დონალდ ტრამპი და სამოქალაქო ომის საფრთხე ამერიკაში.

დონალდ ტრამპი და  სამოქალაქო ომის საფრთხე  ამერიკაში.

ჩემს ძვირფას მეგობრებს, რომლებსაც უყვართ კითხვა.

- - - - - - - - - - - - - - - - - - -

8 ნოემბერს (`ნოემბრის პირველი ორშაბათის მომდევნო სამშაბათს`, როგორც მოითხოვს ამერიკის კონსტიტუცია) ამერიკის შეერთებულ შტატებში იწყება საბედისწერო საარჩევნო ციკლი, რომელიც დაგვირგვინდება 2024 წლის 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებით - ნაკიანი (ანუ `29 თებერვლიანი`) წლის პირველი ორშაბათის მომდევნო სამშაბათს - როგორც ასევე მოითხოვს ამერიკული კონსტიტუცია.

უკვე არავითარ ეჭვს არ იწვევს, რომ დონალდ ტრამპი აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას იმ საპრეზიდენტო არჩევნებში და 2022 წლის 8 ნოემბრის საშუალედო არჩევნებიც მისი ნარატივის ფონზე წარიმართება;

ფაქტიურად `ტრამპის მომხრეები და ტრამპის მოწინააღდმეგეები` დაუპირისპირდებიან კვლავ ერთმანეთს და არა მხოლოდ `რესპუბლიკელები` და `დემოკრატები`;

ამერიკელები 8 ნოემბერს ამ `ნიშნით` აირჩევენ კონგრესის ქვედა პალატის სრულ შემადგენლობას და ზედა პალატის ანუ სენატის მესამედს.

რაც მთავარია, ანუ რაც ამაზე მეტად არსებითიც კია, ძალიან მაღალი ალბათობით, სწორედ დონალდ ტრამპი იქნება `რესპუბლიკელთა` კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებზე.

რა `გაბიუროკრატებული` და `გართულებულიც` არ უნდა იყოს ამერიკაში საარჩევნო-პარტიული სისტემა (სინამდვილეში `რესპუბლიკური პარტიაც` და `დემოკრატიული პარტიაც` დიდი კონგლომერატებია - სხვადასხვა პოლიტიკურ თუ სოციალურ სტრატთა -დ.) საეჭვოა `რესპუბლიკურმა` ელიტამ ამას წინააღმდეგობა გაუწიოს და ამით ისტორიულად დაასუსტოს GOP - - - `დიადი ძველი პარტია`.

ოღონდ ისიც ფაქტია, რომ სამოქალაქო ომის შემდეგ ასე გაყოფილი ამერიკული საზოგადოება არადროს ყოფილა!

კი, არსებობს პრეცედენტი, დაახლოებით 130 წლის წინ ( გროვერ კლივლენდი), როცა პრეზიდენტი გადაირჩიეს და მერე ისევ აირჩიეს ერთი ვადის გამოტოვებით (და არა ზედიზედ), თუმცა ისტორიული კონტექსტი ახლა კარდინალურად სხვაა.

მით უმეტეს თანამედროვე კომუნიცირებულ მსოფლიოში და თვით ამერიკაში.

- - - - - - - - - - - - - - - - -

ამას წინათ ჩვენი ოჯახის ძალიან ძვირფასი და ახლობელი ადამიანი ჩამოვიდა მცირე ხნით ამერიკიდან ამერიკელ მეუღლესთან ერთად.

მისი ქმარი ლოგისტიკის სფეროში მუშაობს - მშრომელი, მუყაითი, ოჯახის ერთგული ადამიანია; ანუ იმ `კულტურული კოდის` მატარებელი, რომელმაც შექმნა სინამდვილეში ის დიდებული ქვეყანა.

ჰოდა როცა ვკითხე, მომავალ არჩევნებზე ხმას ვის მისცემ მეთქი, უეცრად თვალები აენთო: `დონალდ ჯეი ტრამპს!` - მოჭრა მკვეთრად!

ან სხვას რატომ ვაწუხებ? - აგერ ჩემმა ღვიძლმა ძმამ, რომელიც სულ ამერიკაზე ოცნებობდა ბავშვობიდან და იქ ცხოვრობს 25 წელია, 2016 წლის არჩევნების მერე საარჩევნო ბიულეტენის ფოტო გამომიგზავნა: `დონალდ ჯეი ტრამპი და მხოლოდ ტრამპი!` - ლამის ფანატიკოსად იქცა ამ ნიადაგზე.

- - - - - - - - - - - - - - - - -

ეს განწყობა იმდენად ღრმაა რთული და მრავალფეროვანი ამერიკული სოციუმის მრავალრიცხოვან სტრატში, რომ ძალიან სერიოზულ ძვრებზე მიუთითებს.

დონალდ ტრამპის პიროვნულ ხასიათში (ასეც ხდება ხოლმე) `ისტორიულ ძალთა` ამოძრავება იგრძნობა.

და ვაი მას (მათ) ვინც ვერ შეამჩნევს ან დააიგნორებს ამ რთულ `ლინკს` ადამიანის პიროვნულ ხასიათს, მის პერსონალურ ნარატივს, მისეულ დისკურსსა და ისტორიულ ძალთა ამოძრავებას შორის.

(აქვე: დიდი ხელოვანი იმითაც გამოირჩევა, რომ ამ ისტორიულ ძვრათა შემჩნევისა და წინასწარმეტყველების უნარი აქვს. ამ მხრივ ნიშანდობლივია სემ მენდესის გენიალური ფილმი American Beauty - წინასწარმეტყველება ამ ისტორიულ ძალთა ამოძრავებისა მაშინ, ანუ 1999 წელს, როცა ჯერ მხოლოდ შორეული `გრუხუნი` თუ ისმოდა, - მცირე `ბიძგები` თუ იგრძნობოდა და არავის სჯეროდა) 

თუ `რესპუბლიკელები` ასეთ დანაშაულს ჩაიდენენ და ტრამპს `გაწევენ` მათი `ძირეული` ელექტორატის ნების და განწყობის საწინააღდმეგოდ (ვიმეორებ: ამერიკული პარტიული და ელექტორალური სისტემა მათ ამის თეორიულ საშუალებას აძლევს), ამით ძალიან დაზიანდებიან.

და ამერიკულ დემოკრატიასაც დააზიანებენ.

- - - - - - - - - - - - - - - - -

სადამდე მივა ეს პროცესი ამ ბობოქარი, მძვინვარე საარჩევნო ციკლის განმავლობაში, არავინ იცის.

ამერიკას რომ ბევრი არაფრისთვის და ბევრი არავისთვის ეცლება მომავალი 2 წელი, ეს ეჭვს არ იწვევს, რაც ძ ა ლ ი ა ნ ც უ დ ი ა ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს ა თ ვ ი ს - ამ `ჩრდილოური დათვის` საბოლოო გაცოფების ფონზე.

ასევე ეჭვს არ იწვევს, რომ ტრამპი არათუ შეამცირებს, არამედ გააძლიერებს დისკურსს, შესაბამისად ნარატივსაც `გაყალბების შესახებ` და ოროიდე სიტყვას ვიტყვი ამის შესახებ.

ეს ნარატივი, `გაყალბებაზე` სინამდვილეში არ არის ისეთი მარტივი საკითხი, როგორც `დემოკარტებს` სურთ წარმოადგინონ.

ისინი ამბობენ, რომ არავითარი გაყალბება 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე არ ყოფილა და ნამდვილად არ ყოფილა იმ აზრით, რომ არავის ბიულეტენები არსად არ `ჩაუყრია`, არავითარი `მკვდარი სულები` არ ყოფილა, არავინ მოუსყიდავთ და ა.შ და ა.შ - ჩვენთვის ნაცნობი მარაზმი.

ოღონდ....ოღონდ...... გავითვალსიწინოთ, რომ არსებობდა ისეთი სისტემური (!) ფაქტორი, როგორიც იყო `ფოსტით ხმის მიცემა` ანუ დისტანციურად ხმის მიცემა.

დონალდ ტრამპი ამბობდა ...... უფრო ზუსტად, პირდაპირ კი არ ამბობდა, არამედ ფაქტს ინტერპრეტირებდა (!) არჩევნების `მოპარვად` (Stolen elections - როგორც მითხრა ზემოთხსენებულმა WASP ამერიკელმა ), რომ `ფოსტით კენჭისყრა` სისტემურ უპირატესობას ანიჭებს `დემოკრატიულ პარტიას` იმ აბსოლუტურად უდავო და ასევე სისტემური მიზეზით, რომ `დემოკრატიული ამომრჩეველი` და `რესპუბლიკელი ამომრჩეველი` ამერიკული სოციუმის სხვადასხვა სტრატებს წარმოადგენენ.

მათ შორის ურბანული (ქალაქად ცხოვრობს თუ ფერმერი ან ფერმაში დასაქმებულია) და ფუნციონალური (ესე იგი საქმიანობის ხასიათით).

აქედან გამომდინარე, როდესაც კანონმა დაუშვა `ფოსტით კენჭისყრა` ამით ა-პრიორი, სისტემური უპირატესობა მიანიჭა `დემოკრატთა ელექტორატს` - `რესპუბლიკელთა ელექტორატის` საწინააღდმეგოდ.

და თუნდაც ეს უპირატესობა არ იყოს ძალიან დიდი, როცა იმ გრანდიოზულ ქვეყანაში არჩევნების ბედს ზოგჯერ ასი ათასი ამომრჩეველი წყვეტს (2 000 წლის არჩევნების ბედი ასსამოცდაათმა ხმამ (!) გადაწყვიტა!-დ.), უკვე ძალზე სერიოზულ ფაქტორად იქცევა.

ტრამპის და რესპუბლიკელების ეს ნარატივი რომ მხოლოდ გაძლიერდება ამ საარჩევნო ციკლისას, იოტოსოდენ ეჭვს არ იწვევს.

ხოლო თუ რესპუბლიკელებმა ზეგ მოიგეს სენატი, ისინი შექმნიან საგამოძიებო კომისიებს ჯო ბაიდენის შვილის უკრაინული მაქინაციების შესასწავლად და 2024 წლისთვის (ანუ მთელი ამ ციკლის განმავლობაში) სიტუაცია მხოლოდ ესკალაციისკენ წავა.

მით უარეს, რომ ბოროტი საურონი`, მისი `საინფორმაციო ჯარებით` აუცილებლად შეუნთებს ცეცხლს სამოქალაქო ომის მთვლემარე მუგუზალს.

God bless America!

დათო