყნიდან. თუმცა ეს `თამაშის წესია` ასეთ დროს.
ზოგადად კი, ბერლინსა და მოსკოვს შორის ურთიერთობა ასეთ დაბალ ნიშნულზე არასდროს ყოფილა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
. . . . . . . . . . . . . . . . .
ისტორიული მოვლენა ლიტვაში: გუშინდელი დღიდან ლიტვა მთლიანად გამოერთო რუსეთის ელექტროგადამცემ სისტემას და ახლა არც ერთ კილოვატს აღარ იღებს რუსეთიდან.
ძირითადი მომწოდებელი შვედეთია.
ამით ლიტვამმ პირველად 1991 წლის შემდეგ, მოიპოვა სრული ენერგოდამოუკიდებლობა რუსეთისგან ელექტროენერგიის ნაწილში.
აღსანიშნავია, რომ ეს ნაბიჯი უფრო რუსეთის პოტენციურად მოსალოდნელ აგრესიულ ნაბიჯებს უკავშირდება, რადგან მოსკოვს ჯერ ლიტვა არც ერთხელ, 1991 წლიდან, არ გაუთიშავს ელექტროსისტემიდან.
ანუ, ამ ბერკეტს `ინახავდა` გამოთქმით `რამე რომ იყოს`. მაგრამ როგორც დიდი ოტო ფონ ბისმარკი ამბობდა `მთავარია არა განზრახულობა, არამედ შესაძლებლობა`.
ლიტვა ვერ დაუშვებდა რუსეთზე ამ მხრივ დამოკიდებულებას, რაკი აგრესიული მოსკოვი ნებისმიერ დროს შეძლებდა მისი მოსახლეობის ელექტროენერგიის გარეშე დატოვებას.
არ დაუტოვებია ჯერ, მაგრამ ხომ შეეძლო?
ამიტომ ათეულობით წელია ლიტვა მუშაობდა ახალი ელექტროსისტემის აწყობაზე, რომელიც `მშობლიურ` ბალტია-სკანდინავიას დაუკავშირდებოდა და რუსეთისგან გაითიშებოდა.
ესე იგი, ლიტვა მოქმედებდა იმავე პრინციპით: ე.წ. `რამე რომ იყოს` და ეს აბსოლუტურად გამართლებული სტრატეგემაა.
ლატვია და ესტონეთი უახლოეს მომავალში დაუკავშირდებიან იმავე ბალტია-სკანდინავიის ელექტრო სისტემას და გაეთიშებიან რუსეთს.
. . . . . . . . . . . . . . . . .
კვიპროსმა 20 რუს ოლიგარქს და მათ კომპანიას დაუბლოკა საბანკო ანგარიშები დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის ფინანსთა სამინისტროების მოთხოვნით - რუსეთის წინააღდმეგ შემოღებულ სანქციათა გვერდის ავლის გამო.
როგორც ჩანს, ვაშინგტონმა და ლონდონმა კვიპროსის ხელისუფლებას `თითი დაუქნიეს` და ახლა ლაპარაკია, რომ 4 000 რუს ბიზნესმენს და მათ ფირმებს დაუხურავენ ანგარიშებს უახლოესი 2 თვის განმავლობაში.
. . . . . . . . . . . . . . . . .
რუსებმა მიწის ქვეშ ააფეთქეს ავიაბომბი, რომელიც ბელგოროდში შემთხვევით ჩამოვარდა სტრატეგიული ბომბდამშენიდან СУ-34.
ეს ისეთივე `სტრატეგიული ბომბდამშენია`, 2008 წლის აგვისტოს რუსული აგრესიის დროს რომ ჩამოაგდეს ჩვენებმა და ორი მფრინავი ტყვედ აიყვანეს.
ქუჩის სავალ ნაწილზე დავარდა და არა სახლებზე. ოღონდ არ აფეთქებულა. ის ბომბი რომ აფეთქებულიყო, რამდენიმე კვარტალს დაანგრევდა.
. . . . . . . . . . . . . . . . .
აფხაზეთში `მასათა მღელვარებაა` იმის გამო, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა 2,7 რუბლამდე (3 თეთრი!) გააძვიროს ელექტროენერგია.
აფხაზები აღშფოთებას ვერ ფარავენ: რა მძარცველი მთავრობა გვყავს: ენრგურჰესიდან ელექტროენერგიას ქართველებს უფასოდ ვართმევთ, ანუ გენერაციაში ფულს არ ვიხდით და ასე ძვირი აფხაზეთში ელექტროენერგია რატომ უნდა იყოსო.