თუ ევროკავშირი ზალბერს არ გაიწვევს - ქართულ-ევროპული დიპლომატიური სკანდალი

თუ ევროკავშირი ზალბერს არ გაიწვევს - ქართულ-ევროპული დიპლომატიური სკანდალი

 

ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ე.წ. „ჟენევის დისკუსიებზე“ ჰერბერტ ზალბერმა, ცხინვალში შეხვედრისას, „სამხრეთ ოსეთის“ ახლადარჩეულ პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა. მაშასადამე, ამით, ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა  ) აღიარა იმ არჩევნების ლეგიტიმურობა, რომელსაც საქართველო არ ცნობს და ) „წარმატებები უსურვა“ იმ ანატოლი ბიბილოვს, რომლის საარჩევნო და პოლიტიკური პროგრამა რუსეთის ფედერაციასთან საქართველოს ამ ძირძველი ტერიტორიის მიერთებაა.

თუ ევროკავშირი, რომელიც ოფიციალურად აღიარებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სულ ცოტა ხნის წინ დაგმო ეს არჩევნები, უახლოეს მომავალში ზალბერს არ გაიწვევს და არ შეცვლის მას სხვა დიპლომატით, მაშინ იძულებული ვიქნებით დავასკვნათ, რომ  ჩვენთვის სასიცოცხლო საკითხებისადმი ბრიუსელის პოზიციაც იცვლება. ამ დასკვნას უეჭველად გვკარნახობს ელემენტარული ლოგიკა!

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .  

პირველ რიგში ის უნდა ვიკითხოთ, რატომ გახდა ეს ყოველივე შესაძლებელია და (ანუ) „რაშია საქმე“. თუ ამ კითხვებს ზუსტად არ ვუპასუხებთ,  ემოციებს ვერ გავექცევით და ბოლო 30 წლის მანძილზე ჩადენილ უამრავ სისულელეს კიდევ მეტს დავამატებთ.

დარწმუნებით შეიძლება თქვას:  ის, რაც ცხინვალში მოხდა, არის შედეგი, „დაგვირგვინება“ იმ წინააღმდეგობრივი, აბსურდული პოლიტიკისა, რასაც საქართველოს ხელისუფლება ატარებდა და ატარებს ორივე სეპარატისტული რეგიონის მიმართ 1992-1994 წლებიდან!

ამგვარ დისკურსში ყოველთვის სასარგებლოა სიტუაციის მოდელირება. თვით ზალბერი  ძალზე გამოცდილი დიპლომატია,  იგი  დიპლომატია სისხლით და ხორცით,  თხემით-ტერფამდე. ხოლო დიპლომატებს სტუდენტობიდან ასწავლიან, რომ დიპლომატიური ეტიკეტის საფუძველია სწორედაც ეთიკური და კორექტული საქციელი ოფიციალური მოლაპარაკებების დროს.

წარმოვიდგინოთ, ჩვენ ვსაყვედურობთ ჰერბერტ ზალბერს: „რატომ თქვი ის, რაც თქვი ანატოლი ბიბილოვთან შეხვედრისას“? ის კი მხრებს იჩეჩს და გვპასუხობს:

-        კი მაგრამძვირფასო ქართველებომე დიპლომატი ვარ და აბა რა უნდა მეთქვა ცხინვალში ოფიციალური მოლაპარაკების დროს: „შენ ვინ აგდიხართავს რომ პრეზიდენტს უწოდებარანაირი არჩევნები აქ არ ჩატარებულა და თვითმარქვია ხარო?“

-        საერთო არაფერი გეთქვა ამ თემაზე

-        უკაცრავადმე პრეზიდენტს ვხვდებოდიხოლო პრეზიდენტთან შეხვედრისას ამგვარ ფრაზას ჩემგან დიპლომატიური ეტიკეტი მოითხოვდა

-        პრეზიდენტი არა „ის“........ ეგ არც პრეზიდენტია და „სამხრეთ ოსეთიც“ არ არის სახელმწიფო, მას დიპლომატიურ ენაზე ელაპარაკო.......

-        ბოდიშიმაგრამ თუ სამხრეთ ოსეთი „არაფერია“, მაშინ თქვენ რატომ ელაპარაკებით მათროგორც თანაბართდაწყებული 1992 წლიდან - დღემდეთქვენ რატომ აფორმებდით მათთანაც და აფხაზეთთანაც ხელშეკრულებებსთქვენ ხომ ამით აღიარებდით და აღიარებთ მათ „მხარედ“? და თუ „მხარეა“, მაშინ მე იძულებილი ვარ მათთან მოლაპარაკება გავმართოხოლო მოლაპარაკებისასდიპლომატიური ეტიკეტი დავიცვა

-        საერთოდ ნუ შეხვდებოდით, - რატომ ხვდებოდით და რას მიდიოდით ცხინვალში?

-        ეს უკვე სრული აბსურდიარას ჰქვია, „ცხინვალში რატომ მიდიოდი?“ მე ვარ ევროკავშირის წარმომადგენელი ჟენევის მოლაპარაკებზეამ მოლაპარაკებებში საქართველო და „სამხრეთ ოსეთი“ თანასწორუფლებიანად მონაწილეობენრამდენიც არ უნდა იძახოთ „არა ვართ თანასწორნიო“, ჟენევის მოლაპარაკებებისას ნამდვილად ხართ; ხოლო მე ვალდებული ვარ ორივე და სამივე მხარეს ველაპარაკო თანაბარი ზრდილობით და დიპლომატიური ეტიკეტის დაცვითაბა თქვენ რას მოითხოვთ ჩემგანრომ თქვენთან დავიცვა ეს ეტიკეტი ხოლო მეორე მხარესთან - არადიდი ბოდიშიმე ასე არა ვარ აღზრდილითუ ანატოლი ბიბილოვი  არა პრეზიდენტიარამედ ბანდიტიახოლო „სამხრეთ ოსეთი არაფერია“, მაშინ თქვენ თავად რატომ აღიარებთ მათ ლეგიტიმურ „მხარეებად“ უკვე ამდენი წელიამაშინ თქვენ რატომ აწარმოებდით და აწარმოებთ მათან მოლაპარაკებებს როგორც ლეგიტიმურ წარმონაქმნთან,  თქვენ თავად რატომ აფორმებდით მათთან „სამშვიდობო ხელშეკრულებებს“ 1992 წლიდანგანა არ აფორმდებდით?........

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .  

ეს ლოგიკა ჩვენ არ გვესმის და შეიძლება მკითხველიც გააღიზიანოს, თორემ საქართველოს „დაუძინებელმა მეგობარმა“, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, როცა დაჟინებით მოითხოვს ხოლმე „ჟენევის დისკუსიათა“ თანათავმჯდომარეების  შეხვედრას ოს და აფხაზ სეპარატისტთა „ლიდერშიპთან“, შესანიშნავად იცის (იცის, რაკი ექსტრაკლასის დიპლომატია): თუ ამგვარი შეხვედრები გაიმართა, მაშინ, იმავე დიპლომატიური ლოგიკიდან, პროტოკოლიდან და ტრადიციიდან გამომდინარე, ეს შეხვედრები შეიძლება მხოლოდ ისე წარიმართოს, როგორც წარიმართა ცხინვალის შეხვედრა ზალბერსა და ბიბილოვს შორის.

სხვაგვარად თუ ვიტყვით, ან საერთოდ არ უნდა შეხვდეს ევროკავშირის წარმომადგენელი სეპარატისტთა ლიდერს, ან თუ შეხვდება, აუცილებლად მიულოცავს არჩევნებში გამარჯვებას: ეს არა მხოლოდ ტრადიციაა, არამედ მისი, როგორც დიპლომატის პროფესიული  ინსტინქტი, რომელსაც იგი საქართველოს გამო არ დაარღვევს!

ამიტომ ახლა ზალბერზე კი ნუ ვართ გაბრაზებულნი, იმაზე დავფიქრდეთ, რომ ბოლო 25 წლის მანძილზე (დაგომისის ხელშეკრულებიდან დაწყებული, სააკაშვილ-გოგა ხაინდრავა-თემურ იაკობიშვილით  გაგრძელებული და პაატა ზაქარეიშვილით „დაგვირგვინებული“), ქართულმა პოლიტიკამ ყველაფერი გააკეთა, რათა მოსკოვსაც და სეპარატისტებსაც „დახმარებოდა“ მათი სეპარატისტული წარმონაქმნების ლეგიტიმაციაში, ანუ, ჟარგონით თუ ვიტყვით, „გაპრავებაში“.

ყველა ის „სამშვიდობო პროცესი“, ყველა ის მოლაპარაკება, რაც მოსკოვის ინიციატივით მიმდინარეობდა ორივე სეპარატისტული რეგიონის თავდაპირველად „მოლაპარაკებათა მხარედ“ გამოცხადებით, იმ მიზანს ისახავდა (მოსკოვის და სეპარატისტების მხრიდან), რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, საერთაშორისო ასპარეზზე, დაფიქსირებულიყვნენ, როგორც „მხარე“ და ლეგიტიმური Entity (a thing with distinct and independent existence), ანუ საერთაშორისოდ აღიარებული გარკვეული კატეგორიის ლეგიტიმური წარმონაქმნი, რომელსაც საკუთარი, ასევე ლეგიტიმური სუბიექტურობა და სუბსტანციურობა გააჩნია.

„დასავლეთი ხომ არ აღიარებს სახელმწიფოებადო“ - თავის მოტყუებაა: თუ მოლაპარაკებებს მართავენ ცხინვალში ბიბილოვთან, ეს უკვე აღიარების პროცესია. თუნდაც მისი დასაწყისი, თუნდაც შეკვეცილი ჯერ-ჯერობით.

 ამას ვერსად გავექცევით, როგორც არ უნდა აღვშფოთდეთ ზალბერის განცხადების გამო: „ზალბერები“ მუდამ გვეტყვიან: ან ნუ მიიჩნევთ მაშინ მათ „მხარედ“ და „სუბიექტად“  (Entity), თვითონ ნუ აწარმოებთ მოლაპარაკებებს საერთაშორისო მოედნებზეანუ ჟენევაში;  ანდათუ ამგვარ მოლაპარაკებათა შეწყვეტისჟენევის პროცესში მონაწილეობაზე უარის  თქმის გეშინიათმაშინ ჩემგან ნუ მოითხოვთმხარეებთან შეხვედრისას სხვადასხვა დიპლომატიურ ეთიკას მივდევდენურას უკაცრავადმე კარგად ვარ აღზრდილი და მუდამ ვიმოქმედებ როგორც პროფესიონალიხოლო თუ ბიბილოვი არა პრეზიდენტიარამედ ტერორისტიამაშინ ტერორისტებთან გვალაპარაკებთ თქვენთან ერთად - ჟენევაში?!!!

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .  

თვით ეს „ჟენევის“ მოლაპარაკება სხვა არაფერია, თუ არა სეპარატისტულ „წარმონაქმნთა“ შემდგომი საერთაშორისო ლეგიტიმაციის, მათი „გასუბიექტურების“ პროცესის გაგრძელება. და თუ ასე გაგრძელდა, მაშინ ნურც ის გაგვიკვირდება, რომ ევროპელი და ამერიკელი დიპლომატები სულ უფრო პატივისცემით მოეპყრობიან ორივე კაციჭამია რეჟიმის ლიდერებს, ხოლო აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ საერთაშორისო სუბიექტურობის სულ უფრო მეტ ნიშანს შეიძენენ. მერე  ვაღრჭიალოთ კბილები, „ეს რატომ შეხვდა“ და „ასე რატომ თქვაო“. აბა რა ქნას და როგორ მოიქცეს, თუ თავად ვაღიარებთ „სუბიექტად“ და „მოლაპარაკებათა მხარედ?“

„ოცნებაზე“ გადაბრალება არ გამოვა: „ჟენევის ფორმატი“ 2008 წელს შეიქმნა - მთელი მსოფლიოს თვალწინ სამარცხვინოდ წაგებული ომის შემდეგ.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .  

არსებობს თუ არა სეპარატისტული წარმონაქმნის მიმართ სხვაგვარი სტრატეგიის მაგალითი? დიახ არსებობს. აქვე, ჩვენს მეზობლად: 1994 წლიდან დაწყებული, როდესაც ყარაბაღში დასრულდა საომარი მოქმედებები, წაგებული (აზერბაიჯანის ხელისუფლება) არც ერთხელ არ შეხვედრია სეპარატისტული „მთიანი ყარაბაღის“ ლიდერებს; არ გაუმართავს არც ერთი მოლაპარაკება  არც ერთ „საერთაშორისო მოედანზე“, მით უმეტეს „შუამავლებისა“ და „საერთაშორისო აქტორების“ მეშვეობით. არანაირი „ჟენევის პროცესები“ იქ არ ყოფილა, რაკი ალიევებმა შესანიშნავად იცოდნენ, ეს რით დასრულდებოდა! იმიტომ, რომ ნებისმიერი მოლაპარაკება გამარჯვებულ სეპარატისტულ რეჟიმთან ნიშნავს ჯერ მის „მხარედ“ აღიარებასშემდეგ საერთაშორისო სუბიექტურობას (თუნდაც შეზღუდულს),  ბოლოს კი საერთაშორისო Entity- ქცევას.

 სწორედ ეს გზა განვლო საქართველომ 1992 წლის კაპიტულანტური „დაგომისის ხელშეკრულებიდან“ - „ჟენევის თანასწორუფლებიან მოლაპარაკებებამდე“. როგორც ჩანს,  ამ სტრატეგიის შეცვლის ძალა, უნარი და ნება არც დღევანდელ ხელისუფლებას აქვს, არც მის წინა ხელისუფლებას ჰქონდა და არც იმის წინას. კაცმა რომ თქვას (რაც ყველაზე უარესია) არც თვით ქვეყანას და საზოგადოებას, როგორც ჩანს.

ამიტომ,  ზალბერის განცხადება პირველი ნიშანია იმისა, რომ, საუბედუროდსაქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით ახალი საერთშორისო რეალობა ნელ-ნელა მწიფდება! ხოლო თუ ევროკავშირის წარმომადგენელი ანატოლი ბიბილოვს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს, მაშინ, ზუსტად ასეთივე ლოგიკით, იმ რეფერენდუმის წარმატებით ჩატარებასაც მიულოცავს, რომელიც „სამხრეთ ოსეთის“ რუსეთთან შეერთების თაობაზე გაიმართება უახლოეს მომავალში.

ყველა ჩვენს პრეტენზიას („ყირიმის სცენარის“ თაობაზე) კი ასე უპასუხებს: უკრაინა - ყირიმთან საერთაშორისო მოლაპარაკებებს არ აწარმოებდათქვენ კი თავად აღიარეთ სამხრეთ ოსეთი „მხარედ“ .... და თუ „მხარეა“, ესე იგი არის ლეგიტიმური Entity......... ხოლო Entity- აქვს არჩევანის უფლება! ევროპა თქვენს გამო ვერც დიპლომატიურ ეტიკეტზე იტყვის უარსვერც ღირებულებებზე და ვერც საღ აზრზე!

ნიკა იმნაიშვილი  

http://eeas.europa.eu/policies/eu-special-representatives/herbert_salber/herbert_salber_cv_designated.pdf 

2017