ოპოზიციას პრაგმატიზმი აკლია

ოპოზიციას პრაგმატიზმი აკლია

        ქართულმა მედია-თანამეგობრობამ, რასაკვირველია, უმალვე აიტაცა და უპირველეს განსახილველ «ნიუსად» ქაცია თემა ოპოზიციის გაერთიანებისა და «ლიდერობის» დიდსულოვნად დათმობის შესახებ. თავისთავად ეს, რა თქმა უნდა, ოპოზიციურ ძალთა წარმატებაა, ვინაიდან ჟურნალისტთა დაინტერესება საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოქცევას განაპირობებს.

            თუმცა, ნებისმიერი რადიკალიზმი იმდენად დააშინებს ამომრჩევლის დიდ ნაწილს (მას უმალვე გაახსენდება ათი წლის წინანდელი მოვლენები), რომ შეიძლება ამჟამინდელი ვითარებით უკმაყოფილების დომინანტიც კი დათრგუნოს. შესაბამისად, აუცილებლად გაიზრდება ხელისუფლების ელექტორალური სივრცე. ამის სიმტპტომები უკვე არის კიდეც.
            უკანასკნელი სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები ბევრმა ოპოზიციონერმა ეჭვქვეშ დააყენა. აქაოდა, «ახალი საქართველო» 7-პროცენტგადალახულთა შორის როგორ მოხვდაო. არადა, აქ გაყალბების ნიშანწყალიც კი არ იყო. არჩევნების მოახლოებისა და ვითარების შედმგომი დაძაბვის კვლაობაზე, ხსენებული პროცენტი კიდევ უფრო მოიმატებს, რაც სახელისუფლებო ბლოკს გამარჯვებას, რა თქმა უნდა, არა, მაგრამ გვარიან საპარლამენტო წარმომადგენლობას მოუტანს.
            უბრალოდ, გამაოგნებელია ზოგიერთი კონსტრარგუმენტი - «ეს არაქართველთა ხმების წყალობააო». მერედა, განა შეიძლება სერიოზული პოლიტიკური ძალა არ ფიქრობდეს, რატომ ასოცირდება ეგრეთ წოდებულ «არაქართველთა» წარმოდგენაში ხელისუფლება სტაბილურობასთან, ხოლო ოპოზიცია – დესტაბილიზაციასთან და მრავალგვარ საფრთხესთან? თუმცა, სავსებით ცხადია, რომ აქ მხოლოდ ეროვნულ უმცირესობებთან არა გვაქვს საქმე.
            პოლიტიკური დისკურსის თვალსაზრისით, დღევანდელი ვითარება ძალიან ჰგავს 1990 წლის შემოდგომაზე შექმნილ მდგომარეობას. მაშინაც, «დემოკრატიული ოპოზიცია», ამბიციათა შეჯახების გამო, ელემენტარულ საკითხებზე ვერ თანხმდებოდა, სიებში ადგილების თაობაზე კინკლაობდა, მთლიანობაში ისე ირჯებოდა, თითქოს უზენაეს საბჭოში არჩევა გარანტირებული ჰქონდა. შედეგად, არჩევნებში გაიმარჯვა ზვიად გამსახურდიამ და მისმა «მრგვალმა მაგიდამ».
            ალბათ, რაღაც ამის მსგავსი მოხდება ორ ნოემბერსაც, ოღონდ «ზვიად გამსახურდიაში» დღევანდელ პრეზიდენტსა და მის «ახალი საქართვლეოსთვის» კოალიციას არ ვგულისხმობ. ედუარდ შევარდნაძე და მისი ახალი გუნდი, პოლიტიკური თვალსაზრისით, აბსოლუტურად სხვა წარმომალვობისა და ყაიდის ფენომენს ქმნიან.
            როგორც ჩანს, გაიმარჯვებენ ის ძალები, ვისთან შედარებითაც დღევანდელი «მთავარი ოპონენტები» ოპოზიციონერებს ანგელოზებად და ლიბერალებად მოეჩვენებათ.
            ერთადერთი, ვინც გულარხეინ ოპოზიციაში ამ საშიშროებასა და ალბათობას აცნობიერებს, არის ზურაბ ჟვანია, ვინაიდან ჭკუითა და პოლიტიკური ნიჭით იგი სხვებისგან აშკარად გამოირჩევა. ეს იქიდან ჩანს, რომ ზურაბ ჟვანია ოპოზიციის ლიდერთაგან ერთადერთი იყო, რომელმაც ჯიუტად ეჭვქვეშ კი არ დააყენა ხსენებული სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგი, არამედ დაადასტურა იგი.
            პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დემოკრატიული ოპოზიციის კონსოლიდაციის პროპაგანდისტია. თუმცა, ჯერ კიდევ არ არის გარკვეული, შედგება თუ არა ოპოზიციური ბლოკი – მით უმეტეს, ერთიანი საარჩევნო სიით. «ლიდერობასა» თუ «პირველ ნომრობაზე» დიდი თავპირისმტვრევაა მოსლაოდნელი. თანაც სრულიად დაუფარავად, რაც, კვლავ და კვლავ, ადასტურებს, რომ ოპოზიციას თავისი მომავალი გამარჯვება გარანტირებულიო ჰგონია და აღარ ერიდება ელექტორატისათვის ისეთ გამაღიზიანებელ დემარშებს, როგორიცაა «შიგნით» საქმის აშკარა გარჩევა და უთანხმოების «გარეთ» გამოტანა.
            თითქოსდა, არსბეობს შეთანხმება, რომ ყველა ლიდერმა დათმოს პირველობა. ამ კომპრომისს მათ შორის ყველაზე მაღალრეიტინგიანი და, შესაბამისად, ყველაზე ამბიციური მიხეილ სააკაშვილიც ეთანხმება, მაგრამ ყურადღებით თუ დავაკვირდებით მის წინადადებას, იგი მაინც კონფრონტაციული ა- ყველა ლიდერმა მაჟორიტარად იყაროს კენჭი.
            წარმოუდგენელია, ასეთი რამ ყველასათვის მისაღბეი იყოს, ვინაიდან ამგვარ სამკვდრო-სასიცოცხლო რისკზე პოლიტიკოსი მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიდის. თანაც, მაჟორიტარული არჩევნები სულ სხვა დატივრთვის მატარებელია – აქ სუბიექტური მომენტი და ელექტორატზე პროპაგანდისტული ზემოქმედება ბევრად მეტად ჭრის. პროპორციული არჩევნებისას კი ადამიანი ხმას აძლევს უფრო მეტად იდეას, რომელსაც ესა თუ ის პოლიტიკოსი განასახიერებს დამის თვალწინ ემსახურება, ანუ პროპორციული არჩევნები, ამ თვალსაზრისით, ბევრად უფრო პრაგმატულია.
            ასე რომ, ასეთი კომპრომისი მხოლდ დაძაბულობის ზრდასა და ურთიერთეჭვიანობას გაალძიერებს. ოპოზიცია შეცდომებს იმეორებს, რაც იმის წინაპირობას ქმნის, რომ 2003-2005 წლების გარდამავალი პერიოდი მაქსიმალურად ტრავმატული იქნება, შეიძლება, სამომავლო განვითარების პერსპექტივაც დაასამაროს.

დილის გაზეთი, 18 ივნისი, 2003 წელი