„ახალი ათონის მონასტერი“ ქართულ-რუსული საეკლესიო წინააღდმეგობისა და კონსტანტინეპოლის ფონზე.

„ახალი ათონის მონასტერი“ ქართულ-რუსული საეკლესიო წინააღდმეგობისა და კონსტანტინეპოლის ფონზე.

უკვე ძალიან დიდი ხნის წინ, ისტორიკოსმა ალექსანდრე ბენდიანიშვილმა მკაცრად გამაკრიტიკა: „რატომ წერ შენს წიგნში, რომ აფხაზურმა ელიტებმა ბოლო 25 წლის მანძილზე ბევრად მეტი პროფესიონალიზმი და „ტექნოლოგიურობა“ გამოამჟღავნეს, ვიდრე ქართულმა ელიტებმაო“.

რეალურად „დამდგარ შედეგს“ თავი დავანებოთ, კი ბატონო..... მესმის ძალიან ძნელია ამ უბადრუკი სტერეოტიპის წინააღმდეგ ბრძოლა: „მაგათ რუსეთი ეხმარება და......“ გავითვალისწინოთ, რომ ეს დიდოსტატობა, რასაც სეპარატისტული ელიტები ამჟღავნებენ........ პატარა, მცირერიცხოვანი, მოწყვლადი სოციუმის ეგზისტენციური, ტრადიციული გამოწვევების ფუნქციაა.

ჩვენ ამ დონის გამოწვევები არასოდეს დაგვდგომია XIX საუკუნიდან.

. . . . . . . . . . . . . . .

მარტივი მაგალითის სახით მოვიტან, რაც ხდებოდა და ხდება „ახალი ათონის მონასტერთან“ დაკავშირებით.

სინამდვილეში ამ მონასტრის საკითხი პუტინისთვის ათასჯერ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ყბადაღებული „პიცუნდას აგარაკი“, რომელიც აფხაზურმა ელიტებმა უდიდესი ეშმაკობით აქციეს „მთავარ თემად„ და ამით უხერხულ მდგომარეობაშიც მოათავსეს კრემლის ბინადარი, როცა „კარგი“ სვლები უბრალოდ არა აქვს.

თან არც იმას არ აძლევენ რეალურად - დააკვირდით რა ხდება შუა ღამის „კონსტიტუციურ ცვლილელებთან“ და რუსული „საგარეოს“ კომიკურ „ნოტასთან“ დაკავშირებით- ეს საკუთრება აღარ გამოდისო......

თუმცა დავანებოთ თავი იმ „პიცუნდას დაჩას“. აკი მოგახსენეთ, ახალი ათონი პუტინისთვის ათასჯერ მნიშვნელოვანია!

ოღონდ რატომ?

იმიტომ, რომ მონასტერი, რომელიც XIX საუკუნეში ააშენა რუსულმა ეკლესიამ და ცარისტულმა ადმინისტრაციამ ახალ ათონში, მდებარეობს ლამის ბიბლიურ მიწებზე, სადაც, მითოსის ან გადმოცემის თანახმად, მოღვაწეობდნენ სვიმონ კანანელი და ანდრია პირველწოდებული.

ეს გარემოება განამტკიცებს რუსული ეკლესიის, როგორც „სამოციქულო ეკლესიის„ (!) სტატუსს, რაც ეგზისტენციურად მნიშვნელოვანი იყო მუდამ რუსეთისთვის (აკი „მესამე რომი“ და ა.შ) და მნიშვნელოვანია პუტინისთვის, რომელიც ახლა იმავე „მესამე რომს“ აშენებს, - იმპერიის აღდგენას ლამობს, ხოლო რუსულ ეკლესიას ამ პროცესში განსაკუთრებულ დერჟავულ ფუნქციას ანიჭებს.

ამიტომაც, არ ყოფილა 2000 წლის შემდეგ არც ერთი შეხვედრა სეპარატისტთა ლიდერებთან, პუტინს, რუსული ეკლესიის თხოვნით, - ჯერ პატრიარქ ალექსის, შემდეგ კირილის ინსპირაციით, - არ მოეთხოვა ახალი ათონის მონასტრის გადმოცემა: „დალოცვილნოოოოოო.... ამდენს გეხმარებით.....საქართველოსგან თქვენი დამოუკიდებლობა ხომ ვცანით....რა გახდა ეს ერთი მონასტერი, ბედიას და ილორს ხომ არ გთხოვთ....დაგვიბრუნეთ რა....

მძვინვარე ანტიქართველი კონსტანტინე ზატულინი და სხვა „იმპერცები“ ვერც მალავენ გაღიზიანებას: „აფხაზებს რა კავშირი აქვთ ახალი ათონის მონასტერთან? აფხაზური ეკლესია Собственно Абхазский არც არასდროს ყოფილაო“.

რა თქმა უნდა არ ყოფილა!

სვიმონ კანანელიც და ანდრია პირვეწოდებულიც, თუკი მართალია აფხაზეთში მათი მოღვაწევის ამბავი, მოღვაწეობდნენ „ბერძნულ მიწებზე“, „ბერძნულ მოსახლეობაში“, რომელიც იქ მაშინ სახლობდა.

მომდევნო ეპოქებში კი ანაკოფია „დასავლურ ქართული ეკლესიის“ საკათოლიკოსო -სატახტო გახდა.

რა, განა არ იყო ასე? განა აფხაზურად მიდიოდა წირვა-ლოცვა? აფხაზეთის კათოლიკოსები ჯერ ანაკოფიაში, შემდეგ ქუთაისში ეთნიკური აფხაზები იყვნენ?

თუმცა ესეც სხვა თემაა.

. . . . . . . . . . . . . .

აფხაზებისთვის პუტინის მოთხოვნა კატეგორიულად მიუღებელია იმიტომ, რომ ქრისტიანობა მათთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი რესურსი საერთაშორისო აღიარების მოსაპოვებლად საქართველოს და რუსეთის მიღმა!

ბერძნულ ეკლესიებთან, მათ შორის კონსტანტინეპოლთან (!) უმჭიდროეს კავშირს სწორედ ამ ხაზით ამყარებენ, რასაც ორივე „თბილისი“ დოყლაპიური დუმილით და ლენჩური ინფანტილიზმით ხვდება.

ამის მაგალითია რამდენიმე წლის წინანდელი არშემდგარი ქართულ-ფხაზური საეკლესიო „შეხვედრა“ ფენერში, კონსტანტინეპოლის საპატრიარქროში, რომელიც კი ჩაიშალა, მაგრამ აფხაზმა რელიგიურმა სეპარატისტებმა კონსტანტინეპოლის ტახტის წარმომადგენლებთან შეხვედრის ფაქტი (!) მაინც დააფიქსირეს. სინამდვილეში ეს იყო მათთვის მთავარი და არა „გრუზინებთან“ მოლაპარაკება

სწორედ ამიტომ, აფხაზური ელიტები მუდამ კატეგორიულად ეწინააღდმგებოდნენ და ეწინააღდმეგებიან „ორივე მოსკოვის„ მოთხოვნას - ახალი ათონის მონასტერი გადმოგვეცითო;

ოღონდ..... პირდაპირ ხომ არ ეტყვიან უარს? ამიტომ ასეთი გრძელვადიანი, უეშმაკურესი (!) სტრატეგემა აირჩიეს: აფხაზეთის პარლამენტმა, ჯერ კიდევ 10-15 წლის წინ „ახალი ათონის მონასტერი“ საკუთრებაში გადასცა ე.წ. „აფხაზეთის მართლმადიდებელ ეკლესიას“, რომლის წინამძღოლია ბესარიონ აპლია.

არ გაგიკვირდეთ და ეს უკანსკნელი, მისივე ნებით (!) ფორმალურად (!) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქად ითვლება და უდიდესი (უ დ ი დ ე ს ი!!!) ოსტატობით თამაშობს წინააღმდეგობებზე ქართულ და რუსულ ეკლესიებს შორის.

როცა მოსკოვში „აწვებიან“ მაშინღა „ახსენდება“ ხოლმე, რომ საქართველოს ეკლესიის იერარქია ვითომ.

„ვითომ“ რასაკვირველია.

იმავდროულად, აპლია უდიდესი ოსტატობით იყენებს იმ გარემოებას, რომ უკრაინის მიზეზით, რუსული საპატრიარქო არ სცნობდა ე.წ. „აფხაზეთის ეკლესისი ავტოკეფალიას“, ანუ ერთის მხრივ თვითონ კი ვითომ მოსკოვის საპატრიარქო ტახტს ელტვის, მაგრამ მეორეს მხრივ მუდამ ეშმაკურად სარგებლობს იმით, რომ ახალი ათონი ფორმალურად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებაა, ოღონდ, რაც მთავარი და არსებითია, დე-ფაქტო იქ ქართული ეკლესიის გავლენა არ არის.

. . . . . . . . . . . . . .

როდესაც პუტინი აფხაზეთის „პრეზიდენტებს“ ახსენებდა მათ პირობას, - ახალი ათონის გადაცემის შესახებ, - ისინი „ხელებს შლიდნენ“ და თვალებს ნაივურად ნაბავდნენ: „ეს მონასტერი აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებაა და.......“ ხოლო როცა ბესარიონ აპლიას იბარებდნენ მოსკოვის საპატრიაქოში, ისიც „თვალებს ნაბავდა“ იმავე ნაივუროიბით: „მე ხომ საქართველოს ეკლესიის იერარქი ვარ და.....ხომ იცით ეს შოვინისტური ქართული ეკლესია წინააღმდეგია მონასტერი რუსეთს გადაეცეს და.......“

ამის შემდეგ მოხდა საკვანძო მოვლენა: აღმოჩნდა ვინმე უცნობი, გონიერი, ნიჭიერი ადამიანი საპატრიარქოში, იმოქმედა „ტექნოლოგიურად“ და საქართველოს ეკლესიამ განაცხადა, რომ მზად არის მართვაში (!) გადასცეს „ახალი ათონი“ რუსულ ეკლესიას.

აი როგორც კი ეს (სწორი, ტექნოლოგიური და მიზანშეწონილი! -დ.) გადაწყვეტილება არაფორმალურად გაჟღერდა თბილისში, ახალი ათონის მონასტერი დაიკავეს ე.წ. „აფხაზეთის წმიდა მიტროპოლიის“თვითმარქვია ეირარქებმა საბერძნეთში ბრწყინვალედ განსწავლული, შემდეგ რუსულ ეკლესიაში ხელდასხმული, მოგვიანებით რუსული ეკლესიიდან განკვეთილი დოროფეი დბარის და მისი ამფსონების შემადგენლობით.

ამის შემდეგ უკვე, როცა ბესარიონ აპლიას მოსკოვის საპატრაიქროში მოთხოვნებს უყენებენ ის კვლავინდებურად ნაბავს თვალებს: „აბა დაკავებული აქვს მონასტერი მამა დოროფეის და....ის კონსტანტინეპოლზეა ორიენტირებული და......საბერძნეთის ეკლესია მხარს უჭერს და....ჩვენ კი გვინდა გადმოგცეთ მონასტერი, მაგრამ აბა წმიდა სავანეში ტანკებით ხომ ვერ შევალთ და.......“

სინამდვილეში ბესარიონ აპლიაც და დოროფეი დბარიც უდიდესი ოსტატობით, შეხმატკბილებით თამაშობენ ერთსა და იმავე სპექტაკლს, რომლის მიზანია შეუნარჩუნონ „დამოუკიდებელ აფხაზეთს“ ახალი ათონის მონასტერი, რომელიც მათ აძლევთ საშუალებას, იქონიონ პირდაპირი, ძაააააალიან მნიშვნელოვანი და ქმედითი (!) „ლინკი“ ბერძნულ ეკლესიებთან, მათ შორის კონსტნანტინეპოლთან და აქციონ ეს „ლინკი“ აფხაზეთის საერთაშორისო აღიარების მნიშვნელოვან ფაქტორად.

არ გაგიკვირდეთ და.....აქციეს კიდეც უკვე ნაწილობრივ. კონსტანტინეპოლის საპატრიარქოში უკვე ხშირი და ჩვეული სტუმრები არიან „მამა დოროფეი“ და მისი „იერარქნი“.

. . . . . . . . . . . . . . . .

რა შეიძლება ამ უდიდესი ეშმაკობით კონსტრუირებულ ტექნოლოგიას დავუპირისპიროთ?

კარგი „სვლები“ აქ არც „საერო“ და არც „საეკლესიო“ თბილისს არა აქვს.

მე რომ რამე მეკითხებოდეს, მოკრძალებით ვურჩევდი: მდუმარედ დაველოდოთ, როდის აევსება მოთმინების ფიალა პუტინს და ნამდვილად გადაუკეტავს აფხაზურ ელიტებს რესურსებს; ამის შემდეგ არ მივაქციოთ ყურადღება და არ ავყვეთ გაიძვერულ თამაშებში ბესარიონ აპლიას, რომელიც აუცილებლად შეეცდება თბილისთან აპელირებას „არაფრის სანაცვლოდ“......მხოლოდ ჩლუნგი ანტირუსული ინსტინქტის გამოყენებით, როგორც ხშირად გაუკეთებია ისევ და ისევ უდიდესი ხელოვნებით და ეშმაკობით.

და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ახალი რეალობა დადგება, დავაფიქსირებდი პოზიციას რუსულ-აფხაზური „ურთიერთჭმის“ შედეგთა გათვალისწინებით და მხოლოდ (მხოლოდ და მხოლოდ!) იმის მიხედვით, ვინ რას შემოგვთავაზებდა (!) არა თვალთმაქცურად, არამედ „აქ და ახლა“.

ვწუხვარ, მაგრამ ქართულ ელიტებს არც ერთ „თბილისში“ და არც „მეორე თბილისში“ ანუ მცხეთა-თბილისში....... შესაბამისი „ტექნოლოგიურობა“ არ უჩანს;

ამიტომ. ალბათ..... სამწუხაროდ და სავალალოდ...... გაიძვერა აპლიას პირველივე მცდელობაზე მოვისმენთ ჩლუნგად სწორხაზოვან „ზმუილს“: „ქრისტესმიერო ძმებო....ძმებო.....აფხაზებო!“

დათო