რატომ არ მოჰყვა ნიკა გვარამიას დაჭერას მწვავე რეაქცია დასავლეთში?

რატომ არ მოჰყვა ნიკა გვარამიას დაჭერას მწვავე რეაქცია დასავლეთში?

სტრუგაცკებთან რომაა....... `ეს არის პასუხი კითხვებზე, რომლებიც არ დასმულა`..... არა, არა, ამ შესანიშნავ მწერლებს ცოტა სხვანაირად აქვთ: `......კითხვებზე, რომელთა დასმაც არ ვიცით ჯერო`.

ჩვენში საქმე უარესადაა: ვიცით, მაგრამ არ ვსვამთ.

პოლიტიკურ დისკურსში განსაკუთრებით ხშირია, როცა საკვანძო კითხვები არ ისმის, შესაბამისად არც პასუხები ჟღერს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . .

კითხვა: რატომ არ არის დასავლეთის რეაქცია ნიკა გვარამიას დაჭერაზე ისეთი მწვავე, როგორიც (თითქოსდა) მოსალოდნელი უნდა ყოფილიყო?!

პასუხი: იმიტომ, რომ `მთავარი არხი` აგრძელებს მაუწყებლობას!

აი, ამიტომ!

ანუ აგრძელებს მთავრობის წევრებისა და პრემიერ-მინისტრისათვის საჯაროდ პირში მიკროფონის ჩათხრას, აგრძელებს მმართველი პარტიის დეპუტატების დადარაჯება/დევნა/გაქცევისას პანღურის ამორტყმებს (`გაგვექცა ეს....გაგვექცაააა.....)პარლამენტის ფოიეში, აგრძელებს ხელისუფალთან საჯარო კამათს ბრიფინგებზე, მწვავე კითხვების დასმას საცხოვრებელი ბინის კართან, - პირდაპირ ეთერში, ასევე აგრძელებს თოლქ-შოებში ხელისუფლებისათვის 24 საათის განმავლობაში თავზე და...ას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.......

ბოლოს და ბოლოს ხომ უნდა მივხვდეთ არა, რომ დასავლეთს აქვს საკუთარი, ათწლეულობით გამომუშავებული არა მხოლოდ ნარატივი (ჩვენი ყაიდის ჰიბრიდული სახელმწიფოების მიმართ), არამედ საკვანძო პოსტულატები და მარკერები, რომლითაც `ამოწმებს` ვითარებას.

ამიტომაც, ვერაფრის დიდებით ვერ დაარწმუნებთ (იმ ხარისხით, რომ კონსოლიდირებული მიდგომა ჩამოყალიბდეს, თორემ ვიოლა კი გამოხატავს აღშფოთებას) , რომ ის რაც ხდება, ესაა `სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა`..... მანამ, სანამ არხი აგრძელებს მაუწყებლობას!

გამორიცხულია, ვერ დაარწმუნებთ. უფრო ზუსტად, ვერ გადაარწმუნებთ!

მათი პირველი კითხვა იქნება: არხმა შეწყვიტა ხომ მაუწყებლობა?....

არაააა??//

(მხრების აჩეჩვა)

ამიტომ ის კოლეგები, ვინც ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს მოსამართლე ჩხიკვაძეს (მან სინამდვილეში `არც მწვადი დაწვა და არც შამფური`, რადგან ნიკას იმ მეორე მუხლით, რაშიც გაამართლა თუ ჯარიმა მიუსაჯა, 11 წელი(!) ემუქრებოდა) აშშ საელჩომ ვიზიტი გაუუქმა, შესაძლოა უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ როგორც მაშინ, როცა ამბობდნენ თითქოს სტოლტენბერგმა გააუქმა შეხვედრა ღარიბაშვილთან და მერე, ამის გასაბათილებალდ ლამის `ოჯახში სუფრაზე მიიპატიჟა`, როგორც ჩვენში იტყვიან ხოლმე.

არ ხდება ასე, არა!

ეს არ არის `ასე და ამგვარად` დასავლური სტილი! და მისი `ენა` თუ `პოლიტიკური ტექნოლოგია`

მით უმეტეს დღეს - ამ სამკვდრო-სასიცოცხლო ომისა და გეოპოლიტიკური მიწისძვრის ფონზე

და.....ასჯერ კი არა, ათასჯერ გავიმეორებ: ნურას უკაცრავად, - მე არასდროს არაფერს `ვაპრავებ`.

მე მხოლოდ აღვწერ და ვხსნი!

დათო

2022 წლის 21 მაისი