პუტინის კოზირები ტრამპთან თამაშში.
ნუ დავიჯერებთ, რომ მიუხედავად რუსეთის ეკონომიკური დავრდომილობისა, მას არა აქვს კოზირები და ჯოკერები ამერიკასთან დიდ გეოპოლიტიკურ, ისტორიულ თამაშში.
რეალურად, ორი კი არა, მინიმუმ სამი ჯოკერი აქვს, რომლებიც პუტინმა, ლავროვის ხელით, უკვე „დადო მაგიდაზე“ ერ-რიადში.
ა) ხელშეკრულება ბირთვული იარაღის და მისი სტრატეგიული მატარებლების შემცირების შესახებ, რომლის ადაპტირებული ვარიანტი 2002 წელს გაფორმდა და.....2026 წელს გასდის ვადა.
ამ ხელშეკრულებით ორივე ბირთვულ ზესახელმწიფოს შეიძლება ჰქონდეს არა უმეტეს 2200 საბრძოლო მზადყოფნაში მყოფი ბირთვული მუხტისა.
ტრამპს ძალიან სჭირდება ამ ხელშეკრულების პროლონგირება ანუ მისი მოქმედების გაგრძელება, რაც მთლიანად პუტინზეა დამოკიდებული.
ტრამპი ვერ დაუშვებს მტრებმა დაამუნათონ, რომ ამერიკელი ხალხის უსაფრთხოება კი არ გაიზარდა არამედ შემცირდა მისი არჩევით.
ეს სამუშაო ადგილების და საბაჟო ტარიფების თემა არაა. არც კანადის და არც უბადაღებული „პანამის არხისა“. ეს ყოფნა-არყოფნის და მიწისქვეშა ბუნკერების საკითხია - ამჟამინდელი ამერიკელების ბაბუა-ბებიები რომ აშენებდნენ 1950-იან წლებში.
და სკოლებში მერხების ქვეშ მიძვრებოდნენ სწავლებებისას.
ბ) არქტიკა.
მიზეზთა გამო ისე მოხდა, რომ სწორედ რუსეთი აკონტროლებს დე-ფაქტო და ნაწილობრივ დე-იურე არქტიკის დიდ ნაწილს. სტალინის დროიდან მოყოლებული, სწორედ მოსკოვს აქვს იქ ყველაზე განვითარებული ინფრასტრუქტურა, ფუნდამენტური მეცნიერება, გამოცდილება და დიდი ყინულმჭრელი ფლოტი. პლანეტის ეს რეგიონი კი უმდიდრესია წიაღისეულით.
პუტინი ეუბნება ტრამპს: „რა ჯანდაბად იხლი თავში იმ გრენლანდიას და იქმნი პრობლემებს? ჩემს არქტიკულ ზონაში შემოგიშვებ, ჩემს ყინულმჭრელ ფლოტს მოგახმარ, ერთად მოვიპოვოთ ნავთობი და გაზი - ულევია იქ“.
გ) ჩინეთი.
ერ-რიადის რუსული „თვალის ჩაპაჭუნება“ იყო: „ხომ მიგაჩნია შენს მთავარ მტრად ჩინეთი? ჰოდა ჩვენ პეკინთან არანაირი ხელშეკრულება არ გვაქვს გაფორმებული.....„ჯვარი არ მაქვს სი ძინპინთან დაწერილი“...სულაც არ მომწონს, რომ ჩინეთი ასე აქტიურად შევიდა ცენტრალურ აზიაში და ყაზახეთი ფაქტიურად დაგვშორდა.....შავ ზღვაზე, ანაკლიაში, პორტს აშენებს, რათა ტვირთები რუსეთის გვერდის ავლით ზიდოს და ცენტრალური აზია ამ დერეფანს მიაბას.....უკრაინაშიც ორმაგ თამაშს თამაშობს......ინვესტიციებს დებს....ჰოდა მე დამეხმარე ერთიანი „მოსკოვური სახელმწიფო“ აღვადგინო პოსტსაბჭოურ სივრცეზე.....პეკინისკენ აღარც გავიხედავ“.
შედგება, გერმანული ტერმინით „გეშეფთ?“
ეს კითხვაა ახლა რაცაა.