მოდით, ვიფიქროთ, რომ ჩვენი პრეზიდენტიც ბრძენია და ხალხიც, მაშინ...

მოდით, ვიფიქროთ, რომ ჩვენი პრეზიდენტიც ბრძენია და ხალხიც, მაშინ...

სამოქალაქო საზოგადოების ყოფნა და არყოფნა

        პარლამენტის გუშინდელ სხდომაზე მძვინვარე რეაქცია გამოიწვია პრეზიდენტის განცხადებამ იმის თაობაზე, რომ სიკვდილით დასჯის გაუქმება, შესაძლოა, ნაჩქარევი იყო.
          ამ კონტექსტში ისევ გაიჟღერა 1983 წლის «თვითმფრინავის საქმემ» (რაც, სხვათა შორის, არც ისე ერთმნიშვნელოვნად აღიქმება საზოგადოებაში, როგორ ზოგიერთს ჰგონია, ან თავად მიაჩნია) და ცნობილმა ურთიერთბრალდებებმა, რამაც მხოლოდ დაძაბა ვითარება და სრულებით არ შეუწყო ხელი ურთულესი პრობლემის საგნობრივ განხილვას.
           თუმცა, როგორც ჩანს, ქართული საზოგადოება ამ საკითხის განსახილველად დღესაც არ არის ბოლომდე მზად ისევე, როგორც არ იყო საამისოდ მზად 1999 წელს, როცა ხელისუფლებამ შესაბამისი ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო.
           ერთი შეხედვით, აქ ერთმანეთს შეეჯახა ორი კონცეფცია: ევროპული და, დიდწილად, ამერიკული. «ევროპული» თვალთახედვით, სახელმწიფოს არა აქვს უფლება, სიცოცხლე წაართვას ადამიანს, რაკი მისთვის სიცოცხლე თავად არ მიუნიჭებია და მხოლოდ ღმერთს აქვს უფლება «განიკითხოს». ამერიკის შტატთა უმრავლესობაში კი გაიმარჯვა მეორე შეხედულებამ, რომლის საფუძველია დაზარალებულის უფლებების დაცვა – ბიბლიური პრინციპით «სისხლი-სისხლის წილ».
           ჩვენს შემთხვევაში, მაგალითად, თუ ისევ 1983 წლის 18 ნოემბრის ტრაგედიას დავუბრუნდებით, გარდა იმ ხელმოწერებისა, რაც გროვდებოდა ახალგაზრდათათვის სიცოცხლის შენარჩუნების მოთხოვნით, გროვდებოდა საპირისპირო ხელმოწერებიც (მაგრამ ამის გახსენება არ გვიყვარს) – თვითმფრინავის გატაცების შედეგად დაღუპულთა მშობლები და ახლობლები აგროვებდნენ ხელმოწერებს მკვლელთა სასტიკად დასჯის მოთხოვნით.
           და ამგვარი ხელმოწერები, თვით ყველაზე დემოკრატიულ და ჰუმანურ ქვეყნებშიც კი, სავსებით ჩვეულებრივი მოვლენაა, რასაც არავინ კიცხავს და ვერც გაკიცხავს. ჩვენთან ცდილობენ, გაკიცხონ იმით, რომ გულმოდგინედ ჩქმალავენ ამ ისტორიულ ფაქტს – საუბრობენ მხოლოდ ხელმომწერთა პირველ სიაზე.
           გარდა ამისა, სიკვდილით დასჯის მომხრეთა აბსოლუტური უმრავლესობა, მთელ მსოფლიოში, ეთანხმება ამ სასჯელის გამოყენებას მხოლოდ მკვლელობისათვის, ხოლო არგუმენტს, რომ ადამიანისათვის სიცოცხლე სახელმწიფოს არ მიუნიჭებია, ეპაექრება არც თუ იოლად მოსაგერიებელი კონსტრარგუმენტით: ამ ლოგიკით, ადამიანისათვის არც თავისუფლება მიუნიჭებია სახელმწიფოს და რატომ უნდა ჰქონდეს სასჯელის (და არა მხოლოდ საზოგადოებისაგან იზოლაციის) სახით მისი გამოყენების უფლება?! ხოლო თუ თავისუფლების აღკვეთა სასჯელი არ არის და მხოლოდ საზოგადოებისაგან იზოლაციაა, მაშინ ადამიანს ციხეში ზუსტად ისეთივე ყოფითი პირობები უნდა ჰქონდეს, როგორც იზოლაციამდე.
           სამაგიეროდ, სიკვდილით დასჯის მოწინააღმდეგეთა არგუმენტს, რომ ამ შემთხვევაში სასამართლოს შეცდომის გამოწსორება შეუძლებელია, მეორენი ბევრს ვერაფერს უპირისპირებენ, გარდა იმისა, რომ მცირეოდენი ეჭვიც კი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.
           თუმცა, ამ ლოგიკასაც აბსურდამდე მივყავართ: თუკი არსებობს ეჭვი, რომ ბრალდებულს მკვლელობა არ ჩაუდენია და ამ მოტივით სიკვდილით დასჯა არ უნდა არსებობდეს (რათა სასამართლო შეცდომა თაივდან ავიცილოთ)9 მაშინ საერთოდ რატომ უნდა იქნეს იგი ცნობილი დამნაშავედ და თუნდაც სამუდამო პატიმრობა რატომ უნდა მიესაჯოს? განა ეს ნაკლები სასჯელია? სინამდვილეში, ევროპის ქვეყნებში სიკვდილით დასჯის გაუქმება გახდა არა რაციონალური, არამედ მორალურ-ჰუმანისტური მოტივაციის შედეგი. იმ საზოგადოებებში გაიმარჯვა აზრმა, რომ «თვალი-თვალისა წილ» _ უზნეო თეზისია, ვინაიდან, როგორც დიდი ინდუსიჰუმანისტი, მაჰათმა განდი წერდა, «ამ შემთხვევაში მთელი კაცობრიობა სულ მალე დაბრმავდება».
           ამერიკაში კი ამ შეხედულებამ ვერ გაიმარჯვა და ვრეც გაიმარჯვებდა იმ საზოგადოების შეუდარებელი პრაგმატიზმისა და რაციონალიზმის გამო. ნებისმიერ შემთხვევაში, სიკვდილით დასჯის თაობაზე ესა თუ ის გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ ფართო საზოგადოებრივი დისკუსიის შედეგად. საფრანგეთში ამ თემაზე მძვინვარე დისკუსიები მიმდინარეობდა მთელი 50-60-იანი წლების განმალვობაში. არ წყდებოდა ბოლოქარი დებატები პრესის ფურცლებზე, უნივერსიტეტთა აუდიტორიებში, პარლამენტში და ასე შემდეგ.
           თანაც, თავისი აზრის ღიად გამოთქმის უფლება ჰქონდათ ორივე შეხედულების მომხრეებს. ხოლო სიკვდილით დასჯის გაუქმების მოწინააღმდეგენი (ამს მომენტს მივაქციოთ ყურადღება) სულაც არ ითვლებოდნენ «სისხლისმსმელებად» და «არაჰუმანურებად» მხოლოდ იმის გამო, რომ ამ საკითხში სხვა პრინციპს ეთანხმებოდნენ.
           ბოლოს, საკითხიგადაწყვიტა (ან ყოველ შემთხვევაში, ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა) ცნობილმა ფილმმა «ორნი ქალაქში» დიდი ჟან გაბენისა და ალენ დელონის მონაწილეობით.
           მაშასადამე, ევროპაში იმძლავრა იმ შეხედულებამ, რომ ჰუმანიზმი სწორედ შეწყალებაა, და არა მიზღვა.
           ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობისათვის ეს პრინციპი კვლავაც კატეგორიულად მიუღებელია. ისინი, მაგალითად, არგუმენტად მოიტანენ 1994 წლის საზარელ დანაშაულს, როდესაც ერთმა გარეწარმა (ვინმე ტიმოთი მაქქვეიმ) ოკოლოჰომაში ექვსსართულიანი სახლი ააფეთქა და სრულიად უდანაშაულო ქალები, ბავშვები და მოხუცები გამოასალმა სიცოცხლეს.
           ამას უნდა ეცოცხლა? – კითხულობენ ისინი. და ეს კითხვაც სრულებით არ არის იოლად პასუხგასაცემი, როგორც ჩვენებურ «პროვინციელ ჰუმანისტებ» ჰგონიათ, რომლებიც მანამ არიან ეოდენ «შემწალებელნი», სანამ კონკრეტულად მათ არ შეეხებათ დანაშაული. ხოლო, როცა მათ შეეხებათ, გარწმუნებთ, ყველაფერს იღონებენ, რათა ბრალდებულებს ძმაკაცებთან ერთად ციიდან - «რეზბალნიცაზე» გადაყვანისას დახვდნენ და საშინელი წამებით სიკდვილს გამოასალმონ. აქართველოში ამგვარი რამ იშვიათობა არ არი.მთავარი კი ი გახლავთ, რომ მთელ ამ დიკუიაში კვლავ და კვლავ აშინელი პროვინციალიზმი მჟღავნდეა. იკვდილით დასჯის გაუქქმება საქართველოში არ ოფილა ამოქალაქო აზოგადოები აიურობია და ხანგრძლივი დიკუიი შედეგი. ამით, ურალოდ, ქვეყანამ შეასრულა თავისი პოლიტიკური ვალდებულება პოლიტიკური მიზნის მისაღწევად – ევროპის საბჭოში გასაწევრიანებლად.
           არავითარი დისკუსია ამ გადაწყვეტილებას არც შემდგომ მოჰყოლია და არც უწინ უძღვოდა. ეს სწორედაც სამოქალაქო საზოგადოების არარსებობას ადასტურებს, და არა ჩვენი ამჟამინდელი სოციუმის განსაკუთრებულ «ჰუმანიზმს».
           ასევე, თურქმენეთში (!) პრეზიდენტმა ნიაზოვმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას და სიკვდილით დასჯა სამი წლის წინათ ერთი ხელის მოსმით გააუქმა. არც რაიმე უკმაოფილება მოჰოლია ამას და არც დისკუსია – ან კი რა უნდა მოჰყოლოდა იმ საზოგადოებაში? ვითომ თუ ფრანგებმა ამ თემაზე ოცი წელი იკამათეს, მათი საზოგადოება ნაკლებ ჰუმანურია, ვირე თურქმენული?
           რუსეთსა და უკრაინაში კი, ნურას უკაცრავად, _ ხელისუფლებამ ვერ შეძლო სიკვდილით დასჯის ასე ერთი ხელის მოსმით გაუქმეა, ვინაიდან იმ ქვენეში, დიახაც, სამოქალაქო საზოგადოება ბევრად უფრო აქტიურია (დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია) და სიკვდილით დასჯის მომხრეებმა იქ სძლიეს გაუქმების მომხრეებს. ამიტომ, ხელისუფლებამ ნაკისრი ვალდებულების და მცდელობის მიუხედავად, სიკვდილით დასჯის განაენთა აღსრულებაზე მხოლოდ მორატორიუმი გამოაცხადა, რაკი გაითვალისწინა სამოქალაქო საზოგადოების იმ სეგმენტის აზრი, რომელიც ამ ნაბიჯს დაუშვებლად მიიჩნევს _ ესე იგი «მიზღვის» პრინციპის მომხრეა.
           იგივე ვითარებაა ამერიკული საზოგადოების მნიშვნელოვან სეგმენტშიც. იმ განსხვავებით, რომ ამერიკაში არანაირი «მორატორიუმი» არ მოქმედებს და «ზედემოკრატიულად» მიჩნეული ეს ქვეყანა ლამის საუდის არაბეთს უსწრებს სიკვდილით დასჯათა ოდენობით.
           რაც შეეხება პრეზიდენტ შევარდნაძის განცხადებას, ელემენტარული ობიექტურობა მოითხოვს ითქვას, რომ მან ამ შემთხვევაში საზოგადოების იმ ნაწილის აზრი «გაახმოვანა», რომლეიც «მიზღვის» პრინციპის მომხრეა. აქ ნამდივლად მეორეხარისხოვანია პოლიტიკოსის მოტივი _ წინასაარჩევნოა იგი თუ არა. დავუშვათ წინასაარჩევნოა – ესე იგი, ამ პრინციპის მომხრენი (არც თუ მცირერიცხოვანნი) საქართველოში არსებობენ და თუ ისინი დღეს აქტიურდებიან (მას შემდეგ, რაც 4 წლის წინ ხელისუფლებამ ყოველგვარი ღია საზოგადოებრივი დისკუსიის გარეშე გააუქმა სიკვდილით დასჯა), ეს იმაზე მეტყველებს (როგორი გაღიზიანებაც უნდა გამოიწვიოს ამ დასკვნამ), რომ საქართვლეოში, დიახაც, სწორედ ამჟამად იღვიძებს ნამდვილი სამოქალაქო საზოგადოებად, იგი იწყებს ღია დისკუსიას ურთულეს თემაზე და, ღმერთმა ქნას, ამ დისკუსიამ, ისევე, როგორც ევროპაში, საბოლოოდ სიკვდილით დასჯის გაუქმების გადაწყვეტილებამდე მიგვიყვანოს.
           ოღონდ, ეს უნდა იყოს სწორედ სამოქალაქო საზოგადოების გადაწყვეტილება და არა ხელისუფლებისა _ მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება იგი გულწრფელი და სამართლიანი.

დილის გაზეთი, 22 აგვისტო, 2003 წელი