როგორ და რატომ შეცდა პუტინი ზელენსკიში.

როგორ და რატომ შეცდა პუტინი ზელენსკიში.

მე ვერავინ გადამარწმუნებს ამ საზრისის მართებულობაში. მაინც დავწერ მიუხედავად მცირერიცხოვან, თუმცა აგრესიულ ჩლუნგთა `ჩასაფრებისა`, რომელთაც ამდენი წელია ვერაფრის დიდებით ვერ შევაგნებინე, რომ არასდროს არაფერს `ვაპრავებ`. მხოლოდ აღვწერ და ვხსნი.

მაშ ასე ძალიან მოკლედ დავწერ საზრისს, რასაც უზარმაზარი ტექსტით გაშლა სჭირდება. თუმცა სხვა დროს:

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ერთ ერთი ცდუნება, რამაც პუტინს გააბედინა ის, რაც გაბედა უკრაინაში (ფაქტობრივად ვა-ბანკზე წავიდა სამკვდრო-სასიცოცხლოდ), ჩემი ღრმა რწმენით ის იყო, რომ სინამდვილეში, უკრაინის სათავეში. . . . . . . უკრაინელი ნაციონალისტები არ არიან!

მას იმედი ჰქონდა, ეს `არანაციონალისტები` (ასეთი ფორმით ვიტყვი, გამგები გაიგებს) მალევე დანებდებოდნენ და მალევე მოუწერდნენ ხელს კაპიტულაციაზე მათი ამბივალენტური იდენტობის გამო. ამის საფუძველზე კი უკრაინაში შიდა სამოქალაქო ომი გაჩაღდებოდა.

რეალურად რა `იპოვა`: სწორედაც ის `არანაციონალისტური` უკრაინული ელიტები ბევრად იმაზე კონსოლიდირებულნი აღმოჩნდნენ უკრაინული სახელმწიფოებრიობის იდეის გარშემო, ვიდრე პუტინი ელოდა და....(ფრთხილად ვიტყვი და ამასაც გამგები გაიგებს) იმაზე მეტად ცინიკურნი(!) ამ იდეის დაცვა/განხორციელებაში, ვიდრე სხვები შესაძლოა ყოფილიყვნენ.

შეცდა პუტინი! ოოოოოოო......ისე გრანდიოზულად შეცდა, როგორც დიდი სახელმწიფოები ისტორიაში ერთხელ ცდებიან.

ისე, მაგალითად, როგორც რომი შეცდა როდესაც II საუკუნიდან გერმანელებს მოქალაქეობა მისცა.

რეალურად პუტინმა მიიღო გმირი უკრაინელი ნაციონალისტები ჯარში, რომლებიც მზად არიან შეაკვდნენ მტერს, - თავი შესწირონ უკრაინელი NATION დაფუძნებას და იმავდროულად მიიღო ელიტები, მათ შორის ხელისუფლება, რომელიც ნაკლებ ემოციურია და ბევრად რაციონალურია, რათა მიხვდეს: `პოლიტიკა რომ შესაძლებლის ხელოვნებაა` ამ შემთხვევაში იმას კი არ ნიშნავს, რაც ბევრს ჰგონია და პუტინს ეგონა, არამედ იმას, რომ პუტინის ისტორიული წაგება და მისგან მსოფლიოს გათავისუფლება (არა მხოლოდ უკრაინისა) ღირს დიდ მსხვერპლად!

იანუკოვიჩი და კუჩმა არანაკლები უკრაინელი ნაციონალისტები იყვნენ ვიდრე იუშჩენკო ან პოროშენკო. უბრალოდ `პარადიგმა` ჰქონდათ განსხვავებული.

ორივე შემთხვევაში აბსოლუტურად უპერსპექტივო უკრაინული Nation დაფუძნების თვალსაზრისით.

აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ: უკრაინის ყველა წინა პრეზიდენტი, კრავჩუკით დაწყებული(1991წ), უმალვე მოუწერდა ხელს პუტინს კაპიტულაციაზე, როგორც კი რუსული დაბომბვით დაღუპულ უკრაინელ ბავშვთა ფოტოს ნახავდა. 

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ისევ ქარაგმებით მიწევს ლაპარაკი, თუმცა რა ვქნა......აქ მცირერიცხოვან, უჩუმარ, დაყურსულ ჩლუნგთა `ჩასაფრებებში` ვარ და კარგად შენიღბულ ნაღმთა გარემოცვაში . . . . . .

P.S ამ ისტორიის ერთადერთი ზნეობრივი გმირი ის უკრაინელი ნაციონალისტია, რომელიც ახლა მარიუპოლშია გამაგრებული და მზად არის სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლოს სამშობლოს დასაფუძნებლად.

სანამ ცოცხალია და მერე......``მკვდარ მეომარს სირცხვილი ვერ სვრის``.

რუსულ ენაზე (ენას ნუ მოვიძულებთ) ანუ დედანში ჟღერს განსაკუთრებით კარგად: "Мертвые войны сраму не имут!"

 

2022 წლის 19  მარტი