საერთაშორისო მიმოხილვა. 27 იანვარი. 2024 წელი
ძალიან უცნაურად (თუმცაღა ნიშანდობლივად) ვითარდება მოვლენები ამერიკული სამხედრო დახმარების თაობაზე უკრაინისთვის.
როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპმა, სრულუფლებიანი პრეზიდენტობის პირველივე დღეს ხელი მოაწერა უამრავ ბრძანებულებას.
ერთ-ერთის თანახმად, 90 დღით შეჩერდა ამერიკის ყველანაირი დახმარება მსოფლიოს ქვეყნებისთვის.
და მას შემდეგ პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, ბლოგერები, ექსპერტები ცდილობენ გაარკვიონ (ვერ გაარკვიეს!!) ეს ბრძანებულება ეხება თუ არა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერებას 90 დღით?
იგულისხმება ჯო ბაიდენის მიერ კონგრესში, დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, რის ვაი-ვაგლახით „გატანილი“ დახმარების პაკეტი 61 მილიარდი დოლარის ოდენობით.
ამ თანხის მნიშვნელოვანი ნაწილის „ათვისება“ ბაიდენის ადმინისტრაციამ და უკრაინამ ვერ მოასწრო.
საქმეც ესაა, რომ თვით ყველაზე კომპეტენტურმა რესურსებმაც კი ვერ დაადგინეს: შეუწყდა უკრაინას დახმარება თუ არა?
რაც მიაწოდეს უკვე მიაწოდეს, მაგრამ რაც დაკონტრაქტებული იყო ის მაინც მიეწოდა? ან მიეწოდება?
ზოგი ავტორიტეტული რესურსი წერს, რომ უკრაინისთვის დახმარება არ შეწყვეტილა, სხვები საპირისპიროს წერენ და ამერიკელ დიპლომატთა ჯგუფმა აშკარად დაბნეული წერილი გაუგზავნა ტრამპს სამართლიანი მოთხოვნით: არ შეუწყვიტოს დახმარება უკრაინას!!
ყველაზე დაკვირვებული ექსპერტები კი აღნიშნავენ, რომ სინამდვილეში ტრამპი ამ შემთხვევაში იყენებს „გაურკვევლობის ტექნოლოგიას“ და ეს ერთგვარი დაშანტაჟებაა ან გაფრთხილებაა კიევისთვის (ვერც იქ გაიგეს რა ხდება) პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო გეგმის გამოქვეყნების წინ.
სულ რამდენიმე დღე დარჩა ამ მომენტამდე: იგეგმება ტრამპის სატელეფონო საუბარი ჯერ ზელენსკისთან, შემდეგ პუტინთან, მერე თითქოსდა სამთა შეხვედრა ან ტრამპის შეხვედრა პუტინთან და ზელენსკისთან ცალ-ცალკე, მერე ტყვეთა გაცვლა პრინციპით „ყველა-ყველაზე“ და ა.შ.
არავინ იცის, შედგება თუ არა ეს სატელეფონო საუბარი ტრამპსა და პუტინს შორის.
ტრამპის გეგმა და მისი „კორეული ვარიანტი“ პუტინისთვის კატეგორიულად მიუღებელია!
მაგრამ ვინც იცნობს კრემლის ბინადარს, ამტკიცებს, რომ სატელეფონო საუბარზე და მოლაპარაკებებზე ის უარს არც ერთ შემთხვევაში არ იტყვის. ეს პროცესის „გაჯანჯლების“ ტექნოლოგიაა მით უმეტეს როდესაც ჰყავს ამ ტექნოლოგიის ისეთი გაიძვერა თაღლითი დიდოსტატი, როგორიც სერგეი ლავროვია.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
რამდენიმე დღის წინ გატყობინებდით, რომ ტრამპმა დააანონსა პროგრამა „ვარსკვლავური კარიბჭე“ რომელიც გულისხმობს ჯერ 100 მილიარდი დოლარის, შემდეგ 500 მილიარდი დოლარის აკუმულირებას „ხელოვნური ინტელექტის“ AI-Artificial intelligence ტექნოლოგიათა განვითარებაში.
ბუნებრივია ტრამპს, ვისაც თავი წარმოუდგენია „ეპოქალურ პრეზიდენტად“, სურს სწორედაც „ეპოქალური გარღვევა“ განახორციელოს იმ სფეროში, რომელიც III ათასწლეულის განმსაზღვრელად იქცევა უდავოდ.
ხომ გახდა ამერიკა პიონერი ინტერნეტის განვითარებაში 1960-იანი წლებიდან?
ხომ გახდა ამერიკა პიონერი და გლობალური „ლოკომოტივი“ მობილური სერვისების განვითარებაში 1970-იანი წლებიდან, როდესაც Motorolla-მ პირველი უზარმაზარი მობილური ტელეფონი გამოუშვა?
ხომ არის ამერიკული გენიალური Google მსოფლიო ლიდერი მობილურ აპლიკაციებში და სერვისებში?
ჰოდა ტრამპს სურს ასეთივე ლიდერი იყოს მისი ქვეყანა AI-სფეროშიც და 100 წლის შემდეგ წერდნენ, რომ ამერიკამ ამ ტექნოლოგიაში საკაცობრიო მნიშვნელობის გარღვევა შეძლო სწორედ დიდი პრეზიდენტის, Donald J. Tramp-ის მმართველობისას.
მაგრამ....ჩინური ოფიციოზი და ჩინურ ოფიციოზთან დაახლოებული სხვა მედია აქტიურად ავრცელებს ბოლო რამდენიმე კვირაა ინფორმაციას (განსაკუთრებით მას შემდეგ რაც გაჟღერდა „ვარსკვლავური კარიბჭეს“ ინიციატივა), რომ თითქოს ჩინურმა კომპანიამ, სახელმწიფო კაპიტალის პრევალირებით შეიმუშავა AI რევოლუციური ტექნოლოგია DeepSeek R1, რომელიც ვითომდაც იმდენად ძლიერია, რომ ამჟამად არსებულ ამერიკულ ანალოგებს სჯობნის!!!
ახალი ტექნოლოგიების ცნობილი ექსპერტი Adam Button ამასთან დაკავშირებით წერს; თუ ეს ყოველივე მართალია, მაშინ იგივეა, 2017 წელს რომ Apple-მა რევოლუციური Iphone – X გამოუშვა, 999 დოლარი ღირდა და ამ პრეზენტაციიდან მეორე დღეს ჩინეთს რომ დაეწყო მასზე უკეთესი მობილური ტელეფონის გაყიდვა 30 დოლარის ღირებულებისო.
იმედი ვიქონიოთ ტყუილია ეს ყოველივე და ჩინეთი ვერ შეძლებს ამერიკის „უკან დაწევას“ გლობალური ლიდერობისთვის ბრძოლაში, რადგან თუ ჩინეთმა (ტოტალიტარულმა ჩინეთმა მისი კომპარტიით!) მოიპოვა პრევალირება AI სფეროში, მაშინ.....დასავლურ ცივილიზაციას სერიოზული გამოწვევები დაუდგება.
არადა, ფაქტია, რომ სწორედაც ჩინურია G5 ტექნოლოგია, რაც დიდმა ბრიტანეთმა აკრძალა და სწორად მოიქცა რომ აკრძალა რაკი სპეცსამსახურტა „კლონდაიკი“ იყო....... ჩინურია მსოფლიოს ნომერ პირველ პლატფორმად ქცეული TikTok...... ჩინურია Huawei, Zongxin...... ელექტრომობილები BYD, Geely, Great Wall...... აკუმულატორები CATL, BYD...... ფოტოელექტრონული სისტემები Tongwei Solar, JA, Aiko....... და ა.შ
აბსოლუტურად უდავოა, რომ ეს სისტემები დასავლურ ანალოგებს დიდად არ ჩამოუვარდება და გარკვეულწილად სჯობნის კიდეც მაგრამ......ისიც ხომ უდავოა, რომ ჩინეთმა მათი განვითარება შეძლო ზუსტად დასავლეთის წყალობით, მისივე უპასუხისმგებლობით: მაგალითად ჩინური ელექტრომობილები, ბოდიში და ნაგავი იყო სანამ ილონ მასკის Tesla-მ არ გახსნა ქარხანა ჩინეთში, საიდანაც ჩინურმა კომპანიებმა რასაკვირველია მოიპარეს ტექნოლოგიები და ასეა ყველა სხვა სფეროშიც!
მარტივია: ნებისმიერ ტექნოლოგიას საბოლოოდ ქმნის (არა ავითარებს არამედ ქმნის) ფუნდამენტური მეცნიერება და არა მენეჯმენტი
ამ მხრივ, შევადაროთ ამერიკელ ნობელის პრემიის ლაურეატთა ოდენობა ჩინელ ნობელის პრემიის ლაურეატთა რაოდენობას!!!
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
ძალიან მნიშვნელოვანი: ირკვევა, რომ უკრაინელებმა განახორციელეს გერმანული ტანკის Leopard 1A5 მოდერნიზაცია, დაამატეს მას ფოლადი, რაც ვერტიკალურად დრონთა დარტყმისგან წარმატებით იცავს.
ეს ნიშნავს, რომ უკრაინელებს კვლავინდებურად აქვთ სამხედრო ინდუსტრია, რომელიც რუსებმა ვერ გაანადგურეს ვერანაირი ბალისტიკური რაკეტებით და, გარდა ამისა, დასტურდება, რომ არსებობს თავდაცვა უპილოტოებისგან, რომლითაც რუსეთმა მანამდე მოახერხა გერმანული და ამერიკული ტანკების ნეიტრალიზება უკრაინის 2023 წლის შეტევისას დონბასზე.
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
ირკვევა, რომ Microsoft, თავისი ტექნოლოგიებით..... აქტიურად ეხმარებოდა „ცახალს“ (ისრაელის არმიას) ღაზაში სპეცოპერაციის განხორციელებისას.
ბევრი არაბული და ზოგიერთი ევროპული ქვეყანაც კი ამის გამო Microsoft-ის დასანქცირებას განიხილავს, რაც ზღაპარია რასაკვირველია: ამერიკულ გიგანტს პროგრამულ სფეროში სერიოზული ალტერნატივა უბრალოდ არ ჰყავს პლანეტაზე.
ისე გაუკვირდათ ზოგიერთებს, თითქოს არ იციან, რომ Microsoft-ის CEO-ს თითქმის მთელი კონტინგენტი ისრაელის ფარული ან ღია მოქალაქეები არიან.
. . . . . . . . . . . . . . . . .
ირკვევა, რომ სატვირთო გემი, რომლის კაპიტანი იყო ვინმე ვადაჭკორია, ხოლო ეკიპაჟი ნახევრად ქართული და რომელმაც ბალტიის ზღვაში, რუსული სპეცსამსახურების დავალებით გაწყვიტა წყალქვეშა კაბელი, მალტის დროშით ალჟირიდან მოძრაობდა.
ხოლო კაბელი, რომელიც მან სპეციალურად დააზიანა, აკავშირებდა შვედეთს ლატვიასთან.
გემი მის კაპიტან-ეკიპაჟიანად გუშინდელ დღემდე მხოლოდ „შეყოვნებული“ იყო შვედეთის პორტში და ახლა როგორც იქნა დააპატიმრეს.
იმ ვადაჭკორიამ რომც დაიწყოს „ლაპარაკი“ დაკითხვებზე, რუსეთის სპეცსამსახურები ყველაფერს უარყოფენ რასაკვირველია.
პუტინის „პირმა“ პესკოვმა უკვე უარყო.
რატომღაც რომ......
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
უნგრეთის „საგარეო“ პიტერ სიიარტო ტელეფონით ესაუბრა აშშ სახ-მდივან მარკო რუბიოს და განაცხადა, რომ აქვს იმედი ვაშინგტონი გააუქმებს იმ სანქციებს საბაჟო და სავიზო სფეროში, რაც ბაიდენის ადმინისტრაციამ შემოიღო ბუდაპეშტის წინააღმდეგ - მოსკოვთან თანამშრომლობისთვის.
ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი მარკერი იქნება აშშ პოლიტიკისა უკრაინის და რუსეთის მიმართ.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ გააუქმებს საბაჟო სანქციებს კოლუმბიის მიმართ, თუკი კოლუმბია „უპირობოდ“ მიიღებს იმ კოლუმბიელ უკანონო (Undocumented) მიგრანტებს, ვინც ამერიკაში დააკავეს და განთავსებულნი არიან საფილტრაციო ბანაკებში.
დაკავებულთა პირდაპირ დეპორტაცია ამერიკას არ შეეძლო: კოლუმბია უარს ამბობდა მათ მიღებაზე
ახლა დათანხმდა ოღონდ იმ პირობით, რომ ამერიკა (პენტაგონი) ამერიკული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებით განახორციელებს დეპორტაციას.
დასკვნა: ტრამპი ყოვლისშემძლე არ არის: კომპრომისებზე წასვლა და „მოქნილობა“ მასაც უხდება!
მით უმეტეს, რომ კოლუმბიაზეა ლაპარაკი და არა ვენესუელაზე.
კოლუმბია ამერიკის სტრატეგიული მოკავშირეა ლათინური ამერიკის რეგიონში.
. . . . . . . . . . . . . . . .
ილონ მასკმა ევროპასთან ვიდეო-ხიდისას განაცხადა, რომ თანამედროვე გერმანელებს აღარ უნდა ჰქონდეთ დანაშაულის განცდა ნაცისტთა დანაშაულების გამო.
პოლონეთის პრეზიდენტმა ტუსკმა ამ გამონათქვამისთვის მასკი უმალვე გააკრიტიკა, რაკი ამ განცხადებას შესაძლოა მოჰყვეს მეორე განცხადებაც, რომ გერმანელები საერთოდ არ უნდა გრძნობდნენ დანაშაულს და სინდისის ქენჯნას პოლონეთის ოკუპაციის გამო 1939 წელს.
ყველაზე მეტი ებრაელი ჰოლოკოსტისას სწორედ პოლონეთში დაიღუპა