კახეთში რუსი გოგონები სცემეს.

კახეთში რუსი გოგონები სცემეს.

თმენის ვალდებულება.

. . . . . . . . . . . . . . . .

როდესაც ხარ ქართველი, ხარ ამ ქვეყნის შვილი, როდესაც გაქვს ამ ქვეყნის „კულტურული კოდი“, შესისხლხორცებული გაქვს ქართული ე თ ი კ ა,........ნამდვილად გაქვს თმენის ვალდებულება მაშინ, როცა..... ქორწილია!

თუნდაც შენ დასვენება გინდოდეს, ძილი გინდოდეს, დაღლილი იყო....მაგრამ გაქვს ის კეთილშობილი, სუფთად ქართული კულტურული კოდი, რომელიც გიქმნის შ ე გ ნ ე ბ ა ს, რომ ქორწილი არის წმიდათა-წმიდა!

ქორწილი არის ღვთისნიერი ზ ე ი მ ი; ხმაურიანი, მქუხარე, ეპოქალური, ცხოვრებისეული...... ერთადერთი და განუმეორებელი....... მაშინაც კი, თუ მომავალში არ გამოდგება ერთადერთი და განუმეორებელი????

ქორწილი არის ყველაზე მთავარი, ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ადამიანის ცხოვრებაში; შენს ცხოვრებაშიც, ვიღაც უცნობი წყვილის ცხოვრებაშიც..... ამიტომ ვალდებული ხარ აიტანო დისკომფორტი, აიტანო ხმაური, მ ო ი თ მ ი ნ ო ყველაფერი.

იმიტომ, რომ ეს არის ქ ო რ წ ი ლ ი!

ცუდი შედარებაა თითქოს, მაგრამ ქართველში ასეთივე კულტურული კოდი, ეროვნული ეთიკური სისტემიდან გამომდინარე იგივე შეგნება მოქმედებს, როდესაც არის გამოსვენება, როდესაც სადარბაზოდან მიცვალებულს გამოასვენებენ და ამის გამო ქალაქში გზა გადაიკეტება, პროცესია მიდის, შენ მანქანით სადღაც გეჩქარება, მაგრამ რაკი შეგნებული ხარ, არ დაასიგნალებ.

გამორიცხულია.

იმიტომ, რომ გასვენებაა.

„გ ე ს მ ი ს!“

„შეგნება გაქვს“

ეს არის კულტურა, რომელიც ნამდვილად არსებობს საქართველოში, ხოლო ამ სოციო-ფსიქოლოგიური დომინანტას შექმნა სოციუმის ნაწილობრივ უნარიანობაზე და მის ღირებულებებზე მეტყველებს.

მაგრამ........ ტურისტ ქალს, რომელიც საქართველოში დ ა ს ა ს ვ ე ნ ე ბ ლ ა დ ჩამოდის, ეს კულტურული კოდი და ეს შეგნება, ეს ეთიკა არ აქვს.

და არც მოეთხოვება!

აშკარა ტყუილი და ცრუპენტელობაა, თითქოს ამგვარი შეუწყნარებლობა (კომფორტის ზონის დარღვევის გამო) მხოლოდ რუსებს ახასიათებს და არ ახასიათებთ ესტონელ ტურისტებს, უკრაინელებს, ფრანგებს და ა.შ.

ის ჩამოდის დასასვენებლად და ამ დროს ა წ უ ხ ე ბ, არ ასვენებ, არ აძინებ.

მიზეზი მას არ აინტერესებს.

იმათ კულტურაში (რუსების, ამერიკელების, ფრანგების, იტალიელების, ინგლისელების) ასე არ არის, რომ რაკი შენ ქორწილი გაქვს, ამით იძენ უფლებას, იგი შ ე ა წ უ ხ ო, სიმყუდროვე დაურღვიო

ჩვენს კულტურაში ასეა.

იმათ კულტურაში (რუსების, ფრანგების, ინგლისელების.....)- არა.

ამერიკელმა ქალმა შესაძლოა ისევე გადაასხას ქორწილს წყალი ზემოდან (და მოიქცეს ძალიან ცუდად!!-დ.) როგორც რუსმა ან იტალიელმა.

„დააშარდესო“, არის აშკარა ტყუილი და ძალიან ცუდი საქციელის „გაპრავების“ უბადრუკი მცდელობა!

ხოლო „თმენის ვალდებულებას“ რაც შეეხება, როდესაც ხარ კაცი და საქმე გაქვს ქალთან, ის ხელსაც რომ გკრავდეს, გაქვს თმენის ვალდებულება!!

იქ რომ ვინმე რუსი კაცი ყოფილიყო და გაეტრ...ებინა სუუუუულ სხვა საქმე იქნებოდა!

მაგრამ ქალი რომაა, უბრალოდ უნდა გაეცალო და მორჩა.

აი ეს კულტურული კოდი ქართულმა სოციუმმა ვერ გამოიმუშავა ჯერ.

და....რა მაინტერესებს იცით?

ქართველმა ფემინისტებმა რაო ამ ქეისზე?

ქალისთვის ხელის დარტყმას კი არა და....„ფსიქოლოგიურ ძალადობასაც“ კი „არაფერი აპრავებს ქალი როგორც არ უნდა მოიქცესო“ მუდამ გვესმის მათგან და...... „არ აპრავებს თუმცა რამე რომ იყოს კიდეც აპრავებს?!“

ამიტომ გაისუსენ ახლა?

და ეს არ არის პირველი შემთვევა, როდესაც ტრენდის, სოციალური ჯოგის თუ „ბაბლის“ რეაქციის და „მედია-ნარატივის“ მიხედვით იცავენ ვითომ დეკლარირებულ ღირებულებებს.

სინამდვიელში მათი ღირებულება არის გ რ ა ნ ტ ი!

აი ეს არის მათი ნამდვილი „ღირებულება“.

სხვა ახსნა ამ „გატრუნულობას“ ახლა არა აქვს, როდესაც მთელი ქვეყნის თვალწინ ქალს ყბაში მუშტი უთავაზეს და.....„რამე რომ იყოს „მოსულა?“

„გააჩნია რა შემთხვევაში?“

მაშინ სხვა შემთხვევებში რატომ არ „გააჩნია?“

ოღონდ ყველაზე ამაზრზენი მაინც აი ეს უბადრუკი კომენტარებია: „აბა მაგათმა (!) რომ დაგვიპყრეეეეეეეეეეს? ტერიტორიები რომ წაგვართვეეეეეეეეეს?“

და მერე ამის გამო ქალის ცემით უნდა იყარო ჯავრი?

დალოცვილო, აიღე ავტომატი ან სანადირო თოფი, წადი ერგნეთთან, წადი ენგურთან და იომე ვისთანაც საომარია.

ქალის ცემაა „ოკუპანტზე შურისძიება?“

დათო

P.S: ცხონებული გიგლა ფირცხალავას, უნიჭიერესი ქართველი კარიკატურისტის, ერთი მინიატურა მახსენდება:

ნამძინარევი კაცი, მაისურით გამოდის აივანზე და გვერდით კორპუსში მაღალ სართულზე მიმდინარე „მქუხარე ქორწილს“ შეჰბღავლებს: „ან დამაძინეთ ან........ დამპატიჟეეეეეთ!“