რუსი ლტოლვილები საქართველოს საზღვრებთან

რუსი ლტოლვილები საქართველოს საზღვრებთან

ვერ წარმოიდგენთ რა ბედნიერი ვარ, რა სალბუნად მედება ბოლო 33 წლის ჭრილობებზე, როცა ამ მრავალკილომეტრიან კოლონას და სასაზღვრო პუნქტებზე სამარცხვინოდ მივარდნილ ბრბოს ვხედავ.....

ეს რა კატეგორიაა იცით? აი 2008 წელს და მანამდე 1993 წელსაც რომ ყირაზე გადადიოდნენ საძულველი ამპარტავანი `გრუზინების` დამცირებით.

2008 წელს მწერდა ერთი ასეთი...... დისკუსიას აღარ მოვყვები.... მაგრამ ბოლოს მედიდური ტონით - ისტორიის შემოქმედი დიადი ერისა, რომელმაც პატარა საქართველო დაამცირა და დასაველთმა ყურებზე ხახვიც ვერ დაგვაჭრაო:

`Сегодня русские лениво прогуливаются по огрооооомным торговым центрам"

ანუ მთელი მსოფლიო ჩვენს ფერხთით გდია, არანაირი სანქციები თქვენს გამო არ დაუწესებიათ (ნამდვილად არ დაუწესებიათ) და ზანტად, მედიდურად ვსეირნობთ უზარმაზარ სავაჭრო ცენტრებში, სადაც გვეხვეწებიან მათი რამე ვიყიდოთო...

დრონი მეფობენ!

ისტორია სასტიკი თუმცაღა სამართლიანია.

ჩვენც ნაპირზე ველით, როდის გამორიყავს მოსისხლე მტრების `გვამს` ისტორიის მდინარე.

მე უკვე ურყევად მწამს, რომ საქართველოს მწარე დამარცხებათა და დამცირებათა ეპოქა, რომელიც 1956 წლის 9 მარტს დაიწყო, დ ა მ თ ა ვ რ დ ა!

რაც ჯერ არ ნიშნავს, რომ გამარჯვებათა ეპოქა დაიწყო, თუმცა თავისთავად ესეც დიდი ბედნიერებაა.

დათო