საზარელი მკვლელობა ინგლისში.
არ დავემორჩილები „ერთმანეთის წამხედურა“ ჯოგს!!
არც ქართულს და არც ინგლისურს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ბრიტანეთში, განსაკუთრებით ქალაქ საუთჰემპტონში, გრძელდება პროტესტები იმის გამო, რომ ბრიტანულმა სასამართლომ უპირობო (!!) სამუდამო პატიმრობა არ მიუსაჯა 23 წლის ვიკრამ დიგვას; ინდოეთიდან ემიგრანტს, ეროვნებითა და რელიგიით სიკხს, რომელმაც რიტუალური დაშნით მოკლა 18 წლის ინგლისელი სტუდენტი ჰენრი ნოვაკი.
ამ ქეისთან დაკავშირებით ან არ გეუბნებიან სიმართლეს, ან გატყუებენ, ან ბოლომდე არ ამბობენ თუ სინამდვილეში „როგორ იყო და რა იყო“
რეალურად მოხდა შემდეგი: ნასვამი ჰენრი ნოვაკი მიდიოდა ქუჩაში და სრულიად შემთხვევით გზაზე შემოეყარა ვიკრამ დიგვა, რომელსაც ეცვა ეროვნული სამოსი და ეკიდა რიტუალური დაშნა, რომელიც სიკხებისთვის ისეთივე ატრიბუტია ამ სამოსისა, როგორც ქართველებისთვის ხანჯალი - ჩოხაზე.
დიგვაც მიდიოდა თავის გზაზე.
ნოვაკმა ამოიღო ტელეფონი და თბილისურად თუ ვიტყვით „აბიჟნიკურად“ ანუ ინგლისურად თუ ვიტყვით „აროგანტულად“ დაუწყო გადაღება მისი ნების საწინააღდმეგოდ. თან დასძახებდა: „შენ ხომ ცუდი ბიჭი არა ხარ?“....... „შენ ხომ ცუდი ბიჭი არა ხარ?!“
დიგვამ რამდენჯერმე შეეცადა გაცლოდა, შეტრიალებულიყო, წასულიყო, ეუბნებოდა „ნუ მიღებო“, თუმცა ნოვაკი არ ეშვებოდა: მისდევდა, გვერდიდან უვლიდა, მაინც იღებდა, იგივეს უმეორებდა და ა.შ.
ბოლოს დიგვამ სცადა ტელეფონი წაერთმია, რათა „შემაწუხებელი და შეურაცხმყოფელი გადაღება“ შეეწყვიტა;
წაართვა კიდეც;
ნოვაკმა, თავის მხრივ, სცადა ტელეფონი დაებრუნებინა; ატყდა ჩხუბი და სწორედ ამ ჩხუბის, ანუ ორმხრივი ძალადობის დროს, დიგვამ მოკლა ნოვაკი იმ დაშნის რამდენჯერმე ჩარტყმით.
ანუ მოიქცა ძალიან ცუდად- ჩაიდინა საზარელი მკვლელობა. მით უმეტეს იმ ადამიანისა, რომელიც მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას არაფრით ემუქრებოდა.
მხოლოდ დასცინოდა და ავიწროვებდა აშკარად შოვინისტური ქვენაგრძნობით.
მოვიდა პოლიცია.
დიგვამ პოლიციას დაუმალა რომ ნოვაკი დაჭრილი იყო ანუ კიდევ ერთხელ მოიქცა ძააააააალიან ცუდად და უთხრა, რომ ნოვაკი მას ეთნიკური, რასისტული ნიშნით, შოვინისტური ქვენაგრძნობით ავიწროვებდა რაც........იყო (და ახლაც არის) სრული სიმართლე!!
პოლიციელებმა დაადეს ხელბორკილი დაჭრილ ნოვაკს და სანამ რამე გაირკვა, იგი გარდაიცვალა;
შემდეგ, გამძვინვარებული ინგლისური ჯოგის „დასაშოშმინებლად“, პოლიციამ არა მხოლოდ თვით მკვლელი დააპატიმრა, არამედ დედამისი და ლამის მთელი ნათესაობა.
ბრიტანულმა სასამართლომ, მიუხედავად ინგლისური ჯოგის ბღავილის, გარეწარი ნაცისტი ნაიჯელ ფარაჯის მუქარის და ფაშისტი ილონ მასკის ამერიკიდან ყიყინისა, უდანაშაულო ნათესავები გაათავისუფლა, ხოლო მკვლელს არა უპირობო სამუდამო პატიმრობა, არამედ 21 წლის შემდეგ გათავისუფლების შესაძლებლობით ციხე მიუსაჯა.
რატომ? იმიტომ, რომ ბრიტანული სასამართლო მაინც ბრიტანული სასამართლოა; ის ჯოგის ჭკუაზე არ დადის, განსხვავებით ე.წ. "ქართული სასამართლოსგან"....
მკვლელობაც მკვლელობაა, მაგრამ მკვლელობას და მის გარემოებებს, მართლმსაჯულების თვალსაზრისით, გ ა ა ჩ ნ ი ა:
დიახაც უეჭველი ფაქტია, რომ მკვლელობა (რასაც არა აქვს არანაირი გამართლება) ამ შემთხვევაში მოკლულის მხრიდან შოვინისტურმა შევიწროვებამ გამოიწვია.
რიტუალური დაშნა თუ არ მოეწონა ნოვაკს, ან არ იცოდა, რომ ეს ეროვნული სამოსის ატრიბუტია, შეეძლო პოლიცია გამოეძახა. მორჩა და გათავდა!
თუმცა არც ერთი კანონი ბრიტანეთში არ კრძალავს რიტუალური ტანსაცმლით და მისი ატრიბუტებით სიარულს.
სიკხების ეს ტრადიცია იქ ძალიან კარგადაა ცნობილი.
უამრავი სიკხი ცხოვრობს ინგლისში. ინდოეთი მათი კოლონია იყო ასი წელი.
მთავარი კი ბოლოს:
ადამიანის ფოტო და ვიდეო გადაღება, - ამ ადამიანის ნებართვის გარეშე და მისი ნების საწინააღმდეგოდ, - არის ადამიანის პერსონალურ სივრცეში უხეში შეჭრა და თავხედური, ცინიკური ძ ა ლ ა დ ო ბ ი ს (!!) აქტი (წერტილი)