საერთაშორისო მიმოხილვა. 3 ივლისი. 2025 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 3 ივლისი. 2025 წელი

ტრამპმა მოიპოვა მორიგი, ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება კაპიტოლიუმის ბორცვზე და ნურავის გაუკვირდება თუ ვიტყვით, რომ ამ შიდა-პოლიტიკურ გამარჯვებაში ნამდვილად შეიტანა წვლილი აბსოლუტურად უეჭველმა გამარჯვებამ ირანთან ომში, როდესაც ამერიკამ წარმატებითდაარტყააიათოლათა ირანს პირველად ისტორიაში.

აშშ სენატმა, სადაც დონალდ ტრამპს ნომინალური უმრავლესობა აქვს, დაამტკიცა პრეზიდენტის Big Beautiful Bill (BBB).

თანაფარდობა კენჭისყრისას იყო 50-50-ზე ანუ სენატორთა ხმები გაიყო ზუსტად სანახევროდ.

ასეთ შემთხვევაში კი, აშშ კონსტიტუციით, ვიცე-პრეზიდენტს ენიჭება გადამწყვეტი ხმა.

ჯეი დი ვენსმა რასაკვირველია ხმა მისცა ტრამპისდიდ და მშვენიერ კანონს“, რომელიც ითვალისწინებს სოციალური ხარჯების შემცირებას გადასახადების შემცირებასთან ერთად - ეკონომიკის და ინვესტიციათა სტიმულირებისთვის

ხაზი გავუსვათ: არა მხოლოდ საგარეო არამედ საშინაო ინვესტიციათა წახალისების მიზნით.

იმიტომ, რომ როდესაც ამერიკაში ლაპარაკობენინვესტიციაზე“, ისინი გულისხმობენ არა მხოლოდ და არა იმდენად საგარეო ინვესტიციებს, არამედ, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, შიდა ინვესტიციებსაც, რომლებიც რეალურად (არც თუ იშვიათად) აჭარბებს კიდეც საგარეო ინვესტიციებს.

 ტრამპის კანონპროექტის დედააზრი, მისიფილოსოფიაარის სოციალური ხარჯების შემცირებით იმ დანაკლისის   შევსება, რასაც პირველ ეტაპზე (2025 და 2026 წლებში) გამოიწვევს გადასახადების შემცირება.

თუმცა ეს კომპენსაცია მხოლოდ ნაწილობრივი იქნება და ამერიკის ისედაც კოლოსალური სახელმწიფო ვალი გაიზრდება რამდენიმე ტრილიონი დოლარით.

ამას არც ტრამპი, არც მისი თანაგუნდელები (პრეზიდენტის „კაბინეტიდან“) არ უარყოფენ, თუმცა მათი დომინანტური ნარატივია, რომ მერე და მერე ამერიკის ეკონომიკა ისედაიქოქება“, სახელმწიფო ვალიც შემცირდება და ეკონომიკის ზრდაც 5-6%- გადააჭარბებს, ეს კი ამერიკის კოლოსალური ეკონომიკისთვის დიდი წარმატება გახდება.

ამ დაპირებათა რეალისტურობაში უამრავ მემარცხენე ინფლუენსერს, ასევე ამერიკელდემოკრატებსსენატსა და კონგრესში ეჭვი ეპარებათ.

ოღონდ მათი მხრიდან BBB- მიუღებლობა მეტადრე ამით კი არ არის გამოწვეული, არამედ მათივე ამომრჩევლის შიშით: სოციალური გადახდების, უფასო სამედიცინო მომსახურების თუ სასურსათოტალონების (რას მოესწრო ამერიკა ობამას დროიდან-) და სხვა დახმარების თუნდაც შეკვეცა, შემცირება (და არა სრული გაუქმება) მწარედურტყამსამერიკელდემოკრატთა.. „ბირთვულ ამომრჩევლებს“, პირველ რიგში აფროამერიკელებს და . და ..

შეუძლებელია იმის პროგნოზირება, რას როგორ გადაწყვეტს კონგრესის ქვედა პალატა, სადაც აუცილებლად უნდა დამტკიცდეს BBB. სხვაგვარად იგი კანონად ვერ იქცევა.

ქვედა პალატაშიც აქვთ უმრავლესობარესპუბლიკელებს“, თუმცა ასევე ძალიან არამყარია ეს უმრავლესობა და ბევრმა კონგრესმენმა-რესპუბლიკელმა შესაძლოა ხმა არ მისცეს კანონს.

თუ კანონი მაინც დამტკიცდა, პრეზიდენტი ხელს მოაწერს და...... ამ არაპოპულარული რეფორმისტვირთითშევა ტრამპი 2026 წლის კონგრესის საარჩევნო კამპანიაში, რომელიც ისე მნიშვნელოვანია, როგორც შეიძლება ითქვას ძალიან იშვიათად ყოფილა ამერიკის ისტორიაში!

 ამას აქვს სისტემური მიზეზი: ტრამპის დიდ რეფორმას 3-4 წელი არ ეყოფა.

2028 წელს ტრამპი კენჭს ვეღარ იყრის და ამერიკაში არ გამოვაპუტინ-მედვედევისტრიუკი, რაზეც ძალიან ბევრს სპეკულირებდნენ.

ამაზე ლაპარაკი ზედმეტია: ამერიკული დემოკრატია და ამერიკული საზოგადოება არ დაუშევბენ ამგვარ ტრიუკს!

ამრიგად დონალდ ტრამპი ყველანაირად ეცდება ჯე დი ვენსი ან მარკო რუბიო დაიმემკვიდრეოს

მაშასადამე ნამდვილი ომია მოსალოდნელი 2027-2028 წლის საარჩევნო კამპანიის დროს; ხოლოდემოკრატიული კონგრესიტრამპის შანსებს სერიოზულად შეამცირებს.

 

წინა მიმოხილვაში გატყობინებდით, რომ ილონ მასკმა მკაცრად გააკრიტიკაერთპარტიულისისტემა, რაც მისი თქმით არსებობს ამერიკაში. ეს ღორის პარტიააო სინამდვილეში- წერდა ილონ მასკი.

ამან ისე გააბრაზა პრეზიდენტი ტრამპი, რომ ყოფილ თანამებრძოლს (ვისაც დიდწილად უნდა უმადლოდეს გაპრეზიდენტებას) სამხრეთ აფრიკაში გაძევებით დაემუქრა: დახურე შენი დუქანი და წაეთრიე ამერიკიდანო- დაახ;პებით ამ საზრისით წერს ტრამპი მის კუთვნილ რესურსზე Truth social.

ჟურნალისტებთანაც თქვა: გავაგდებდი მაგას სამხრეთ აფრიკაშიო ან მივუქსევდი იმავე სამთავრობო ხარჯების ოპტიმიზაციის დეპარტამენტს“ (DOGE), რომელიც თვითონ შექმნა და ახლა თავად შეჭამოს იმ ურჩხულმაო

საოცარი განცხადებებია.

როგორც ცნობილია, ილონ მასკი პრეზიდენტს დაუპირისპირდა ბიუჯეტის რეფორმირების გამო (ზემოთხსენებული BBB) რაც რეალურად საბიუჯეტო სახსრების ზრდას გულისხმობს.

მასკს ეს დაუშვებლად მიაჩნდა და პრეზიდენტს, ასევე ორივე პარტიას აფრთხილებდა: გავაკოტრებთო ასე ქვეყანას“.

ნიშანდობლივია, რომ მასკ-ტრამპის დაპირისპირების ფონზე, ორშაბათიდან „Tesla“- აქციები 7,7%-ით დაეცა რაც ძალიან ბევრია.

და იმას ნიშნავს, რომ თვით მასკმა მილიარდები დაკარგა, ხოლო მისმა აქციონერებმა თითოეულმა ათი ათასობით დოლარი, რაც მათთვის ძალიან მტკივნეულია;

Tesla-ს აქციონერებს მასკის  პრეზიდენტთან  დაპირისპირება სულ არ ანაღვლებთ შინაარსობრივად......მათ საკუთარი ფულის დევალვაცია, შემცირება ანაღვლებთ..... შესაბამისად, როგორც ჩანს, შორს აღარ არის ის  მომენტუმი, როდესაც შეიკრიბება Tesla- ბორდი და კომპანიის დამფუძნებელს დირექტორობიდან ანუ გენერალური მენეჯერობიდან გააგდებს, როგორც სტივ ჯობსი გააგდეს თავის დროზე Apple-ის დირექტორობიდან (ტერმინდირექტორს“ ვიყენებ ჩვენებური გაგებით-დ.) თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ იგივე ბორდი მაინც გახდა იძულებული იმ გენიოსს შეხვეწებოდა - „დაბრუნდიო“

დაბრუნდა და....შექმნა Iphone.

 

ილონ მასკი 1971 წელს დაიბადა სამხრეთ აფრიკულ ქალაქ პრეტორიაში..... კანადურ-აფრიკანერულ ოჯახში; 1992 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში. მანამდე კანადაში ცხოვრობდა.

. . . . . . . . . . . . . . . . .

               რუსეთში, კერძოდ ეკატერინბურგში (ყოფილი სვერდლოვსკი) აზერბაიჯანელთა....„დაწიოკებისპასუხად ილჰამ ალიევი აზერბაიჯანში ეთნიკურ რუსებს დაერია და კიდევ უარესად დააწიოკა. 
               ეკატერინბურგში 50-მდე ეთნიკური აზერბაიჯანელი დააპატიმრეს და რუსულმა პროპაგანდამ ამ პროცესსეთნიკური კრიმინალური დაჯგუფებისწინააღმდეგ ბრძოლა უწოდა. 
               ახლა აზერბაიჯანელები რუსული ეთნიკური კრიმინალური დაჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლას უწოდებენ რუსი IT სპეციალისტების დატრანზიტნიკებისდაპატიმრებას და მათთვის ცხვირ-პირის დამტვრევას. 
               ბაქო აცხადებს, რომ რუსი ინტერნეტ-სპეციალისტები კიბერ დანაშაულებს სჩადიოდნენ, ხოლოტრანიზტნიკებსაზერბაიჯანში ირანიდან (!) ნარკოტიკები შემოჰქონდათ. 
               რეალურად კი, როგორც ჩანს ლაპარაკია იმ რუსებზე ძირითადად, რომლებიც ბაქოში გადასახლდნენ 2022 წლიდან, ესე იგი პუტინის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას გამოექცნენ მობილიზაციის შიშით და ეგონათ ბაქოში მშვიდად იცხოვრებდნენ....
               თანაც აზერბაიჯანულმა ოფიციოზმა ზუსტად ისევეგააფორმაეს დაკავებები, როგორც რუსებმა ეკატერინბურგში აზერთა დაპატიმრება: დამამცირებლად, ლამის მუხლისჩოქებით შეჰყავდათ ციხეში, თავში რტყმევით და ასე შემდეგ 
               ასეთი რამ აზერბაიჯანულ-რუსულ ურთიერთობებში არასდროს ყოფილა. 
               ისევ და ისევ ალიევი პუტინს ეუბნება: არაფერი შეგეშალოს, თქვენი აზერბაიჯანს არანაირი ვალი არა აქვს და სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართო. 
               ლოგიკურად, შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს პუტინის ბრძანებით აზერბაიჯანული დიდი ბიზნესის დაწიოკება რუსეთში, - აზერბაიჯანელთა მასობრივი გაყრა, თუმცა გაბედავს კი ამას მოსკოვი დღეს? 
               ჯერ ალბათ ვერა, თუმცა პუტინი ბოროტმეხსიერია...... Злопамятный
               . . . . . . . . . . . . . . . . . . . 

რითერთობა“ ახლა პუტინი, რომლის ქვეყანას, მისივე ქმედების გამო, ესოდენ მძიმე პრობლემები აქვს?

რითაც ერთობა, ნამდვილად ადასტურებს, რომ საღ გონებაზე არ არის.

როგორც ცნობილია, ყველა ცნობილი საავტომობილო ბრენდი ამზადებს იმავე ბრენდის ექსკლუზიურ მაჯის საათებს.

ბენტლისაქვს იმავე სახელწოდების საათი, ასევეროლს-როისსდა ასე შემდეგ

რამდენიმე წლის წინ პუტინმა დაამზადებინა სედანი Aurus-senat, ახლა კი სახელმწიფო საწარმოსპეტერგოფის საიმპერატორო ფაბრიკაИмператорская Петергофская фабрика დაამზადებინა ექსკლუზიური საათი თეთრი ოქროსგან და პლატინასგან, რომელიც $35 668 ღირს.

ეს არ არის ყველაზე ძვირი საათი...... მსოფლიოს ელიტარულ ბაზრებზე ამაზე ძვირი საათებიც არსებობს. და ბევრად ძვირი საათებიც.

მაგრამ...აქ ორი ნიშანდობლივი ნიუანსია:

პუტინი ცდილობს იმპერატორად პოზიციონირებას და მსოფლიოს ეუბნება, რომ ისევე როგორც Aurus-Senat მაღალი კლასის მანქანაა (მიუხედავად იმისა, სულ რამდენიმეააშენებული“) ასევე მაღალი კლასის საათია Императорская Петергофская фабрика- ნაწარმი, ხოლო რუსული სახელმწიფო, რომელიც მილიონობით ქალის ფეხსაცმელს და მამაკაცის ქურთუკს ვერ ამზადებდა, ვერც დღეს ამზადებს..... სამაგიეროდექსკლუზივშიმუდამ მოწინავე იყო.

მაგალითად ავტომობილებს ვერ აშენებდა თავის დროზე, რადგან ათეულობით მილიონი ერთეული სჭირდებოდა, სამაგიეროდ რამდენიმე ათასი Т-72 იმ დროისათვის მსოფლიოში საუკეთესო ტანკი იყო.

ასევე ათი ათასობით დღევანდელი რუსული მასობრივი ავტომობილი კვლავაც „ნაგავია“, სამაგიეროდ...... ოცი ცალი Aurus-Senat „ელიტურ მანქანად“ ითვლება.