საერთაშორისო მიმოხილვა. 6 სექტემბერი. 2023 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 6 სექტემბერი. 2023 წელი

წამყვან დასავლურ მედიას თუ გადავხედავთ, ჩინური თემა კვლავ პრევალირებს.

`პირველადგილოსანი თემაა` მყარად.

ეს არცაა გასაკვირი, რადგან ჩინეთი არის არა უბრალოდ სახელმწიფო, არამედ ცივილიზაცია, რომელსაც აქვს `ალტერნატიული ცენტრის` შექმნის პრეტენზია არა სამხედრო ძლევემოსილებით (მხოლოდ) არამედ ეკონომიკით, სოციალური მოდელით, სახელმწიფოს მოდელით და ა.შ.

ჩინეთის `მოდელის` ავტორი, როგორც ბევრჯერ გვითქვამს, არის ლი ქუან იუ - სინგაპურის მმართველი, რომელმაც შექმნა პატარა, თუმცა ძალიან წარმატებული სახელმწიფო ამ მოდელზე დაყრდნობით: ლიბერალური ეკონომიკა და პოლიტიკური დიქტატურა.

მაგრამ პატარა სინგაპური ალტერნატივას რა თქმა უნდა ვერ შექმნიდა. ქმნის მილიარდნახევრიანი ჩინეთი!

ამიტომ, ბოლო დროინდელი ეკონომიკური და მმართველობითი პრობლემები ჩინეთში უდიდეს ინტერესს იწვევენ.

ამაზე წერენ ყველაზე გავლენიანი, ყველაზე რესპექტაბელური დასავლური რესურსები: BBC, CNN, NYT, WP, WSJ და ასე შემდეგ.

საინტერესოა თვალი მივადევნოთ მათ `კონსენსუსის წერტილს`, ანუ რაზეც ისინი თანხმდებიან:

მაგალიტად დავაკვირდეთ აი ამ ფორმულას: `ამერიკისთვის ჩინეთის დასუსტება სამხედრო საფრთხეა, რადგან პეკინმა შეიძლება სცადოს ამ დასუსტების კომპენსირება სამეხდრო აგრესიით; ჩიენთის მეზობლებისთვის ჩინეთის დასუსტება შანსია, გადმოიტყუონ იქედან დასავლური კაპიტალი, ინვესტიციები და საწარმოები; რუსეთისთვის ჩინეთის დასუსტება ეკონომიკური საფრთხეა, რადგან ვეღარ მიჰყიდის ნავთობს, გაზს, რასაც ისედაც ძლივს ყიდის მსოფლიო ბაზარზე.....`

ნახეთ რა მეტაფორას იყენებს ბრიტანული BBC: `მფრინავი ჩინური დრაკონი თანდათან იქცევა მიწაზე მცოცავ ჭიაყელად`

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ  მიზეზი გახდა ჩინური ეკონომიკის ლოკომოტივის - უძრავი ქონების ბაზრის `დამუხრუჭება`’ თავის მხრივ ეს `დამუხრუჭება` გამოიწვია ინვესტორთა ნდობის დაკარგვამ

ოღონდ ეს მიზეზია. არსებობს კიდევ მზიეზთა მიზეზი. საყოველთაოდ ცნობილ თეზას სი ძინპინის მიერ კომპარტიის XX ყრილობაზე ერთპიროვნული მამრთველობის გაფორმების შესახებ აქ არ გავიმეორებ.

ბევრად არსებითია, რომ როგორც ანალიტიკოსები წერენ, სი ძინპინმა ბოლო დროს აქცენტი გააეკთა დასავლური ცივილიზაციური ეკონომიკის იმ მოდელზე, რომელიც მოხმარების მუდმივ ზრდას გულისხმობს. ანუ როდესაც ადამიანები ყიდულობენ, ყიდულობენ, ყიდულობენ, ყიდულობენ ყველაფერს - ავტომანქანებს, აგარეკებს, მეორე ტელევიზორს, მესამე ტელევიზორს და ა.შ და ა.შ.

და რაც მთავარია, როგორც ანალიტიკოსები აღნიშანვენ, წარმოიშვა საოცარი პარადოქსი: ჩინელები აღარ ყიდულობენ ბ ი ნ ე ბ ს! - მეორე ბინას, ემსამე ბინას და ასე შემდეგ

მანამდე ჩინური `საშუალო კლასი` ბინებს აქტიურად ყიდულობდა. ოღონდ კითხვიდან: `რატომ ყიდულობდა?` გამომდინარეობს ირიბი პასუხი კითხვაზე: ` რატომ აღარ ყიდულობს ჩინური საშუალო კლასი მეორე, მესამე, მეოთხე ბინას?`

იმიტომ, რომ.....ბინები გაიაფდა.

კი არ გაძვირდა, არამედ გაიაფდა.

მანამდე შეძლებული ჩინელები ყიდულობდნენ ბინებს, როგორც კაპიტალს, ანუ ჩევნებურად თუ ვიტყვით, `ფულის შესანახად.

მაგრამ ინდუსტრიული ზრდის პირობებში, ბაზარზე მიწოდება იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ ეს ხიბლი უძრავმა ქონებამ დაკარგა. ამასვე უკავშირდება კრიზისი დეველოპერულ სფერიოში.

გარდა ამისა, ეკონომიკის სფეროში რეგულირების არარსებობამ ის გამოიწვია, რომ ჩინელი დეველოპერები მუსაობდნენ ქართველი დეველოპერების დარადლ ყიდდნენ `ჰაერს`, თხრიდნენ საძირკველს, იღებდნენ ფულს წინასწარ გაყიდული `ჰაერით`, თხრიდნენ მეორე გალავანს და ა.შ.

კომპარტია ცაერია, რეგულაციები დააწესა, მაგრამ გვიან იყო: ახლა ამოცანა იმ პირველი აგთხრილი საძირკვლის სახლის დასრულება და მოსახლების დაკმაყოფილებაა და არა განვითარება.

ესეც მეორე ჩინური პრობლემა, - რომ სახელმწიფო რეგულირების გაძლიერება გამოიწვია სოციალურმა მოთხოვნამ (მოტყუებულ მენაშენეებს დაკმაყოფილება ხომ უნდათ?) მაგრამ ამან ინვესტორები დააშინა.

ეს გასაგებია, მაგრამ `მოხმარების ბუმმა` რატომ არ იმუსავა ჩიენთში?

აი ეს მომენტი რატომ ვერ მუშაობს, როცა ამერიკელი ან ფრანგი ან გერმანელი, რომელიც IPhone შესანიშნავ მოდელს ფლობს, მაგრამ ამის მიუეხდავად, როცა ახალი სმარტფონი გამოდის, გულის ფანცქალიტ ელის, რამეს ათენებს, რათა შეიძინოს ახალი მოდელი.

აღმოჩნდა, რომ ჩინელებს სიღრმისეული კულტურულ-ცივილიზაციური თვისებები უშლით ხელს, აითვიოსონ და შეისისხლხორცონ `მოხამრების კულტურა`, რომელიც სინამდვილეში ამერიკული და ევფროპული ეკონომიკის მთავარი `ძრავია`. ის კულტურა გამომუშავდა ცივილიზაციური განვითარების 500 წლის განმავლოაბში, ხოლო ჩინური კულტურა, რომელიც 5 000 წელს ითვლის, ბევრად თვითმყოფადი და კონსერვატიულია.

სხვაგვარად თუ ვიტყვით, ჩიენლები ვერ გახდებიან `ამერიკელები`, ვერ გახდებიან ფრანგები და გერმანელები ან ნიდერლანდელები.

ისევე........ როგორც ევროატლანტიკური ცივილიზაციის შვილები ვერასდროს გახდებიან ჩინელები მიუეხდავად იმისა, რომ იყო ერთი ასეთი დენ სიაოპინი და ლი ქუან იუ, რომლებმაც მოიგონეს ვითომდაც ალტერნატიული მოდელი განვიტარებისა.

ახლა სწორედ ამ მოდელის კრახს ვადევნებთ თვალს.

ოღონდ ისიც საეჭვოა, სი ძინპინის `დემოკრატიულობას` და მის თეორიულ უარს დიქტატორული ძალაუფლების აშენებაზე, აქ რაომე სისტემურად სეეცვალა - მეტისმეტად ღრმაა ეს წინააღდმეგობა დასავლურ და ჩინურ ცივილიზაციებს შორის.

ბრიტანელ გენიოსს კიპლინგს ეკუთვნის წინასწარმეტყველური ფრაზა, რომელიც როგორც გენიოსის უდიდესი გამონათება, არასდროს ხუნდება: East is East, and West is West, and never the twain (იგულისხმება ეს ორი-დ) shall meet`

 

მოსკოვსა და სოხუმს შორის კონფლიქტის გამამჟღავნებელ-მომასწავებელია უდავოდ ე.წ. `საგარეო საქმეთა მინისტრ` ინალ არძინბას გადადგომა.

არძინბა პუტინის ადმინისტრაციის ზონდერ-პოლიტტექნოლოგი იყო ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე და პოსტსაბჭოურ სივრცეზე, მათ შორის უკრაინაში კრემლი დივერსია-პროვოკლაციებს ახორციელებდა.

მის სინდისზეა უამრავი პროვოკაცია (მაგალითად ოდესაში) ჯერ კიდევ რუსული აგრესიის დაწყებამდე.

აფხაზეთის `საგარეო საქემთა მინსიტრად` დანიშვნის შემდეგ, არძი8ნბამ ისეთივე შემართებით დაიწყო ბრძოლა დასავლური NGO-ების წინააღდმეგ, როგორც ებრძოდა რუსეთში, ლიტვაში, უკრაინაში, ყირგიზეტში და ა.შ.

ჩხრეკები მოუწყო, ქონება (კომპიუტერები) მოპარა და ა.შ და ა.შ.

აფხაზეთის ელიტებს ეს არ მოეწონათ.

ისინი თვლიან, რომ დასავლური NGO-ები დიდძალ ფულს ხარჯავენ აფხაზეთში და ძალიან ეხმარებიან.

შესაბამისად, არძინბა ამ სისტემურ ინტერესთან დაპირისპირებული აღმოჩნდა და ჰკრეს კიდეც პანღური.

ასევე იგულისხმება, რომ 2024 წელს, როცა იწურება რუსეთის `საინვესტიციო პროგრამა`, ეს პროგრამა შეასძლოა არარც გაგრძელდეს.

გააჩნია დათანხმდებიან თუ არა აფხაზები რუსებისთვის ბინების თავისუფალ ყიდვა-გაყიდვას.

არ დათანხმდებიან არც ერთ შემთხევვაში, რაკი ეს დემოგრაფიას შეცვლსი აფხაზეთში.

შესაბამისად კონფლიქტი გარდაუვალია და არძინბას გადადგომა მხოლოდ ერთ-ერთი  სიმპტომია.

 

რუსები ზეიმობენ, რომ ზაპოროჟიეს მიმართულებით ბრძოლისას გაანადგურეს უძლიერესი ბრიტანული ტანკი Challenger 2.

ბრიტანელებმა თავად დაადასტურეს, რომ დამწვარი ტანკი, რომელიც ასახულია ფართოდ გავრცელებულ ვიდეოზე, ნამდვილად არის Challenger 2.

როგორც ჩანს (სამხედრო სპეციალისტების აზრით) ტანკს მოხვდა საარტილერიო ჭურვი, რადგან `შუბლში` ამ ტანკის ასე დაზიანება თითქმის შეუძლებელია: მას უძლიერესი ჭურვდამცავი სისტემები აქვს `შუბლში` სროლისას.

ამ შემთხვევაში რუსებმა გამოიყენეს საარტილერიო ჭურვი, რომელიც ტანკს ეცემა არა `შუბლში`, არამედ ზომოდან - ვერტიკალურად.

ვერტიკალური დარტყმისგან ნებისმიერი ტანკი ძალიან სუსტადაა დაცული: ეს. ზოგადად `ტანკების სუსტი წერტილია`, რადგან ვერტიკალური მიმართულებით ტანკს სუსტი ფოლადი აქვს - მეტს ვერ დააყენებ: მაშინ ეკიპაჟს ზემოთ ამოსვლა უბრალოდ გაუჭირდება.

ამ შემთხევვაში რუსებმა სწორედ ამ სუსტ წერტილს მიაგნეს. და გამოიუენეს ჭურვები, რომლებიც სპეციალური სითბური მძებნელებითაა აღჭურვილი, ოღონდ ტანკს მხოლოდ ვერტიკალურად ეცემა.

თუმცა ნიშანდობლივია, რომ ეკიპაჟის ოთხივე წევრი გადარჩა. ეკიპაჟის დაცულობით Challenger 2 მსოფლიოში საუკეთესო ტანკია.