ქართული ანტი-რელატივიზმი და ცხინვალელი ანტიქართველი ქვეწარმავლები

ქართული ანტი-რელატივიზმი და ცხინვალელი ანტიქართველი ქვეწარმავლები

ბევრჯერ მითქვამს, რომ ამ ქვეყნის უუუუუუდიდესი უბედურება ბოლო ნახევარი საუკუნის მანძილზე (მინიმუმ), რამაც დიდწილად განაპირობა საქართველოს ისტორიული მარცხი 1988 წლიდან, არიან „სასარგებლო იდიოტები“, რომლებიც თავიანთი ჩლუნგი პოლიტიკური „ანტი-რელიატივიზმით“ (არადა პოლიტიკა, თუ ის პოლიტიკაა და არა კრეტინიზმი, არ შეიძლება რელიატივისტური არ იყოს-დ.) მუდმივად, სწორხაზოვნად, ისევ და ისევ ჩლუნგად ცდილობენ საკუთარ ღირებულებათა და პრიმიტიულ წარმოდგენათა „ფერებას“ ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების ხარჯზე და პირდაპირ აზიანებენ კიდეც ამ ინტერესებს თავისი ჩლუნგი ფანატიზმით.

თუ კონკრეტული მაგალითები გნებავთ, ინებეთ ბოლო „კაშკაშა“ მაგალითი:

მოსკოვმა რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვა სამ ცხინვალელ სეპარატისტ ქვეწარმავალს (ჰააგის სასამართლოს მიერ გენოციდში და ეთნიკურ წმენდაში მხილებულს), შემდეგ კი რუსეთის ტერიტორიაზე შესვლაც კი აუკრძალა იმის გამო, რომ ისინი ცდილობდნენ საქართველოსთვის თრუსოს ხეობის და შემდეგ ყაზბეგის, აგრეთვე თბილისი-ქუთაისის ავტოტრასის ერთი მოზრდილი მონაკვეთის დაპყრობის ჯერ „საკანონმდებლო გაპრავებას“ ე.წ. „ცხინვალის პარლამენტში“, შემდეგ კი ამ ტერიტორიათა დაპყრობის შემზადებას, ბოლოს პირდაპირ დაპყრობას.

და რაკი ეს გადაწყვეტილება მოსკოვმა მიიღო, ხსენებულ „სასარგებლო იდიოტთა“ უბადრუკი ინსტინქტი ამ უკასაკნელთ უბიძგებს, ის კი არ შენიშნონ, რომ ამ შემთხვევაში ამ სამი ქვეწარმავლისთვის „თავში ჩარტყმა“ (ჰააგას შემდეგ მოსკოვის მიერ) საქართველოსთვის, დიახაც, ძალიან სასარგებლოა ნებისმიერ შემთხვევაში (ხაზს ვუსვამ: ნებისმიერ შემთხვევაში, მოტივაციის მიუხედავად), არამედ რაღაც უბადრუკი კონსპირაციები შეთხზან, თითქოსდა მოსკოვი საკუთარი ინტერესების გარდა რაიმე სხვა მოსაზრებებითაა ვალდებული იხელმძღვანელოს.

რასაკვირველია საკუთარი ინტერესებით ხელმძღვანელობს, აბა რა ვალდებულება აქვს საქართველოს ინტერესებზე ზრუნავდეს?

აქვს ამის რაიმე ვალდებულება?!

თუმცა ის ფაქტი, რომ მას ნამდვილად დასჭირდა (!) უკრაინის ომის ფონზე „თავში ჩაერტყა“ და საცეცები დაეჭრა ამ სამი აგრესიული ქვეწარმავლისთვის..........ჩვენთვის, საქართველოსთვის, ობიექტურად სასარგებლოა! ხოლო პოლიტიკა....უპირველეს ყოვლისა....მისი „ოქროს და ბრილიანტის კანონით“....„ინტერესთა თანხვედრის ხელოვნებაა!“

აი ამ დებულებას ვერაფრის დიდებით, ვერანაირი მცდელობით ხსენებულ გონებაჩლუნგებს ვერ შეაგნებინებ: ვერ შეასმენ, რომ პოლიტიკა მხოლოდ ის არის (სხვა ყველაფერი პოლიტიკას მიმსგავსებული არაკვალიფიციური ქაქია), რომელიც ეძებს, ცდილობს, იბრძვის ინეტრესთა თანხვედრისთვის (!) ყველა კონკრეტულ მომენტში და თუ ამ შემთხვევაში მოსკოვის ინტერესი დაემთხვა იმავე ევროკავშირის (ჰააგას სასამართლოს გადაწყვეტილება ნაგულისხმევი ქვეწარმავლების მიმართ) და საქართველოს ინტერესებს ეს ძალიანაც კარგია იმის მიუხედავად, რა მოტივი ამოძრავებს მოსკოვს.

რასაკვირველია (ვიმეორებ) საკუთარი ინეტერესები ამოძრავებს!

სანამ ამ ქვეყანაში არ ჩამოყალიბდებიან არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ბიუროკრატიული, სამოქალაქო, ექსპერტული და ჟურნალისტური ელიტები, რომლებიც ღიად კი არ იტყვიან (ამას მათგან არც არავინ მოითხოვს) არამედ მიხვდებიან, იგულისხმებენ და უჩუმრად იხელმძღვანელებენ აი ამ აბსოლუტურად პოლიტიკური, მკაცრად რელატივისტური მაქსიმით, რომ პოლიტიკა „აქ ახლა, ამ კონკრეტულ მომენტში“ ინტერესთა თანხვედრის ხელოვნებაა, ამ ქვეყანას მართლა არაფერი ეშველება.

სამწუხაროდ, ამის ნიშნები არ ჩანს: „ბანკეტს“ აწყობენ და კვლავინდებურად თამადობენ იდიოტები, რომლებსაც როგორც ჩანს მიაჩნიათ, საქართველოსთვის ის უფრო სასარგებლო იქნებოდა, ამ სამი ცხინვალელი აგრესიული ქვეწარმავლისთვის მოსკოვს „მწვანე შუქი“ აენთო თრუსოს ხეობის და ყაზბეგის დასაპყრობად.

და თუ, როგორც წერენ, რუსეთის ამ ჩვენთვის ობიექტურად სასარგებლო გადაწყვეტილებაში ნამდვილად შეიტანა წვლილი მოსკოვში საქართველოს წარმომადგენლობის (შვეიცარიის საელჩოსთან) ყოფილმა ხელმძღვანელმა და აწ უკვე პრემიერის სპეცთანაშემწემ გიორგი ქაჯაიამ.....მას ჩემი, როგორც ერთი უბრალო მოქალაქის და ჟურნალისტის ტაში და მადლობა! - აფერუმ მის დიპლომატიურობასა და პროფესიონალიზმს.

„სასარგებლო იდიოტებისა“ არ ვიცი და მე უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს ახლა ამ სამი ანტიქართველი ქვეწარმავლის შხამთა ნთხევა ზოგიერთ......„რუსულენოვან რესურსზე“....აი იმაზე, რომელსაც მიზეზთა გამო არ დავასახელებ.

დათო

ფოტოზე: გიორგი ქაჯაია.

უბრალოდ პროფესიონალი და.......პატრიოტი!