საერთაშორისო მიმოხილვა. 17 მაისი. 2022 წელი
პრეზიდენტმა ზელენსკიმ უბრძანა აზოვსტალში მყოფ დაჭრილ უკრაინელ სამხედროებს, ტყვედ ჩაბარებოდნენ რუსებს, რათა მათი სიცოცხლე გადაერჩინა. ამავე დროს უკრაინის გენერალიტეტმა განაცხადა, რომ ბატალიონ `აზოვმა` უკვე შეასრულა სამხედრო მისია, რაც მას ეკისრებოდა. არ არის გამორიცხულია, ანალოგიური ბრძანება ქვეყნის უმაღლესმა მხედართმთავარმა, ვლადიმერ ზელენსკიმ `აზოვის` სხვა მებრძოლებსაც შეუთვალოს.
ისევ და ისევ მისი მიზანი ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენაა.
როგორც სჩანს, დიდხანს მიმდინარეობა მოლაპარალება პუტინსა და ზელენსკის გუნდს შორის დასავლელი შუამავლებისა და თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანის მონაწილეობით. საბოლოოდ ამ კულუარული მოლაპარაკებისას რაღაც-რაღაცაში გაუცვალა.
დეტალებს არავინ ამხელს, თუმცა ცხადია, პუტინი მხოლოდ იმას დასთანხმდა, რომ თუ აზოველები ტყვედ ჩაბარდებოდნენ, მათ უმკურნალებდნენ და ციხეში წამებით არ ამოხდიდნენ სულს.
რა მიიღო პუტინმა სანაცვლოდ, ჯერ არავინ იცის. შეასძლოა ვინმე ტყვე რუს აგენტში ან მაღალი რანგის ტყვე რუს ოფოცრებში მოხდა გაცვლა.
ნებისმიერ შემთხვევაში, `აზოვმა` სამხედრო მისია ნამდვილად შეასრულა. ეს მისია კი იმაში მდგომარეობდა, რომ მარიუპოლისკენ გადმოექაჩა მტრის ძლიერი შენაერთები, რომლებიც ამის გამო ვეღარ იბრძოდნენ დონბასის სხვა ფრონტებზე - ხარკოვთან და დნეპრის მიმართულებით.
აფხაზეთის ე.წ. `საგარეო საქმეთა მინისტრის`, ინალ არძინბას ბრძანებით, აფხაზეთის ტერიტორიაზე აიკრძალა ძალიან გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის `მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ` მუშაობა; უკვე დაიხურა მისი ოფისიც.
ეს ის NGOა, სადაც ინალ არძინბას (მოსკოვის პირდაპირი კრეატურის) მოთხოვნით, რამდენიმე დღის წინ აფხაზეთის `უშიშროებამ`ჩაატარა ცXრეკა, მოიპარა ათეწულობით ძვირფასი კომპიუტერი და რა თქმა უნდა არც არაფერი დაუბრუნებია.
ინალ არძინბა ამ გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ ორგანზიაცისი სათავო ოფისი თბილისშია და ეს არასამთავრობო საერთაშორისო ორგანზიაცია `საეჭვო ერთობლივ სემინარებს ატარებდა ქართველი და აფხაზი ახალგაზრდების მონაწილეობით ევროპაში`.
ბევრ აფხაზს არ მოეწონა ეს გადაწყვეტილება, რაკი ამ სემინარებში მონაწილეობა ამთთვის ერთადერთი შანსი იყო, ევროპაში გამგზავრებულიყვნენ. მით უმეტეს ახლა, როცა რუსული პასპორტი ყველგან დაიბლოკა.
გარდა ამისა, ამ და ასეთი არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობა აფხაზეთში აფხაზ სეპარატისტთა მთავრობას ეხამრებოდა, გაება საერთაშორისო კავშირები და ვალუტაც შემოდიოდა აფხაზეთის ბიუჯეტში.
თუმცა ქართველოფობია აფხაზეთში ჯერ კიდევ იმდენად ძლიერია, ხმამაღლა არძინბას და `უშიშროების `ქმედებათა გაპროტესტებას ვერავინ ბედავს, რათა `საქართველოს აგენტობა` არ დააბრალონ.
არადა, ეს ორგანიზაცია და მისი მუშაობა რომ აფხაზეთისთვის `მავნე`ყოფილიყო, ინალ არძინბა როგორ დაასწრებდა მის დახურვას წინა ხელისუფლებებს? - ჰაჯიმბას, ანქვაბს? დღევანდელი პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი რომ ხმას არ იღებენ, ესეც იმის მანიშნებელია, რომ არც მათ მოსწონთ, მაგრამ ჯერ ერთი (ვიმეორებ) ანტიქართული განწყობები მძვინვარებს აფხაზეთში და მეორეც, აფხაზეთის უმაღპესმა ხელისუფლებამ ყველაზე უკეთ იცის: ინალ არძინბა მოსკოვის კაცია, სულ ახლახანს პუტინის ადმინისტრაციაში მუშაობდა და აკეთებს იმას, რასაც იმ ადმინისტრაციიდან ეუბნებიან.
როგორც სჩანს სხვა საერთაშორისო ორგანზიაციებსაც გააძევებენ აფხაზეთიდან რაც ბოლოს და ბოლოს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ სეპარატისტული ტერიტორია კიდევ უფრო მეტ იზოლაციაში მოექცევა.
თურქეთი კატეგორიულად წინააღმდეგია ფინეთის და შვედეთის NATO-ში გაწევრებისა, რადგან ეს ორი ქვეყანა ხშირად აძლევდა თავშესაფარს ერდოღანის ოპოზიციონერებს, ასევე ქურთების სეპარატისტული მოძრაობის ლიდერებს, რომლებსაც თურქეთისაგან მისი აღმოსავლეთ პროვინციების გამოყოფა სურთ, სადაც ქურთები ცხობრობენ.
ანკარას უამრავი პროტესტი აქვს გაგზავნილი ამის გამო სტოკჰოლმსა და ჰელსინკიში, მოითხოვდა ამ დისიდენტების გადმოცემას, აცხადე4ბდა მათ ტერორისტებად და ა.შ და ა.შ. თუმცა სულ აურს იღებდა ფინეთისა და შვედეთის ხელისუფლებებისგან.
ახლა, როცა ფინეთს და შვედეთს, ასევე ამერიკას და ალიანსის სხვა ლიდერ სახელმწიფოებს დასჭირდათ თურქეთის თანხმობა (სხვაგვარად ალიანსში ახალ წევრებს ვერ მიიღებენ, გამორიცხულია - ამ გადაწყვეტილებას კონსენსუსი სჭირდება) ერდოღანი ცდილობს, ეს კოზირი მაქსიმალურად გამოიყენოს. იმუქრება `ვეტოს` დადებით ჩრდილო ატლანტიკური კავშირის გაფართოვებაზე.
მოსკოვში ძალიან უხარიათ, თუმცა ტყუილად უხარიათ: 100%-იანი ალბათობით, აქ კომპრომისი იქნება მიღწეული: ფინეთი და შვედეთი პირობას დადებენ, რომ მას შენდეგ, რაც NATO-ს წევრები გახდებიან, აღარ მიიღებენ და აღარ მისცემენ თავშესაფარს ერდოღანის მტრებს და მეორე: იმ ქურთებს და დისიდენტებს, ვინც ამ ქვეყნებში მიიღო თავშესაფარი, ფარულად გადაუხდიან დიდ ფულს, გაამგზავრებენ სადმე შორეულ პარაგვაიში ან რომელიმე არაბულ ქვეყანაში იმ პირობით, რომ აღარ გამოჩნდებიან, სხვა შემთXვევაში კი პირობის დარღვევად ცაეთვლებათ.
როდესაც ფსონზე დადებულია ქვეყნის მომავალი, ასეთი `გეშეფთი` ანუ გარიგება `მოსულა`. ოღონდ ამაზეც ერდოღანის თანხმობაა საჭირო და ალბათ მიIღებენ ამ თანხმობას, რადგან ალიანსთან ურთიერთობათა რადიკალურად, უკიდურესად გამწვავებას იგი არ დაუშვებს.
დასკვნა: ფინეთის და შვედეთის გაწევრება ალიანში ისტორიულად გადაწყვეტილია და შეიძლება მხოლოდ პოლიტიკური `ფასის` გამო ვაჭრობამ ცოტა გააჭიანუროს.
ეს არის რუსეთი გეოპოლიტიკური, ისტორიული კრახი: ფინეთის ნეიტრალიტეტი ისტორიულად გადაწყვიტა სტალინმა 1945 წელს გერმანიის დამარცხებით, ხოლო შვედეთის ნეიტრალიტეტი კიდევ უფრო ადრე გადაწყდა ისტორიულად: XVIII საუკუნეში, როცა რუსეთის იმპერატორმა პეტრე I-მა უკრაინაში (!) შვედეთის მეფე, კარლოს XII დაამარცხა.
ერთი ძალიან კარგი ისტორიკოსის თქმით, პოლტავას ბრძოლის შემდეგ (1709 წელს) `შვედეთი ისტორიის სცენიდან ცამოვიდა და მაყურებლის როლში, პარტერში დაბრძანდაო`.
ჰოდა ბრუნდება ახლა - პუტინის ჩლუნგი ნაციონალისტურ-იმპერიალისტური ფანატიზმის და უკრაინაში მოწყობილი გენოციდის შედეგად!
არადა, ორივე ამ ქვეყანას უძლიერესი არმია და გენიალური სამხედრო ინდუსტრია აქვთ.
განსაკუთრებით შვედეთს.
უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი სულ უფრო აქტიურად მოითხოვს საერთაშორისო, მათ შორის ევროპელი პარტნიორებისაგან რუსეთის მოქალაქეთათვის ვიზების გაცემის შეწყვეტას და რუსი ტურისტების მიღებაზე უარის თქმას.
ეს არანაკლებ ძლიერი საქნცია ქინებოდა, მაგალითად, ევროკავშირის მხრიდან, ვიდრე ნავთობის ან გაზის შესყიდვაზე უარი, რადგან რუსებს დასავლეთი კი სძულთ, თუმცა ძალიან უყვართ საბერძნეთში და იტალიაში და საფრანეგთში მოგზაურობა.
და ეს არ არის მხოლოდ ელიტური ტურიზმი: მილიონობით რუსი ისვენებს ყოველწლიურად და მოგზაურობს ევროპის ქვეყნებში, ასევე თურქეთის ხმელთა შუა ზღვის სანაპირზოე.
ოღონდეს არის სანქცია, რომლის შემოღება ევროპას იმაზე მეტადაც კი გაუჭირდება, ვიდრე ნავთობის და გაზის ემბარგო: საუკეთესო წლებში, პანდემიამდე, საბერძნეთში რუსი ტურისტები მილიარდ ევროს ტოვებდნენ, ხოლო იტალიაში - 700 მილიონ ევროს.
და რაც მთავარია, ტურისტულ სექტორში იქმნებოდა სამუშაო ადგილები.
არაფერი ისე საშიში არ არის ევროპაში, მით უმეტეს სამხრეთ ევროპაში სოციალური სიმშვიდისა და სტაბილურობისათვის, ვიდრე უმუშევრობის ზრდა: ქვეყანას დააქცევენ უმუშევრები, მცირე მეწარმეები - რომსა და ათენს გადაწვავენ
ჩვენ რომ უვიზოდ დავდივართ ევროპაში, რუსებს ვიზა სჭიდრებათ, თუმცა სწორედ ამ მიზეზით, რუსებიც და ბელორუსებიც შენგენის ვიზებს უპრობლემოდ იღებდნენ ევროპულ სახელმწიფოთა საელჩოებში.
რაც შეეხება თურქეთს, ამ ქვეყნის ტურისტული კლასტერი იდმენადაა დამოკიდებული რუს ტურისტებზე, ეს უბრალოდ გამორიცხულია, სანამ რუსეთი თვით სტამბულს არ ესვრის ატომურ ბომბს.
`რუსეთს ვერ დააჩოქებთ!!!`----როგორ გვგონია ეს ვინ თქვა? პუტინმა? მედვედევმა? მარგარიტა სიმონიანმა? არა, ეს განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, ევროპარალმენტში გამოსვლისას, მას შემდეგ რაც კიდევ ერთხელ დაადო ვეტო რუსული ნავთობის შესყიდვაზე საერთო-ევროპულ გადაწყვეტილებას!
შემაძრწუნებელი ციფრია: კორონავირუსით, 2019 წლიდან - დღემდე დედამიწაზე გარდაიცვალა 6 მილიონ 265 ათას 362 ადამიანი!
ამერიკაში თითქმის მილიონი ადამიანი;