საერთაშორისო მიმოხილვა. 19 ოქტომბერი, 2021 წელი
პუტინმა მიიღო სახიფათო, აგრესიული ანტიდასავლური გადაწყვეტილება: მისი ბრძანებით, დაიხურა რუსეთის წარმომადგენლობა NATO-ს შტაბ-ბინაში. ხოლო მოსკოვიდან გაძევებულია NATO-ს სამხედრო მისია და მისი საინფორმაციო ცენტრი. საბაბი (!) გახდა ალიანსის გენერალური მდივნის გადაწყვეტილება, გაეძევებინა ბრიუსელიდან 8 რუსი დიპლომატი, რომლებსაც შპიონაჟი ედებათ ბრალად.
ბუნებრივია, გენმდივანი სტოლტენბერგი ამგვარ გადაწყვეტილებას ამერიკასთან და სხვა ლიდერ-სახელმწიფოებთან წინასწარი შეთანხმების აგრეშე ვერ მიიღებდა.
თუმცა რუსი დიპლომატების თავხედობა მართლა ყოველგვარ ზღავრს სცილდებოდა უკვე. ისინი ღიად, დაუფარავად მონაწილეობდნენ ГРУ-ს სპეცოპერაციებში და ამ დროს სარგებლობდნენ დიპლომატიური იმუნიტეტით. სტოლტენბერგმა პირდაპირ, პრეს-კონფერენციაზე დაადანაშაულა ეს მზვერავები `მავნებლურ საქმიანობაში`.
აღსანიშნავია, რომ ბრიუსელს ადრეც გაუძევებია რუსი დიპლომატები NATO-ს შტაბ-ბინიდან, თუმცა პუტინი ითმენდა, რაკი იმ შტაბ-ბინაში ყოფნა ძალიან სჭირდებოდა. რუსეთის ექს-წარმომადგენელმა NATO-ში, დიმიტრი როგოზინმა დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ 2008 წელს NATO-ს ზოგიერთმა ლიდერმა დაიჯერა მოსკოვის პროპაგანდა და დემაგოგია რუსული აგრესიის შესახებ საქართველოს წინააღმდეგ.
მეორეს მხრივ, NATO-საც სჭირდებოდა წარმომადგენლობა (უფრო ზუსტად, სამხედრო მისია - ეს უფრო დაბალი დონეა) რუსეთში, როგორც ბირთვულ ზესახელმწიფოში.
მაგრამ ლავროვი რისი ლავროვია, აქაც რომ არ ეეშმაკა: რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთის ელჩი ბელგიის სამეფოში შეასრულებს იმავე მისიას, რასაც ადრე არსებობდა რუსეთის სრულუფლებიანი წარმომადგენელი NATO-ში და (ციტატა) NATO-საც შეეძლება აირჩიოს ერთ-ერთი დასავლელი ელჩი მოსკოვში, რომელიც NATO-ს წარმომადგენლის მისიას შეითავსებს.
ეს არის (დიდი ბოდიში ჟარგონისთვის) ევროპა-ამერიკას შორის `ჩორტის ჩამოგდების` მცდელობა.
საქმე ის გახლავთ, რომ ნებისმიერი ელჩისთვის წარმომადგენლის, ამ საკითხში `დუაიენის` ფუნქციის მინიჭება აუცილებალდ საჭიროებს რუსეთის, როგორც მასპინძლის თანხმობას. მოსკოვი კი რასაკვირველია შეეცდება ეს ფუნქცია დაეკისროს გერმანიის ელჩს და არა ამერიკის ან ლიტვის ელჩს. შესაბამისად, გამოაშკარავდება, რომ ალიანსის წევრ სახელმწიფოებს განსხვავებული მიდგომები აქვთ რუსეთის მიმართ.
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
გუშინ, ორშაბათს, რუსულმა ენერგოგიგანტმა Газпром დაიწყო რუსეთ-გერმანიის `ჩრდილო ნაკადის` გაზსადენის პირველი მილის შევსება `ტექნიკური გაზით` მიუხედავად იმისა, რომ ამ გაზსადენის სერტიფიცირების პროცესი არ დაუსრულებია არც გერმანიას არც ევროკავშირს. პუტინი ევროპას აყენებს ფაქტის წინაშე ძალიან ცივი ზამთრის (80 წლის განმავლობაში ყველაზე მოსალოდნელად ცივი ზამთრის) წინ. და არ უნდა იყოს შემთხვევით, რომ სწორედ ახლა დახურა მოსკოვმა NATO-ს წარმომადგენლობა. ამასობაში პუტინმა კატასტროფულად შეამცირა გაზის ტრანზიტი უკრაინის და პოლონეთის გავლით. ესეც შანტაჟია. მძევლად აჰყავს ევროპა! ახლა უნდა ისარგებლოს სიტუაციით, რათა უკრაინის მოხრჩობის საშუალება მისცენ. თან პირდაპირ დასცინის: `ხომ გვეხვეწებით, გაზის მოწოდება გაზარდეთო...ათჯერ გავზრდით თუ გინდათ ოღონდ.....ჩრდილო ნაკადის გავლით!`
ევროკავშირს კი არა, პუტინი მის `ბრატუშკა` სერბეთსაც ახრჩობს უკვე გაზის ფასით. სამჯერ გააძვირა მას შემდეგ, რაც ბელგრადმა NATO-სთან შერიგებაზე ამოიღო ხმა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა `საერთაშორისო კონტრაბანდისტთა ბანდის` მეთაური უწოდა ბელორუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს. იმის გამო, რომ ბელორუსი და მისი ავიაკომპანია `ბელავია` აგრძელებენ ახლო აღმოსავლეთიდან სპეციალურად პროვოკაციული მიზნით ჩამოყვანილი ლტოლვილების გადასროლას ევროპაში. ამით ლუკაშენკო სამაგიეროს უხდის დასავლეთს სანქციებისთვის.
დიდ ხანია ევროპელი და დასავლელი პოლიტიკოსები ამგვარ `უორდინგს` არ იყენებდენ. ლუკაშენკომ მოთმინებიდან გამოიყვანათ. თუმცა ლუკაშენკო პუტინთან ტანდემში მოქმედებს ამ საკითხშიც, მაგრამ....პუტინის მიმართ ჯერ მაინც ვერ ბედავენ იგივე უორდინგს.
ჯერ-ჯერობით ვერა, თუმცა.....რაც უფრო გათავხედდება, მით უფრო გაიზრდება ამის შანსი.
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ კვლავ განაცხადა, რომ მზადაა შეხვდეს პუტინს `ნებისმიერ ფორმატში`. თუმცა პუტინი ამაზე უარს ეუბნება. ამგვარი უარით პუტინი უფრო წამგებიან მდგომარეობაში ხვდება, თუმცა რუს დიქტატორს მიაჩნია, რომ შეუძლია თავს ამის უფლება მისცეს, რაკი ყველა კოზირი მის ხელშია.
ასე ჰგონია ყოველ შემთხვევაში.
ზელენსკიმ ისიც აღიარა, რომ ვაშინგტონში ვიზიტით ყოფნისას ბაიდენს სთხოვა ამერიკის ჩართვა `ნორმანდიულ ფორმატში` (საფრანგეთი, გერმანია, უკრაინა, რუსეთი) თუმცა გარკვეული პასუხი, სამწუხაროდ, არ მიუღია.
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
სულ უფრო, სულ უფრო, სულ უფრო და უფრო, ყოველდღიურად იძაბება ვითარება წყნარი ოკეანის რეგიონში. იაპონიის პრემიერ-მინისტრმა კისიდომ პროტესტი განაცხადა იმის გამო, რომ ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტები გაუშვა იაპონიის მიმართულებით. ამ რაკეტებს ბირთვული იარაღის `მიტანის` პოტენციალი აქვთ. 450 კილომეტრი გაიფრინა 60 კილომეტრის სიმაღლეზე. თან იაპონიის მიმართულებით.......
ამას ემატება დაძაბულობა ტაივანის გარშემო. ჩინეთის ხელისუფლება უახლოვდება ისტორიულ გადაწყვეტილებას, რომ ძალით დაიბრუნოის კუნძული ტაივანი. ამერიკას თითქოს სხვა გზა არ დარჩება, რომ ტაივანი დაიცვას ისევე, როგორც დაიცვას იაპონია.
აღსანიშნავია, რომ აშშ თავდაცვის მინისტრმა, ლლოიდ ოსტინმა თბილისში პრეს-კონფერენციაზე არ უპასუხა კითხვას ჩინური ზებგერითი რაკეტის გაშვების შესახებ. მხოლოდ ის თქვა, რომ ამერიკის თავდაცვის სამინისტრო `ყურადღებით აკვირდება რა ხდება`.
სამხედრო კაცი სხვას ვერაფერს იტყოდა. ის სამხედროა და ელის უმაღლესი მხედართმთავრის, პრეზიდენტსი მკაფიო განცხადებებს ამ თემაზე. ეს განცხადებები კი იგვიანებს. ამითაა გათამამებული ჩინელი სი ზინ პინიც და ჩრდილო კორეელი კიმ-იც.
გასულ კვირას, ჩინეთმა და რუსეთმა რეგიონში ერთობლივი სამხედრო-საზღვაო სწავლებები გამართეს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
თურქეთის პრეზიდენტი, ერდოღანი აგრძელებს პოზიციონირებას, როგორც `მესამე მსოფლიოს` ლიდერობის მოსურნე.
ორშაბათს მან მორიგი მკვეთრი განცხადება გააკეთა და პირდაპირ `დაარტყა` მეორე მსოფლიო ომის გეოპოლიტიკურ შედეგებს, ისევე როგორც იმ ომში გამარჯვებულებს.
ერდოღანის თქმით `კაცობრიობის ბედისწერა არ უნდა იყოს დამოკიდებული მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებულ ერთ მუჭა გამარჯვებულებზე. მსოფლიო იცვლება. შესაბამისად იცვლება გლობალური ეკონომიკა, ვაჭრობა, ტრანსპორტი, ურთიერთობები..........ეს ურთიერთობები ვერ იქნება ძველებური` - განაცხადა ერდოღანმა.
მან დააზუსტა, რომ გაეროში `მხოლოდ ხუთი მუდმივი წევრი, (აშშ ჩიენთი, რუსეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი-დ) არ უნდა წყვეტდნენ მსოფლიოს ბედს.
ძნელი საპროგნოზო არ არის, რომ თურქეთი, ანუ მისი ლიდერი უახლოეს მომავალში მხოლოდ გააძლიერებს ამ ნარატივს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
კოვიდით გართულებული სიმსივნის შედეგად გარდაიცვალა კოლინ პაუელი: სახელგანთქმული გენერალი, რომელიც ამერიკის პირველი შავკანიანი სახელმწიფო მდივანი გახდა. ამერიკულ იერარქიაში ეს ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობაა. ფაქტიურად მეორეა პრეზიდენტის შემდეგ, რაკი ვიცე-პრეზიდენტს მხოლოდ ცერემონიალური უფლებამოსილება აქვს. კოლინ პაუელმა უდიდესი წვლილი შეიტანა `ვარდების რევოლუციის` ლეგიტიმაციაში, რაკი 2004 წლის იანვარში, ერთ-ერთ ევროპულ კონფერენციაზე პირველმა ახსენა Rose revolution in Georgia…….გარდა ამისა, ორჯერ ეწვია საქართველოს. მათ შორის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე.