ისტორიის პოეზია

ისტორიის პოეზია

ჩემი თაობის მეგობრებისთვის, ვისაც ესმის ისტორიის ყადრი.

. . . . . . . . . . . . . . . .

რა დროს ეს არის თითქოს, მაგრამ....ყველას ჩვენი ვნება გვაქვს;

დღეს დილით `გამაყრუებელ სიჩუმეში` საქმე არ მქონდა და ვნახე ძალიან საინტერესო მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი "И примкнувшего к ним Шепилова".

იოლად იპოვით თუბზე.

ეხება ნიკიტას ანტისტალინურ მოხსენებას სკკპ 20-ე ყრილობაზე.

თურმე რა პერიპეტიები, რა ბრძოლა უძღოდა ამ `დაკლადს` წინ იმდროინდელ პოლიტბიუროში (`პრეზიდიუმი` რომ ერქვა) და რა საინტერესო ფაქტებია, რაზეც წარმოდგენაც კი არ მქონდა.

მოლოტოვი, კაგანოვიჩი, მალენკოვი სასტიკი წინააღმდეგნი იყვნენ ამ მოხსენების და `სტალინის კულტის` მხილების. ამბობდნენ: ეს ადრე თუ გვიან კომუნიზმსაც დაამხობს და საბჭოთა კავშირსაცო.

ჰოდა ისტორიულად მართლები აღმოჩნდნენ: იმავე წელს უნგრეთის სისხლიანი მოვლენები ზუსტად იმის შედეგი იყო, რომ უნგრელებმა დაიჯერეს ის, რაც ნიკიტამ თქვა.

ნიკიტას კი ინერცია ჰქონდა აღებული - ლავრენტი ბერიას დახვრეტის შემდეგ, თუმცა იმ რეპრესიებში თვითონ არანაკლები წვლილი ჰქონდა და ესეც კარგადაა ნაჩვენები ფილმში.

ეს შეპილოვი პრავდას რედაქტორი იყო და ნიკიტამ წაიყვანა ცკ-ს მდივნად. ჰოდა მე მაგალითად არ ვიცოდი, რომ ის მოხსენება თავიდან ბოლომდე მისი დაწერილი ყოფილა.

აბა უწიგნური ნიკიტა რას დაწერდა?

ერთადერთი ფაქტი მხოლოდ ამ ისტორიული ტაკიმასხარას სრული არაადექვატურობისა: ბავშვობიდან ხომ გვახსოვს მისი ლოზუნგი `Догнать и перегнать Америку`.

თურმე ამ ლოზუნგს გაგრძელება ჰქონია: "Догнать и перегнать Америку по производству мяса и молока"

ამაზე ადვილი რა არისო...იქუხა პარტაპარატმა და დაიწყეს `ზაგატოვკა`: დახოცეს თუკი სადმე საქონელი იყო, შეასრულეს გეგმა, ჩააბარეს `სოციალისტურ სამშობლოს` ხორცი და....აღმოჩნდა, რომ ის ხორცი რომ შეჭამა მუშათა კლასმა.... გასამრავლებლად ან რძის მოსაწველად აღარც ხარი იყო, აღარც ძროხა.

რიაზანის ობკომის უფროსმა თავი მოიკლა - ეს რა ჩავიდინეთო.

არა, თქვენ წარმოგიდგენიათ ნიკიტა ხრუშჩოვის იდიოტიზმის დონე?

ასე ადვილი რომ ყოფილიყო Догнать и перегнать, სტალინი ვერ გასცემდა ამგვარ ბრძანებას? მაგრამ იმან იცოდა, ამას რაც მოჰყვებოდა.

ანტისტალინური მოხსენება ყრილობის დახურულ სხდომაზე წაიკითხა ნიკიტამ. 4 საათი გამოდიოდა.

ქართველებიც მაგრად გვლანძღა სხვათა შორის. ირაკლი აბაშიძემ ჩამოიტანა მერე ეს ამბები

მოლოტოვმა, კაგანოვიჩმა, მალენკოვმა ანუ Антипартийная группа-მ მისი დამხობა მხოლოდ იმიტომ ვერ შეძლეს, რომ ჟუკოვმა დაუჭირა მხარი.

ამ სალდაფონმა მეორედ დაუშვა საბედისწერო შეცდომა: ჯერ ბერიას არ დაუჯერა, - ნიკიტას დაეხმარა ბერიას წინააღდმეგ და მერე ამ სამ ადამიანს, რომლებიც კრეტინ ნიკიტასთან შედარებით ჭკვიანები იყვნენ - მათაც არ დაუჯერა და სულ მალე ნიკიტამ ჰკრა პანღური.

მოკლედ გირჩევთ.

ეს შეპილოვი თურმე ცხოვრების ბოლომდე მოსკოვის არქივში რიგით თანამშრომლად მუშაობდა და 1991 წელს დაუწერია მემორი `Непримкнувший`

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ჰო...აქვე შეგახსენებთ, რომ ჟუკოვმა ბერიას წინააღმდეგ ნიკიტას 1953 წელს მხოლოდ (!) იმიტომ დაუჭირა მხარი, რომ თვითონ ბიჭები არ ჰყავდა, კანონიერი ცოლისგან გოგოები ეყოლა და ბიჭზე (მემკვიდრეზე) აბოდებდა.

ჟუკოვი საყვარლისგან ბიჭს ელოდა, მაგრამ სტალინის ბრძანებით (ჟუკოვის ცოლმა იჩივლა მასთან) ბერიამ იმ ქალს აბორტი გააკეთებინა.

საწყალი ქალი, რომელიც ჟუკოვს ძალიან უყვარდა, მით უმეტეს, რომ მისგან ბიჭს ელოდა..... კინაღამ გადაჰყვა აბორტს.

მოკლედ...რაღა გავაგრძელო......ჟუკოვს რომ სხვაგვარი პოზიცია დაეკავებინა 1953 წელს და პირად სიძულვილს არ აჰყოლოდა, 54 წლის (!) ბერია სსრკ სკკპ გენსეკი გახდებოდა და იმ რეფორმებს გაატარებდა უეჭველად, რაც დენ სიაპონმა ჩინეთში 20 წლის მერე წამოიწყო.

ანუ კაცობრიობის ისტორია სხვაგვარად წარიმართებოდა..... ისევე, როგორც ჩვენი მშობლებისა და ჩვენი ბედისწერაც.

ისტორია წარსული არ არის, ისტორია.....პოეზიაა.

დათო