საერთაშორისო მიმოხილვა. 23 სექტემბერი 2022 წელი
მობილიზაცია პუტინს იმდენად უჭირს, რომ მისი ბრძანებით, ბანკებმა იპოთეკურ მოვალეებს `საკრედიტო არდადეგები` გამოუცხადეს, თუ დათანხმდებიან ჯარში იმსახურონ. ამ დროს რამზან კადიროვმა პუტინს უპატაკა, რომ ჩეჩნეთში გაწვევის გეგმა 250%-ითს შესრულდა.
ზოგადად ტრაგედიაა, რომ ჩეჩნეთს ეს სალდაფონი `დაემართა` მეორე ჩეჩნური ომის შედეგად, როცა პუტინი პირდაპირ დაემუქრა ჩეჩნებს სრული ამოწყვეტით. მაშინ მამამისი, აჰმად კადიროვი, რომელიც პირველი ჩეჩნური ომის დროს (1994-1996წ) გააფთრებით იბრძოდა რუისების წინააღმდეგ, გადავიდა რუსული არმიის მხარეს.
აჰმად კადიროვი მოგვიანებით პუტინის ბრძანებით ააფეთქეს სტადიონზე და პუტინმა ჩეჩნეთის დიქტატორად მისი შვილი, რამზანი დანიშნა. აფეთქება კი პირველი პრეზიდენტის, ჯოჰარ დუდაევის მომხრეებს დააბრალა.
მობილიზაციასთან დაკავშირებით კიდევ ისიც უნდა ითქვას, რომ ეს პროცესი არ ეხება უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს, რაც რუსული სოციალური ფსიქოლოგიიდან გამომდინარე, აუცილებლად გამოიწვევს მშობლების უკმაყოფილებას: ჩვენმა შვილებმა რა დააშავეს - სასაკლაოზე რომ მიჰყავთ მხოლოდ იმიტომ, რომ სტუდენტები არ არიანო.
თანაც `დასწრებულზე` ვინც სწავლობს, ისინი არ მოჰყავთ. მაგრამ `დაუსწრებლის` სტიუდენტებს, ვინც დისტანციურად სწავლობს, მობილიზაცია ეხება. ფრონტზე უკეთ ისწავლიან ეს სტუდენტები?
ამ მობილიზაციამ შესაძლოა ძალიან დაძაბოს შიდაპოლიტიკური ვითარება რუსეთში, ოღონდ ჯერ ჯერობით პუტინის რეჟიმი ძალიან მტკიცეა. იმ რუსების დიდი ნაწილი, ვისაც მობილიზაცია ეხება, უბრალოდ იმალება. ანუ საქართველოში ან სადმე საზღვარგარეთ კი არ გარბის, არამედ რუსეთშივე იმალება. სხვა ქალაქში გარბის, იმავე ქალაში ბინას ქირაობს, მისი ახლობლები ამბობენ, რომ არ იციან სად არის და ა.შ და ა.შ.
ეს ომი სულ უფრო არაპოპულარული ხდება რუსეთში. ბლიც-კრიგი არ გამოვიდა, სამ დღეში უკრაინა რუსეთმა ვერ დაამარცხა, თორემ ისინი, ვინც ახლა წუწუნებს და პუტინს აკრიტიკებს, ნწილობრივ ისინიც, ვინც ახლა (!) მიტინგებზე გამოდის, აღფრთოვანებით, ტაშის კვრით შეეგებებოდნენ კიევის დაპურობას და უკრაინის პრეიზდენტის ადმინისტრაციის თავზე რუსული დროშის აღმართვას.
არ გამოვიდა და არც გამოვა.
ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო, აგრეთვე ნიშანდობლივი რამ მოხდა გუშინ ტყვეთა გაცვლასთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, რუსეთმა უკრაინისგან მიიღო ასეულობით ტყვე, მათ შორის პუტინის ნათელმირონი მედვედჩუკი, რომლითაც პუტინი ომის დასაწყისში ზელენსკის ჩანაცვლებას გეგმავდა, თუმცა მოგვიანებით უკრაინელებმა დააპატიმრეს მტერთან თანამშრომლობისთვის. რუსეთმა კი უკრაინელებს გადასცა `აზოვსტალისა` და მარიუპოლის გმირები, ასევე ათამდე ამერიკელი და ინგლისელი მოხალისე, რომელიც იბრძოდა უკრაინის მხარეს - დაპურობლების წინააღმდეგ
ოღონდ ამჯერად თვით გაცვლა კი არ არის ნიშანდობლივი, არამედ ის, თუ როგორ დახვდნენ თავისიანებს კიევში და მოსკოვშიუ: კიევში იყო დიდი ზეიმი, სატელევიზიო რეპორტაჟები, ინტერვიუები, ყვავილები, ოვაციები, ხოლო რუსეთში.....არაფერი! ტელევიზიებმა მიიღეს ბრძანება, ეს ისტორია საერთოდ არ გააშუქონ. ოჯახის წევრთა გარდა არავინ დახვედრია გათავისუფლებულებს.
რატომ? იმიტომ, რომ ეს ომი უსამართლო ომია რუსეთის მხრიდან, ხოლო უკრაინის მხრიდან - სამართლიანი ბრძოლა სამშობლოს თავისუფლებისთვის. და არანაირი `პოეტური პათეტიკა ეს არ არის!`, არამედ სუფთა პრაგმატიზმია: როცა რეჟიმი უსამართლო ომს აწარმოებს, თან ისეთ ომს, რომელიც მისივე ქვეყანაში კატასტროფულად არაპოპულარულია, მას ეშინია ტყვეობის ჰეროიზაციის, რაკი იცის, მისი არმია გაქცევაზეა და უამრავი ჯარსიკაცი, როგორც წვევამდელი, ასევე კონტრაქტორიც კი, სულ იოლად ჩაბარდება ტყვედ. ამის ეშინია.
ხოლო როცა ქვეყანა სამართლიან ომს აწარმოებს, მას არ ეშინია ტყვეებს დახვდეს, როგორც ისინი იმსახურებენ ანუ როგორც გმირებს.
ეს არის ამ განსხვავევბის მიზეზი, რაც მსოფლიო ისტორიაში კარგადაა შესწავლილი: რაც უფრო გახრწნილი და არაპოპულარულია რეჟიმი, მით უფრო ახდენს იგი ტყვეობის სტიგმატიზაციას ომის დროს, რაკი ეშინია, რომ სოციალური საყრდენი ქვეყანაში არა აქვს, ჯარისკაცებს და ოფიცრებს მორალური მოტივაცია არა აქვთ და (ბოდიში ჟარგონისთვის) `რამე რომ იყოს` მასობრივად ჩაბარდებიან ტყვედ.
პუტინისთვის საუბედუროდ, დღეს უკვე არსებობენ სოციალური ქსელები, არსებობენ ტელეგრამ-არხები და ბევრი რუსი ჯარისკაცი თუ ოფიცერი წერს: ჩვენ შევაწყდით მარიუპოლის აღებას, უამრავი რუსი ჯარისკაცი და ოფიცერი დაოხოცა, რათა უკრაინულ ბატალიონ `აზოვის` მეთაურები ტყვედ აგვეყვანა, ახლა კი ეს მეთაურები (და არა მხოლოდ `აზოვის` რიგითი ჯარისკაცები) პუტინმა ზელენსკის თავის ნათელ-მირონ მედვედჩუკში გაუცვალაო.
ანუ ეს `გაცვლაც` პუტინის მორიგი მარცხი და ზელენსკის მორიგი გამარჯვებაა: დამარცხებული არმია მუდამ ეძებს საბაბს, რომ დამარცხება საკუთარ უმაღლეს მხედართმთავარს გადააბრალოს და არ აღიაროს, რომ მოწინააღმდეგემ (ამ შემთXევვაში უკრაინის არმიამ) უბრალოდ აჯობა. არმიაში `რყევა` კი პუტინს სერიოზუალდ ემუქრება. ომი არმიაშიც არაპოპულარული ხდება.
გრძელდება ე.წ. `რეფერენდუმებისთვის` მზადება ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
ეს რეფერენდუმები, რომელსაც პუტინი იქ ატარებს, შესაძლოა გარდამტეხიც აღმოჩნდეს ომის მსვლელობისთვის და პუტიონს ამგვარი `ვა-ბანკზე` წასვლა ძვირად დაუჯდეს.
უკრაინის არმია ყოველნაირად ცდილობს ამ ე.წ. რეფერენდუმების ცაშლას ბრძოლით, რათა ეს ე.წ. კენჭისყრა რაც შეიძლება ნაკლებ ტერიტორიაზე ჩატარდეს და `კომფორტულ` ვითარებაში არ ჩაიაროს. ეს მნიშვნელოვანია პირველ რიგში დასავლეთის ე.წ. `სასარგებლო იდიოტებოისთVის`, რომლებიც იქ ცოტანი როდი არიან და რეფერენდუმების თუ კენჭისტრების მიმართ საკრალური დამოკიდებულება აქვთ. ეს პირველად გამოჩნდა ყირიმის ე.წ. `რეფერენდუმის` დროს, რომლის შედმეგაც დასაველთს რუსეთსი წინააღმდეგ არანაირი საქნციები არ შემოუღია.
საინტერესო ნიუანსი: ბიულეტენები იბეჭდება ოთხივე ოკუპირებულ ოლქში: დონეცკში, ლუგანსკში, ზაპოროჟიესა და ხერსონში. ოღონდ დონეცკსა და ლუგანსკში სარეფერენდუმო ბიულეტენები იბეჭდება მხოლოდ რუსულ ენაზე, ხოლო ხერსონსა და ზაპოროჟიეში ორ ენაზე: უკრაინულად და რუსულად.
მხოლოდ რუსულ ენაზე ბიულეტენების ბეჭდვა პუტინის სატრაპთა სერიოზული ფიარული შეცდომაა, რაკი ამით მჟღავნდება, რომ პუტინს ამ ოლქებში `სისხლისმიერი ერთობა` ამოძრავებს, როგორც ჰიტლერს, როცა ჩეხეთის სუდეტის ოლქში რეფერემდუმს ატარებდა - `დიად გერმანიასთან `მისაერთებლად.
აფხაზეთის ვეტერანთა ორგანიზაცია `არუაა` - ს ხელმძღვანელობამ მოუწოდა აფხაზეთის ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გამოაცხადოს სრული მობილიზაცია აფხაზეთის ტერიტორიაზე. ოღონდ არა იმ მიზნით, რათა რუსეთს დაეხმაროს უკრაინის წინააღდმეგ, არამედ......საქართველო რეფერენდუმს ატარებს ომის თემაზე, აფხაზეთის დაპყრობას აპირებს და საქართველოსთან საზღვარი გავამაგროთო.
ანუ `საქართველოსთან ომის` და `საქართველოსთან საზღვრის გამაგრების` თემით ცდილობენ ახლა `გადაფარონ` რუსეთის მოთხოვნა, რომ აფხაზებმაც უნდა მიიღონ მონაწილეობა საყოველთაო მობილიზაციაში, რაკი რუსეთის მოქალაქეები არიან, რუსულ პენსიებს იღებენ, რუსეთი აჭმევს, ასმევს და ა.შ.
პასუხად აფხაზები იტყვიან, რომ რაკი საქართველო რეფერედუმს ატარებს და აფხაზეთში` შეჭრას` გეგმავს, ჯარებს სხვაგან ვერსად აგზავნის, ამიტომ იძულებულია `საქართველოსთან საზღვარი` გაამაგროს მდინარე ფსოუზე.
თუმცა აფხაზეთში კრემლის გავლენა რასაკვირველია მზარდია: აფხაზეთის ე.წ. `საგარეო საქმეთა მინისტრი `ინალ არძინბა, რომელიც სულ ახლახანს პუტინის `ხელისბიჭი` იყო, გუშინ განაცხადა, რომ რუსეთთან მოკავშირეობა აფხაზეთის გადარჩენისთვის აუცილებელია და აფხაზეთმა `არ უნდა გადადგას ისეთი ნაბიჯები, რაც არამეგობრულად იქნება ცათვლილი მოსკოვშიო`.
ანუ ინალ არძინბას პირდაპირ არ უთქვამს, თუმცა მიანიშნა, რომ თუ აფხაზეთი რუსეთს უკრაინსი წინააღმდეგ ომში პირდაპირ არ დაეხმარება, ეს მოსკოვს გაანაწყენებს და აფხაზეთი `მარტო დარჩება აგრესიული საქართველოს წინააღმდეგო`.
არის ერთი ძალიან საინტერესო ნიუანსი, რომელიც მეტყველებს, რომ სოხუმსა და მოსკოვს შორის ვითარება კარდინალურად იძაბება, ხოლო `პიცუნდის დაჩა` ან თუნდაც `მობილიზაცია` მხოლოდ დასაწყისია: სოხუმში ჩატარდა ე.წ. `მაღალი დონის კონფერენცია აფხაზეთის გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე`, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მოქმედმა აფხაზმა ჩინოვნიკებმა და ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩირიკბამ.
ისინი ლაპარაკობდნენ რუსეთზე ისე, რომ თითქოს რუსეთი მხოლოდ `ერთ-ერთი მოთამაშეა`სხვა მოთამაშეთა შორის, ვისთანაც აფხაზეთი მზად არის ურთიერთობა განავითაროს.
ანუ რუსეთი, რომელიც 100%-ით ინახავს აფხაზეთს ყველა თვალსაზრისით, `ჩვეულებრივ პარტნიორად` დაასახელეს და ამით მიანიშნეს, რომ თუ მოსკოვი მეტისმეტად გააძლიერებს წნეხს სოხუმზე, მაშინ აფხაზებს ვითომდაც სხვა ალტერნატივებიც აქვს.
საეჭვოა პუტინს ახლა აფხაზეთის მიმართულებით ექსპერიმენტებისთვის ეცალოს და საქნციები შემოიღოს, თუმცა აფხაზური `მინიშნება` მაინც პრევენციაა: `არაფერი შეგეშალოსო`