ქრისტიანული წმიდა ნინოს ჯვარი `ჰაკას` წინააღმდეგ.

ქრისტიანული წმიდა ნინოს ჯვარი `ჰაკას` წინააღმდეგ.

ქართველმა რაგბისტებმა თბილისში სამოასთან თამაშის წინ, მათი `ჰაკას` პასუხად  წმიდა ნინოს ჯვარი გამოსახეს მოედანზე.

და წააგეს.

- - - - - - - - - - - - - 

ვიცი, დიდი ამბავი შეიძლება მოჰყვეს ამ პოსტს, თუმცაღა.......ორიოდე მოკრძალებული მოსაზრება რაგბიზე და ჯვარზე:

ა) სამოა მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია, რომელსაც არაერთხელ მოუგია რაგბის გრანდებისთვის.

ჩვენგან განსხვავებით სხვათა შორის

ბ) ვერანაირი დამარცხება ჯვარს ვერ დაამცირებს!

ეს ელემენტარული თუ არ გვესმის, ქრისტიანები საერთოდ არ ვყოფილვართ და ეგაა რა.

გ) მისაღებია თუ არა მატჩისწინა კომპიზიცია ჯვრით (ოღონდ არა უბრალოდ ჯვრით, არამედ წმიდა ნინოს ჯვრით, რაც მნიშვნელოვანი დეტალია) ამაზე წინასწარ უნდა გვეკითხა აუცილებლად (იმედია ვკითხეთ) სარაგბო სამყაროს ხელმძღავნელობისთვის.

ანუ, დიახაც უნდა გვეკითხა დახურულ კარს მიღმა, ხომ არ ჩაითვლებოდა ეს იმ ღირსებით სავსე სამყაროში `მოვე ტონად`.

იმედია ჰკითხეს მეთქი.

არავიზე ნაკლები ქრისტიანები არ არიან ირლანდიელები ან ინგლისელები თუ ფრანგები.

ოღონდ ეს გარემოება, თავისთავად, ჯერ სულაც არ ნიშნავს, რომ `მოვე ტონად` ჩაითვლება - რაკი ისინი ასე არ იქცევიან.

რატომ უნდა გვეკითხა? (იმედია ჰკითხეს მეთქი - ასე იქცევიან და უნდა იქცეოდნენ კომპეტენტური ელიტები)...... იმიტომ უნდა ვკითხოთ, რომ ჩვენ ძალიან გვინდა გავხდეთ ნამდვილი, ფენომენალური ``დიდი რაგბის`` ნაწილი.

და არა `მეორე დივიზიონის` წევრები, რაც ახლა ვართ.

ამიტომაც უნდა ვითამაშოთ ამ სამყარის დაწერილი თუ დაუწერელი წესებით.

ჩვენზე უკეთ იციან იმათ, რა შეესაბამება ზოგადად რაგბის სულისკვეთებას და რა არა.

რაგბი გენიალური ფენომენია და დაუწერილი წესი მეტიც კი აქვს, ვიდრე დაწერილი.

თუ გვეტყოდნენ, რომ არაფერი მიუღებელი ამაში არ არის, რაც თვით რაგბის ფენომენს დააზიანებს, ანუ.... `თქვენი საქმისა თქვენ იცით` - მაშინ კი ბატონო.

ხოლო ვერანაირი დამარცხება რომ თავისთავად ჯვარს ვერ დაამცირებს, ამის მეორედ განმეორება (თითქოსდა ქრისტიანული კულტურის ქვეყანაში) მართლა უბედურებაა.

. . . . . . . . . . . .

რაც შეეხება ჩემს პირად აზრს, ეს პერფორმანსი არ იყო სწორი!

იმიტომ, რომ...... აჭარლები არანაკლები რაგბისტები გამოვლენ ვიდრე კახელები ან მეგრელები, თუ დიდ ფულს ჩავასხამთ აჭარაში რაგბის განსავითარებლად.

ჰო, ისიც ბევრჯერ მითქვამს (გამიბედავს), რომ ამ მომენტის გაუთვალისწინებლობა სახელმწიფოს მთავარი სიმბოლოს შექმნისას იყო ისტორიული შეცდომა თავის დროზე.

მაგრამ რაკი ზუსტად ვიცი, ამას ვერავის შევასმენ....... მკითხველთა `გაბრაზება` არასდროს ყოფილა ჩემი მიზანი.

ფრანგები არანაკლები ქრისტიანები არიან, თუმცა მათი დიდი რევოლუციიდან მოყოლებული, `სამოქალაქო` ანუ სამფეროვანი დროშა აქვთ.

და ამ ისტორიული შეცდომისთვის (რომლის შედეგებს მომავალი თაობები იწვნევენ) მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება არა ზურაბ ჟვანიას, არა მიხეილ სააკაშვილს, არა ილია მეორეს არამედ....ელდარ შენგელაიას! - - - სიკეთით სავსე ადამიანს, ასევე სიკეთით და ნიჭით სავსე ფილმების ავტორს.

ოღონდაც `პოლიტიკა სასტიკია`, როგორც ამბობდა დიდი ქართველი პოლიტიკოსი, ედუარდ შევარდნაძე, ვინც ამ გადაწყვეტილების უსასტიკესად წინააღდმეგი იყო.

ეს ზუსტად ვიცი.

მისგან.

თუ პოლიტიკოსის თვისებები არ გაგაჩნია, შენი რაღაც ახირების გამო პოლიტიკაში არ უნდა ჩაერიო და `ისტორიული ნაღმი` არ უნდა შექმნა, რომელიც ჯერ ლატენტურ, შენდეგ ღია გაუცხოებას გამოიწვევს `რთულ` ქვეყანაში.

ხოლო ამ დიდი ჰუმანისტის (ბრჭყალების გარეშე) საპარლამენტო გამოსვლა, როცა სიტყვა სიტყვით თქვა (პასუხს ვაგებ, ზუსტად ასე თქვა) `რა არგუმენტია ეს: ბორჩალოს თათრებს (!~) ეწყინებათ, იმათ ეწყინებათ, ამათ ეწყინებათო.....` ასევე დარჩება ისტორიაში

ა უ ც ი ლ ე ბ ლ ა დ!

თუნდაც მე გავაკეთებ ყველაფერს, რომ დარჩეს - ჩემი მცირე, პატარა შესაძლებლობებით.

ზვიად გამსახურდია (ვისაც ბატონი ელდარი `პროვინციელ ფაშისტს` ეძახდა) არავისზე ნაკლები ქრისტიანი, ასევე არავისზე ნაკლებ მასშტაბური პოლიტიკოსი და პატრიოტი არ ყოფილა, მაგრამ აგვარი რამ აზრადაც არ მოსვლია.

არც ერთხელ არ უხსენებია საერთოდ.

დათო

ფოტოზე: ეკლესია პარიზის `ლთინურ კვარტალში`.