საერთაშორისო მიმოხილვა. 5 ივლისი. 2025 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 5 ივლისი. 2025 წელი

დონალდ ტრამპმა განამტკიცა თავისი გამარჯვება სენატში (ამაზე ვწერდით წინა მიმოხილვაში) იმით, რომ მისი კონტრავერსიული Big Beautiful Bill უკვე კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა.

218-მარესპუბლიკელმამისცა ხმა ანუ     ყველამ ტრამპის პარტიიდან.

214 „დემოკრატიიყო წინააღმდეგი და კიდევ ორმა კონგრესმენმადემოკრატიული პარტიიდანთავი შეიკავა.

თუმცა რომ მიეცათ ხმა წინააღმდეგ, BBB მაინცგავიდოდა“.

ეს არის დონალდ ტრამპის ტრიუმფი!

იმიტომ რომ არც ერთი კანონი ბოლო წლებში (ალბათ ობამას Medicate/Medicare კანონმდებლობის შემდეგ) ასე ემოციურად არ განიხილებოდა კონგრესშიც, ზოგადად ელიტებშიც და ექსპერტულ წრეებში.

ამერიკული მასა, „ხალხი“ ჯერ ვერ აცნობიერებს რა მნიშვნელობის რეფორმა გაატარა პრეზიდენტმა. თუმცა სულ მალე იგრძნობს.

სამაგიეროდ ამას აცნობიერებს ბევრიდემოკრატი“.

მაგალითად კონგრესმენმა-დემოკრატმა (კონგრესში დემოკრატიული უმცირესობის ლიდერმა) Hakeem Jefries 8 საათი და 45 წუთი უწყვეტად (!!!) ილაპარაკა ამ კანონის წინააღმდეგ და აქცენტი სწორედაც იმაზე გააკეთა, რომ ათეულობით მილიონ ამერიკელს შეუწყდება ობამას ზემოხსენებული სამედიცინო პროგრამებით დაფინანსება.

 

როდესაც პალატის სპიკერმა Mike Johnson კენჭისყრის შედეგი გამოაცხადა (მან პიროვნულად ითამაშა უდიდესი როლი, რომ არც ერთრესპუბლიკელს“ „სხვაგან არ გაეხედა“), G.O.P. წევრები წამოხტნენ და დაიწყეს სკანდირება U.S.A…..U.S.A.....

 ტრამპმა უკვე მოაწერა ხელი ამ Mega-bill-, რაკი თავად ამბობდა, რომ 4 ივლისს ესე იგი The independent day ამერიკა ახალი რეალობით შეხვდებოდა.

 

თუდაწურულადჩამოვაყალიბებთ სკეპტიკოსთა და ოპტიმისტთა შეფასებებს BBB მიმართ, შეიძლება ითქვას, რომ ეს კანონმდებლობა გულისხმობსდღესქამრების მოჭერას“ ხვალინდელი გემრიელი ნამცხვრის მოლოდინში“.

ასე გამოვა თუ არა, უახლოესი მომავალი გვიჩვენებს. ეს მაინც არ არის ათწლეულებზე გათვლილი რეფორმა. შედეგი უკვე 2026-2027 წლებში უნდა დადგეს ინვესტიციების სახით.

ივლისში ამერიკის ეკონომიკამ 140 000 ახალი Jobs ანუ სამუშაო ადგილი შექმნა.

ესეც ტრამპის დიდი წარმატებაა. თუმცა ძირითადად (ჯერ) მარკეტინგული ენით თუ ვიტყვითოპტიმისტურ მოლოდინებსუკავშირდება, თუმცა მთავარი მაინც ისაა, რომ დონალდ ტრამპის ბულდოზერულ სტილს შედეგი მოაქვს მიუხედავად წინააღმდეგობისა.

 

ამერიკის კათოლიკურმა ეკლესიამ უსასტიკესად გაილაშქრა ტრამპის BBB წინააღმდეგ Archbishop Timothy P. Broglio, the president of the U.S. Conference of Catholic Bishops, მკაცრად დაგმო; ლამის დაწყევლა ტრამპი და ყველარესპუბლიკელი“.

 

ჯერ ჯერობით ნაკლებ შედეგიანია ეს „ბულდოზერული“ სტილი რუსეთთან მიმართებაში.

პუტინთან ტრამპის სატელეფონო საუბრის შინაარსიც და შედეგიც გასაიდუმლოებულია ორივე მხრიდან.

სამწუხაროდ ცნობილია მხოლოდ ის, რომ სრულიად მოულოდნელად, ტრამპმა არა მხოლოდ Patriot-ის ანტირაკეტათა მიწოდება შეუწყვიტა უკრაინას, არამედ ზოგიერთ რუსულ ბანკს და პუტინის ოლიგარქს ამერიკული სანქციებიც გაუუქმა.

გაუგებარია რატომ ან რის სანაცვლოდ.

 

გუშინ ტრამპი ზელენსკისაც ესაუბრა ტელეფონით. მთავარი თემა ისევ და ისევ ამერიკული ანტირაკეტების (Patriot-ის ჭურვების) უკრაინისთვის მიწოდება იყო.

გუშინვე დილით, ამერიკულმა NBC- საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამერიკას საკმარისი მარაგი აქვს ამ ანტირაკეტებისა და არანაირიდეფიციტიარ არსებობს.

მაშასადამე, აშშ თავდაცვის მინისტრი ჰეგსეტი ელემენტარულად იტყუებოდა როცა აცხადებდა: „იძულებული ვართ უკრაინას მიწოდება შევუწყვიტოთ, რაკი ჩვენთვის პრიორიტეტი ამერიკელი ხალხის უსაფრთხოება არისო“.

ტრამპსა და ზელენსკის შორის საუბარი მიმდინარეობდა იმ ფონზე, როცა რუსეთმა 2 დღის მანძიზლე  500-ზე მეტი რაკეტა და დრონი გაუშვა უკრაინის მიმართულებით.

აქ ერთი საინტერესო მომენტი შენიშნეს დამკვირვებლებმა, მათ შორის სამხედრო საქმის სპეციალისტებმა:

რუსულმა არმიამ ოდესას ესროლარუსული სიამაყე“ - ბალისტიკური რაკეტა SS-26 Iskander.

ოდესა ადრეც დაუბომბავთ, მაგრამ ახლა ეს რაკეტა ოდესის პორტს პირველად ესროლეს; ორი ადამიანი დაიღუპა, რაღაც ნაგებობებს ამწე-კრანებს ზიანი მიადგათ, მაგრამ პორტისგანადგურებაზედა რაიმე გამოუსწორებელ ზიანზე ლაპარაკი ზედმეტია.

უკვე განაახლა ოდესის პორტმა მუშაობა.

ანუ....Iskander-ის ძლევამოსილებაგაბუქულია“ აშკარად.

კი, ჰიპერბგერითი სისწრაფით მოძრაობს....... სტრატოსფეროდან დაშვებისას ელვისებურად მანევრირებს, მაგრამ ჯერ ერთი, Patriot-, როგორც აღმოჩნდა, მასაციჭერს“ ათიდან ცხრა შემთხვევაში და რაც მთავარია, საკმაოდ სუსტისაბრძოლო ნაწილი“ აქვს ანუ იმდენი არა, სერიოზული ნგრევა გამოიწვიოს.

უფრორე ფსიქოლოგიურ ეფექტზეა გათვლილი და....ადამიანთა მსხვერპლზე:

ეს რაკეტა ()რუსმა სამხედროებმა გორს ესროლეს 2008 წლის 12 აგვისტოს, როცა სარკოზი თბილისში იმყოფებოდა და მოლაპარაკებებს აწარმოებდა.

12 თუ 13 ადამიანი მოკლა მაშინ Iskander-მა, რადგან კასეტური (ე.წ. კლასტერული) საბრძოლო ნაწილით იყო აღჭურვილი, თუმცა არანაირი განსაკუთრებული ნგრევა არ გამოუწვევია.

გრუხუნი კი იყო - თან ისეთი, საბრალო გორელებს ახლაც გული უსკდებათ რომ ახსენდებათ და ერთი გორელი მეპურე (იქვე, მოედანზე  აქვს საპურე) მიყვებოდა: ის ბურთულები ზემოთ მიიწევდა შადრევანივით და მერე ისინიც სკდებოდაო. როგორ გადარჩა თავადაც უკვირდა - იქვე იყო თვითო.....რამდენიმე მეტრში

 

გუშინ ნიდერლანდისა და გერმანიის სადაზვერვო სამსახურებმა ღიად განაცხადეს (პირველად), რომ რუსეთი უკრაინაში იყენებს ქიმიურ იარაღს!

დრონებით აგდებენო უკრაინულ პოზიციებზე, რათა უკრაინელი ჯარისკაცები გამოიყვანონ ბლინდაჟებიდან და მერე დაბომბონ.

ეს არის აბსოლუტურად ყველა იმ საერთაშორისო კონვენციის დარღვევა, რომლის დარღვევა ჰიტლერმაც კი ვერ გაბედა მეორე მსოფლიო ომის დროს, თუმცა ქიმიური იარაღის მეტი რა ჰქონდა მასაც და სტალინსაც?

 

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ კურსკის რეგიონში უკრაინელებმა მოკლეს რუსეთის საზღვაო ძალების სარდლის მოადგილე მიხაილ გუდკოვი.

აქ ორი მნიშვნელოვანი და მეტყველი ნიუანსია: ჯერ ერთი, რა ჯანდაბა უნდოდა კურსკის ოლქში საზღვაო ფლოტის ერთ-ერთ სარდალს?

მაშასადამე, პუტინს ძალები ნამდვილად არ ჰყოფნის, მიუხედავად ჩრდილოკორეელბიორობოტთადახმარებისა და იძულებულია საზღვაო ფეხოსნები გააგზავნოს ზღვიდან შორს, კურსკის ოლქში.

და მეორე: გამოდის, რუსეთის კურსკის ოლქში დღემდე  გრძელდება ბრძოლები! ესე იგი პუტინისბრავადა“, თითქოს ეს ოლქი მთლიანად გაათავისუფლეს და გაწმინდეს უკრაინული ძალებისგან, სრული ტყუილია.

თან ეს გუდკოვი რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტზე მსახურობდა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

საოცარი დეტალები ირკვევა რუსულ-აზერბაიჯანულ დაპირისპირებაში:

ის ორი აზერი, ვინც რუსებმა მოკლეს ეკატერინბურგში, თურმე რუსეთის მოქალაქეები ყოფილან და არა აზერბაიჯანის მოქალაქეები.

მიუხედავად ამისა, ბაქოს მოთხოვნით, რუსეთმა მათი ცხედრები აზერბაიჯანს გადასცა სამედიცინო ექსპერტიზისთვის.

ქვეყნის ამაზე მეტად დამცირება წარმოუდგენელია: საკუთარი მოქალაქეების ცხედრები უცხო სახელმწიფოს გადასცა!

მანამდე, როცა რუსულმასაზენიტომაზერბაიჯანის თვითმფრინავი ჩამოაგდო, იმ თვითმფრინავისშავი ყუთირუსეთმა, ბაქოს თხოვნით, ბრაზილიას გადასცა, რაკი თვითმფრინავი Embraer ბრაზილიური წარმოებისაა და…… აზერბაიჯანელებმა ამის შედეგად უტყუარი მტკიცებულებანი მოიპოვეს.

გეხსომებათ, პოლონური თვითმფრინავი რომ ჩამოაგდეს რუსებმა სმოლენსკთან და კაჩინსკი დაიღუპა. „შავი ყუთიპოლონელებისთვის დღემდე არ გადაუციათ.

მაშ ალიევს რა ასეთი გავლენა აქვს პუტინზე, ესოდენ რომ დაჩაგრა და გაასაცოდავა? - თურქეთი....თურქეთი...ერდოღანი თანამედროვოების ერთ-ერთი უდიდესი პოლიტიკოსია უდავოდ.

 

 სომხებმაჩვენ რით ვართ აზერბაიჯანელებზე ნაკლები, რაკი ასე დაბეჩავდა პუტინიოდა..... რუსეთის ელჩს საპროტესტო ნოტა გადასცეს -  სომხეთის საშინაო საქმეებში ჩარევის გამო: „სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისსაქმის წარმოებისას, რასაც მოსკოვი სასტიკად აპროტესტებს.

იმიტომ აპროტესეტბს, რომ ამ ბრალდებით რამდენიმე გავლენიანი პრორუსი სომეხი მოღვაწეა დაპატიმრებული.

მათ შორის საეკლესიო იერარქები.

მანამდე რუსეთისსაგარეომუბრალოდ კომიკური განცხადება გააკეთა, როდესაც სომხეთის ხელისუფლებასრელიგიური აღმსარებლობის თავისუფლებისდარღვევა დააბრალა ამის გამო.

როგორც ჩანს, იმას გულისხმობდა, ერთმა იერარქმა პრემიერ ფაშინიანზე რომ თქვაწინადაცვეთილია ეგ მუსლიმური წესითოდა ფაშინიანმა მიუგო საჯაროდ: „მოდი და გიჩვენებ, ვარ თუ არა წინადაცვეთილიო“.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . .

უიმბლოდის მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული საჩოგბურთო ტურნირის ორგანიზატორებმა, პირველად ამ ტურნირის თითქმის 150 წლიან ისტორიაში, დაარღვიეს ტრადიცია და აღარ მიიწვიეს ტურნირზეხაზის მსაჯები“, რომლებიც თვალს ადევნებენ, დაეცა თუ არა ბურთი მოედნის ჩარჩოში - პირით ან გვერდით ხაზს შიგნით თუ ხაზზე.

მართლაცდა.....რაღა საჭიროა ადამიანი (რომელიც შეიძლება შეცდეს) მაშინ, როცა არსებობს მაღალი ტექნოლოგიები და ელექტრონული დეტექტორები?

თუმცაღა  ინგლისელებისხვანაირი ხალხიადა ორგანიზატორებს ცხარედ აკრიტიკებენ ტურნირის დეჰუმანიზებისთვის“.

მალე ალბათ კოშკურაზე რომ მთავარი მსაჯი ზის იმასაც გააგდებთ და რეფერის როლს AI ხელოვნური ინტელექტი შეასრულებსო“.

ინგლისელები ოდესღაც ასევე მისტიროდნენ წითელ ტელეფონის ჯიხურებს, რომლებიც დღეს, მობილურების ხანაში, უკვე აღარავის ჭირდება.

სანაგვედ არის ქცეული ლონდონში. რა არ სცადეს, ინტერნეტიც შეიყვანეს შიგ, მაგრამ „არ იმუშავა“