აფხაზეთი და ქართველი სასარგებლო იდიოტები

აფხაზეთი და ქართველი სასარგებლო იდიოტები

პუტინმა ულტიმატუმი წაუყენა აფხაზეთის ხელისუფლებას და წლის ბოლომდე მთელი ენერგეტიკის გადაცემა მოითხოვა.

სხვა შემთხვევაში 2023 წლიდან ფინანსირების სრული შეწყვეტით იმუქრება.

პუტინი მოითხოვს ენერგეტიკის გადაცემას ენგურის კომპლექსის ჩათვლით გარდა უშუალოდ კაშხალისა.

კაშხალი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზეა.

აფხაზები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ელექტროენერგეტიკის რუსეთისთვის გადაცემას.

ყველანი, `პრეზიდენტ ბჟანიას` ჩათვლით. მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტი გააგზავნა `პარლამენტში`, მაგრამ ეს ჩვეული გოთვერნობაა - პარლამენტი ჩააგდებს და ბჟანია მხრებს აიჩეჩს.

აფხაზებმა იციან: როგორც კი გადასცემენ ელექტროენერგეტიკას რუსეთს.....დამთავრდება 30 წლიანი ბაირამობა და მუქთი ელექტროენერგია `ჩმორი` და იდიოტი`` ქართველების ხარჯზე.

მეორეს მხრივ, როგორც კი გალის რაიონის სოფელ საბერიოში, სადაც ენგურჰესის სამართავი პულტია, რუსები შევლენ, ისინი იქედან ქართველ ენერგეტიკოსებს გამოყრიან და რუსებს ჩამოიყვანენ.

შესაბამისად ქართულ მხარესაც აღარანაირი ინტერესი აღარ ექნება, კაშხალი ამუშავოს და თვითონ ვერაფერი მიიღოს აქედან.

ან გამოსავალი იქნება ის, რაც გააკეთა სააკაშვილმა 2008 წლის დეკემბერში, როცა გააფორმა ხელშეკრულება რუსეთთან ენგურჰესის მთლიანად ერთობლივ მართვაში (!) გადაცემის შესახებ და....... (ეს ბევრჯერ მითქვამს) მოიქცა აბსოლუტურად სწორად!

ის გარიგება სოხუმმა ჩაშალა და არა თბილისმა.

თუ რატომ, ვთქვი უკვე.

ახლა აფხაზების უკანასკნელი იმედი ის არის რომ.....``ჩმორი`` ქართველები, ქართველი ``სასარგებლო იდიოტები`` აუცილებლად ეტყვიან: ``ძვირფასო ძმებო, მოსკოვის ჯინაზე, ჩვენ სულ ნოლზე დავჯდებით და მთელს ელეტრონერგიას თქვენ მოგაწვდით. აბა ძმებში სად მოსულა კილოვატების თვლა?``

ანუ....``ქართველი ლტოლვილების დედაც, ქართველი ბავშვების დედაც, - ქართულად ლაპარაკს რომ უკრძალავენ გალში გაკვეთილებზე, ქართულად სწავლას კი არა მხოლოდ.....და იმ ქართველი გოგოს დედაც, ამას წინათ ნარკოტიკი რომ ჩაუდეს ნაძირლებმა და ახლა აწამებენ.

დათო