როგორ აჯობეს, კვლავ, ქართულ `დოყლოპატიას` აფხაზებმა ჭკუით და უნარით.

როგორ აჯობეს, კვლავ,  ქართულ `დოყლოპატიას`  აფხაზებმა ჭკუით და უნარით.

ჰოოოო......

მე ბევრჯერ მითქვამს, რომ აფხაზმა სეპარატისტებმა გვაჯობეს აბსოლუტურად ყველაფერში!

`რუსეთის დახმარებით` რომ გვაჯობეს მართალია, ოღონდ..... `დახმარების მოხმარებასაც` ჭკუა, უნარი, მარიფათი და ნიჭი უნდა.

ისევე, როგორც შემძლე `დამხმარეთა` გაჩენას.

აბა ევროპაზე და ამერიკაზე `შემძლე` ვინღაა, რომლებიც ჩვენ გვეხმარებიან?

და ამის მიუხედავად ნახეთ რას მიაღწიეს ბოლო მომენტში:

`ევროპული საბჭოს` 22 დეკემბრის საბოლოო დადგენილებაში, რომლითაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემული რუსული პასპორტები აღარ მიიღება (როგორც ლეგიტიმური დოკუმენტები შენგენის ვიზის გასაცემად), გაჩნდა ჩანაწერი, რომ თურმე გამონაკლისი კეთდება იმ აფხაზებისთვის, ვინც `მანამდეც` იყო რუსეთის მოქალაქე.

კი მაგრამ რას ნიშნავს `მანამდეც`?

`მანამდე` ანუ `ოკუპაციის აღიარებამდე`.

ესე იგი საქართველოს მიერ ოკუპაციის აღიარებამდე!

მერედა როდის აღიარა საქართველომ ოფიციალურად (!) აფხაზეთის ოკუპაცია რუსეთის მიერ? მხოლოდ 2008 წელს, როდესაც საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი `ოკუპირებული ტერიტორიების` შესახებ!

და რუსეთმა როდის დაიწყო პასპორტების გაცემა, ანუ აფხაზების მიღება რუსეთის მოქალაქეობაში? . . . . . 2000 წელს!

გამოდის, ევროპული საბჭოს აკრძალვა არ ეხება არც ერთ აფხაზს ვინც 2008 წლისთვის უკვე იყო რუსეთის მოქალაქე. ანუ, ფაქტიურად, მთელს სრულწლოვან აფხაზობას.

მაშინ გინდა ყოფილა ეს `ვითომ აკრძალვა` და გინდა არა.

საინტერესოა, როდესაც აფხაზები საკუთარი ლობისტების მეშვეობით (არ გაგიკვირდეთ თუ გეტყვით, რომ უამრავი ლობისტი ჰყავთ ევროპულ სტრუქტურებში, თან არა მხოლოდ და არა იმდენად რუსები!) ამ შესწორებაზე ფრთხილად, ჭკვიანურად, როგორც ყოველთვის უდიდესი პროფესიონალიზმით მუშაობდნენ ფარულად, ქართული მხარე რას აკეთებდა? - ტყემალზე იჯდა და ბალს მიირთმევდა!!!

არა, არა, კითხვის ნიშანს აქ არ ვსვამ.

ძახილის ნიშანია.

იმიტომ, რომ ეს ვისი პასუხისმგელობაცაა (ქართული `დიყლოპატიისა`), იმ ხალხს არასდროს შეეშლება, როგორი ჰალსტუხი უნდა გაიკეთონ რომელ კოსტიუმთან და რა ფერის `ინსპექტორი` ჩაიცვან...... კი, ამაში მაგრები არიან, თუმცა რეალურ საქმეში - სუფთა პიტალო .....ეები!

ეს ისტორიული გარემოება კიდევ ერთხელ დადასტურდა ამ შანსის ხელიდან გაშვებით!

დათო