რატომ არის დიქტატურა შეუძლებელი საქართველოში!

რატომ არის დიქტატურა შეუძლებელი საქართველოში!

ისევ ამ წყეულ კანონზე......

მეგობრებო, ხომ არსებობს ბოლოს და ბოლოს მეთოდოლოგია არა?

არსებობს მოდელირების მეთოდი, არსებობს შედარებითი ანალიზი....ემპირიულ ცოდნაზე დამყარებული, ფაქტებზე დამყარებული, პროცესებზე დამყარებული.......

აბა ვისაც არ სჯერა, რომ დასავლელი სპონსორები აუცილებლად ( ა უ ც ი ლ ე ბ ლ ა დ!).......„ურჩევენ“ ქართველ NGO-ებს დარეგისტრირდნენ და გააგრძელონ მუშაობა (და ზუსტად ეს გახდა „სირცხვილიას“ კომიკური კაზუსის მიზეზი) , შევადაროთ, როგორ განვითარდა ანალოგიური პროცესი იმავე რუსეთში.

მაშ ასე: პუტინმა 2012 წელს მიიღო კანონი „Об иностранных агентах".

„ქართული ოცნების“ კანონისგან მას ორი ძალიან მნიშვნელოვანი სისტემური მახასიათებელი განასხვავებდა:

ა) ის კანონი ეხებოდა არა მხოლოდ იურიდიულ, არამედ ფიზიკურ პირებს

ბ) გულისხმობდა საჯარო სივრცეში აქტორთა დეტერმინაციას. ანუ მაგალითად, იულია ლატინინა რომ გამოჩნდება ახლაც სადმე YouTube-ზე (!) მას თან უნდა ახლდეს წარწერა: "Этот матерьял подготовлен иностранным агентом Латиныной Юлией леонидовной".

მაგრამ დასავლელმა სპონსორებმა ყველა რუსულ NGO-ს ყველა „უცხოელ აგენტს“ მაშინ ურჩიეს, აუცილებლად დარეგისტრიურებულიყვნენ და ჩვეულებრივად გაეგრძელებინათ მუშაობა.

დარეგისტრირდნენ, გააგრძელეს მუშაობა.

პუტინი მიხვდა, რომ მიზანს ვერ მიაღწია. ანუ რომ მხოლოდ (!) ამ კანონით ის ვერ გადაწყვეტდა მის „პრობლემას“.

ამიტომაც დაიწყო არსებული კანონის გამკაცრება და რაც მთავარია, მიიღო მისგან გამომდინარე სხვა, მართლაცდა საზარელი, მონსტრუალური კანონები.

მაგალითად О нежелательных организациях.

აკრძალა ფეისბუკი, რეპოსტების გამო ადამიანები ციხეებში ჩაყარა და ა.შ.

ანუ დაამყარა დ ი ქ ტ ა ტ უ რ ა.

გამორიცხულია ამგვარი რამ მოხდეს საქართველოში.

გ ა მ ო რ ი ც ხ უ ლ ი ა!

სინამდვილეში პუტინს და „ოცნებას“ სხვადასხვა მოტივები აქვთ ამ კანონმდებლობის მიღებისას იმ თვალსაზრისით, რომ საქართველო არ არის რუსეთი და არც არასდროს იქნება.

საქართველოში იმგვარი რეჟიმის დამყარება, რაც დაამყარა პუტინმა რუსეთში სრულიად შეუძლებელია სისტემური მიზეზებით.

არა ქვეყნების მასშტაბთა სხვაობის, ან თუნდაც სუბიექტური განწობის, არამედ უამრავი სხვა ფაქტორის გამო, როგორიცაა სოციალური მენტალობა, სოციალური კულტურა, პოლიტიკური ტრადიცია, უახლესი ისტორია, ელიტათა შინაარსი, საშუალო და დაბალი დონის ბიუროკრატიის (მათ შორის ძალისმიერი ბიუროკრატიის!) თვისებრიობა, ბიზნესის მიმართება ხელისუფლებასთან და სახელმწიფოსთან, ბიზნეს-ელიტების მიმართება პოლიტიკურ ელიტებთან, სხვა სახელმწიფოთა ჩართულობისა და გავლენის დონე, ბოლოს და ბოლოს თვით ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის კერძო ინტერესები, რომლებიც აბსოლუტურად არ უკავშირდება რუსეთს მიუხედავად გავრცელებული პროპაგანდისტული კლიშეებისა და, სამაგიეროდ, ძალიან მჭიდროდ უკავშირდება დასავლეთს......

და სწორედ ეს ინტერესთა „ბალანსი“ განაპირობებს იმ „ეკვილიბრიუმს“ („წონასწორობის წერტილს“) ხელისუფლების დაკარგვისგან თავის დაცვისა, რაც ამ კანონითაა განსაზღვრული, მაგრამ „გადაჭარბება“ იქნება, „დაუკრეფავში გასვლა“ გამოვა, ანუ ამ კერძო ინტერესთა ეკვილიბრიუმს აცდენილი იქნება, „მეტისმეტი“ გამოვა, „წითელ ხაზთა“ გადალახვაა იმ ყაიდის რეჟიმის დამყარება, რაც პუტინმა დაამყარა.

მაქვს კითხვა ყველასთან: განა რუსეთში არსებობს (ან თუნდაც 2012 წელს არსებობდა?) სამი საერთონაციონალური ტელეკომპანია, რომელიც ავტორიტარ მმართველს (პუტინს) დილიდან საღამომდე ლანძღავს, მკვდარს და ცოცხალს აგინებს, დედის სულს უტრიალებს?

ასეა პუტინის რუსეთში?

მარტივი კითხვაა ხომ?

მორჩეს რა ზოგიერთი ამ „სველ დემაგოგიას“:

დიქტატურა ასე ერთი ადამიანის ან ერთი პოლიტიკური ძალის „ხოშზე“ არ მყარდება.

რომც არსებობდეს ეს „ხოში“........

დიქტატურა სისტემური მოვლენაა და სისტემური საფუძვლები სჭირდება, ინსტიტუციები სჭიდრება, „ნიადაგი“ სჭირდება, სოციალური, პოლიტიკური, სახელმწიფოებრივი, ბიუროკრატიული თვისებრიობა სჭირდება და ა.შ და ა.შ.

საბედნიეროდ, საქართველოში ამის ინსტიტუციური პირობები არ არსებობს.

„ზოგი ჭირი მარგებელიაო“ და აქ ჩვენი სახელმწიფოებრივი ტრადიციის საუკუნოვანი „დონდლოობაც“ ანუ ერის არაპასსიონარულობაც ასრულებს ამ შემთხვევაში კეთილისმყოფელ როლს.