ანატოლი ჩუბაისის «ლიბერალური იმპერია»

ანატოლი ჩუბაისის «ლიბერალური იმპერია»

        გუშინ საბოლოოდ და ოფიციალურად დადასტურდა ის, რასაც პოლიტოლოგები და მიმომხილველები (მათ შორის თქვენი მონა-მორჩილი) მხოლოდ ვარაუდობდნენ და ჰიპოთეზის დონეზე აანალიზებდნენ.

        რუსი «მემარჯვენეების» ერთ-ერთმა ლიდერმა და რუსული ისტებლიშმენტის ამ სეგმენტის ყველაზე ძლიერმა ფიგურამ ანატოლი ჩუბაისმა «ნეზავისიმაია გაზეტაში» გამოაქვეყნა საპროგრამო სტატია _ 21-ე საუკუნეში რუსეთის «ახალი სულიერი მისიის» შესახებ.
        აქვე უნდა ითქვას, რომ ჩუბაისისა და მემარჯვენეების შეხედულებანი თამამად შეიძლება ჩაითვლაოლს პრეზიდენტ პუტინის გეოპოლიტიკურ და ნაციონალურ დოქტრინად: ამ შემთხვევაში, «მემარჯვენეები» ღიად ახმოვანებენ იმას, რის დაუფარავად თქმასაც ოფიციალური ხელისუფლება ვერ ბედავს.
        საქმე მხოლოდ ის როდია, რომ ვლადიმირ პუტინი – ჩუბაისის «ნათლიმამა» ბორის ელცინის დანიშნულია. ბევრად უფრო მნიშვნელოვანი გახლავთ, რომ საბჭოთა კავშირის «კგბ»- თავისი არსებობის ბოლო პერიოდში აშკარად ადუკაშვირდა კომპარტიის ფულს და იგი კაპიტალად აქცია. ეს პროცესი საქართველოშიც მიმდინარეობდა. ვლადიმირ პუტინი (ეს ცოტამ თუ იცის) კგბ-ს ნომენლკატურის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნესმენი იყო. მას სანკტ-პეტერბურგში გერმანიიდან დეფიციტური წამლები შემოჰქონდა.
        ამრიგად, ვლადიმირ პუტინს სოციალისტური იდეები სულაც არ უჩუყებს გულს და მისთვისაც, «ლიბერალური იმპერიალიზმი» სავსებით მახლობელი იდეოლოგიაა. ანატოლი ჩუბაისი თავის სახელმწიფოებრივ კონცეფციას შემდეგნაირად აყალიბებს: გასულ საუკუნეში შეიქმნა კომუნისტუ»რი იმპერია, რომლეიც დამარცხდა დასავლეთთან ეკონომიკურ და იდეოლოგიურ ჭიდილში. ახალი რუსეთი მხოლოდ და მხოლოდ მემარჯვენე-ლიბერალურ იდეოლოგიას და შესაბამის სოციალურ-ეკონომიკურ სისტემას უნდა დაეფუძნოს, რადგან მხოლოდ მემარჯვენე სისტემას შეუძლია შეუნარჩუნოს რუსეთს განვითარებისა და ზრდის პერსპექტივა.
        რუსული ნაციის თავითიდენტიფიკაცია უნდა მოხდეს ახალი პარადიგმით, რომელსაც ჩუბაისი დაუფარავად და პირდაპირ «ლიბერალურ იმპერიას» უწოდებს. მისი თქმით, რუსეთს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ობიექტური უპირატესობები აქვს და სწორედ ამიტომ, დღეს რუსეთში ცხოვრების დონე (ეს უდავო ფაქტია _ ავტ.) ბევრად მაღალია, ვიდრე ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკებში.
        ამიტომაც, - წერს ჩუბაისი, _ რუსები კი არ მიდიან სამუშაოს საძებნელად უკრაინაში, საქართველოში თუ ყაზახეთში, არამედ პირიქით _ უკრაინელები, ყაზახები, ქართველები და სომხები თუ აზერბაიჯანელები მორბიან რუსეთში სამუშაოსა და ლუკმა-პურის მოსაპოვებლად.
        ანატოლი ჩუბაისი არცთუ ულოგიკოდ მიიჩნევს, რომ რუსეთმა ამგვარი მდგომარეობა და ხსენებული უპირატესობა უნდა გამოიყენოს საიმისოდ, რათა ახალი ფნუქცია მოიპოვოს თანამედროვე მსოფლიოში. ეს არის ევრაზიის _ ამ უკიდეგანო სივრცეზე წესრიგის დაცვის, დასავლური სამყაროს ინტერესთა განხორციელების (რუსეთის ინტერესთა თანხვედრით) და მოსაზღვრე ქვეყნებში ყველა მნიშვნელოვანი პროცესის ლიბერალური მეთოდებით მართვის დოქტრინა.
        მაშასადამე, ჩუბაისი მომხრეა, რუსეთმა გაალძიეროს ეოკნომიკური ექსპანსია მეზობელ ქვეყნებში «რაო-ეეს»-ის მიერ შემუშავებული «რეცეპტით და ამ ბერკეტების გამოყენებით დაიცვას რუსები, აგრეთვე, რუსულენოვანი მოსახლეობა (იგივე აფსუები _ ავტ.), მიაღწიოს რუსული ენის გამოცხადებას სახელმწიფო ენად ამ ქვეყნებში და ასე შემდეგ. ვერაფერს იტყვი, მკაიფოდ და გულწრფელად ჩამოყლაიბებული დოქტრინაა.
        «მხოლოდ ამ შემთხვევაში მოიპოვებს ჩვენი დიადი სამშობლო თავისი დიდების შესაფერის მომავალს», - ასკვნის ანატოლი ჩუბაისი და ეს ყალბი პათეტიკა როდია – არავინ დავობს, რომ რუსი კომუნო-იმპერიალისტები და ლიბერალ-იმპერალისტები უმთავრეს საკითხში (დიდი რუსეთის შესახებ ოცნებაში) ნამდივლად არ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან.
        ამასთანავე, ძალიან საინტერესოა ანატოლი ჩუბაისის კიდევ ერთი პასაჟი, რომელსაც თვით ყველაზე შეურიგებელი «რუსოფილი-პოჩვენიკი» (მაგათლითად, მწერალი ვალენტინ რასპუტინ) მოაწერდა ხელს.
        მივაციოთ ყურადღება, «ლიბერალუ-იმპერიალისტი» ჩუბაისი წერს: «რამდენად ლიბერალურიც არ უნდა გახდეს რუსეთი, «დაგროვების» დასავლური იდეა რუსულ სულისკვეთებას ვერ შეესატყვისება.»
        მაშასადამე, ჩუბაისისთვის მაინც მიუღებელია ის ფონცეფცია, რამაც შექმნა თანამედროვე დასავლური ცივილიზაცია და რომელიც უკვე კატეგორიულად გამორიცხავს იმპერიალიზმს ნებისმიერი სახით.
        ჩუბაისისეული «რუსული იდეოლოგია» ისევ და ისევ თურანულ-მონღოლური იმპერიის მემკვიდრედ ჩამოყალიბებული «ტრაგიკული უზარმაზარობის» ?? სილი გროსმანის განსაზღვრებით (ავტ.) ათვისებაში მდგომარეობს.
        ანუ, ანატოლი ჩუბაისს მთელი სიტყვიერი ეკვილიბრისტიკის ნაცვლად შეეძლო პირდაპირ ეთქვა რომ «ახალი რუსული იდეა» მისი ძველი იმპერიის შენარჩუნებაა, ოღონდ თვისებრივად ახალი ხერხებითა და მეთოდებით.

დილის გაზეთი, 2 ოქტომბერი, 2003 წელი