საერთაშორისო მიმოხილვა. 26 აპრილი. 2025 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 26 აპრილი. 2025 წელი

Reuters აქვეყნებს ტრამპისსაბოლოო და უკანასკნელწინადადებებს უკრაინის ომის დასასრულებლად. როგორც ჩანს ყველაზე ახლოს დედანთან სწორედ მრავალნაცადი და მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტული ბრიტანული რესურსის ეს ინფორმაციაა:

 ) უკრაინა იღებს უსაფრთხოებისმტკიცეგარანტიებს. გარანტი სახელმწიფოები იქნებიან ევროპული სახელმწიფოები და არაევროპული სახელმწიფოები. ამერიკა ამ მხრივ აღარ ჩაერევა

 

) უკრაინა უარს ამბობს NATO- წევრობაზე, თუმცა ინარჩუნებს შანსს გახდეს EU წევრი.

 

) ამერიკა დე-იურე აღიარებს ყირიმს რუსეთის ნაწილად.

 

) ამერიკა დე-ფაქტო აღიარებს დონბასს რუსეთის ნაწილად. ანუ რუსეთის კონტროლს ამ ტერიტორიაზე.

 

) რუსეთის საოკუპაციო არმია უკრაინას უბრუნებს უკრაინის ხარკოვის ოლქის მცირე ოკუპირებულ ნაწილს.

 

) უკრაინას უნარჩუნდება მდინარე დნეპრზე შეუფერხებელი მიმოსვლის საშუალება. ეს ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინის სახელმწიფოსთვის. დაახლოებთ ისევე, როგორც ზღვაზე გასასვლელი.

 

) უკრაინა და აშშ აფორმებენ Mineral deal

 

) უკრაინა მიიღებს ფინანსურ კომპენსაციას ეკონომიკის აღსადგენად..... მაგრამ ვისგან, როგორ....არ წერია

 

) მთლიანად უქმდება 2014 წლიდან (!!) რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ყველა სანქცია. არამხოლოდ ამერიკული არამედ ევროპული სანქციები.

. . . . . . . . . . . . . . . . . . .

 როგორც ჩანს, უკრაინის არმიამ (მისმა სადაზვერვო-დივერსიულმა ჯგუფმა) მოსკოვში მორიგი წარმატებული სპეცოპერაცია განახორციელა. ლიკვიდირებულია замначальника Главного оперативного управления Генштаба ВС России генерал-лейтенант Ярослав Москалик.

ანუ რუსული არმიის ერთ-ერთი საკვანძო თანამდებობის პირი.

ბალაშიხას რაიონში (მოსკოვის პრესტიჟული უბანია) დივერსანტებმა მანქანა დააყენეს და როცა გენერლის მანქანა მას გაუსწორდა, აფეთქდა ბომბი.

რუსი გენერალი იქვე მოკვდა. ბომბი მართალია თვითნაკეთი იყო, არა ქარხნული, თუმცა პროფესიულად დამზადებული.

ტრამპს ამ აქციის შესახებ თვითმფრინავის ბორტზე ჰკითხეს, როცა რომში მიფრინავდა პაპ ფრანცისკეს დაკრძალვაზე და აშშ პრეზიდენტმა მიუგო: სერიოზული ამბავია, უნდა შევისწავლოო

მისი იმპულსური რეაქცია აშკარად მეტყველებს, რომ ეს აქცია მისივესამშვიდობო გეგმისსაბოტაჟად ჩათვალა.

თუმცა უკრაინელებს (პირველ რიგში სამხედრებს და განსაკთრებით სპეცსამსახურებს, რომლებმაც აგრესიის დაწყებიდან მოსკოვში უამრავი წარამტებული ოპერაცია განახორციელეს), სავსებით აშკარაა, ტრამპის რეაქციები  არ აღელვებთ და თავის საქმეს აკეთებენ

 

 ამავე დროს ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაახლოებით 35-40 ათასი უკრაინელი მეომარი სამხედრო ტექნიკით მიიწევს ბრიანსკის ოლქისკენ.

ეს რუსული რეგიონი კურსკის ჩრდილოეთითაა.

თუ უკრაინის არმია იქ შეიჭრარუსეთისთვის სერიოზული პრობლემა იქნება. მათ შორის ტრამპთან „თამაშში“.

ომი ამჯამად ჩვეულებრივ გრძელდება.

ჯერ ჯერობით სამშვიდობო მოლაპარაკებები მხოლოდ განცხადებათა და პრესაში გაჟონვათა დონეზეა.

 

ყველაზე აქტუალურია ყირიმის ცნობის საკითხი. ანუ ყირიმის რუსეთის კუთვნილებად აღიარებისა.

ტრამპის გარემოცვა, ბოლო 48 საათია, გაფაციცებით უარყოფს Wall street journal-ის ცნობას, რომ თეთრი სახლი უკრაინისგან მოითხოვდა ყირიმისრუსულადაღიარებას დე-იურე.

ასეთი რამ არ მოგვითხოვია. მაგრამ ამერიკამ შესაძლოა აღიაროს ყირიმის შესვლა რუსეთის შემადგენლობაში როგორც Peace deal ანუ სამშვიდობო გარიგების ნაწილიო“.

საოცარი არგუმენტაციაა: თუკიყირიმის სტატუსიარისსამშვიდობო გარიგებისნაწილი, ამ გარიგებას ხომ უკრაინამაც უნდა მოაწეროს ხელი?

მაშასადამე, პირდაპირ თვითონ აღიარებს თუ არ აღიარებს კიევი ყირიმის ანექსიას დე-იურე, მაინც ირიბად აღიარება გამოდის, რადგან ხელს მოაწერს Peace deal- რაც გულისხმობს ამერიკის მიერ ყირიმის ანექსიის დე-იურედ აღიარებას.

 

ცუდი ფაქტია, რომ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ, უკრაინის დედაქალაქის ბოლო ბარბარსული დაბომბვის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინამ უარი უნდა თქვას ტერიტორიებზე მშვიდობის სანაცვლოდ.

აშკარად ყირიმის დე-იურედ და დონბასისდე-ფაქტოდაღიარებას გულისხმობდა.

სხვათა შორის, ვიტალი კლიჩკოს, ისევე როგორც გენერალ ზალუჟნის ბევრი ასახელებს ზელენსკის კონკურენტად საპრეზდიენტო არჩევნებზე, თუკი ეს არჩევნები დაინიშნება Peace deal კონტექსტში.

 

ტრამპის ბიზნესმენურ-კომერციული ინსტინქტის და (ბოდიში ჟარგონისთვის)ხვატკისგამოვლინებაა, რომ მან რუსეთთან და უკრაინასთან Peace deal კონტექსტში მოათავსა ასევე ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, რომელსაც ამჟამად რუსული საოკუპაციო არმია აკონტროლებს.

ტრამპის გეგმით, ამერიკა უნდა გახდეს ამ ელექტროსადგურის ოპერატორი.

მაგრამ გაუგებარია, თუკი ტრამპი კატეგორიულად გამორიცხავს უკრაინაში ამერიკული ჯარების შეყვანას, მაშინ სადგურის უსაფრთხოებას ვინ უზრუნველჰყოფს?

ისევ რუსები?

აბა წარმოუდგენელია პუტინმა უკრაინას დაუთმოს ეს ტერიტორია: კრემლის ბინადარის აზრით, ისედაც დიდ დათმობაზე მიდის იმით, რომ აღარ აცხადებს პრეტენზიას იმავე ზაპოროჟიეს (ისევე როგორც ხერსონის) არაოკუპირებულ ნაწილზე.

თვით ეს ატომური ელექტროსადგური კი ტრამპისთვის ისეთივეგემრიელი ლუკმაა“, როგორც უკრაინის წიაღისეული მაგნეტები და სხვა ფერადი ლითონები:

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური აბსოლუტურად უნიკალური ობიექტია მთელი ევროპის და მსოფლიოს მასშტაბით. საკმარისია ითქვას, რომ მისი სიმძლავრე საკმარისია მაგალითად, მთელიაფრანგეთის მოსახლეობის ელექტროენერგიით მოსამარაგებლად.

თუმცა აქ სხვა კითხვაც ჩნდება: როგორ უნდა განახორციელოს ამერიკამ ოპერირება, როდესაც ამერიკული ტექნოლოგიებიმშვიდობიანი ატომური ენერგიის მართვისაკარდინალურად განსხვავდება რუსულისგან?

მუდამ განსხვავდებოდა საბჭოთა ტექნოლოგიებისგანაც.

იმიტომაც მოხდაჩერნობილის კატასტროფადა არ მოხდა იგივე ამერიკაში ან დასაველთის სხვა ქვეყანაში.

თუმცა ტრამპი ასეთწვრილმანებზეარ ფიქრობს როგორც ჩანს.

 

ილონ მასკმა განაცხადა: „მოვიდა დრო უკრაინის კონფლქიტს ბოლო მოეღოს, მაგრამ ამისთვის აუცილებელია ძალიან მაღალ დონეზე რუსეთ-ამერიკის შეხვედრაო“.

აშკარად  ტრამპისა და პუტინის შეხვედრას გულისხმობდა.

პუტინი დღესვე შეხვდებოდა ტრამპს არა რაიმე Deal გასაფორმებლად, არამედ საკუთარი თავის ლეგიტიმაციისთვის, რაკი 2014 წლის ანუ ყირიმის ანექსიის შემდეგ ფაქტიურად იზოლაციაში იმყოფება ჯერ ერთი და მეორეც, ჰააგას სასამართლოს ორდერი აქვს გაცემული მის დაპატიმრებაზე უკრაინელი ბავშვების დეპორტაციის გამო.

9 მაისს მოსკოვის წითელ მოედანზე სამხედრო აღლუმი გაიმართებადიდ სამამულო ომშიგამარჯვების 80 წლისთავთან დაკავშირებით, თუმცა პუტინის ბრძანებით, საზეიმო კონცერტი გაუქმდა.

დამკვირვებელთა აზრით, კონცერტის გაუქმება მეტყველებს, რომ პუტინს კარგად არა აქვს საქმე. და ბევრ რისკს აცნობიერებს. განსაკუთრებით რუსი გენერლის მოსკოვში ლიკვიდაციის შემდეგ.

 

 

IMF International monetary fond აქვეყნებს პროგნოზს, რომ ომი უკრაინაში, ასე თუ ისე, 2025 წელს აუცილებლად დასრულდება.

IMF-, ამ ორგანიზაციის პროფილიდან გამომდინარე, პირველ რიგში ეკონომიკური და ფინანსური ასპექტი აინტერესებს.

ამიტომ აღნიშნავს, რომ ომის დასრულება გამოიწვევს მილიონობით უკრაინელის სამშობლოში დაბრუნებას, ვინც იძულებული გახდა უკრაინა დაეტოვებინა 2022 წლის გაზაფხულიდან.

ეს კი, ფონდის შეფასებით, უკრაინის მოსახლეობას გაზრდის 33,4 მილიონამდე.

თუმცა.....2022 წლის მარტისთვის უკრაინის მოსახლეობა (დონბასის მოსახლეობის ჩაუთვლელადაც კი) 41 მილიონი ადამიანი იყო.

IMF კვლავინდებურად აღიარებს უკრაინასმაღალი რისკისსახელმწიფოდ.

 

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, ექს-თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ მსოფლიოში გამალებული შეიარაღება განახლდა“.

ეს ტერმინი (Гонка вооружений) ცივი ომის დროს გამოიყენებოდა.

შოიგუმ დააზუსტა, რომ ხსენებული Гонка вооружений ამჟამად სხვა ფორმებით მიმდინარეობს და  ახალი ყაიდის, ახალი თაობის, ახალი ტექნოლოგიების  იარაღზეა ორიენტირებული.

არ არის გამორიცხული, შოიგუმ ეს განცხადება პუტინის დავალებით გააჟღერა ზუსტად იმ დროს, როცა ტრამპის სპეცწარმომადგენელი უიტკოფი მოსკოვში მოლაპარაკებას მართავდა რუსეთის ავტოკრატთან.

ანუ აშინებენ ტრამპს ახალი იარაღით.

პუტინი არ არის ბოლომდე კმაყოფილი ტრამპის წინადადებებით უკრაინის თემაზე.

ბევრი რამ მოსწონს. მაგალითად სანქციების მოხსნა, მაგალითად ყირიმისრუსულადაღიარება, თუმცა......ძალიან არ მოსწონს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები თუნდაც მხოლოდ ევროპის სახელმწიფოთა მხრიდან, ანუ დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და გერმანიის მიერ უკრაინისგადარჩენილიტერიტორიის საჰაერო სივრცისა და საზღვაო აკვატორიის დაცვა.

უსაფრთხოების გარანტიებშისწორედ ეს იგულისხმება და არა სახმელეთო კონტინგენტების გაგზავნა ფრონტის ხაზზე.

და ესეც (რაც იგულისხმება) ნამდვილად ბევრია, რათა პუტინმა მომავალში ვეღარ შეძლოს უკრაინის დაპყრობა და მისი სახელმწიფოებრიობის განადგურება.

 დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა სტარმერმა გუშინ დაადასტურა, რომ უკრაინაში  ბრიტანელი სამხედროების გაგზავნა არ იგეგმება: „მეტისმეტად სარისკოაო“.

ოღონდ მართლაც იგულისხმება საჰაერო სივრცის და საზღვაო აკვატორიის დაცვა.

და, აქვე:  რატომღაც საინფორმაციო „მეინსტრიმში“ ნაკლები ყურადღება ექცევა მნიშვნელოვან მომენტს: ყველა რომ უკრაინის პრეზიდენტის, ზელენსკის აბსოლუტურად ლეგიტიმურ განცხადებას აკომენტარებს ყირიმზე („ყირიმის აღიარება უკრაინული კონსტიტუციის მიღმა არისო“) არავინ აქცევს ყურადღებას, რომ არც პუტინს და არც მის გარემოცვას არც ერთხელ არ უთქვამთ:ჩვენ ვიღებთ ტრამპის წინადადებებსო“.

მიზეზი, ექპერტთა აზრით, ზუსტადაც ეს არის: უკრაინისგადარჩენილი ტერიტორიისუსაფრთხოების/დაცულობის გარანტიები.

ასევე ევროკავშირში (თუნდაც არა NATO-ში) მისი გაწევრების პერსპექტივა.

პუტინმა აგრესია (2014 წელს) ზუსტადაც EU- საწინააღმდეგოდ დაიწყო, თორემ იმ დროს უკრაინასარაბლოკური სტატუსი“ უკვე ჰქონდა დეკლარირებული.