ალექსანდრე ნევზოროვი - Образ уставшего дьявола

ალექსანდრე ნევზოროვი - Образ уставшего дьявола

ჟურნალისტი ალექსანდრე ნევზოროვი რუსეთიდან გაიქცა... თავს უშველა მას შემდეგ, რაც რუსეთის პროკურატურამ მასზე აღძრა სისხლის სამართლის საქმე `არმიის დისკრედიტაციის გამო`

10 წლამდე ციხე ელოდა.

გუშინ ნევზოროვის საცხოვრებელი სახლი დააყადაღა იმავე პროკურატურამ სანკტ-პეტერბურგში.

ნევზოროვმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო... მაშასადამე, ბევრი სხვა გაქცეულისაგან განსხვავებით, ის სამუდამოდ იქცა პუტინის მოსისხლე მტრად.

იმ სხვათაგან ბევრი დაბრუნდება, გარწმუნებთ. მაგალითებიც ვიცი. ნევზოროვი კი უკვე აღარ...უფრო მეტადაც კი ვიდრე `ვეღარ`

. . . . . . . . . . . . . . .

თუმცა რატომ ვწერ ამის შესახებ იცით?

ბევრს არ ახსოვს ვინ არის ალექსანდრე ნევზოროვი...აი მე კი მახოვს... ისევე როგორც ბევრი რამ სხვა მახსოვს... პირველ რიგში ჩემდა საუბედუროდ, რაკი არ მეშვება სასტიკი ისტორია:

1991 წლის იანვარში, სსრკ თავდაცვის მინისტრმა იაზოვმა და КГБ-ს შეფმა კრიუჩკოვმა ვილნიუსში, - მშვიდობიანი ლიტვის დედაქალაქში, - სისხლიანი `პოგრომი` მოაწყვეს: დამოუკიდებლობის მოხრეები, - რომლებიც ლიტვის სატელევიზიო ანძას და დამოუკიდებლობის გამომცხადებელ უმაღლეს საბჭოს იცავდნენ, - დახოცეს და სატელევიზიო ანძა დაიპყრეს.

გორბაჩოვი, როგორც ყოველთვის, გაძვრა-გამოძვრა ანუ მისი როლი ამ `პაგრომში` დღემდე გაურკეველია, თუმცა ამას ახლა არსებითი მნიშვნელობა არა აქვს.

ნევზოროვი მაშინ ლენინგრადის (ჯერ კიდევ ლენინგრადი ერქვა) ტელევიზიის რეპორტიორი იყო და ტელეგადაცემაც მიჰყავდა სახელად 600 секунд.

ჰოდა სწორედ ამ პროგრამაში გავიდა მისი უსაზიზღრესი რეპორტაჟი ვილნიუსის მოვლენებზე, რომელიც (ამაში სრულიად დარწმუნებული ვარ) იმავდროულად იყო რეპორტიორული ხელოვნების შედევრი!

ვერასდროს შევთანხმდებით იმაზე, შესაძლებელია თუ არა `საზიზღარი` იყოს იმავდროულად `ძალიან ნიჭიერი`. და შეთავსებადია თუ არა Гений и Злодейство. ამაში არც გენიალურ, სიკეთის განმასახიერებელ პოეტს, თუმცაღა... ანტიპოლონელ რუს შოვინისტ პუშკინს არ ვეთანხმები

კი ბატონო, ნუ შევთანხმდებით - ეს სხვა საკითხია.

ვილნიუსის `პოგრომის` ესოდენ ნიჭიერად `გაპრავების` შემდეგ, ნევზოროვი დიდად პოპულარული გახდა.

1995 წელს, ბორის ბერეზოვსკისა და ბადრი პატარკაციშვილის დაფინანსებით მანვე გადაიღო შემაძრწუნებელი შოვინისტური პასკვილი (თუმცა ასევე ძალიან ნიჭიერი) ჩეჩენი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელი ომის წინააღმდეგ. (ჩეჩნები კი არ `მოძრაობდნენ` არამედ `ომობდნენ`-თუმცა სხვა თემებს ნუღარ შევყვებით მეთქი)

ამ პასკვილს ერქვა Чистилище....იოლად იძებნება ქსელში

ამის შემდეგ, გამოხდა ხანი და იმედგაცრუებული ნევზოროვი თანდათან იქცა (თან სრულებით გულწრფელად, შინაგანად) იმად, რაც არის დღეს: Образ уставшего дьявола - დაღლილი ლუციფერი---მეფისტოფელივით და ვოლანდივით - პუტინის რეჟიმის უსასტიკეს კრიტიკოსად, ნიჭიერ დამცინავად, აბუჩად ამგდებად, მომთხრელად ყველა მოაზროვნე, ტალანტის აღქმის უნარის მქონე ადამიანის თვალში.

. . . . . . . . . . . . . . .

ხომ არსებობს ლათინური მაქსიმა: Теmроrа mutantur et nos mutamur in illis (`იცვლება დრო და მასთან ერთად ვიცვლებით ჩვენც`)......ძალიან კარგი `გადმოქართულებით`, - რაც ახლახანს შემხვდა, - `ვიზრდებით და ვიცვლებით`

თუმცა, მე თუ მკითხავთ, ბევრად უფრო ღრმაა გენიალური ქართული ხალხური (!): `დრონი მეფობენ და არა მეფენი`.

ახლავე ავხნი თუ რატომ

. . . . . . . . . . . . . . .

დავსვათ კითხვა: რა ღირებულებითი ტეხილი იქცა ცხოვრების მანძილზე ამ არაჩვეულებრივად ნიჭიერი ადამიანისთვის იმდენად თვისებრივად, რომ ლამის იდენტობა შეუცვალა?

არ დაიჯეროთ მისი კონფორმიზმი: კონფორმისტი ახლა სამუდამოდ რუსეთს არ დატოვებდა, ყველაფრის დაკარგვაზე არ წავიდოდა!

არადა რუსეთში ბეეეევრი რამ აქვს დასაკარგი, რასაც არათუ უკრაინაში, ამერიკაშიც ვერ შეიძენს. არა მხოლოდ ის კომფორტული სახლი, Финский залив-ის ნაპირზე.

ანუ დღესაც ისევე გულწრფელია, როგორც მაშინ, - 600 секунд-ის საზიზღარ, შავ-ბნელ, თუმცაღა ძალიან ნიჭიერ რეპორტაჟს რომ აკეთებდა.

ან არ გინახავთ, 3 წლის წინ რა ნიჭიერად დაუჭირა მხარი გიორგი გაბუნიას მას შემდეგ, რაც იმან დედის საფლავი აგინა პუტინს? - რომ ხატავს აჭარული` განდაგანას` აკომპანემენტით...ვდებ აქვე

ჰოდა რატომ, რა არის მიზეზი?

. . . . . . . . . . . . . . .

ჩემი პასუხი: ალექსანდრე ნევზოროვი იმ კატეგორიას განეკუთვნება, რომელსაც ვერც კი წარმოუდგენია ცხოვრება დიდი და დიადი იმპერიის გარეშე....იგი მართლაც რომ ყოველმხრივ დიდებულ იმპერიულ დედაქალაქში, სანკტ-პეტერბურგში დაიბადა და გაიზარდა!

დიახ, დიახ, - ისევე, როგორც რუს ინტელექტუალთა 99,99%, არანაირი` დემოკრატი` ის არ არის რასაკვირველია, არამედ სიღრმისეულად, სულიერად მისტირის იმ `დიად, სხივმოსილ დერჟავას`, რომლის საზღვრები 1945 წლის ტრიუმფალურმა, ძლევამოსილმა გამარჯვებამ (Великая победа - როგორც თრთოლვით ამბობენ რუსები) დაადგინა და რომელიც, მისი აღქმით, სწორედ გორბაჩოვმა, სწორედ ელცინმა და მისმა მემკვიდრე პუტინმა დაანგრიეს, - მას სამშობლო-დერჟავა წაართვეს, ხოლო.... ამჟამინდელი ომი უკრაინის წინააღმდეგ ნევზოროვს უბადრუკ` ფაფხურად` მიაჩნია, რომლის არც თუ შენიღბულ ეთნო-ნაციონალისტურ შინაარსს არ იზიარებს, რადგან თვითონაც მხოლოდ სანახევროდაა რუსი: იგი იმ დერჟავაზე` ოცნებობს, სადაც მისი ბავშვობისდროინდელი აღქმით `არას ჰყო ელინი და არცა იუდეველი`, არამედ დიადი დერჟავას მოქალაქე, რომელიც სამუდამოდ დაინგრა და ვერანაირად ვეღარ აღდგება მისივე დამანგრეველთა ხელით!

ჰო, `ნანგრევები არ არის საუკეთესო მასალა ახლის ასაშენებლადო` - ერთმა ჭკვიანმა ქართველმა თქვა. არ დავასახელებ-არ არის საჭირო.

. . . . . . . . . . . . . . .

და, დიახ, ცინიზმი, ზოგადად, არა მხოლოდ ზედგამოჭრილია Для образа уставшего дьявола, არამედ საოცრად ღრმა, ფილოსფიური და შემაძრწუნებლად, შავად მშვენიერი, მომნუსხველი რიტორიკული ფიგურაცაა, რომლის გადმოცემა სრულყოფილად მხოლოდ გოეთესა და ბულგაკოვს თუ ძალუძთ.

ნევზოროვს ამის პრეტენზია არა აქვს, თუმცა ამ ფიგურას მუდამ სრულყოფილად მისდევდა.

სანამ ცოცხალია და სანამ ქვესკნელმა არ შთანთქა გეიენას ალთა მხურვალებაში

დათო

https://www.youtube.com/watch?v=rtpIuanxuZI