საერთაშორისო მიმოხილვა. 28 მარტი 2022 წელი
არსებობს უამრავი ცნობა იმის შესახებ, რომ აფხაზეთიდან და ე.წ. `სამხრეთ ოსეთიდან` რუსეთის შეიარაღებულ ძალთა გენერალურმა შტაბმა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ნამდვილად გადაისროლა უკრაინაში აქ დისლოცირებულ საოკუპაციო ჯართა მნიშვნელოვანი ნაწილი.
მოგეხსენებათ, ორივე ოკუპირებულ ტერიტორიაზე 2008 წლიდან მოსკოვმა განათავსა სამხედრო ბაზები და თითოეულში 4-4 ათასი სამხედრო მოსამსახურეა.
შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად იქ იყო ინციდენტები, როდესაც ახალგორიდან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე გამოიქცნენ ჩვეულებრივი რუსი ჯარისკეცები - ე.წ. `სროჩნიკები` ანუ წვევამდელები, დასავლური ტერმინოლოგიით რეკრუტები. ეს ჯერ კიდევ `პრეზიდენტ` მედვედევის დროს მოხდა.
ისინი ახლაც საქართველოში ცხოვრობენ, რადგან რუსეთში თუ დაბრუნდებიან, ციხე და წამება ელით.
ამ ინციდენტებმა აიძულეს რუსული გენშტაბი, ცხინვალდანაც და აფხაზეთიდანაც გაეყვანათ `სროჩნიკები` სრულად და იქ დაეტოვებიანთ მხოლოდ და მხოლოდ ე.წ. `კონტრაქტორები`, ანუ პროფესიონალები, რომლებიც არმიაში კონტრაქტის საფუძველზე მსახურობენ.
შესაბამისად, ასე გამოვიდა, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებიან რუსული ჯარის ყველაზე ბრძოლისუნარიანი ქვედანაყოფები.
ამიტომ, არც ის უნდა გვიკვირდეს, რომ ამ ქვედანაყოფთა ნაწილი (!) ახლა მოსკოვმა გადაისროლა უკრაინაში, რაკი ძალიან გაუჭირდა: საბრძოლო მოქმედებები არათუ ისე არ მიმდინარეობს, როგორც პუტინი და მისი გენშტაბი გეგმავდნენ, არამედ დასავლური სამხედრო დახმარების წყალობით (ეს დახმარება კი უდიდესია სინამდვილეში - იარაღით, ლოგისტიოკით, დაზვერვით......) უკრაინის არმია ბევრ კრიტიკულად მნიშვნელოვან მონაკვეთზე წარმატებულ კონტრშეტევებს ახორციელებს.
ეს არ ნიშნავს, თითქოს მთლიანად გაყვანილია რუსული ქვედანაყოფები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, მაგრამ გუდაუთადან ავადსახსენებელი 345-ე საპარაშუტო-სადესანტო პოლკის, ასევე ბომბორას აეროდრომზე დისლოცირებული სამხედრო საავიაციო `ფრთის`, გალის სახმელეთო შენაერთის, ცხინვალისა და ახალგორის სამხედრო შენაერთთა დაახლოებით 2/3 ნამდვილად გადასროლილია უკრაინაში.
ეს უეჭველია და დადასტურებული უამრავი ცნობით, რაც ღია წყაროებში მოიძევება.
ასევე უამრავი ცნობა არსებობს, რომ გარდა იმ ქვედანაყოფებისა, რომელიც ოფიციალურად ეკუთვნის რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, უკრაინაში ცხინვალის რეგიონიდან გადაიგზავნა უშუალოდ ე.წ. `სამხრეთ ოსეთის` სამხედრო ქვედანაყოფები, რომლებიც `სამხრეთ ოსეთის` დროშით გამოჩნდნენ დონბასზე, კიევთან და იგივე დღე ეწიათ, რაც რუსული არმიის ბევრ ქვედანაყოფს.
აქ აღსანიშნავია, რომ განსხვავებით აფხაზეთისაგან (!) ჯერ კიდევ 2009 წელს, ცხინვალის ე.წ. `ხელისუფლებამ` მიიღო გადაწყვეტილება `სამხრეთ ოსეთის არმიის` რუსეთის შეიარაღებულ ძალთა შემადეგენლობაში შესვლის შესახებ. ასევე ყველა სხვა ძალოვანი სტრუქტურა ე.წ. `სამხრეთ ოსეთისა` შევიდა რუსეთის ძალოვან სტრუქტურათა შემადგენლობაში: `სამხრეთ ოსეთის КГБ` - რუსული ФСБ-ს შემადგენლობაში და ა.შ.
აფხაზეთში სურათი განსხვავებულია: აფხაზეთის ხელისუფლებას არ მიუღია გადაწყვეტილება ე.წ. `აფხაზური არმიის` რუსული თავდაცვის სამინისტროსთვის დაქვემდებარების შესახებ ან აფხაზური შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებისა - რუსეთის შსს-ს და ასე შემდეგ.
ამავდროულად, ცხინვალისგან განსხვავებით, არა გვაქვს არანაირი ცნობა იმის შესახებ, რომ გარდა იმ რუსული ქვედანაყოფებისა, რომლებიც გალისა და გუდაუთის რუსული სამხედრო ბაზებიდან გაიგზავნა უკრაინაში, იქ საომრად გაემგზავრენ უშუალოდ აფხაზური ქვედანაყოფები აფხაზური დროშით ან თუნდაც მოხალისეთა სტატუსით.
ჯერ ჯერობით .........ყოველ შემთხვევაში ჯერ-ჯერობით.......ასეა, თუმცა ეს მდგომარეობა უახლოეს მომავალში შესაძლოა კიდეც შეიცვალოს განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა მოსკოვი ამჟამად ყველანაირად ცდილობს აიძულოს სოხუმი გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც აფხაზეთის ხელისუფლებას აშკარად(!) არ უნდა და თუ კუთხეში არ მოამწყვდევს რუსეთი, არც გააკეთებს.
ამის მიზეზი სისტემურია: განსხვავებით ცხინვალისგან, აფხაზეთის ელიტებს აქვთ ე.წ. `დამოუკიდებლობის` პრეტენზია და არა რუსეთის შემადგენლობაში ერთ-ერთ სუბიექტად შესვლისა. შესაბამისად, ამ უზარმაზარი ამბიციის თანახმად, ისინი ცდილობენ მსოფლიო თანამეგობრობას ამ ისტორიულ მომენტუმში დაანახონ, რომ ოფიციალურად არ იბრძვიან უკრაინის წინააღმდეგ.
რამდენად გამოსდით სხვა საკითხია, თუმცა ამ მიმართულებით აფხაზური ელიტები საკმაოდ ოსტატურად მუშაობდნენ 2014 წლიდან - დღემდე.
მაგალითად, ყირიმისა და დონბასის ანექსიის პერიოდიდან (2014) დონეცკის მიდამოებში იბრძოდა ბოევიკი, ნიკ-ნეიმით `Абхаз`.(ახრა ავიძბა) და მისი სანათესაოს მცირე ჯგუფი.
ერთის მხრივ ეს ბოევიკი ძლიერ `ფიარდებოდა` რუსული მედიით, - ``აი აფხაზი ერი როგორ გვეხმარება უკრაინის წინააღმდეგო`` - თუმცა აფხაზეთის ხელისუფლებას, რომელიც მუდამ ძალიან ეშმაკურად თამაშობს, ჰქონდა საშუალება სხვებისთვის, მათ შორის დასავლეთისთვის (სინამდვილეში აფხაზური ელიტები იმ მოედანზეც ძალიან ეშმაკურად თამაშობენ, თუმცა ეს სხვა თემაა-დ) ეთქვა, რომ აფხაზეთი არ მონაწილეობს იმ ომში.
ბოლოს ეს აფხაზი ავიძბა სოხუმში დაიჭირეს კიდეც დღევანდელი პრტეზიდენტ ბჟანიას ბრძანებით სახელმწიფო გადატრიალების მოტივით და მხოლოდ მოსკოვის მოთხოვნით გაუშვეს. ანუ ისევ ეშმაკური ორმხრივი მესიჯი იყო: `ხომ დავიჭირეთ ვინც უკრაინას ებრძოდა`?!........მაგრამ `ხომ იბრძოდა?!`
აფხაზეთის პრეზიდენტ ასლან ბჟანიას მოსკოვში ვიზიტის დროს (25 მარტი) მისი `დღის წესრიგი` სინამდვილეში იმაზე მოლაპარაკება იყო, რა ეშველება აფხაზეთის `ეკონომიკას`, როდესაც რუსეთზეა 100%-ითაა დამოკიდებული, ხოლო რუბლის დევალვაცია ყოველგვარ ზღავრს გადასცდა.
ამაზე უნდოდა ლაპარაკი ბჟანიას და არა `აფხაზური არმიის` გაგზავნაზე უკრაინაში.
თუმცა ნურას უკაცრავად: რფ საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა განუცხადა, რომ რაკი რუსული არმია აფხაზეთს იცავდა, `ქართველებისგან გადაარჩინა`, ახლა აფხაზეთი ვალდებულია მოიქცეს ისე, როგორც იქცევა `ცხინვალი`, როცა ოფიციალურად, ოსური დროშით აგზავნის ქვედანაყოფებს უკრაინაში.
ბჟანიამ მოისმინა, მაგრამ რა გადაწყვეტილება მიიღო, ამ ეტაპზე უცნობია, რადგან ჯერ არ არსებობს ობიექტურად დადასტურებული ცნობა აფხაზური ქვედანაყოფების აფხაზური დროშით მონაწილეობისა უკრაინის ომში.
ლავროვი კი ეუბნებოდა ბჟანიას: ``მადლობელი ვართ მხარდამჭერი კონცერტებისთვის, რაც სოხუმში გამართეთ, მადლობელი ვართ უკრაინაში დაჭრილი რუსი მეომრების და მათი ოჯახის წევრების მიღებისთვის აფხაზეთის შესანიშნავ სანატორიუმებში, მაგრამ ეს საკმარისი არ არის - დაგვანახეთ თქვენი დროშა უკრაინაში! ისევე, როგორც ოსებმა დაგვანახეს. შესაბამისად, ეკონომიკური და ფინანსური დახამრებაც ამაზე იქნებაო დამოკიდებული!``
ეს არის მნიშვნელოვანი, სისტემური სხვაობა ოსურ სეპარატიზმსა და აფხაზურ სეპარატიზმს შორის.
ოსური მოძრაობა ირიდენტისტული მოძრაობაა სინამდვილეში, ანუ რუსეთთან შეერთებას ცდილობენ, აფხაზურ აგრესიულ სეპარატიზმს სხვა, ბევრად შორს მიმავალი პრეტენზიები ჰქონდა მუდამ და ახლაც აქვს.
თუმცა ეს ამბიციები შესაძლოა ამ ომს შეეწიროს, რადგან აფხაზეთი 100%-ით დამოკიდებულია რუსეთზე.
ოღონდ ჯერ ჯერობით აფხაზეთის ხელისუფლების კონკრეტული გადაწყვეტილება (ცხინვალისაგან განსხვავებით) უკრაინის წინააღმდეგ აგრესიაში ოფიციალურად (!) მონაწილეობის თაობაზე დღეისათვის (28 03 2022) არ გამოვლენილა.
აქ არის კიდევ ერთი მომენტი, რომელსაც, სამწუხაროდ, თბილისში არ ექცევა სათანადო ყურადღება: სოხუმი ჩუმ-ჩუმად მუდამ იყურება თურქეთისკენ (სადაც იმაზე მეტი აფხაზი ცხოვრობს, ვიდრე აფხაზეთში და რუსეთში ერთად) და პრინციპულ საკითხებზე პოზიციას ფარულად, არადეკლარირებულად `უთანადებს`თურქეთის პოზიციას.
ეს ღიად არასდროს ჟღერს, მაგრამ აფხაზური ელიტები რუსეთის ერთადერთ (შესაძლო) ალტერნატივად ამ ისტორიულ ეტაპზე სწორედ თურქეთს მიიჩნევენ.
ამიტომაც, თუ მოსკოვი სასტიკად არ აიძულებთ, იოლად, ნებაყოფლობით არ დაიკავებენ თურქეთის საწინააღმდეგო პოზიციას უკრაინის კონფლიქტში.
თურქეთის პოზიცია კი სწორედაც მკაფიოა: ინტერნეტს იპყრობს ვიდეო, როგორ ანადგურებენ თურქული დრონები (Bairaqtar TB2) რუსული არმიის ქვედანაყოფებს კიევთან.
გარდა ამისა, თურქეთისთვის ისტორიულად პრინციპული საკითხია, ყირიმი არ იყოს რუსეთის შემადგენლობაში. ერდოღანს ეს ბევრჯერ უთქვამს ღიად.
დასკვნა: თუ მოსკოვი აფხაზებს კედელთან არ მიასრისავს პირდაპირ, `აფხაზური დროშა` და `აფხაზური ქვედანაყოფი` უკრაინაში არ იომებს.
შესაძლოა უკიდურეს შემთხვევვაში მოძებნონ ვინმე `ახრა ავიძბას` მაგვარი ტაკიმასხარები ანუ მოხალისეები და ეს გააფიარონ ახლაც. ოღონდ ესეც უკიდურეს შემთხვევაში.
აფხაზური აგრესიული, ანტიქართული, ნაცისტური, ფაშისტური სეპარატისტული მოძრაობა გარეგნულად ჰგავს, მაგრამ მაინც სხვა შინაარსისაა ვიდრე ფორმით და საქართველოსადმი დამოკიდებულების მხრივ ანალოგიური `ოსური` მოძრაობა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
რაც შეეხება უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის განცხადებას, რომელიც ნამდვილად გულისხმობდა საქართველოს ჩართვას საერთო-ევროპულ კონფლიქტში აფხაზეთსა და ცხინვალზე შეტევის ფორმით, მოკლედ თუ ვიტყვით, ჩემი აზრით ეს არის ამ თანამდებობის პირის სრული არაპროფესიონალიზმის გამოვლინება, რომელიც სინერგიაშია (გარკვეულწილად პროვოცირებულიცაა) საქართველოს მთავრობის, პირადად ირაკლი ღარიბაშვილის ანალოგიური არაკომპეტენტურობით და არაკვალიფიციურობით.
ღარიბაშვილმა `ააფეთქა`, რომ საქართველო `არ შეუერთდება ანტირუსულ საქნციებს`.
მთელი მსოფლიოს გასაგონად თქვა ასე.
არადა, არანაირი აუცილებლობა საამისოდ არ არსებობდა.
ბოლოს და ბოლოს, არის უუუუუამრავი დიპლომატიური ფორმა და აპრობირებული ნარატივი, თუ ხელისუფელბას ასე მიაჩნია, რომ არ უნდა შეუერთდეს საქნციებს, ეს დიპლომატიურ `წყალში` გარიოს და პირდაპირ არ თქვას.
ამ არაკომპეტენტურობისა და არაპროფესიონალიზმის გამო მსოფლიოს ეს ბრტყელი, ერთგანზომილებიანი განცხადება დაამახსოვრდა და არა ის, თუ რა პოზიცია დაიკავა საქართველოს სახელმწიფომ საერთაშორისო ორგანიზაციებში ანტიმოსკოვურ რეზოლუციებზე კენჭისყრისას.
ანალოგიურად, დანილოვის ბრტყელი და ერთგანზომილებიანი, არადიპილომატიური განცხადება მხოლოდ ვნებს საქართველო-უკრაინის ურთიერთობებს და ჩემი მოკრძალებული აზრით, ყველაზე ზუსტი შეფასება ამ განცხადებისა, საჯარო კომენტარისას, იქნებოდა `შეცდომა` ან `დასანანი შეცდომა`.
სხვას ყველაფერს რომ თავი დავანებოთ: გუშინ, ლოიალურად განწყობილ რუს ჟურნალისტებთან საუბარში უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა არავითარ შემთხვევაში არ აპირებდა, არ გეგმავდა (და ეს სრული სიმართლეა მიუხედავად რუსული პროპაგანდისა) შეჭრილიყო დონბასში პრობლემის ძალისმიერად გადაჭრისთვის, რადგან (ციტატა) ``ამას მოჰყვებოდა უდიდესი მსხვერპლი დონეცკის და ლუგანსკის მშვიდობიან მაცხოვრებლებშიო``.
თუ ასეა და რაკი ასეა.......მაშინ რა ლოგიკით უნდა ითხოვდე ახლა ქართული არმია შეიჭრას აფხაზეთსა თუ ცხინვალში, როდესაც საქართველო ამჟამად იმყოფება იმავე მდგომარეობაში (სეპარატისტული რეგიონების მიმართ), როგორშიც იმყოფებოდა უკრაინა 24 თებერვლამდე (რუსული აგრესიის დაწყებამდე) ანუ არ აპირებდა შეტევის განხორციელებას?!
ასევე მოლდოვაც - დნესტრისპირეთის მიმართ.
ეს ლოგიკური კითხვაა იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ ვიგულისხმებთ სამხედრო და სხვა პოტენციალთა სხვაობას.
ანუ, თუკი (და რაკი) უკრაინა ნამდვილად არ აპირებდა პირველს დაეწყო შეტევა დოინბასის დასაბრუნებლად, რადგან ეს პრეზიდენტ ზელენსკის თქმით `დიდ მსხვერპლს გამოიწვედა და არასწორი იქნებოდა` მაშინ ახლა საქართველოსგან როგორ უნდა მოითხოვო იგივეს გაკეთება, რასაც თავად არ აპირებდი?
სულ სხვა საქმე იქნება, თუ რუსული ჯარი აფხაზეთიდან და ცხინვალიდან თვითონ შემოიჭრება საქართველოს გადარჩენილ ტერიტორიაზე, როგორც უკრაინის გადარჩენილ ტერიტორიაზე შემოიჭრა 24 თებერვალს.
გასაგებია, რომ ბუნებრივად სურს უკრაინის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას (ყოველ შემთხვევაში მის ნაწილს), რუსული ჯარის ნაწილი მაინც `დაკავდეს` სხვა რეგიონებში, მაგრამ ერთია სურვილი, მეორეა დიპლომატიური და სახელმწიფოთაშორისი კორექტულობა და ეთიკურობა ამ სამკვდრო-სასიცოცხლო ომის დროს.
და ნურც იმას დავივიწყებთ, რომ უკრაინულ ელიტებში, ტრადიციულად, სამწუხაროდ და სავალალოდ, ოთხიდან - სამი რუსულ სპეცსამსახურთა მინიმუმ გავლენის აგენტი, სასარგებლო იდიოტი ან ჩვეულებრივი` სექსოიტია` (Секретный сотрудник).
გუშინდელ ინტერვიუში იმავე ლოიალური რუსი ჟურნალისტებისთვის, ვლადიმერ ზელენსკიმ ხომ თავად თქვა, რომ აუცილებლად უნდა განვასხვავოთ უკრაინის სიტუაცია საქართველოსა და მოლდოვას ინსტორიებისაგანო.
`ეს სხვადასხვა ისტორიებია` - განაცხადა გუშინ უკრაინის პრეზიდენტმა.