საერთაშორისო მიმოხილვა. 17 ივნისი

საერთაშორისო მიმოხილვა. 17 ივნისი

წყაროთა დიდი ნაწილი იტყობინება, რომ სამწუხაროდ, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს (ესეც პირობით) უკრაინას და მოლდოვას მიაკუთვნებენ, ხოლო საქართველოს - არა.

ღმერთმა ნუ ქნას ასე იყოს.

მექანიზმი ასეთია: დღეს შეიკრიბება `ევროკომისია`. ეს არის ევროპის კავშირის აღმასრულებელი ორგანო.

ევროკომისიის თავმჯდომარე, გერმანელი ურზულა ფონ დერლაიენი ევროკომისიას წარუდგენს რეკომენდაციას, თუ რა გადაწყვეტილებას სთავაზობს ევროკომისიას უკრაინის, მოლდოვას და საქართველოს სტატუსთან დაკავშირებით.

თუ ევროკომისია ამ წინადადებას დაამტკიცებს, მაშინ იგი 23-24 ივნისს განიხილება ევროკავშირის მთავარ ორგანოში -  ევროპის საბჭოში, რომელსაც შეადგენენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრები.თუმცა თითქმის 100%-ით ევროპის საბჭო იმ გადაწყვეტილებას მიიღებს მომდევნო კვირის ბოლოს, რასაც ევროკომისია დაამტკიცებს დღეს.

. . . . . . . . . .

რუსებმა დონბასზე უკვე მესამე ამერიკელი აიყვანეს ტყვედ და მისი დახვრეტით იმუქრებიან.

საზღვაო ფეხოსანთა რაზმის ვეტერანი   Grady Kurpasi;

სევეროდონეცკთან გრძელდება ისეთი გააფთღებული ბრძოლები, როგორიც ევროპაში და ამ ადგილებშიც 1943 წლის `კურსკის ბრძოლის` შემდეგ არ ყოფილა.

. . . . . . . . . .

რუსეთი აგრძელებს  აფხაზეთის ნელ-ნელა მოხრჩობას. ანუ ფსოუს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე სულ უფრო  მკაცრდება კონტროლი რუსეთის მხრიდან.

უკვე არა 2 საათს, არამედ მეტს უნდებიან ყოველი მანქანის შემოწმებას და კილომეტრიანი რიგები დგას.

რატომ დგანან გაუგებარია - ნუთუ ჰგონიათ, რომ პუტინი გადაწყვეტილებას შეცვლის, სანამ მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება?

როგორც მოგახსენებდით, აფხაზეთის `პრეზიდენტი` ასლან ბჟანია მოსკოვში იყო დაკარგული თითქმის 1 თვის განმავლობაში.

რასაკვირველია არა პუტინთან, არამედ მის ხელქვეითებთან აწარმოებდა მოლაპარაკებას. აფხაზეთი სამკვდრო-სასიცოცხლოდ წინააღმდეგია (იმიტომ, რომ აფხაზი ხალხი წინააღმდეგია) აფხაზეთში მიწის ყიდვა-გაყიდვისა. ისევე, როგორც ბინების, თუმცა პირველ რიგში მიწის.

აი საქართველოშიც მწვავედ აღიქვავდნენ მიწის ყიდვა-გაყიდვას, ოღონდ ჩვენში ეს ეხება სასოფლო-სამეურნეო მიწებს და ალბათ ესეც არასწორია, თუმცა სხვა თემაა. მაგრამ საქართველოში სამოსახლო მიწის  ყიდვა-გაყიდვა არავის აუკრძალავს. უცხოელებზეც კი.

ჩვენ ვერც კი წარმოგვიდგენია, რამდენად `ცოფიანი` ეს თემაა  აფხაზებისთვის: აძაგძაგებთ, როცა `მიწაზე` იწყება ლაპარაკი; `ეს ჩვენი მიწაა: Это абхазская земля и мы ей фанатично преданы!` -  უამრავ აფხაზს უთქვამს ჩემთვის დისკუსიაში.

ანუ საქმე იქამდე მივიდა, რომ როდესაც რუსი ინვესტორი ჩადის აფხაზეთში და წინადადებით შედის მთავრობაში -  აი ეს სამოსახლო მიწა დამიმტკიცეთ, აქ 5 ვარსკვლავიან სასტუმროს ავაშენებ და ბიუჯეტში მილიარდები შემოვაო, - უარს ეუბნებიან: თუ გინდა იჯარით მოგცემთო.

`იჯარით აღებულ მიწაზე` ვინ დახარჯავს მილიონობით დოლარს?

მაგრამ პუტინს სწორედ ის უნდა, რომ აფხაზეთი სოჭის გაგრძელებად იქცეს! ამ მიზნით ბჟანიაზე წნეხს აძლიერებს და საზღვარს უკეტავს.

ამიტომ....ნელ-ნელა იწყება შიშნარევი უკანდახევა, თორემ შიმშილით ამოწყდებიან აფხაზები: გუშინ აფხაზური ტელევიზიით რამდენიმე საშუალო დონის ჩინოვნიკი გამოიყვანეს და იმათ `შეაპარა` ტელევიზიით ასეთი თეზისი: `ინვესტორს რა სჯობს, - იმ მიწას ზურგზე ხომ არ მოიკიდებს და ხომ არ წაიღებს და.....`

`საშუალო რგოლის` რადგან ამას  თუ რომელიმე დეპუტატ ან მინისტრი იტყვის,, აფხაზეთში დღესვე აჯანყება დაიწყება - ოჯახიანად ამოწყვეტენ.

უკვე გამოდიან და ლაპარაკობენ: რას ბოდავ, - იმ სასტუმროს ქვეშ რომ მიწაა, ის ხომ აფხაზური მიწა აღარ იქნებაო.

. . . . . . . . . .

რუსეთის `საგარეო` სერგეი ლავროვი უტიფრობის, უსინდისობის და თავხედობის ახალ `მწვერვალებს `იპყრობს: გუშინ მან განაცხადა, რომ თურმე რუსეთი უკრაინაში საერთოდ არ შეჭრილა! ანუ `ჩვენ უკრაინაში კი არ შევიჭერით, არამედ იქ მხოლოდ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას ვატარებთ, რაკი ვერაფრით დავარწმუნეთ NATO, აღმოსავლეთით არ გაფართოვებულიყოო`.

დავაკვირდეთ: იმას კი არ იმეორებს, `დენაციფიკაციაო`, `დონბასის რესპუბლიკების გენოციდისგან გადარჩენაო`.....არა, - პირდაპირ, თავხედურად ამბობს: უკრაინა ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში რომ ვერ შესულიყო, ამიტომ დავიწყეთ ომიო.

ისევე, როგორც 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ.

. . . . . . . . . .

სანკტ-პეტერბურგში ტარდება ეკონომიკური ფორუმი.

არავინ არ ჩავიდა იმ ფორუმზე რასაკვირველია ნორმალური ქვეყნებიდან.

BBC კორესპონდენტმა ჰკითხა ლავროვს, დონბასზე რომ სიკვდილი მიუსაჯეს ბრიტანელს ეს როგორ შეიძლებაო

სასამართლომ მიუსაჯაო - მიუგო ლავროვმა

  • რომელმა სასამართლომ?
  • ლუჰანსკის რესპუბლიკის სასამართლომ!
  • თქვენ მიგაჩნიათ, რომ იმ `რესპუბლიკებში` სასამართლო დამოუკდიებელია?
  • კი, ბრიტანულ სასამართლოზე უფრო ემტად დამოუკდიებელიაო - - - მოუჭრა  ლავროვმა.

(კომენტარი ზედმეტია)

. . . . . . . . . .

სასიხარულო ცნობაა, რომ ჩრდილო ნაკადი, რომლითაც რუსული გაზი გერმანიას და ევროპას მიწოდოდება და რის საფასურადაც რუსეთი ყოვლე დღე (ყოველ დღე!!!) ერთ  მილიარდ ევროს იღებს, შეიძლება გაჩერდეს.

თანაც გაჩერდეს არა გერმანიის გადაწყვეტილებით და გაჩერდეს არა მხოლოდ გაზსადენი  North stream-2 რაზეც ამდენი ლაპარაკია, არამედ North stream-1-ც გაჩერდეს მთლიანად, - ოთხივე მილსადენი, რომელთაგან ორი  განეკუთვნება `ჩრდილო ნაკად-1-ს` და კიდევ ორი - `ჩრდილო ნაკად 2-ს`.

არც მოსკოვს უნდოდა ეს და არც ბერლინს  ახლა, მაგრამ...საქმე ის გახლავთ, რომ ნორმალური ფუნქციონირებისთვის გაზსადენებს სჭირდებათ საქაჩი ტურბინები. ეს ტურბინები გერმანული ლეგენდარული ფორმა Siemens-ის ნაწარმია, თუმცა მათი სარემონტო ბაზა, როგორც აღმოჩნდა, გერმანიაში ახლა, ამჟამად, ამ წუთას არ არსებობს - არის მონრეალში, კანადაში

აი კანადა კი.....სადაც უდიდესი უკრაინული დიასპორა ცხოვრობს, უარს აცხადებს ამ ტურბინების რემონტზე, რადგან გერმანიისაგან განსხვავებით, იმ მილსადენებს და მთელს მის მოწყობილობას სანქციები დაადო უკრაინაში შეჭრის შემდეგ.

გამოდის, კანადის პოზიცია უფრო განმსაზღვრელია ახლა პუტინისთვის, ვიდრე ბერლინისა. ყოველ შემთხვევაში ახლა, სანამ შემცვლელი უპოვიათ, მაგრამ შემცვლელის პოვნა არც ისე იოლია.

ამ მიზეზით, რუსულმა კომპანიამ `გაზპრომ`, ორშაბათიდან (ახლა ირკვევა) დღე-ღამეში 100 მილიონი კუბური მეტრით შეამცირა გერმანიისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება და განაცხადა, რომ თუ კანადას გერმანია ჭკუაზე არ მოუყვანს, გაზის მიწოდებას საერთოდ შეწყვეტს.

იმიტომ, რომ თუ ის ტურბინები ისე გამოვიდა მწყობრიდან, რომ ვეღარც შეაკეთებენ, ეს ხაზი საერთოდ გაუქმდება რამდენიმე წლით - ისეთი ავარია შეიძლება მოხდეს იქ.

ძალიან კარგი ამბავია: გერმანია და შოლცი კანადას ვერ აიძულებენ ვერაფრით იმას, რისი გაკეთებაც პრემიერ ტრიუდოს არ სურს!\

კანადა დიდი და უმდიდრესი ქვეყანაა - ფანტასტიურად მდიდარი!

. . . . . . . . . .

უკრაინაში ომის დაწყებიდან, რუსმა აგრესორებმა  4 481 მშვიდობიანი უკრაინელი მოკლეს. აქ არ ითვლება უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე. არამედ მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი ადამიანი. მათგან 1739 მამაკაცია, 1159 ქალი, 119 პატარა გოგონა (ბავშვი) და 125 პატარა ბიჭუნა (ბავშვი)

. . . . . . . . . .

ჩინეთმა უკვე მესამე ავიამზიდის მშენებლობა დაასრულა და ჩაუშვა წყალში. შეგახსენებთ, რომ ამერიკას სულ 15 ავიამზიდი აქვს. აქედან სამი ჰყავს კუნძულ ტაივანთან მიყვანილი.

ავიამზიდები ზღვაზე და ოკეანეზე ბატონობისთვის მთავარი სამხედრო ინსტრუმენტია.

აშკარაა, რომ უახლოესი 50 წელი წყნარ ოკეანეზე ამერიკასა და ჩინეთს შორის პაექრობის ეპოქა იქნება

. . . . . . . . . .

პუტინის მოადგილე მამლაყინწა მედვედევმა თქვა ამაღამ საინტერესო და ნიშადობლივი რამ:

1995 წელს `ჟიგული` მყავდა (`Жигули 07-Лада`), იმდროინდელი კურსით 5 000 დოლარად გავყიდე და მერე, როცა თანამდებობაზე დავინიშნე, მინისტრი გავხდი, შემდეგ გაზპრომის ხელმძღვანელი გახვდი...მერე...მერე....გავიგე, რომ თურმე იმ კაცს, ვისაც ის ჟიგული მივყიდე, მთლიანად დანჯღრეული მანქანა 15 000 დოლარად გაუყიდიაო.

`რატომ`?? - - -  დასვა კითხვა პუტინის მემკვიდრეობის მოსურნემ და თავად უპასუხა - `იმიტომ, რომ ის მანქანა კი გაიაფდა, სამაგიეროდ მე გავძვირდი და ახლაც ძალიან ძვირად ვღირვარო`

კომენტარი არ არის ალბათ საჭირო