საერთაშორისო მიმოხილვა. 17 დეკემბერი. 2023 წელი
ამერიკის კონგრესის წარმომადგენლობითმა პალატამ მხარი დაუჭირა `თავდაცვის ბიუჯეტს` 883 მილიარდ 700 მილიონი (883,7 მლრდ) დოლარის ოდენობით.
ბიუჯეტი ითვალისწინებს უკრაინის დახმარებასაც.
მაგრამ სენატში კენჭისყრა კიდევ წინ არის.
ნიშანდობლივია, რომ ილონ მასკმა X-ზე დაწერა ამ ინფორმაციის კომენტარისას ორი ძახილის ნიშანი - !!.
შესაძლოა, ეს ორი ძახილის ნიშანი იმდენად უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის გამოყოფას არ ეხებოდა, რამდენადაც კმაყოფილებას ასეთი დიდი ბიუჯეტის განსაზღვრის გამო. იმიტოიმ, რომ ილონ მასკი და მისი გენიალური ინდუსტრია უკვე რამდენიმე წლის განმავლობაში პენტაგონის მთავარი კონტრაქტორია.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ ნიშანდობლივი განბცხადება გააკეთა ამერიკა-უნგრეთის ურთიერთობის თაობაზე.
მისი თქმით, 2014 წელს, როცა პრემიერ-მინისტრი ორბანი უნგეთში უკვე `ძალას იკრებდა`, ხოლო ამერიკის პრეზიდენტი ობამა იყო, სიიარტო ჩავიდა ვაშინგტონში, მაგრამ სახელმწიფო დეპარტამენტში იგი თურმე დაამცირეს: ჰილარი კლინტონი არ შეხვდა; შეხვდა ვიქტორია ნულანდი, რომელმაც დასვა პატარა ჟურნალისტურ მაგიდასთან და `წინ დაუგდო` ორი ფურცელი, სადაც ჩამოწერილი იყო პირობები, თუ რა უნდა გაეკეთებინა უნგრეთის ხელისუფლებას, თუ სურდა ამერიკასთან ურთიერთობის განვითარება: მედიის რეალური თავისუფლება, საეკლესიო საქმეებში სახელმწიფოს ჩაურევლობა, სასამართლო დამოუკიდებლობა, კონსტიტუციის დემოკრატზიოაცია და ა.შ.
სიიარტომ ამას ყოველივე `უნგრეთის საშინაო საქმეებში ჩარევა `უწოდა, მაგრამ შემდეგ მოვიდა დონალდ ტრამპი, რომელსაც, სიიარტოს თქმით, ეს საკითხები საერთოდ არ აწუხებდა: ტრამპმა ვიქტპორ ორბანს `დიადი ლიდერი` (Great leader) უსოდა, ასევე უწოდა `ნამდვილი ჯენტლმენი (ჰმ-დ)` და ყოველნაირად მხარს უჭერდა ორბანის ანტიევროპულ ინვექტივებს.
თუ ტრამპი კვლავ ამერიკის პრეზიდენტი გახდა (არადა სრტულებით რეალურია, რადგან უკევ მნიშვნელოვნად უსწრებს ბაიდენს-დ.) მაღალი ალბათობით, ტრამპის პოლიტიკა ევროკავშირის საწინააღდმეგო იქნება.
ყველაზე ბნელი რუსული ოცნებაა, ამერი8კამ ევროკავშირი აღიქვას როგორც გეოპოლიტიკური მტერი (არა კონკურენტი არამედ მტერი) და ორბანის მსგავსი პერსონაჟებით სცადოს მისი დასუსტება.
რუსეთის საგარეო დაზვერვის მეთაურმა, სერგეი ნარიშკინმა (სასაცილოა, რომ ადრე რუსეთის განათლების (!) მინისტრი იყო) განაცხადა, რომ დასავლეთი, თურმე, `ცდილობს შექმნას რუსეთის მეზობლად `მართვადი ქაოსის` სივრცე კონფლიქტების გაღვივებით და მათი გამოყენებით`.
საოცარი თავხედობაა!
სწორედ რუსეთი, საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდეგ და გარკვეულწილად დაშლამდეც კი, იყენებდა `მართვადი ქაოსის` ტექნოლოგიას, რათა საკუთარი პრიორიტეტი შეენარჩუნებინა პოსტსაბჭოურ სივრცეზე.
ამ ტექნოლოგიის გამოვლინებები იყო ომები აფხაზეთში და ცხინვალში, ასევე დნესტრისპირეთში.
ლეგენდარულმა უკრაინელმა სპორტსმენმა, სერგეი ბუბკამ (ჭოკით ხტომაში ოლიმპიური ჩემპიონი და რეკორდსმენი) განაცხადა, რომ უკრაინის ოლიმპიური კომიტეტი აქტიურად ითანამშრომლებს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან, რათა დაადგინოს ის რუსი სპორტსმენები, რომლებიც ან ადრე ან ახლა მხარს უჭერდნენ და უჭერენ რსუეთის აგრესიას უკრაინსი წინააღდმეგ.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, პარიზის ოლიმპიადაში, მომავალ წელს, მხოლოდ ის რუსი სპორტსმენები მიიღებენ მონაწილეოაბს, რომლებიც არ ასოცირდებიან რსუეთის არმიასთან და არ უჭერ(დნენ)ენ მხარს რუსეთის აგრესიას;
მაგრამ ასეთი რუსი სპორტსმენი სინამდვილეში ძალიან ცოტაა. საქმე ის გახლავთ, რომ ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან წამოსული ტრადიციით, სპორტსმენთა დიდი ნაწილი `გაიზარდა` და `მოღვაწეობდა` საბჭოთა-რუსულ საზოგადოებაში ЦСКА (Центральный спортивный клуб армии), ესე იფი დღეს უკვე რუსულ არმიასთან. ეს თავის დროზე იმიტომ გაკეთდა, რომ საბჭოთა სპორტი მუდამ დოპინგზე იყო დამყნილი და საბჭოთა/რუსულ არმიას დოპინგით სპორტსმენების `დამუხტვა` ეადვილებოდა არმიის სპეცსამსახურთა და შესაბამისი განყოფილებების მეშვეიობით, სადაც ქიმიურ ნივთიერებებზე და ქიმიურ იარაღზე მუშაობდნენ.
ამიტომ თუ ახლა უკრაინულმა სპეცსამსახურებმა მოინდომეს, ისინი დასერჩავენ რუსი სპორტსმენების სოციალურ ქსელებს, გამოიკვვლევენ მათ წარსულს, სულ ადვიალდ აღმოაჩენენ მათ პოსტებს და ფოტოიებს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის მხარდასაჭერად მაგალითად და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
ზოგადად, იმაზე მეტი თავსლაფდასხმა, რაც რუსულ სპორტს დაემართა, ძნელი წარმოსადგენია: რომც მოიპოვოს რომელიმე რუსმა სპორტსმენმა საგზური, იგი ოლიმპიადაში მონაწილეობას მიიღებს მჯხოლდო `ინდივიდუალურად` არ ექნება უფლება და საშუალება, გაშალოს რუსეთის დროშა, თუნდაც ილაპარაკოს, რომ რუსეთის წარმომადგენელია.
პარიზის ოლიმპიადის გახსნაზე ასეთი `რუსი სპორტსმენები` გაივლიან დროშის აგრეშე, პალესტინელ სპორტსმენებთან ერთად, რომლებიც ასევე `ინდივიდუალური სტატუსით` მონაწილეობენ ოლიმპიადაში.
ოლიმპიადაში ღირსეუალდ, `გაშლილი დროშით` , ამაყად თავაწეული მონაწილეობა და მასზე წარმატება არის `ზესახელმწიფოებრიობის` ძალიან მნიშვნელოვანი მარკერი. რუსეთი უკვე თუნდაც ამიტომ აღარ არის გლობალური ზესახელმწიფო, რომ ამის საშუალება არა აქვს.
ისრაელმა დატესტა ღაზის გვირაბების დატბორვა ზღვსი წყლით და ეს ტესტი სრულიად წარუმატებელი გამოდგა. აღმოჩნდა, რომ ღაზის გვირაბები, რომლის სიგრძე 500 კილომეტრია (თვით ღაზა 14 კილომეტრია სიგრძეში და 12 კილომეტრი სიგანეში) უნიკალური საინჟინრო ნაგებობაა, რომელსაც, როგორც ირკვევა აშენებდნენ შესანიშმნავი ინჟინრები; მათ ისიც გაითვალსიწინეს, რომ ისრაელი ადრე თუ გვიან შეეცდებოდა ამ გვირაბების დატბორვას წყლით, ამიტომ გვირაბებს ერთმანეთისგან ჰქოყს ჰერმეტული რკინის კარებები და ბევრი გვირაბი ავტონომიურიცაა ანუ სხვა გვირაბებთან პირდაპირ არაა დაკავშირებული.
თუ ისრაელი ამღალი წნევით გაუშვებს ზღვის წყალკს ამ გვირაბებში, ეს წყალი და მინარევი ცემენტი (ასე იგეგმება) ამოვა ზედაპირზე და გაანადგურებს მიწას, რომელიც ღაზაში სრულიად უსარგებლო გახდება საოფლსი მეურნებისთვის. ანუ 2 მილიონი ადამიანი დარჩება სრულიად სარჩოს გარეშე.
მაშინ ისრაელი ან უნდა შეუროიგდეს იმას, რომ მთელი მსოფლიოს თვალწინ შიმშილით სიკვდიულისთვის გასწირავს 2 მილიონ ადამიანს (ეგვიპტე-ღაზის საზღვარი დაკეტილია ისრაელის მოთხოვნით 1973 წლიდან), ან თვითონ უნდა ასვას-აჭამოს ამ მილიონობით ადამიანს.
ცალკე პრობლემაა კიდევ მძევლები, რომელთა დიდ ნაწილს ისრაელის არმიამ კვლავინდებურად ვერ მიაგნო.
სპეციალისტები აღნიოშნავენ, რომ ამ გვირაბების განადგურება შეასძლებელია მხოლდო ბირთვუილი მიწისქვეშა აფეთქებებით. თან არა ერთიოთ არამედ რამდენიმე მუხტის აფეთქებით;
ისრაელს რა თქმა უნდა აქვს ბირთვული იარაღი, თუმცა ამ მიზნით მისი გამოუენება უდიდეს პოლიტიკურ პრობლემებს შეუქმნის ისრაელსაც და დასაველთსაც;
გუშინ ისრაელმა აღიარა, რომ სამი ისრაელელი მძევალი დაიღუპა `ცახალის` (ისრაელის არმიის) მოქმედების შედეგად.
ეს რაც ცნობილია, თუმცა შემთხვევითი მსხვერპლი მძევლებს შორის შესაძლოა ბევრად მეტიც იყოს.
ამ სამი მძევლის დახოცვის გარემოებები ცოტა არ იყოს უცნაურია: ისრაელის არმია აცხადებს, რომ ისინი `ტერორისტებად მიიჩნიეს`. როგორ, რატომ - არ კონკრეტდება სრულყოფილად.
აშშ პრეზიდენტის მრჩევლის (National security adviser) ჯეკ სალივანის ვიზიტმა იერუსალიმში შედეგი გამოიღო: ისრაელმა გახსნა მეორე გამშვები პუნქტი ეგვიპტესტან საზღვარზე - ჰუმანიტარული ტვირთების შესატანად; ოღონდ ისრაელის მთავრობამ მოითხოვა, რომ ეს ყოფილიყო მხოლოდ ეგვიპტის ჰუმანიტარული ტვირთები და არა გაეროს ჰუმანიტარული დახმარება;
ისრაელი საშინალდ განრისხებულია გაეროზე გენერალურ მდივან გუტიერეშის განცხადებების გამო, რომელმაც ისრაელს მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტა დასდო ბრალად.
ბარაკ ობამა ბრუნდება თეთრ სახლში, როგორც პერზიდენტ ბაიდენის მრჩეველი საარცევნო კამპანისი დროს.
ეს ძლიერი სვლაა, რადგან ობამა კვლავინდებურად დიდი მხარდაჭერით და სიმპატიით სარგებლობს აფროამერიკელებში, აზიელ ამერიკელებში და ზოგადად დემოკრატებში, რომლებიც უკმაყოფილონი არიან ბაიდენის ადმინისტრაციის `პროისრაელური` პოზიციით.
პროირანულმა დაჯგუფებამ `ჰესბოლლა` ვერ გაბედა ისრაელზე თავდასხმა; სამაგიეროდ, სულ უფრო მეტად აქტიურობს მეორე პროირანული დაჯგუფება: ჰუსიტები, იემენში;
წითელ ზღვაში მათ კვლკავ ესროლეს რაკეტები მშვიდობიან გემებს ლიბერიის დროშით, ხოლო ჰუსიტთა `პოლიტბიურომ` განაცხადა, რომ ნორმალურ მიმოსვლას წითელ ზღვაში ჰუსიტები მანამ არ დაუშვებენ, სანამ ისრაელი აგრძელებს შეტევას ღაზაში.
მსოფლიოში უდიდესმა გადამზიდავმა კომპანიამ Maersk გუშინ განაცხადა, რომ წყვეტს მოძრაობას წითელ ზღვაში უსაფრთხოების გამო; ეს ირანის უდიდესი გამარჯვებაა; ირანს, როგორც ცნობილია, საერთაშორისო სანქციები ადევს.