NATO, თურქეთი და საქართველო

NATO, თურქეთი და საქართველო

საერთაშორისო (სინამდვილეში ამერიკული) სამხედრო სწავლებები Agile Spirit 21 ივლისს დაიწყო ამერიკელ და თურქ „პარაშუტისტთა“ (მე მომწონს ეს ისტორიული ფრანგული ტერმინი) მასობრივი დესანტირებით თურქეთის ტერიტორიაზე და ხვალიდან გრძელდება საქართველოში.

ამგვარი „ბმა“ თითქოს ოდენ მხოლოდ „სიმბოლურია“, თუმცა სიმბოლოებს არათუ პოლიტიკაში, გეოპოლიტიკაშიც უდიდესი მნიშვნელობა აქვს

აქ, ჩვენს რეგიონში NATO არის თურქეთი!!

მუდამ ასე იყო, ასეა და ასე იქნება ყოველთვის.

ამერიკის შეერთებული შტატები, პენტაგონი, მისთვის ისტორიულად სრულებით უცხო (!) კავკასიაში არც ერთ ნაბიჯს არ გადადგამს (არც ოდესმე გადაუდგამს) ამ რეგიონში თავის უძლიერეს სამხედრო-სტრატეგიულ მოკავშირესთან, თურქეთის რესპუბლიკასთან და თურქეთის არმიასთან შეთანხმების გარეშე

2001 წელს, შევარდნაძის დროს, თუ გახსოვთ, პენტაგონმა რომ ჩვენი ჯარის „წვრთნისა და აღჭურვის“ პროგრამა წამოიწყო...... სინამდვილეში დებილმა, თვალებალაპლაპებულმა ქართულმა „პოლიტკლასმა“ არ იცოდა და რასაკვირველია ვერ მიხვდა, თორემ ის მცირე აქციაც კი 100%-ით შეთანხმებული იყო თურქეთთან და თურქეთის არმიასთან.

ასე მუშაობს NATO, როდესაც საქმე ეხება მისი წევრის ინტერესებისა და პასუხისმგებლობის სფეროს.

ბალტიის ზღვაში ამერიკა არც ერთ ნაბიჯს არ გადადგამს NATO-ს წევრ სკანდინავიის და ბალტიის სახელმწიფოთა „ვიზის გარეშე“

აზერბაიჯანმა რომ ყარაბაღის განმათავისუფლებელი ომი დაიწყო 2020 წლის 27 სექტემბერს თურქეთის არმიის, თურქული ავიაციის უშუალო მონაწილეობით, დამისახელეთ ვაშინგტონის ერთი (თუნდაც ერთი მეთქი!) რაიმე არსებითი დემარში (სახდეპის და სხვა სამოქალაქო უწყებათა სფოუქსპეროსნების დიპლომატიური უორდინგი არ ითვლება) რაც ამ რეალობასთან წინააღმდეგობაში მოვიდოდა:

NATO, კავკასიის რეგიონში, არის თ უ რ ქ ე თ ი!!

ნეტავ როდის მიხვდებოდა, ან როდის მიხვდება თუ მიხვდება ოდესმე ამას ლენჩი ქართული „დოყლოპატია“, - აბსოლუტურად ყველა „საჭადრაკო პარტია“ რომ წააგო ბოლო 30 წლის მანძილზე და ჭადრაკის ნაცვლად რაგბის რომ თამაშობდა მასზე ამაშიც ათი თავით მაღალ A კლასის გუნდებთან?

„ქართული პოლიტელიტის“ ხსენება კი ამ კონტექსტში საერთოდ არ ღირს

განა ოდესმე მიხვდებიან, რომ საქართველოს უსაფრთხოების გარანტია რაკი ნამდვილად NATO-ს წევრობაა, მაშინ იმ „კარიბჭის“ რეალური „გასაღები“, რომელიც თითქოს „ღიაა“, არა ვაშინგტონში, არამედ..... ანკარაში დევს!!

კი, ვაშინგტონი და ბრიუსელი ბევრად სასიამოვნო და კომფორტული ქალაქებია, ვიდრე ანკარა ან თუნდაც სტამბული.

მაგრამ ჩვენი ქვეყნის მომავალი თქვენი „ოჯახობის“ კომფორტზე და შოფინგზე არ უნდა იყოს დამოკიდებული.

ძნელია?

ძნელია რასაკვირველია.

იმიტომაა თუნდაც ძალიან ძნელი, რომ ის მაგალითად, აუცილებლად მოგვთხოვს 12 აგვისტოს „დიდგორობა“ ბევრად უფრო მოკრძალებულად აღვნიშნოთ - „უხმლო ქარქაშების“ სტილში „შუა აზიიდან შემოფრენილი თურქული ქინქლას“ ხსენების გარეშე!

აბა როგორ გვინდა?

თუ არ გვინდა და მაშინ მოვა დრო, რუსები მეორე „12 აგვისტოს“ გვაზეიმებენ ძალით: 2008 წლისას, რომელიც 1121 წლის შემდეგ ყველაზე ღრმა „ფსკერი“ იყო ამ საბრალო ქვეყნისა!

მე ერთი რამ ვიცი აბსოლუტური დარწმუნებით, რომ თუ ამ ქვეყანას კრემლის კლანჭებიდან ხსნა უწერია, ეს მხოლოდ და მხოლოდ თურქეთთან ჭკვიანური, მიზანშეწონილი, არსებითი (და არა ლენჩური) სტრატეგიული თანამშრომლობით არის შესაძლებელი

ჩვეული „მატრაკვეცობების“ და „უხმლო ქარქაშების“ გარეშე

ხოლო თანამედროვე თურქეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღავნელობის მაღალ პასუხისმგებლობაზე მეტყველებს ერთი ისტორიული ფაქტი, რაზეც ქართული „პოლიტიკურ/ჟურნალისტურ/ექსპერტული კამარილია საერთოდ არ ლაპარაკობს. მგონი არც იცის (მით უარესი):

2008 წლის 15 აგვისტოს, როდესაც რუსი ოკუპანტები ფოთში შევიდნენ და აჭარისკენ დაიძრენ, თურქეთის არმიის აღმოსავლეთის სარდლობამ სრული სამხედრო მზადყოფნა გამოაცხადა და.....სარფიდან „შემხვედრი მოძრაობისთვის“ მზად იყო 1921 წლის საერთაშორისო ხელშეკრულების სრული დაცვით.

მაგრამ, საბედნიეროდ, ანკარადან უყვირეს: სდექთ!!

არ გჯერათ?

წაიკითხეთ მიშას მემუარები.

ჰო ისე.....აქვე.....რატომ არ კითხულობთ ამ ისტორიულ დოკუმენტს?

უამრავი საინტერესო ფაქტია იქ.

„თვალებალაპლაპებული, არაკომპეტენტური ლენჩებისთვის“ არა ოღონდ.

დათო

ისტორიის რიგითი ჯარისკაცი