როგორ შეეშალა ზელენსკის ქართველებთან.

საქართველოს სახელმწიფო/ეროვნული დროშით ხელში......

კი მაგრამ, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იმ ომში ხომ მაგ დროშის ქვეშ ასეულობით უმწეო, მშვიდობიანი ადამიანი, ქალები, ბავშვები, მოხუცები, ასევე ასეულობით გმირი ჯარისკაცი დაეცა?

ეს ვიდეო დღემდე არ მქონდა ნანახი.

ის ომი ჩემთვის იმდენად გამანადგურებელია, გამორიცხულია ეს გავატარო. გ ა მ ო რ ი ც ხ უ ლ ი ა!

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

თავიდან საშინლად გავბრაზდი. მერე მიხვდი, გასაბრაზებელი კი არა შესაცოდია.

Вაлოдიia.....აი იმ რუსული გველური, შხამიანი, ბინძური პროპაგანდის `პონტში` რომ ასე მწარედ დასცინოდი მაგ დროშას და იმ პატარა ქვეყანას, რომელსაც აბა რა შეეძლო იმ გველეშაპთან?. . . . . . . .

მაგრამ რაც შეეძლო ხომ გააკეთა?!

დედაქალაქი ხომ მაინც არ დათმო?

თუნდაც იმ ასეულობით გმირმა (მათი სახელის ჭირიმე) ხომ შეუნახა ისტორიულად ნამუსი ამ ერთი ციცქნა ქვეყანას?

და ასე უნდა ჩაგეფურთხებინა მათთვის საფლავში საერთო მტრის გასახარად და სახითხითოდ?

ჰოდა........ეს რომ იკადრე, იმიტომაც ხარ ახლა იმ დღეში რაშიც ხარ - ომის მესამე დღეს საკუთარ დედაქალაქში, საკუტარ რეზიდენციაში გარსშემორტყმული.

ხომ მოგწონს ახლა - ათეულობით ათასი წრფელი ქართველი რომ გამოდის თბილისის ქუჩებში გულანთებული - შენი და უკრაინის მხარდასაჭერად?

კი, ნამდვილად მოგწონს.

ისე.....აბა კიდევ სად გამოდის ამდენი.....კი არა და ამის მეათედი თუ გამოდის თქვენს მეზობელ, სისხლისმიერ სლავურ ქვეყნებში თუნდაც?

მთავრობათა განცხადებები არ ითვლება. აქ სხვა რამეზეა ლაპარაკი

იმიტომ, რომ ეშინიათ. NATO-ს წევრები არიან, მაგრამ მაინც ეშინიათ.

ამ ადამიანებს კი არ ეშინიათ - შვილებთან ერთად გამოდიან, ახლადფეხადგმულ ბავშვებთან ერთად გამოდიან......კიდეც გამოვლენ...აუცილებლად უნდა გამოვიდნენ!!!

ჰოდა, Вაлოдიia.....ბოდიში გაქვს მოსახდელი ამ ადამიანების წინაშე, რაკი ასე მაგრად შეგშლია მაშინ, როცა ჩვენი გმირების ცხედრებიც კი არ გვყავდა გამოსვენებული და მიწას მიბარებული სრულად.

ბოდიში გაქვს მოსახდელი ბრძოლის ველზე დაცემულ გმირთა შვილების წინაშე და მაგ დროშისთვის გაქვს ბოდიში მოსახდელი, ხელში განგებ რომ გიჭირავს.

P. S. არანაირ პრეტენზიას არ მივიღებ და არ არსებობს ძალა, რომელიც პოსტს წამაშლევინებს.

გამორიცხულია.

მე ამ ფაქტს ისტორიას არ დავუკარგავ

ისტორია სასტიკი, თუმცა სამართლიანია.

და მუდამ დროული!

დათო

ისტორიის რიგითი ჯარისკაცი.

2022 წლის 27 თებერვალი.