დემოკრატია და ქართული მენტალობა

დემოკრატია და ქართული მენტალობა

გასკდა გული:

მენტალურად ავადმყოფი ქალი, რომლის დანაშაული მხოლოდ ისაა, რომ პოლიციელს უკბინა, უნდა იყოს სახლში სამაჯურით ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ!

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

რა ამის პასუხია და.....ამ ქვეყანაში დემოკრატიას ჩვენი ეროვნული „სოციო-ფსიქოლოგია“ ძალუმად უშლის ხელს.

საქართველოში არ გ(ვ)ესმის, რომ პოლიტიკოსის ამპლუა არ კორელირებს მის პიროვნებასთან.

როგორი არამზადაც არ უნდა იყოს პოლიტიკოსი ან პოლიტიკურად პოზიციონირებადი ნებისმიერი საჯარო ფიგურა (ხელისუფალი თუ ოპოზიციონერი), თუკი ის პროგრესულ ს ა ქ მ ე ს ემსახურება თავისი „ამპლუადან“ გამომდინარე მისწრაფებებით, იგი დადებითია და პროგრესული.

(ისევე, მაგალითად, როგორც ადვოკატი.

ადვოკატი შეიძლება იყოს გარეწარი, ნაძირალა, მაგრამ მისი „ამპლუა“ სოციალურად კეთილშობილია, - სასარგებლოა, დადებითია.

და პროკურორიც ასევე, - რაკი კანონს და მართლწესრიგს იცავს. განურჩევლად მისი პიროვნული „ფაქტურისა“).

აი ამის გაგება ჭირს ჩვენში.

ინსტინქტურად გადააქვთ აქცენტი ამპლუადან - პერსონალიაზე ანუ ოდნავ რთულად თუ ვიტყვით, ახდენენ...... „ზოგადი ფუნქციის პერსონალიზებას“.

ესაა საზრისული გზა ჩიხში!

დემოკრატია არის ეჭვმიუტანელი სიკეთე!!

ამ დებულებას „წყალი არ გაუვა!!“.

კაცობრიობის ისტორიამ ეს დაამტკიცა და „ბოლობოლო“ კაცობრიობის ნაწილად თუ არ მივიჩნევთ თავს..... სხვაა.

ოღონდ დემოკრატიის ქვაკუთხედი არის ხელისუფლებათა საარჩევნო (!!) ც ვ ა ლ ე ბ ა დ ო ბ ა.

არა ც ვ ლ ი ლ ე ბ ა, როცა „არამზადათა“ ერთი ლეგიონი წავა, მეორე ლეგიონი მოვა (და იტყვის: „ის იყო ცუდი „პრორუსული“, მე ვარ კარგი „პროევროპული“, ამიტომ აწი სულ მე უნდა ვიყოო“) არამედ მუდმივი ც ვ ა ლ ე ბ ა დ ო ბ ა 4-8 წლიანი ციკლებით როგორც დემოკრატიული ი ნ ს ტ ი ტ უ ც ი ა.

(კიდევ ერთი მაგალითი: რა გარეწარიც და რა ნაძირალაც არ უნდა იყოს მედიამფლობელი, რაც არ უნდა ამოძრავებდეს მას პიროვნულად, ეს არაა არსებითი.

არსებითი ის არის, რომ ტ ე ლ ე ვ ი ზ ი ა ნებისმიერ შემთხვევაში უდიდესი სოციალური სიკეთეა.)

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

ცერცვის ყრა კედელზე თითქოს უაზრობაა, როდესაც მოწყვეტლი ვაგონივით მივექანებით უფსკრულში ყველანი...... აბა მე ვინ ვარ (თუმცაღა პირადად ვავრცელებდი 1983 წელს პროკლამაციებს უნივერსიტეტის პირველ კორპუსში იმ საბრალო ნაზი შამანაურზე კახა თოდაძესთან და ირაკლი წერეთელთან ერთად) - იმედია ჩემს ძვირფას მკითხველთა შორის არიან ადამიანები ვინც მიხვდება რას ნიშნავს კიდევ ერთი კეთილშობილი, გენიალური საკაცობრიო ფიგურა: „კომპრომისი“.

სანამ გვიან არ არის!

ოღონდ „შენ წადი მე უნდა მოვიდეო“ კომპრომისი არაა!

და ასევე არაა „ხალხი მე მირჩევს და სულ მე უნდა ვიყო“.

თუ დავაკონკრეტებთ ამ ზოგად მსჯელობას, უამრავჯერ მითქვამს რა ერთი (დიახ, ერთადერთი!!) რეფორმაა საჭირო ამ ქვეყანაში ხელისუფლებათა ცვა - ლე - ბა - დო - ბის კეთილშობილი დემოკრატიული ინსტიტუტის დასამკვიდრებლად:

ამომრჩევლის მობილიზაციის აბსოლუტურად კანონიერი, ლეგიტიმური სისტემის (მაშასადამე „რვეულებიანი ჟუჟუნა დეიდების და კარდაკარ მოსიარულე კორპუსის მამასახლისი ნოდარი ბიძიების“) კანონმდებლობით აკრძალვა!

ამ სისტემას ეყრდნობა ყბადაღებული „ადმინისტრაციული რესურსი“ ამ ქვეყანაში ყველა ხელისუფლების დროს.

მის გარეშე ვერ იმუშავებს.

გამორიცხულია.

ეს საკმარისი პირობაა და 10000% -ით დარწმუნებული ვარ, ამ რეფორმის შემდგომ პირველივე არჩევნებზე დამკვიდრდება ხელისუფლებათა ცვალებადობა.

ანუ 2028 წელს.

მანამდე ომია.

იმიტომ, რომ ნუ გგონიათ (აი ესეც სისტემური შეცდომაა) „ისინი“ თქვენზე ნაკლები პასსიონარები არიან „რამე რომ იყოს“

ნუ გგონიათ!!

ეს ილუზია არის პირდაპირი გზა სამოქალაქო ომისკენ.

„იმათ გულწრფელად ვინ უჭერს მხარს, რა სისულელეს ამბობო“..... 1991 წელს ბევრჯერ მომისმენია გამოთაყვანებული, უპასუხისმგებლო იდიოტებისგან.

დათო

ისტორიის რიგითი ჯარისკაცი