რა აერთიანებდა საქართველოს ოთხ ისტორიულ ლიდერს?
მე თუ მკითხავს ვინმე, როგორც საქართველოს უახლესი ისტორიით ვნებიანად დაინტერესებულ ადამიანს, რა აერთიანებთ ჩვენი ქვეყნის ოთხ ლიდერს - ზვიადის, შევარდნაძეს, მიშას, ბიძინას.......რას ვუპასუხებდი?
ოღონდ კითხვა დავაზუსტოთ: „რა აერთიანებთ“ არა პოლიტიკური ტაქტიკის, პოლიტიკური ან სახელისუფლებო სტრატეგემის, ტექნოლოგიის, არამედ სტრატეგიული, შინაარსობრივი, პ ი რ ო ვ ნ უ ლ ი ასპირაციის, ინტენციის, მოტივაციის (!) ძალუმი საერთო „ღერძის“ თვალსაზრისით?
მე ასე ვუპასუხებდი ამ კითხვას:
ოთხივე შემთვევაში თვალსაჩინოა ფენომენი, გამოხატული ინგლისური სიტყვა-ცნებით Legacy!
ქართულად „მემკვიდრეობა“ ანუ „დანატოვარი“.
ოთხივე შემთხვევაში სწორედ ეს იყო და არის „ღერძულა მოტივატორი“.
ეს არ არის „ამბიცია“.
და არც მარტივი, პრიმიტიული გაგებით „ძალაუფლების სიყვარული“ და ა.შ.
„Legacy“ ხელისუფლებაში ყოფნისას პოლიტიკური კრიზისის დროს:
ზვიადის შემთხვევაში - „არავის შევარყვნევინებ ჩემს დამსახურებას (!), როდესაც მაშინ ვიბრძოდი საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, როცა სხვებს საღათას ძილით (გ)ეძინათ და კონფორმისტობდით. ამის გამო დამენგრა ცხოვრება, ვიყავი გადასახლებული, მუდმივ სტრესში....მაინც შევინარჩუნე, შემდეგ გავაღვიძე ეროვნული იდეა და ახლა...ახლა ეს უნდა გაცამტვერდეს?
. . . . . . . . . . . . . . . . .
შევარდნაძე: „მე შევქმენი ქართული ინტელიგენცია, რომელმაც 1970-იან წლებში მსოფლიო მწვერვალებს მიაღწია შემოქმედებით; შემდეგ მე მოვუძებნე საქართველოს ჭაბუასეული „მსოფლიო ისტორიული მისია“ - „ევრაზიული დერეფნის“ იდეით......
. . . . . . . . . . . . . . . . .
მიშა: „მე შევქმნენი თანამედროვე, დასავლური სტილის ქართული სახელმწიფო, შევძინე მას ვესტერნიზებული იერი; ჩამოვაყალიბე არაკორუმპირებული პოლიცია, შემოვიღე ეროვნული გამოცდები, გადავჭერი აბაშიძეთა კლანის პრობლემა, ავაშენე ბათუმი, საქართველოში ჩამოვიყვანე აშშ პრეზიდენტი პირველად და უკანასკნელად.....“
. . . . . . . . . . . . . . . . .
ბიძინა: „მე ჩემი კაპიტალის თითქმის ნახევარი დავხარჯე აღმშენებლობით პროექტებზე.....დავამთავრე ომი და მოვიპოვე მშვიდობა - პირველად 1989 წლის შემდეგ ეღირსა მშვიდობიანი ცხოვრება ამ მრავალტანჯულ ქევყანას.....“
----------------------
ანუ ოთხივე მათგანი ხელისუფლებიდან წასვლას აღიქვამდნენ, როგორც Legacy-ს შერყვნას, რაც იმდენად ძლიერი მოტივატორია, რომ არანაირი რაციონალური არგუმენტი აქ არ ჭრიდა და არ ჭრის;
მით უმეტეს ქართული „სოციო-ფსიქოლოგიის“ თავისებურებათა გათვალისწინებით...... ქართველ მოღვაწეთა „ეგო“ იმდენადაა შესისხლხორცებული მათ პოლიტიკურ თუ სახელმწიფოებრივ სტატუსთან და თვით პიროვნულ იდენტობასთან, რომ ამის განცალკევება სისხლითაც კი ძნელია.