იოსებ ბროდსკი, უკრაინოფობია და გალაკტიონი

ჟურნალისტი ანდრეი ბაბიცკი......... საშინლად მძულს.

იმიტომ, რომ მან უდიდესი ზიანი მიაყენა საქართველოს, რომელსაც არც მისთვის, არც მისი მცირერიცხოვანი, მრავალტანჯული ერისთვის არაფერი დაუშავებია.

ეს ზიანი (ქართველი `სასარგებლო იდიოტების` მეშვეობით. ერთი მათგანი ნახსენებიც ჰყავს ამ ტექსტში) ბაბიცკიმ საქართველოს მიაყენა მხოლოდ იმიტომ, რომ სჭირდებოდა შეექმნა პრეცედენტი მისი ნამდვილი, გიჟური ვნების შემდგომი განხორციელებისა და უკრაინაზე შურისძიებისთვის.

წაიკითხეთ ტექსტი და ცხადი გახდება, რასაც ვგულისხმობ.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

თუმცა ახლა მაინც სხვა რამეზე ვწერ:

მე დიდი ხანია შევნიშნე ამ ეთნიკურ ერთობასა და იდენტობაში ეს დომინანტური, მძვინვარე, ეს ალმოდებულად ფანატიკური სიძულვილი უკრაინისა და უკრაინელი ერისადმი.

უამრავი მაგალითის მოყვანა შემიძლია;

ამჯერად ილუსტრაციად მოვიტან მხოლოდ ერთს:

გენიალური პოეტი (ალბათ გასული საუკუნის უდიდესი პოეტი), ნობელის ლაურეატი იოსებ ბროდსკი და მისი შემაძრწუნებელი ლექსი Прощевайте хохлы.

არის ვიდეო. თავად რომ კითხულობს ამ პოეტურ შედევრს - თუმცაღა გიჟური სიძულვილით აღსავსეს.

`შემაძრწუნებელი`, რაკი სწორედაც, ელვარე გენიალობასთან შეზრდილი ფანატიკური სიძულვილის ნიმუშია.

ისე......ბროდსკი გალაკტიონი არ არის.

ჩვენი კეთილი და ნათელი გენიას პოეზიაში XX საუკუნე `არ სჩანს`. სჩანს მხოლოდ მარადიული სიყვარული და სიკეთე.

სიძულვილი და გალაკტიონი? ღმერთო ჩემო, ეს რა სიტყვატშეთანხმება წამომცდა. ბოდიში.

აი ბროდსკის გენიალურ პოეზიაში კი ის მრისხანე საუკუნე ჰქუხს და გრგვინავს, რომელშიც ყველანი დავიბადეთ და აღვიზარდეთ, თუმცა იმ საუკუნის დასალიერი შევიგრძენით მხოლოდ..........ბევრს ვერ მოვსწრებივართ.

არც ბაბიცკი მოსწრებია თავად, მაგრამ.....იმ საუკუნის `ჟამი გარდამტეხი` - ის მრისხანე ეპოქა და რაც მთავარია, ის სამკვდრო-სასიცოცხლო ომი.......ჩვენს თაობას რომ საერთოდ არ უნახავს.......იმ `შორეთიდანაც` ბრდღვინავს და დღესაც გვწვავს უქრობელი ალით, რომელიც ათასწლეულებს გაჰყვება...... მარადისობამდე.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

არა ვარ მართალი ბაბიცკი რომ მძულს. შესაბრალი უფროა, ვიდრე საძულველი......

ოღონდ, ამ უბედურმა ქვეყანამ, საქართველომ რა დაუშავა?