თვითმფრინავის გამოცდა

თვითმფრინავის გამოცდა

      გუშინ საბოლოოდ გაირკვა სახელისუფლებო ბლოკის კონფიგურაცია. აქ განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ეს მოხდა სწორედ გუშინ და არა კვირას, როცა ბლოკს «ახალი საქართველოსთვის» ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი და მისი ლიდერი ვაჟა ლორთქიფანიძე შეუერთდნენ. მისგან განსხვავებით, ირაკლი ბათიაშვილი და გია ყარყარაშვილი არ მალავენ, რომ მათი გადაწყვეტილება უფრო პიროვნული არჩევანი იყო, ვიდრე კოლექტიური. ირაკლი ბათიაშვილი დღეს, შეიძლება ითქვას, უპარტიოა, ხოლო გია ყარყარაშვილის «მეომართა ლიგა» უფრო საზოგადოებრივი ორგანიზაციაა, რომელიც ვეტერანთა პრობლემების გადაწყვეტას ისახავს მიზნად.
        რეალურად, არაფერი მოულოდნელი ამ სიახლეში არ ყოფილა. ორივეს პირადად ედუარდ შევარდნაძემ შესთავაზა ბლოკში გაწევრიანება, რასაც ბევრი ვარაუდობდა, ვინაიდან ამით კოალიცია ძალიან ბევრ შესაძლო კონტრარგუმენტს იგერიებს და შესამჩნევ ფიზიკურ ძალასაც იძენს, რაც, საქართველოს პირობებში, აც თუ მეორეხარისხოვანი საკითხია. ედუარდ შევარდნაძეს ორივე ამ ფიგურასთან იმაზე მეტი აკავშირებს, ვიდრე ახლად გამოჩეკილ პოიტიკოსებს ეჩვენებათ. ირაკლი ბათიაშვილი, ახალგაზრდობის მიუხედავად, ეროვნული მოძრაობის სათავეებთან იდგა და 1988 წლიდან განვითარებულ ყველა მოვლენაში მონაწილეობდა. არადა, საქართვლეოს ბედი სწორედ მაშინ გადაწყდა. ამიტომ, თანამედროვე პოლიტიკურ და საზოგადოებრივ კონფიგურაციაშრი მას არ შეიძლება არ აღიზიანებდეს, რომ ამჟამად ის «ყვინჩილა ნუვორიშები» იწყებენ პოლტიკოსობაზე თავის დადებას, ვისაც გია ჭანტურია და მერაბ კოსტავა არათუ ხელს ჩამოართმევდნენ, ზედ არ შეხედავდნენ და ხმას არ ამოაღებინებდნენ.
        რაც შეეხება გია ყარყარაშვილს, მართალია, იგიცოტა უფრო გვიან გამოჩნდა, მაგრამ 1990-1993 წლების ბობოქარ, მრავლის განმსაზღვრელ მოვლენათა «სამხედრო კომპონენტის» ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა გახდა, რომ აღარაფერი  ვთქვათ აფხაზეთის ომზე, სადაც გია ყარყარაშვილი და ირაკლი ბათიაშვილი ერთობლივად მოქმედებდნენ უკანასკნელ დღემდე – სოხუმის ტრაგიკულ დაცემამდე ისევე, როგორც ედუარდ შევარდნაძე, რასაც ამ სამეულს ვერავინ დაუკარგავს. როგორ შეიძლება ისინი ერთად არ იყვნენ, როდესაც, მაგალითად, სამივეს ერთმანეთთან აკაშვირებს ომის უკანასკნელი დღის, ცნობილი «თვითმფრინავის» ისტორია, როდესაც, ფაქტობრივად, სასწაულებრივად გადაურჩნენ სიკვდილს.
        ეს იყო 1993 წლის 28 სექტემბერს, გამთენიისას, სოხუმის სამხრეთით, ზღვისპირას, სადაც ედუარდ შევარდნაძე, ფაქტობრივად, მარტო დარჩა გია ყარყარაშვილთან, ირაკლი ბათიაშვილთან, კოტე გაბაშვილთან და პირადი დაცვის სამ ოფიცერთან ერთად. როგორც ცამბობენ (და ალბათ არ ტყუიან)9 სპეცდანიშნულების ერთ-ერთმა რაზმმა, რომელსაც სახელმწიფოს მეთაური უნდა დაეცვა, დღემდე გაურკვეველი მოტივებით იგი, ფაქტობრივად, მიატოვა და კოდორის ხეობას მიაშურა. ელცინის დაცვის უფროსი თანამგზავრული ტელეფონით დაუკაშვირდა შევარდნაძის დაცვის წევრს და შესთავაზა სამხედრო კატარღის გამოგზავნა, მაგრამ როგორც კი კატარღა ნაპირს მოუახლოვდა, აფხაზებმა მას სროლა აუტეხეს. საპასუხო როლის შემდგე, მან იქაურობა მიატოვა. დარჩა ერთადერთი გზა – ბაბუშერის აეროდრომი, სადაც სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა პატარა თვთიმფრინავი, რომელსაც მცირეოდენი საწვავი ჰქონდა. ედუარდ შევარდნაძე, გია ყარყარაშვილი და ირაკლი ბათიაშვილი სწორედ ამ თვითმფრინავით გამოფრინდნენ სოხუმიდან რამდენიმე წუთით ადრე, ვიდრე აფხაზურმა ფორმირებებმა ბაპბუშერას აეროდრომს მიაღწიეს. არავინ იცის, რას ჩაიდენდა აფსუა-ჩრდილოკავკასიელთა გამხეცებული ბრბო. აბსოლუტურად არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. მათ ხომ ჟიული შარტავა დახვრიტეს, ვისაც აფხაზეთისთვის სიკეთის მეტი არადსროს არაფერი ჰქონ.და გაკეთებულრ. გარდა ამისა, სეპარატისტები მთლიანად აკონტროლებდნენ ზღვის აკავტორიას და სითბური რაკეტებით იმ დღეებში ორი თვითმფრინავიც ჩამოაგდეს.
        მაშასადამე, გასროლა სრულიად შემთხვევით არ შედგა. განა გასაკვირია, რომ ამის გადამტან ადამიანებს დღევანდელი კომიკური დაპირისპირება და აურზაური სასაცილოდ არ ჰყოფნიდეთ? ამის გათვალისწინებით, ედუარდ შევარდნაძის კოალიციაში გია ყარყარაშვილისა და ირაკლი ბათიაშვილის გაერთიანება ბევრად ურფო ბუნებრივი და მოსალოდნელია, ვიდრე მრავალი სხვა დღევანდელი ალიანსი. ორივე ახალგაზრდა პოლიტიკოსი შესანინავად აცნობიერებს იმასაც, რომ ის, რაც ედუარდ შევარდნაძესთან აკავშირებს ერთად განვლილის თვალსაზრისით, ნებისმიერი სხვა ფიგურისათვის სრულებით ფუჭი და არაფრისმთქმელია. ამდენად, ისინი სხვა სახელისუფლებო კონფიგურაციაში, სხვა პიროვნების გაპირველკაცების შემთხვევაში, საკუთარ თავს ვერ იპოვიან. ეს საკმოად მნიშვნელოვანი ფქატორია, რომლეიც არა მხოლოდ ამ ორ მეტად ნიშანდობლივ ფიგურას ეხება.
        ამდენად, 2005 წლის მოახლოების კვალობაზე, ხსენებული ფაქტორი კიდევ უფრო ძალუმად იმუშავებს და პოლიტიკური სინდრომის ხასიათთსაც შეიძენს.

დილის გაზეთი, 10 სექტემბერი, 2003 წელი