გლობალიზაცია თუ ანტიგლობალიზაცია ევროკავშირმა გაფართოების ზღვარს მიაღწია

გლობალიზაცია თუ ანტიგლობალიზაცია ევროკავშირმა გაფართოების ზღვარს მიაღწია

 

        წინა კვირას ევროკაშვირის წევრმა თხუთმეტმა სახელმწიფომ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება «აღმოსავლეთით გაფართოების» შესახებ. უცნაური ფორმით ხორციელდება გერმანელ კაიზერთა და კანცლერთა ცნება «აღმოსავლეთით სვლის» შესახებ. ევროპულ გაერთიანებაში ერთიანი გერმანიის როლის გათვალისწინებით, ეს სულაც არ არის შემთხვევითი და უადგილო ანალოგია.
        არც ისაა შემთხვევითი, რომ ევროკავშირის გაფართოება ხორციელდება ნატოს გაფართოების შემდეგ, ანუ სამხედრო სტრატეგიული სივრცის შეკვრა საერთო ცივილიზაციური სივრცის საბოლოოდ ჩამოყალიბების წინაპირობა ხდება. ახალ წევრებად მოწვეულნი არიან მალტა, კვიპროსი, სლოვაკეთი, სლოვენია, ჩეხეთი, პოლონეთი, უნგრეთი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი. ეს სახელმწიფოები ევროკავშირის სრულუფლებიან წევრებად 2004 წელს იქცევიან. 2007 წლისთვის იწვევენ ბულგარეთსა და რუმინეთს.
        თურქეთის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკება კი მხოლოდ 2004 წელს დაიწყება. დღეს ვერავინ იტყვის დარწმუნებით, მიიღებენ თუ არა თურქეთს ევროპულ გაერთიანებაში. თურქების გულწრფელი სურვილის მიუხედავად, ევროპაში ამ იდეას ძალიან ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. მათი ბოლოდროინდელი არგუმენტი მხოლოდ ქურთებისა და კვიპროსის პრობლემით არ შემოიფარგლება. ბევრი საკმოად ანგარიშგასაწევი და ღირსეული მოღვაწე უკვე ღიად ახმოვანებს მთავარ არგუმენტს: თურქეთი არ არის ევროპული ქვეყანა. იგულისხმება საზოგადოების არსი და ძირეულ ფასელუობათა სისტემა, პიროვნებასა და საზოგადოებას შორის მიმართება და ა.შ.
        ეს არგუმენტი ჩვენთვისაც უაღრესად საგულისხმოა, ვინაიდან აქ იმდენად მაჰმადიანურ რელიგიაზე კი არ არის ლაპარაკი, არამედ იმაზე, თუ რამდენადაა მზად საზოგადოება, აღიქვას ევროპული ფასეულობები და ცხოვრების წესი.
        ხსენებული «ცხოვრების წესის» ერთ-ერთი (წვრილმანი) ნიშანია, მაგალითდა, პიროვნების სრული ავტონომია: ევროპის ორი უდიდესი ქალაქის – ბერლინისა და პარიზის მერები ოფიციალური, ანუ გაცხადებული ჰომოსექსუალისტები არიან და ოფიციალურმიღებებზე «მეუღლეებთან» ერთად დადიანგ, მათი ამორმჩევლების უმრავლესობას სავსებით «ნორმალური» რეაქცია აქვს, მაგრამ შესაბამისი პარტიებისათვის ხმის მიცემაში მიუღებელს ვერაფერს ხედავს. საეჭვოა, ქართული მენტალიტეტი ამ საზიზღრობას შეეგუსო უახლოესი ათასი წლის განმავლობაში.
        აქ სწორედ «ცივილიზაციურ სხვაობაზეა» ლაპარაკი: სინამდვილეში, ჩვენ განვითარების სხვა კიბეზე ვდგავართ და არა იმავე კიბის უფრო დაბალ საფეხურზე, რომელზეც ევროპა.
        რასაკვირველია, ოპონენტმა შეიძლება თქვას, რომ «გაერთიანებული ევროპა» შეეგუება ცივილიზაციურ სხვაობებს, მაგრამ ნურას უკაცრავად – ჩეხეთის პრეზიდენტმა ვაცლავ ჰაველმ,ა ჯერ კიდევ 1997 წელს, როდესაც მადრიდში მიიღეს ისტორიული გადაწყვეტილება ნატოსა და ევროკავშირის გაფართოების შესახებ, მოურიდებლად განაცხადა: «ევროკავშირი უნდა აერთიანებდეს მხოლოდ იმ სახელმწფიოებს და ერებს (ნაციებს), რომლებიც ერთიან ცივილიზაციურ ფასეულობებს ეფუძნებიან. ნუ დავამსგავსებთ ევროკავშირს გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, ანუ ისეთი ნაციების გაერთიანებას, რომელთაც ცივილიზაციურად არაფერი აკავშირებთ.
        ეს სიტყვები ვაცლავ ჰაველმა (ევროპელ ინტელექტუალთა ერთ-ერთმა წევრმა) მაშინ წარმოთქვა, როდესაც ჩეხეთი ევროკაშვირში გაწევრიანების კანდიდატიც კი არ იყო. იგი გულისხმობდა, რომ ევროკავშირში შეიძლება გაწევრიანდნენ მხოლოდ ის ქვეყნები, რომლებიც ისტორიულად ვითარდებოდნენ ევროპული ცივილიზაციის ფარგლებში და მხოლოდ XX საუკუნეში რუსულ-კომუნისტური ძალმომრეობის შედეგად მოსწყდნენ ევროპას.
        თვით ჩეხეთის ისტორიული კუთვნილება, ამ თვალსაზრისით, ეჭვს არ იწვევს – საკმარისია, ერთხელ გაიაროთ «კარლოსის ხიდზე» ან ფუნიკულიორიდან გადმოხედოთ პრაღას, რომ დარწმუნდეთ: იგი უდავოდ ევროპული ქვეყნის დედაქალაქია.
        ასეთივე სითამამით სხვა ევროპელი მოღვაწეები იმავეს ვერ იტყვიან, თუმცა, კოპენჰაგენის სამიტზე ყველანი ქარაგმულად ადასტურებდნენ მთავარს: მას შემდეგ, რაც ევროკაშვირი მიუახლოვდა უშუალოდ ისტორიული «მოსკოვური სახელმწიფოს საზღვრებს», მან ამოწურა «შემდგომი გაფართოების» პოტენციალი, ბალტიის სახელმწფიოებმა, გერმანული ცივილიზაციის მრავალსაუკუნოვეანი ზეგავლენის «წყალობით», მოასწრეს ახტომა მიმავალი ევროპული მატარებლის უკანასკნელ რონოდაზე.
        რასაკვირველია, აშკარად და ღიად არავინ იტყვის, მაგრამ უახლოესი ათწლეულების განმავლობაში (შეიძლება ითქვას, მთელი XXI საუკუნე) გაერთიანებული ევროპა ახალი წევრების «გადახარშვით» იქნება დაკავებული. თავის მხრივ, ამას რამდენიმე ტრილიონი ევრო დასიჭრდება. გარდა ამისა, ახალი და სუსტი (სხვებთან შედარებით) წევრების მიღებამ შეიძლება შეაფერხოს თვით ევროკავშირის საბოლოო ინსტიტუირების პროცესი.
        რამდენიმე თვის წინათ გამოუწსორებელმა «ევროოპტიმისტმა», საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ვალერი ჟისკარ დ ესტენმა ევროპელებს «საერთო კონსტიტუციის» შემუშავება შესთავაზა. ამის შემდეგ აქტუალური ხდება დისკუსია ევროკავშირის არა როგორც საერთაშორისო გაერთიანების, არამედ სახელმწიფო სტატუსის შესახებ.
        ამჟამად ევროკავშირი კლასიკური კონფედერაციაა, რომელშიც მნიშვნელოვანი (მაგრამ უკვე არა ყველა) გადაწყვეტილება მიიღება კონსენსუსის პრინციპით, ხოლო ევროპარლამენტი მხოლოდ მოდელურ კანონებს იღებს.
        კონსტიტუციის შემუშავების შემდეგ ევროპა თანდათან გარდაიქმნება ფედერაციად – რამდენიმე სახელმწიფო ენით, ერთიანი ვალუტით, ერთიანი შეიარაღებული ძალებით, ერთიანი მოქალაქეობით, ანუ ფედერალიზმის ყველა იმ ატრიბუტით, რომელთაგან ბევრი რამ ევროკავშირს დღემდე ახასიათებს. ბუნებრივია, ეს იქნება «საპარლამენტო მმართველობის» ფედერაცია, მკაცრი ცენტრალიზების გარეშე.
        ამით ერთიანი ევროპის ინსტიტურება დასრულდება და ჩვენ სამუდამოდ ვ