ნავთობს გაზიც შეეშველება

ნავთობს გაზიც შეეშველება

ნავთობს გაზიც შეეშველება

        ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტი გიორგი ჭანტურია უახლოეს მომავალში განაგრძობს კონსულტაციებს «ბრითი,შ პეტროლიუმთან» მეორე გრანდიოზული პროექტის, შაჰ-ჰენიზ-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის მშენებლობის თაობაზე.

        ბაქოს მახლობლად, შაჰ-დენიზის საბადოებში, დაახლოებით, ტრილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი აღმოჩნდა. უმალვე დაიწყო მოლაპარაკება ბაქოს, თბილისსა და ანკარას შორის გაზსადენის მშენებლობის თაობაზე, რასაც აქტიურად დაუჭირა მხარი ვაშინგტონმა, ხოლ «ბი-პი» -მ გამოთქვა მზადყოფნა ამ პროექტის ოპერატორიც ყოფილიყო (ბაქო-თბილის-ჯეიჰანთან ერთად), თუ პირობები მისთვის მომგებიანი ქნებოდა. სრული დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ «გაზსადენის პროექტი» ასჯერ უფრო მნიშვნელოვანია ეკონომიკური (რაც მთავარია) და გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ვიდრე ბაქო-თბილის-ჯეიჰანისა. ამას ერთდროულად რამდენიმე მიზეზი განაპირობებს.

        თურქეთი მზარდი და სწრაფად განვითარებადი სახელმწიფოა, ბუნებრივი აირი კი «ჟანგბადია» ასეთი ტიპის ეკონომიკისთვის. რუსეთმა ეს ყოველივე უმალვე გათვალა და თურქეთს დაუყოვნებლივ შესთავაზა «ცისფერი ნაკადის» პროექტი, რომელიც უკვე განხორციელდა: შავი ზღვის ფსკერზე გაყვანილია თითქმის 2 ათასი კილომეტრის სიგრძის გაზსადენი და უახლოესი 5-7 წლის განმალვობაში რუსეთი მთლიანად დააკმაყოფილებს თურქეთის მოთხოვნებს, მით უმეტეს, რომ არსებობს მეორე (მოქმედი) გაზსადენი: რუსეთიდან-ბულგარეთის გავლით. მოსკოვში ყველაზე მეტად იმის ეშინოდათ (და ეშინიათ)9 რომ ბაქო-თბილის-ერზრუმის პროექტის წარმატების შემთხვევაში, თურქმენეთი შეიძლებოდა დათანხმებულიყო ამ პროექტთან მიერთებას (კასპიის ფსკერზე გაზსადენის მშენებლობას)9 რაც ევროპულ ბაზარზე თურქმენული გაზის გაჭრის საშიშროებას ქმნიდა.
        რუსული გაზის გიგანტს («გაზპრომს») ასეთი კონკურენტი ევროპაში ნამდვილად არ სჭირდება, მით უმეტეს, რომ თურქმენული გაზი ხარისხითაც უკეთესია და უფრო იაფიცაა (დაბალი თვითღირებულების გამო), ვიდრე რუსული. მაგრამ ამერიკა და ევროპა სისხლხორცეულად არიან დაინტერესებულნი «გაზსადენის» პროექტის განხორციელებით, ხოლო აზერბაიჯან-საქართველო-თურქეთის დამაკავშირებელი გაზსადენი მომავალი «დიდიგაზსადენის» შემადგენელი ნაწილია. მნივშნელოვნად შეიცვალა ინტერესთა ბალანსიც მას შემდეგ, რაც ცენტირალურ აზიაში გამოჩნდნენ ამერიკელი სამხედროები, ხოლო აშხაბადში თურქმენბაშიზე «უცნაური ტერაქტი» განხცორციელდა და საფარმურატ ნიაზოვს სამუდამოდ აუცრუვდა გული მოსკოვზე. ამის შემდეგ მან შეიძლება თანხმობა განაცხადოს «გაზსადენის» მშენებლობაზე და აღარ შეუშინდეს რუსეთის გარდაუვალ ბლოკადას.
        რაც შეეხება საქართველოს, «დიდი გაზსადენი» ქვეყნისთვის ბევრად უფრო მეტი სარგებლის მომტანია, ვიდრე ნავთობსადენი. ქვეყანა, ბუნებრივი აირის გარკვეულ რაოდენობას უფასოდ, საკმაოდ დიდ რაოდენობას «მყარი ფასებით» და მსოფლიო მიიღებს ფასებით ნებისმიერი რაოდენობის შესყიდვის საშუალებას. ამით დასრულდება ბუნებრივი აირის მოწოდებაში რუსეთის მონოპოლია, ხოლო პროექტში თურქმენეთის ჩართვის შემდეგ განხორციელდება ტრანზიტი ევროპაში, რაც საქართველოს გეოპოლიტიკურ ფუნქციებს კიდევ უფრო გააძლიერებს. რაც შეეხება ეკოლოგიურ ლიცენზიას, ნავთობსადენისგან განსხვავებით აქ რაიმე სერიოზული პრობლემა არ შეიქმნება, რადგან ბუნებრივი აირი ნავთობივით ვერ «დაიღვრება», ხოლო როცა ზღვის ფსკერზე არ არის საშიში გაზსადენის გაყვანა, მით უფრო არაფერია საპანიკო, მიწაში მილის გატარებაში. თან, ატეხილ აურზაურის გათვალისწინებით, არც ერთი და არც მეორე მილი უშუალოდ ბორჯომის ხეობაში არ გაივლის.
       

დილის გაზეთი, 12 დეკემბერი, 2002 წელი