საერთაშორისო მიმოხილვა. 1 აგვისტო 2024 წელი
ტრამპი აგრძელებს არაპოლიტკორექტულ შეტევებს კამილაზე.
ჯერ იყო და მისი Vice-ობის კანდიდატმა ვენსმა თქვა: „კამალას ბიოლოგიური შვილები რატომ არ ჰყავსო“, გუშინ კი, აფროამერიკული Community-ს წარმომადგენლებთან შეხვედრისას ტრამპმა საოცარი ფრაზა გააჟღერა: „კამალა რომ იბრალებს, შავკანიანი ვარო....ის სინამდვილეში ინდოელია წარმოშობით“ .
კამალას მშობლები მართლაც ინდოეთიდან ემიგრირებული ინდუსები იყვნენ და არა აფროამერიკელები.
ჩვეულებრივ ვითარებაში ასეთი რასისტული გამონათქვამი დონალდ ტრამპს საშინელ პრობლემებს შეუქმნიდა....... მაგალითად პრეზიდენტობისას რომ ეთქვა...... მაგრამ როგორც ერთხელ უკვე აღვნიშნეთ, საარჩევნო კამპანიისას ამერიკული პოლიტკორექტულობა „ჩუმდება“, „იძინებს“.
ტრამპმა ძალიან კარგად იცის, სინამდვილეში რასაც ლაპარაკობს: მისი მიზანია კამალას ჩამოაშოროს „მიზნობრივი ამომრჩეველი“ - აფროამერიკელები, რათა ჰარისმა ეს რესურსი ვერ გამოიყენოს ისე, როგორც გამოიყენა თავის დროზე ბარაკ ობამამ.
აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ინდუს თემსა და აფროამერიკელ თემს შორის ამერიკაში სულაც არ არის იდეალური ურთიერთობა. და ტრამპის „PR-ინჟინრებმა“ ეს შესანიშნავად იციან.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . .
The New York Times-ის ცნობით, მას შემდეგ რაც ისრაელის საგარეო დაზვერვა „მოსსადის“ დივერსიულმა ჯგუფმა თეირანში, გადასატანი სარაკეტო კომპლექსით განახორციელა ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამას“-ის ერთ-ერთი ლიდერის, ისმაილ ჰანიას ლიკვიდაცია, ირანის სულიერმა ლიდერმა და ნამდვილმა მმართველმა, აიათოლა ალი ხამენეიმ შეკრიბა ირანის უშიშროების საბჭო და ისრაელზე დარტყმა უბრძანა.
კონკრეტულად, ეს დაევალა „ირანის ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსს“ (იირმკ) - ზუსტად იმ ორგანიზაციას, რომლის უნიჭობისა და არაპროფესიონალიზმის შედეგიცაა ისმაილ ჰანიას ლიკვიდაცია ქვეყნის დედაქალაქში გადასატანი სარაკეტო კომპლექსით, რაც საერთოდ უპრეცედენტო მოვლენაა ალბათ ისტორიაში.
იგულისხმება, რომ იირმკ დარტყმას განახორციელებს არა ირანის ტერიტორიიდან, არამედ სირიიდან, ლიბანიდან, ერაყიდან და იემენიდან, სადაც მძლავრობენ პროირანული შიიტური ჯგუფები.
თუმცა რა სახის დარტყმა შეიძლება იყოს ეს, ექსპერტები ვერც კი ვარაუდობენ: ირანმა პირდაპირ, უშუალოდ დაარტყა ისრაელს რამდენიმე კვირის წინ - ასეულობით დრონი, ბალისტიკური რაკეტა და ფრთოსანი რაკეტა ესროლა, თუმცა ვერაფერი დააკლო.
მივაქციოთ ყურადღება ნიშანდობლივ ნიუანსს: ისმაილ ჰანია წლებია კატარში ცხოვრობს. ისრაელს ის გარემოება ვერ შეაკავებდა, რომ კატარში ამერიკის არმიის ორი უძლიერესი ბაზაა დისლოცირებული; თუმცა „მოსადმა“ ამგვარი ოპერაცია კატარში ვერ განახორციელა, რაკი კატარის სპეცსამსახურები ბევრად კვალიფიციურია როგორც ჩანს. ირანი კი კორუმპირებული, გახრწნილი სახელმწიფოა.
ამიტომაც მოხდა ეს საოცრება: პატარა კატარში ვერ შეძლეს (განა ამერიკელები არ დაეხმარებოდნენ ისრაელელ მოკავშირეებს თუ ბოლომდე გულწრფელნი ვიქნებით?-დ) და ფანატიკურ, ავტოკრატიულ, სამხედრო ყაიდაზე მოწყობილ ირანში მოახერხეს.
განა რა ახსნა აქვს ამ უცნაურობას? მხოლოდ ერთი - კ ო რ უ ფ ც ი ა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . .
Bloomberg იტყობინება, რომ უკრაინამ, როგორც იქნა რეალურად მიიღო რამდენიმე (!) ამერიკული წარმოების სამხედრო თვითმფრინავი F-16.
როგორც ჩანს იმ პარტიიდან, რაც უკრაინის არმიას გადასცეს ბელგიამ, ნიდერლანდმა და დანიამ თავიანთი არსენალებიდან.
რა თქმა უნდა ამერიკის თანხმობით და ნებართვით, რადგან თვით NATO-შემადგენლობაშიც კი მოქმედებს აბსოლუტურად ურყევი, დაურღვევადი წესი, რომ ალიანსის წევრ სახელმწიფოსაც და ნებისმიერ სხვა სახელმწიფოსაც, მესამე ქვეყნისთვის იარაღის გადაცემა/მიყიდვა შეუძლია მხოლოდ მწარმოებლის თანხმობით.
მწარმოებელია ამერიკული კონცერნი (გიგანტური ინდუსტრია) General Dynamics.
ეს თვითმფრინავი უნიკალურია იმით, რომ გამოშვებულია 1970-იან წლებში და პირველი მეოთხე თაობის მრავალფუნქციური ავიაგამანადგურებელია!
ანუ მისი „ფუძე კონცეპტი“ ისაა, რომ განსხვავებით წინა თაობის თვითმფრინავებისაგან, სრულად მრავალფუნქციურია ესე იგი შეუძლია როგორც ზედაპირზე „მუშაობა“ ასევე ჰაერში „მუშაობა“ - საჰაერო სამიზნეების წინააღმდეგ, მაშასადამე Interceptor ფუნქციის შესრულებაც.
NYT თავის მხრივ აზუსტებს, რომ ჯერ-ჯერობით ლაპარაკია 6 ერთეულ F-16ზე.
მომზადებულია 12 უკრაინელი მფრინავი.
ისინი ემზადებოდნენ ჯერ ამერიკაში, შემდეგ ევროპაში (ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში).
მაშასადამე პროცესი დაიწყო და ალბათ წლის განმავლობაში უკრაინა დანარჩენ დაპირებულ დაახლოებით 30-40 თვითმფრინავსაც მიიღებს.
ოღონდ.....არც Bloomberg, არც NYT არ პასუხობენ მთავარ კითხვას (არ პასუხობენ, რაკი ამაზე ინფორმაცია არ მიაწოდათ პენტაგონმა და NATO-ს სტრუქტურებმა მრავალი თხოვნის მიუხედავად) რა ფუნქციონალური დატვირთვით (!!!) მიაწოდეს უკრაინას ეს F-16-ები, ანუ რა შეიარაღებით.
მთავარი საკითხი სწორედ ეს არის:
რა ტიპის რაკეტებს გადასცემენ უკრაინის არმიას ამ თვითმფრინავების აღსაჭურვად? იქნება ეს მხოლოდ „ჰაერი-ჰაერის“ კლასის რაკეტები, რითაც უკრაინის არმია შეძლებს საჰაერო სამიზნეების განადგურებას, მაგალითად რუსული რაკეტების, დრონების ან რუსული СУ-34 ბომბდამშენებისა, საიდანაც ხდება ე.წ. „პლანირებადი“, „მოფარფატე“ 2 და 3 ტონიანი ბომბებით დონბასზე უკრაინული არმიის პოზიციათა დაბომბვა თუ......გადასცემენ აგრეთვე „ჰაერი-მიწა“ რაკეტებსაც, რომელთა ნაწილი იმდენად შორსმწვდომია, უკრაინა სტრატოსფეროდან (ანუ 12-15 კილომეტრის სიმაღლიდან) ამ რაკეტებით მისწვდება მოსკოვსაც და პეტერბურგსაც?!
ძალიან მაღალი ალბათობით, ჯერ-ჯერობით დასავლეთი (უპირველესად ამერიკა) პირველ ვარიანტზე შეჩერდა.
მაგრამ თუ რუსულმა არმიამ განაგრძო წარმატებული შეტევა დონბასზე (იქ სოფელს-სოფელზე იღებენ და საკვანძო წერტილებს უახლოვდებიან რუსები სამწუხაროდ) აშშ და NATO უბრალოდ იძულებულნი გახდებიან, უკრაინას ყველანაირი შეიარაღება გადასცენ, რათა პუტინის გამარჯვება არ დაუშვან.
მდგომარეობა კი ამ მხრივ სახიფათოა.
ზოგიერთი სამხედრო ექსპერტი თვლის, რომ ვითარება (ქართულად თუ ვიტყვით) „წკიპზეა“ საბრძოპლო მოქმედებათა „თეატრზე“ ამჟამად.
იქ ცოცხალ ძალასა და არტილერიაში რუსული არმიის უპირატესობა მაინც „მუშაობს“.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
პუტინის ნათელ-მირონმა, მედვედჩუკმა განაცხადა, რომ უკრაინამ დაკარგა რუსეთთან მოლაპარაკების შანსი 2022 წელს, როცა ე.წ. სტამბულის შეთანხმებებს არ მოაწერა ხელი და ახლა რუსეთი უკვე აღარ გაჩერდება „ბოლომდეო“. До конца.
მედვედჩუკი უკრაინაში დაპატიმრებული იყო სამშობლოს ღალატისთვის და მერე პუტინმა გაცვალა.
იგი ხშირად ახმოვანებს პუტინის ზრახვებს.
აქ ნიშანდობლივია, რომ მედვედჩუკმა ეს განცხადება გააჟღერა მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა: „თუკი მთელი მსოფლიო მოითხოვს, რომ პუტინმა, რუსეთმა მონაწილეობა მიღონ მეორე გლობალურ კონფერენციაზე შვეიცარიაში, ჩვენ ამის წინააღმდეგი არ ვიქნებითო“ю
პირველ კონფერენციაში, რამდენიმე კვირის წინ, რუსეთი მონაწილეობას არ იღებდა.
რაც შეეხება მეორე კონფერენციას, თითქმის უეჭველად, იგი გაიმართება აშშ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ და როგორც უკვე გატყობინებდით, მასზე განიხილება ე.წ. „კორეის 1953 წლის სქემით“ ომის შეწყვეტა.
ანუ ფრონტის ხაზის გაყინვა და უკრაინის უფლება, გააფორმოს სამხედრო ალიანსები ნებისმიერ ქვეყანასთან, რათა არც 10 და არც 70 წლის შემდეგ არ დაუშვას რუსეთის ახალი აგრესია.,
ზუსტად ასეა კორეაში, სადაც გამყოფ ხაზზე ამერიკული არმია დგას.
არ არის გამორიცხული ზელენსკი ამას დაეთანხმოს. მით უმეტეს, თუ პრეზიდენტი ტრამპი გახდება; მაგრამ პუტინი ამგვარ კომპრომისს ნებით არ დათანხმდება იმის მიუხედავადაც კი, რომ ეს გეგმა უზრუნველყოფს ყირიმის, დონბასის და „სახმელეთო კორიდორის“ დე-ფაქტო (არა დე-იურე) რუსეთისთვის დატოვებას.
ექსპერტების აზრით, პუტინი, როგორც მინიმუმ, მოითხოვს, უკრაინულმა არმიამ დატოვოს დონბასის ანუ დონეცკისა და ლუგანსკის ის რაიონები, რომელსაც დღესაც კიევი აკონტროლებს მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად ისინი რუსეთის ფედერაციის ე.წ. „სუბიექტებად“ არიან ცნობილნი.
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
საბედნიეროდ პუტინს „ხრავს“ კორუფცია - რუსეთის სახელმწიფოს მარადიული და, როგორც ჩანს, განუშორებელი მანკი:
გუშინ დააპატიმრეს ВоенТорг-ის ხელმძღვანელობა, ანუ ორგანიზაციისა, რომელიც არმიის საჭიროებისთვის შესყიდვებს აწარმოებს.
კვლავ შეგახსენებთ, რომ ეს დიდი კორუფციული საქმე დაიწყო 2 თვის წინ რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილეების და სხვა მაღალი რანგის ჩინოსანთა დაჭერით.
თვით თავდაცვის მინისტრი შოიგუ სტატუსმა გადაარჩინა და რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნობამდე „ჩამოალაბორანტეს“
«Воруют государь!» - სლოგანად გასდევს რუსულ კულტურას XVIII საუკუნიდან, ანუ იმ ეპოქიდან, როცა პეტრე პირველმა რუსეთის იმპერია შექმნა.
ვენესუელას ავტოკრატმა მმართველმა ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ მისი მთავარი მტერი ილონ მასკია და რომ თითქოს სწორედ მასკი აფინანსებს ახლა ვენესუელაში რევოლუციას.
თვით ილონ მასკი ამ ბრალდებებს ირონიულად პასუხობს და მადუროს რინგზე ან ოქტაგონზე იწვევს საბრძოლველად.
რუსული PR: კაცობრიობის რიცხოვნობამ 8 მილიარდს გადააჭარბა.
მემერვემილიარდელი ადამიანი აღმოჩნდა სომხეთში დაბადებული გოგონა არპი.
მოსკოვმა მისი ოჯახი რუსეთში გადაიყვანა საცხოვრებლად და გოგონას რუსეთის მოქალაქეობა მიანიჭა.
«Восьмимиллиардный человек на земле – россиянин!!!»
რაღა გიჭირთ.