საერთაშორისო მიმოხილვა. 11 აგვისტო. 2022 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 11 აგვისტო. 2022 წელი

როგორც სჩანს, კიდევ ხშირად მოგვიწევს ამ თემაზე წერა, რადგან სამკვდრო-სასიცოცხლო საკითხია ამერიკისთვის და/ანუ მთელი მსოფლიოსთვის, ყველა Freedom love people, ვისაც ამერიკის უძლეველობის და ურყევობის იმედი გვაქვს:

ამერიკის გენერალურმა პროკურორმა მერიკ გარლანდმა განაცხადა, რომ თუ დონალდ ტრამპი გამოძიებას ნებას დართავს, ის მზადაა გამოაქვეყნოს 9ამერიკის კანონით ეს აკრძალულია) მოსამართლის ორდერი, თუ რატომ გასცა ანუ რის საფუძველზე გასცა მოსამართლემ ნებართვა, გაეჩხრიკათ დონალდ ტრამპის სასახლე ფლორიადში.

,აშასადამე, მოსამართლეს FBI-მ აჩვენა კონკრეტული მტკიცებულებანი, საკმარისი `გონივრული ეჭვისთვის`, რათა მოსამართლეს გაეცა ჩხრეკი ორდერი.

რა შეიძლება ყოფილიყო ეს მტკიცებულებანი, თან იმ დონისა, რომ მოსამართლე დარწმუნდა ყოფილი პრეზიდენტის საცხოვრებელ სახლში (!) ჩხრეკსი აუცილებლოაბში?

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ FBI-ს ჰყავდა `ჩანერგილი აგენტი` ტრამპის სასახლის მომსახურე პერსონალში (ვთქვათ მზარეული, დამლაგებელი და ა.შ - მათ `დავერბოვკებას` კანონი არ კრძალავს) ამ აგენტმა ჩუმად გადაიღო რაღაც ტრამპის რეზიდენციაში და ფოტო აჩვენეს მოსამართლეს - აი ეს ინახება იქ და უნდა ამოვიღოთო.

რა შეიძლებოდა ყოფილიყო ეს `რაღაც`?  ალბათ დოკუმენტების დასტა, რომლის თეთრი სახლიდან გამოტანასაც დონალდ ტრამპს აბრალებენ.

კატასტროფაა, რომ ჯერ დაუდასტურებელი მონაცემებით, FBI და იუსტიციის სამინიტრო ტრამპს, როგ0ორც სჩანს ადანაშაულებს არა მხოლოდ არჩევნებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის გატანაში თეთრი სახლიდან და საკუტარ ერზიდენციაში შენახვაში (ეს კიდევ დიდი არაფერი) არამედ ატომური იარაღის, ატომურ შეიარაღებასთან და შესაბამის სამხედრო ალგორითმებთან დაკავშირებული ინფორმაციის გატანაში.

შეგახსენებთ: არსებობს ალგორითმი, როგორ და როდის ტარდება სწავლებები ამერიკის პერზიდენტის მიერ `ბურთვული კოდების` ჩემოდნის გახსნის, მათი ამოქმედების და ა.შ შესახებ. უამრავი სხვა ინფორმაციაც შეიძლება იყოს.....ამ ინფორმაციის და დოკუმენტების გატანა უკვე თავისტავად უდიდეს დანაშაულად ჩაიტვლება იმის მიუხედავად, მოასწრო თუ არა პუტინმა იმავე გარემოცვაში საკუტარი აგენტების ცანერგვაც ანუ ამ დოკუმენტების მოპარვა.

ეს ყოველივე ჯერ არ არის ზუსტად ცნობილი: `ბურთი ტრამპის` მოედანზეა. მას შეუძლია ახლავე გამოაქვეყნოს, რის საფუძველზე ცატარდა ჩხრეკა. მისმა ადვოკატებმა რასაკვირველია მიიღეს გამოძიებისაგან სრული ინფორმაცია.

მეორე შესაძლებლობაა, რომ აშშ ისუსტიციის სამინიტრომ მიმართოს სასამართლოს და მაღალი საჯარო ინტერესის გამო სასამართლომ გამოაქვეყნის ეს ამსალები, რაც, პროკურორის თქმიტ `ბოლოს მოუღებს ტრამპის ტყუილებს თითქოს უსამართლოდ დევნიან`.

 

 

უკრაინის დაპყრობილ ტერიტორიაზე, რუსეთმა კონტროლი დაამყარა წიაღისეულზე, რომლის საერთო ფასი 12 ტრილიონი დოლარია!

ეს არის ფიქალის გაზი, ეს არის ფერადი ლითონები, ქვანახშირი, პროპანი, ნავთობი და ა.შ და ა.შ. უკრაინა ამ მხრივ ზღაპრულად მდიდარი ქვეყანაა.\

სხვა საქმეა, რომ მთელი ამ განვლილი 30 წლის განმავლობაში, უკრაინულმა ელიტებმა ელემენტარულად ვერ მოახერხეს, ამ სიმდიდრის ისე გამოყენება, ეს განძი უკრაინელ ხალხს და უკრაინულ სახელმწიფოს მოხმარებოდა და არა ოლიგარქებს.

 

რუსეთი კვლავინდებურად აკონტროლებს ზაპოროჟის ატომურ ელექტროსადგურს, მაგრამ ამ სადგურის პერსონალი უკრაინულია. ეს არის ერთგვარი `მოდელი` იმისა, რას უპირებს პუტინი უკრაინას: ფორმალურად `უკრაინული` ხელისუფლება - რუსული სამხედრო ჩექმის ქვეში.

რუსეთს დღესვე შეუძლია იარაღის ძალით გაყაროს ზაპოროჟიეს ელექტროსადგურიდან უკრაინული პერსონალი და იქ რუსული პესრონალი ცაიყვანის, მაგრამ ჯერ ამას არ აკეთებს, რადგან სსწორედ იმ მოდელის` დემონსტრიერბა აწყობს.

გარდა ამისა, მოსკოვი ამით კონფლიქტის პროვოცირებას ცდილობს უკრაინასა და საერთაშორისო ტანამეგობრობას შორის: უკრაინა აცხადებს (რაც ლოგიკურია) რომ მსოფლიო ატომური სააგენტოს ექსპერტებს მხოლოდ მას შემდეგ დაუშვებს სადგუზრე (იგულისხმება: გაატარებს საკუტარ ტერიტორიაზე) რაც ატომურ ელექტროსადგურს რუსული ჯარი დატოვებს.

მოსკოვი კი იმავე სააგენტოს ეუბნება: თუ ისინი არ გატარებენ, ჩვენი ტერიტყორიიდან შედით, ჩვენ აგგატარებთო. არადა თუ მსოფლიო ატომური სააგენტოს ტანამშრომლები უკრაინის ნებართვის აგრეშე, რუსეთის ტერიტორიიდან შევლენ ზაპოროჟიეში, ეს ირიბად რუსული იურისდიქცისი აღაირება იქნება. და კრემლისთVის სასარგებლო პრეცედენტი.

მოსკოვი ძალიან ცბიერად მოქმედებს.

არადა, ევროპა შიშით ცახცახებს უკვე, ხომ არ განმეორდებაო `ჩერნობილის` 1986 წლის კატასტროფა.

 

მრავალტანჯულ, რუსების მიერ განადგურებულ ქალაქ მარიუპოლს შეასძლოა `რამზანი` დაარქვან რუსებმა - ჩეჩენი მიკროდიქტატორის, რამზან კადიროვის საპატივცემულოდ. სწორედ ჩეჩნურმა ბატალიონმა შეიტანა გადამწყვეტი წვლილი მარიუპოლის წინააღდმეგობის გატეხვასა და ალყის ორგანზიებაში. ეს ალყა მარიუპოლის მცველთა ტყვედ ცაბარებით დასრულდა. როგორც სჩანს ზელენსკის (ვინც ეს ბრზანება გასცა) ეგონა, რომ რუსები ელემენტარულ ადამიანობას გამოიჩენდნენ მარიოუპოლის მცველი ბატალიონ `აზოვის`მებრძოლთა მიმართ და ომის კანონებს დაიცავდნენ მაგრამ....ტყვეები წაყვანეს, მოათავსეს ელენოვკას საკონცენტრაციო ბანაკში, მერე რსუებმა ეს საკონცენტრაციო ბანაკი თვითონ დაბომბეს ფუგასური ანუ ცეცხლგამჩენი ჭურვებით, 50 აზოველი მოკლეს და 70 სასტიკად დაჭრეს. ამთგან ბევრი მოკვდება ჭრილობებით და დამწვრობით. გადარჩენილებს კი ტრიბუნალით ემუქრებიან და სიკვდილს მიუსჯიან ნამდვილად.

აი ასეთი შედეგი გამოიღო იმ კაპიტულაციამ - მარიუპოლში.

 

მოულოდნელად დიპლომატიური კონფლიქტი გაღვივდა საფრანგეთსა და რუსეთს შორის აფრიკის გამო. როგორც ცნობილია, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი, რომელსაც არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში არ უშევბენ, აფრიკის 4 ქვეყანაში ცავიდა ბოლო დროს, ნოხზე ფეხი მოირთხა და ჩაის სვამდა ჯამ-ჭურჭელიდან.

საფრანეგთის `საგარეო` ამას სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა და მსოფლიო გააფრთხილა, რომ რუსეთი ახლა აფრიკაში გეგმავს აგრესიებს, კონფლიქტების პროვოცირებას და ა.შ.

ტრადიციუალდ, საფრანეგთმა ბევრი გააეკთა აფრიკის კონტინენტის განვითარებისთვის და ახლაც მიაჩნია, რომ ეს კონტინენტი მისი პასუხისმგებლობის ზონაა. შესაბამისად, იქ რუსეთი არ უნდა შეუშვას. არ არის გამორიცხული, საფრამეგთმა აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში საკუთარი სამეხდრო კონტინგენტიც გააგზავნოს ან გააძლიეროს.

იგივე გეგმების მანიფესტირებას ახდენს მოსკოვიც ლავრივის ვიზიტით, თუმცა საეჭვოა,ს აფრანეგთისაგან განსხვავებით, მოსკოვს შესაბამისი რესურსები ეყოს - უკრაინაში სიე ვღრმად არის ცაფლული, ალბათ კარგა ხანს ვერ ამოისუნთქვს. 

თუმცა თავისტავად ასეთი დიკსურსი რომ წარმოიშვა საფნარგეთსა და რუსეთს შორის, უკვე  საინტერესოა.

 

 

კრემლიდან გერმანიის კანცლერს სიგნალი გაუგზავენს დახურული არხებით, რომ პუტინს ოლაფ შოლცთან შეხვედრა სურს. სასურველია (თურმე ნუიტყვით) თვით გერმანიის ტერიტორიაზე.

ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ახლა, როცა რუსული შეტევა უკრაინის აღმოსავლეთში შეფერხდა, პუტინს ძალიან უნდა ააღორძინოს ე.წ. `ნორმანდიული ფორმატი`, როდესაც საფრანეგთის და გერმანიის დახმარებით აიძულა პრეზიდენტი პოროშენკო, ხელი მოეწერა უკრაინისთვის ძალიან წამგებიანი `მინსკის შეთანხმებისთვის` 2014 წელს.

მაგრამ პუტინს დღეს ეს არ გამოუვა