ომი ისრაელში II

ომი ისრაელში II

მე ზოგადად ერთი რამ ვერ გავიგე:

რატომ ჰგონიათ ამ რადიკალ არაბებს და რადიკალ ისლამისტებს, რომ ებრაელები მათზე ნაკლები ფანატიკოსები არიან?

`სტილურები` რომ არიან და `ცივილიზებული`, `ვესტერნიზებულნი` - `შეჰიდის` ქამრებით რომ არ დარბიან ეს იმიტომ, რომ არ სჭირდებათ: უძლიერესი არმია ჰყავთ, - მსოფლიოს ხუთეულში შემავალი;

24 საათში 300 000 პროფესიონალი მეომარი რეზერვიდან! გერმანიის მთელი არმია 400 000 -ია მეტი კი არა.

ჰოდა, რა მინდა კიდევ ვიკითხო: ვინმეს ეჭვი ხომ არ გეპარებათ, რომ ისრაელის ელიტებში, ისრაელის თუნდაც ხელისუფლებაში, ნაკლები ფანატიკოსები არიან `სიონიზმის გრძნეული იდეისა`?

`აქამდე` საქმე არ მისულა, მაგრამ....საკმარისია მივიდეს და `საქმე საქმეზე მიდგეს`, ანუ ისრაელის არსებობას მართლა საფრთხე დაემუქროს..... ვინმეს ეჭვი ხომ არ ეპარება, ერთი წუთით კი არა და...ერთი წამით დაფიქრდებიან და არ გამოიყენებენ მათივე გენიის შექმნილ იმ იარაღს, რომლის ფლობას არასდროს აღიარებენ, თუმცაღა ნამდვილად აქვთ?!

მხოლოდ იმაზე დაფიქრდებიან, რომელი ფრაზა წაიკითხონ თორას `ხუთწიგნიდან`, დაიხურავენ `კიპას` კეფაზე და....დააჭერენ იმ `ღილაკს` ხელს.

სულ მხურვალე ნაღვერდლებად აქცევენ ირანსაც, სირიასაც და ეგვიპტესაც!

ისრაელი არის მოუსპობადი!

ებრაელები იერუსალიმს არ დათმობენ.

სახელწოდებაც კი გვეუბნება ვისია: იე ურ ეო შა ლა იმ

25 საუკუნეა გრძელდება ეს მარადიული დიდი ომი იერუსალამისთვის

და როგორც ჩანს არც ოდესმე დასრულდება.

მაგრამ ჩვენი წელთაღრიცხვის 70 წელი აღარ განმეორდება.

`მოსსადა აღარ დაეცემა!`

ცივილიზაცია, რომლის შვილები ვართ და რომელმაც შექმნა კაცობრიობა, `ჯუდა-ქრისტიანული` ცივილიზაციაა.

არ მიაყენოთ კვლავ გოდების კედელთან, თორემ....`თქვენზე ნაკლები ფანატიკოსის.....`

დათო