საერთაშორისო მიმოხილვა. 24 ივნისი. 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 24 ივნისი. 2024 წელი

აფხაზეთში, მდინარე ფსოუსთან, ანუ .. „აფხაზურ-რუსულდე-ფაქტო საზღვარზე მოხდა უცნაური და საეჭვო ინციდენტი: უცნობმა პირებმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს ავტომობილს, რომელიც სასაზღვრო-საკონტროლო პუნქტფსოუსკენმიემართებოდა, რათა რუსეთში გადასულიყო.

მანქანაში მყოფებმაც გახსნეს ცეცხლი.

სამი ადამიანი დაიჭრა; ერთი (შემთხვევითი გამვლელი) დაიღუპა.

როგორც ყოველთვის, ამგვარი ინციდენტების შემდეგ, აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლება ქმნის შთაბეჭდიელბას, რომ აი...აღძრეს საქმე და დაადგინეს ინციდენტში მონაწილენი და....პირად კონტროლზე აიყვანა ამ საქმის გამოძიება პრეზიდენტმა და....

თუმცა არავინ დაუკავებიათ.

მხოლოდ ის განაცხადეს, რომ ინციდენტის ყველა მონაწილე აფხაზია.

ბუნებრივია ასე და ამას იტყოდნენ, რადგან სრული კატასტროფაა ამგვარი ინციდენტი ფსოუს გამშვებ პუნქტთან, სადაც ყოველ დღე სოჭიდან ათი ათასობით რუსი ტურისტი კვეთსსაზღვარს“ და რამდენიც არ უნდა იძახოს ახლა აფხაზეთისუშიშროების საბჭოს მდივანმასერგეი შამბამ, რომ საზღვარზე სიტუაცია სტაბილურიადა ........ როგორღა არის სტაბილური, როცა სროლაა მსხვერპლით და ის ტყვია ხომ შეიძლებოდა რუს ტურისტს მოხვედროდა?

თუმცა აფხაზურ-რუსულისტრატეგიული ურთიერთქმედებისფარგლებში, რუსული მედია ძალიანყრუდაშუქებს ამ ინციდენტს, რათა აფხაზური ელიტები არ გააბრაზოს.

 ესეცთამაშის წესიამოსკოვსა და სოხუმს შორის ჯერ-ჯერობით.

 

ძალიან მნიშვნელოვანია ასევე კონტექსტი, თუმცა ამ ორ მოვლენას პირდაპირი კავშირი თითქოსდა არა აქვს, მაგრამ.....დაღესტანში ტერორისტები შეიჭრნენ ეკლესიაში და მოკლეს რუსი მღვდელი.

ყველაზე სერიოზული ინციდენტიაკროკუს-ჰოლშიმომხდარი ტერაქტის შემდეგ თანაც....ეკლესია....რუსი მღვდლი......

პუტინისთვის ესდაღესტნის ინციდენტი“ ძალიან სანერვიულო იქნებოდა, რადგან უკრაინის ომის სისხლიან ჭაობში ჩაფლულ რეჟიმს უკვე ახასიათებსსისტემური გადაძაბვადა ეს გადაძაბვა თუგასკდაახლა ჩრდილო კავკასიაში(ც)...... პუტინს კარგი დღე ნამდვილად არ დაადგება.

რეალურად 2000-იანი წლების დასაწყისში ჩეჩნეთში მოწყობილი სასაკლაოთი პუტინმა ვერც ერთი პრობლემა ვერ გადაწყვიტა. მხოლოდ მიჩქმალა ეს პრობლემები. მათ შორის უმთავრესი პრობლემა - ისლამური რადიკალიზმისა, მაგრამ ახლა თუ იფეთქა........დაღესტანი დენთის კასრია.

 

რეალურად დაღესტანში ორი კონცეპტი ებრძვის ერთმანეთს: ერთია (ამჟამად მიღებული) საერო კონსოლიდაციისა ეთნიკურად მრავალფეროვან რესპუბლიკაში, სადაც 100-ზე მეტი ეთნოსი ცხოვრობს და ზოგჯერ ცალკეულ სოფლებს ცალკე ენაც კი აქვთ, რისი შეკავშირებაც ხდება კრემლისადმი ლოიალობით და რუსული ენით;

ხოლო მეორე კონცეპტი, რასაც რადიკალი ისლამისტები ახორციელებენ, არის დაღესტნის კონსოლიდაცია (ამ 100-ზე მეტი ეთნოსისა) საერთო რელიგიის, ისლამის საფუძველზე, რომელიც თეორიულად აგრეთვე შესაძლოა გახდეს მაკონსოლიდირებელი ფაქტორი.

კვლავ მივაქციოთ ყურადღება, რომ ისლამისტებმა დაღესტანში ეკლესიას დაარტყეს, რომელიც ამ რესპუბლიკაში სრულიად უცხო სხეულია და რუსულ-იმპერიულ ეპოქას განასახიერებს ანუ იმამ შამილის ომებს (XIX) და კავკასიის დაპყრობას.

 

იმასაც მივაქციოთ ყურადღება, რომ ტერორისტებმა დაღესტანში მარტო ეკლესიას კი არ დაარტყეს, არამედ....სინაგოგასაც.

ამასთან დაკავშირებით შეგახსენებთ გასული წლის ოქტომბრის ინციდენტს იმავე დაღესტანში, როდესაც ისლამური სოლიდარობის ნიშნად ათასობით დაღესტნელი აეროპორტში ეძებდა ებრაელ ლტოლვილებს, როდესაც გავრცელდა ჭორი, თითქოს ისინი დაღესტანში გადმოჰყავდათ ისრაელიდან.

კვლავ ვიმეორებ: დაღესტანი და მთელი ჩრდილო კავკასია არის დენთის კასრი!

ვრცელდება ვიდეო, როგორ დაძრწიან ტერორისტები ქუჩებში და ესვრიან ყველას.

შეტევა განხორციელდა არა მხოლოდ მაჰაჩყალაში, ანუ დაღესტნის დედაქალაქში, არამედ დერბენტში - რესპუბლიკის მეორე დიდ ქალაქში.

ეს ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ შეტევა კოორდინირებული იყო და არ არის გამორიცხული, იმართებოდა გარედან ანუ რადიკალური ისლამური ჯგუფებიდან, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი ამჟამად ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტში.

აქვე მივაქციოთ ყურადღება ძალიან მნიშვნელოვან გარემოებას: დაღესტნის (მაჰაჭკალასა და დერბენტის) ინციდენტზე განცხადებებს აკეთებენ დაღესტნის რესპუბლიკის საერო ხელისუფალნი.

პუტინის ადმინისტრაცია დუმს.

სამაგიეროდ.......განცხადება გააკეთა და ტერორისტული თავდასხმა დაგმო რუსმა პატრიარქმა კირილ I-მა.

ანუ, არა მოსკოვის საპატრიარქომ, არამედ პირადად კირილემ!!!

ამ სიუჟეტის გაგრძელება კიდევ უეჭველად გვექნება.

იმიტომ, რომ როგორც აღინიშნა, პუტინმა საზარელი სისხლისღვრით 2000-იანების დასაწყისში შეძლო მხოლოდ და მხოლოდ პრობლემის მიმიკრირება მაგრამ არა გადაწყვეტა.

 

სულ, უკანასკნელი ცნობებით, 17 ადამიანი დაიღუპა დერბენტსა და მაჰაჩყალაში. ეს ტერორისტების გარდა. მათგან 15 დაღესტნელი პოლიციელია და კიდევ 2 - გამვლელი.

ბევრია.

ეს ვიდეო NYT-მა გამოაქვეყნა. სრულებით აშკარაა, რომ საქმე გვაქვს განატიკოსებთან, რომლებსაც არაფრად უღირთ საკუთარი სიცოცხლე.

დადიან ქალაქში, ისვრიან ყველა მიმართულებით, არ ეპუებიან არაფერს, ხოცავანე ადამიანებს, აქვთ ავტომაუტური ცეცსხლსასროლიიარაღი ად სხვათა შორის აქვე უნდა ითქვას, რომ დაღესტანში, ისევე როგორც ჩეჩნეთში და მთელს ჩრდილო კავკასიაში არანაირი „ჩინეთის კედელი“ არ არსებობს ტერორისტებსა და იქაურ ძალოვანებს შორის.

არ არის გამორიცხული, ეს ისლამისტიო ტერორისტებიც ჩვეულებრივი ადღესტნელი მილიციელები ან პოლიციელები არიან.

ფერი იცვა;ეს უბრალოდ. ეს არის და ეს.

https://www.nytimes.com/2024/06/23/world/europe/russia-attack-dagestan.html

 

. . . . . . . . . . . . . . . . .

უკრაინამ გუშინ უძლიერესად დაარტყა სევასტოპოლს ოკუპირებულ ყირიმში.

გამოიყენეს ამერიკული რაკეტები ATACMS კასეტური (კლასტერული) საბრძოლო ნაწილით.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გარემოებაა, რაც მეტყველებს, რომ უკრაინულ არმიას დიახაც მიზნად ჰქონდა მტრისთვის  მაქსიმალური ზარალის მიყენება.

135 ადამიანი დაიჭრა....პლაჟზე.

ანუ სევასტოპოლის პლაჟზე მოსკოველი, პიტერელი, მაგადანელი რუსები ნებივრობდნენ, მზეზე ირუჯებოდნენ, ამ დროს მოფრინავს ამერიკული ATACMS და აფეთქდა პლაჟის თავზე.

ანუ, ეს მეორე გარემოებაა, რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ: ATACMS მისი საბრძოლო რაკეტით ისეთნაირად იყო დაპროგრამებული, რომ თუ რუსულისაზენიტო“ ჩამოაგდებდა, მისიკლასტერულიბომბი ჰაერშივე აფეთქებულიყო.

კლასტერული ბომბი რა საზარელი იარაღია, ქართველებმა ვიცით: 2008 წლის 12 აგვისტოს, დაღესტნიდან რუსულმა არმიამ გორს ესროლა SS-26 Iskander სწორედაც კასეტური საბრძოლო ნაწილით. აფეთქდა გორის ცენტრალურ მოედანზე, შემდეგ წარმოიშვა (როგორც პირადად მომიყვა მოხუცმა მეპურემ) რამდენიმე შადრევანი, იმ ადრევანისბუშტებიკიდევ ცალკე ფეთქდებოდა და . და .

 

დაახლოებით ასე იქნებოდა სევასტოპოლის პლაჟზეც.

ჰო, იალტას პლაჟი ჯერ არ დაუბომბავს უკრაინას, თუმცა თუ ასე გაგრძელდა, უეჭველად დაბომბავს.

სევასტოპოლის დაბომბვა არის პასუხი ხარკოვის ბარბაროსული დაბომბვებისა და უბრალოდ საოცრებაა ამ რუსიობივატელებისთავხედობა, რომლებიც ჩამოდიან ახლა ყირიმში ვითომდაც არაფერი და....ირუჯებიან ზღვაზე.

 

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ მოუწოდა ყირიმელ რუსებსდროებით დატოვონ ოკუპირებული ტერიტორია დეოკუპაციის პროცესში“.

დავაკვირდეთ: მხოლოდ რუს .. „დამსვენებლებსკი არ მოუწოდა, რომლებიც მოსკოვიდან და პიტერიდან და როსტოვიდან და კიდევ საიდან, საიდან, საიდან ჩადიან ოკუპირებულ ყირიმში მზეზე გასარუჯად, ვითომც აქ არაფერი, არამედ......თვით ყირიმში მცხოვრებ რუსებსაც მოუწოდა - აქედან წადით, თორემდეოკუპაციისპროცესში არც თქვენ დაგინდობთო.

 

ბუნებრივია, ყირიმის ასე სასტიკად დაბომბა არის სერიოზული დარტყმა პუტინზე! მით უმეტეს დაღესტნის ტერაქტის შემდეგ.

რუსული თავდაცვის სამინისტროახლა შხამს ანთხევს და მთავარი სამიზნე რასაკვირველია ამერიკაა: თქვენ მიეცით ეს რაკეტები უკრაინას და თქვენი სპეციალისტები ახორციელებენ დამიზნებასო

თუმცა, ეს ისტერიკები არ უშველით!

 ბევრი სპეციალისტი ამბობს დიდი ხანია, რომ დონბასზე უკრაინის თუნდაც წარმატებული შეტევები და რაღაც ტერიტორიის დაბრუნებაც კი ვერ დააზიანებს პუტინს ისე ძლიერ, როგორც ყირიმის დაბომბვები, რადგან ზუსტადაც ყირიმი.......არა დონბასი, არა დონეცკი, არა ლუგანსკი, არა მარიუპოლი, არამედ სწორედაც ყირიმია პუტინის რეჟიმის ისტორიული გამარჯვებისვიტრინა“.

 

რუსი პროპაგანდისტები ახლა ისტერიკაში არიან: რატომ დაარტყეს სევასტოპოლს ზუსტად მაშინ, როცა ისლამისტებმა დაარტყეს დაღესტანსო.....კორდინირებულიაო.......

 

არადა, გამორიცხულია რაიმეკოორდინაცია“ არსებობდეს უკრაინის არმიასა და ისლამისტ ფანატიკოსებს შორის, მაგრამ.....ვის რატომ უნდა გაუკვირდეს, თუკი უკრაინის არმია ზუსტად მაშინ განახორციელებს მძლავრ დანიშანდობლივ“, პუტინისთვის მტკივნეულ სისტემურ დარტყმებს, როცა მის მოსისხლე მტერს, ვისაც უკრაინის და უკრაინელი ერის განადგურება სურს, განსაკუთრებით უჭირს?!

აბა როგორ გინდათ?

რა თქმა უნდა ისარგებლებს მომენტით უკრაინა და სწორადაც მოიქცევა!!!

 

 ფრანგები, რომლებსაც უდიდესი და სახელოვანი საბრძოლო ისტორია აქვთ, ამბობენ: A la Guerre comme a la guere – „ომში, როგორც ომში“!

ანუ.....იმოქმედე ისე როგორც უნდა იმოქმედო უმოწყალო ომში და ვისაც რა უნდა ის თქვას!

 

ხოლო ამერიკის ნებართვა, გამოიყენონ ამერიკული იარაღი (მათ შორის ATACMS) რუსეთის მიმდებარე ტერიტორიაზე (კურსკი, ბელგოროდი), მით უმეტეს ნიშნავს, რომ ყირიმზე დარტყმების მხრივ უკრაინას „ხსნილი აქვს“ აბსოლუტურად!