საერთაშორისო მიმოხილვა. 24 იანვარი. 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 24 იანვარი. 2024 წელი

აფხაზეთში დაიწყო საპროტესტო აქციები ბენზინის და მაზუთის გაძვირების გამო.

საპროტესტოდ შიმშილობს კიდეც ერთი განსაკუთრებით ამაყი აქტივისტი სოხუმის ცენტრალურ მოედანზე.

ტრაგიკომედიაა, რომ აფხაზები მოითხოვენ `რუსეთმა იმავე ფასად მოგვყიდოს ბენზინი, როგორც საკუთარ რეგიონებში ყიდის, მაგალითად მეზობელ სოჭში და კრასნოდარის მხარეშიო`.

რუსები ამის პასუხად მხრებს იჩეჩენ დამცინავი ღიმილით: `თქვენ ხომ ამაყი დამოუკიდებელი სახელმწიფო ხართ, - შემოდით რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში და მაშინ კი გექნებათ ბენზინი იმავე ფასად, როგორც კრასნოდარის მხარესო`.

აფხაზებს ფსევდო-`დამოუკიდებლობა` არ ეთმობათ, მაგრამ ბენზინი იმ ფასად უნდათ, რა ფასადაც კრასნოდარელ რუსებს აქვთ.

`ბენზინის` თემა მოსკოვის ხელში კიდევ ერთი ბერკეტია, რათა აფხაზეთი მოახრჩოს და აიძულოს, იქცეს კრასნოდარის მხარის გაგრძელებად.

. . . . . . . . . .

უცნობი მიზეზით, კრემლმა გაურკვეველი ვადით გადადო პუტინის ე.წ. `პირდაპირი ხაზი მოქალაქეებთან`, როდესაც პუტინი პირდაპირ ეთერში პასუხობდა ხოლმე მოქალაქეთა კითხვებს, ხდებოდა ჩართვები სხვადასხვა რეგიონიდან, ჟურნალისტებიც ეკითხებოდნენ პირდაპირ ეთერში, სმს-ებით და თუითებით ხდებოდა კითხვების დასმა, ფეისბუკით და ა.შ და ა.შ.

4-5  საათი გრძედებოდა ხოლმე...

მიზეზი შესაძლოა 2 იყოს

ა) პუტინი მართლა ავადაა და ამას ვერ გაუძლებს

ბ) იმდენად არაპოპულარული ხდება ომი უკრაინის წინააღმდეგ, რომ პუტინმა გადაწყვიტა არ გარისკოს, თორემ შესაძლოა ვინმე შემოუვარდეს ეთერში და ან ომზე ან პოლიტპატიმარ ნავალნიზე დაუსვას კითხვა.

სხვათა შორის, რაც უფრო არაპოპულარულია ომი, მით უფრო პოპულარული ხდება ალექსეი ნავალნი ქვეყნის შიგნით. პუტინმა მას კიდევ რამდენიმე წელი დაუმატა, პატიმრობის ვადა 9 წლამდე გაუზარდა (მერე კიდევ გაუზრდის თუ დასცალდა) და უმკაცრესი რეჟიმის კოლონიაში გადაიყვანა.

. . . . . . . . . .

რუსის ჯარი, სამწუხაროდ, ნელ-ნელა მაინც მიიწევს წინ დონბასზე, კერძოდ ლუგანსკის რაიონში.

უკრაინელებს უჭირთ შეინარჩუნონ უკანასკნელი ქალაქი - ლისიჩანსკი. ამერიკულმა ზალპური ცეცხლის დანადგარებმა HIMARAS როგორც იქნა ჩააღწია უკრაინაში, მაგრამ ამერიკამ მაინც ვერ გაბედა ამ დანადგარებისთვის იმგვარი რაკეტების მიწოდება, რაც უკრაინელებს თეორიულად მისცემდა შანსს, სანკტ-პეტერბურგი და მოსკოვი დაებომათ.

სამწუხაროდ, რუსული არმია უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. `რესპუბლიკათა` საზღვრებს მაინც მიაღწევს, თუმცა უდიდესი მსხვერპლი აქვთ. არის ასეთი რუსული გამოთქმა `Завалить врага трупами` ანუ მტრის ჩვენი გვამებით დამარხვა. `კი დავამარცხეთ, ოღონდ  ისე, რომ ჩვენივე გვამებით დავმარხეთო`

. . . . . . . . . .

ტრამპის გარშემო წრე ვიწროვდება: გუშინ ამერიკის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) მოაწყო ჩხრეკა დონალდ ტრამპის ერთ-ერთი უახლოესი თანამებრძოლის, ჯეფრი კლარკის ბინაში. ტრამპს ძალიან უნდოდა მისი დანიშვნა გენერალურ პროკურორად, თუმცა ვერ დანიშნა. თუ მოახერხებდა მის დანიშვნას, კლარკი აუცილებლად (!) გააუქმებდა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს და ამერიკაში სამოქალაქო ომი დაიწყებოდა.

ჩხრეკა ჩატარდა FBI გამოძიების ფარგლებში - 6 იანვრის მოვლენებზე (2021) როცა ტრამპის მომხრეები კონგრესში შეიჭრენ.

ეს გამოძიება პირდაპირ არ კორელირებს ამჟამად მიმდინარე Hearing-თან იმავე კონგრესში, რადგან კონგრესის კომისიამ შეიძლება `დადოს` ისეთი დასკვნა, რაც უშუალოდ დონალდ ტრამპის დაპატიმრების საფუძვლად იქცევა, თუმცა FBI-ს ისედაც შეუძლია ტრამპის წინააღმდეგ საქმე აღძრას და დააპატიმროს, რაკი იმუნიტეტი ამს არ გააჩნია.

აქ რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ ამერიკელებმა, რომ პოლიტიკური მიზანშეწონილობა არანაირ როლს არ ასრულებს - მაინც ასრულებს!

აბა როგორი დასაპატიმრებელია ტრამპი, რომელსაც ასეულობით მილიონი WASP ამერიკელი ანუ ძირეული ამერიკელი უჭერს მხარს, თან საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებს მონაწილეობის მიღებას?

ეს იგივეა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ხელისუფლებას რომ გრიგოლ ვაშაძე დაეპატიმრებინა არჩევენებამდე რამდენიმე თვით ადრე.

 

 

გუშინ Tesla-ს დამფუძნებელმა, ილონ მასკმა ყველა ნორმალური ადამიანისთვის სამწუხარო განცხადება გააკეთა, რომ ეს გენიალური კომპანია შესაძლოა გაკოტრდეს. მიზეზად დაასახელა კოვიდ-პანდემია, რის შედეგადაც დაირღვა ლოგისტიკური მწკრივები, ხაზები და ფაქტოურად ყველა ავტომშენებელი ქარხანა, რომელიც მასკს  ჰქონდა ამერიკაში და მთელს მსოფლიოში, უკვე თითქმის 2 წელია წაგებაზე მუშაობს.

მათ შორიის შანხაის კოლოსალური ქარხანა სადაც მასკი ელექტრომობილებს უშვებდა.

აქ ყველაზე ტრაგიკული ისაა, რომ ბევრი ეკონომისტის აზრით, ტრამპს პირველ რიგში აკოტრებს შანხაის ქარხნის დაცემა ლოკდაუნების გამო, ხოლო `ტესლას` ფენომენი, მათი თქმით, სწორედ იმის წყალობით ვითარდებოდა, რომ ილონ მასკს ჰქონდა საშაულება, ემუშავა ჩინეთში, სადაც მუშა-ხელი ბევრად იაფია ვიდრე დასაველთში და ეს `ფორა` რომ არ ჰქონოდა მასკს, იგი ვერ შეძლებდა `ტესლს` განვითარებას.

რა გამოდის? გამოდის, რომ სისტემათშემოქმედი დასავლური ინდუსტრია, რომელიც მართლა ყველაზე კრეატიულად და პერსპექტიულად ითველბა, მხოლოდ იმიტომ არსებობდა, რომ კომუნისტურ, ანტიდემოკრატიულ  ჩინეთში მას მუსაობის საშუელებას აძლევდნენ

ახლა კოვიდმა შეუშალა ხელი და აგჩერდა....მაგრამ ჩინელ კომუნისტებს რომ პოლიტიკური მოსაზრებებით აეკრძალათ ტესლას მუსაობა რა გამოვიდოდა? მეწინავე, ყველაზე პროგრესული და კრეატიული დასავლური ინდუსტრია კომუნისტურ რეჟიზმეა დამოკიდებული?

დასაველთში კი მაღალი სახელფასო განაკვეთებისა და მუშა-ხელის სოციალურ უფლებათა დაცვის  აუცილებლობის გამო ვერ განვითარდებოდა?

ჩინეთი იგივე ცივილიზაციაა როგორც სინგაპური. სინგაპურში ქარხანაში დაგვიანებით მისულ მუშას საჯაროდ როზგავენ! ხშირად არა, თუმცა ამგვარი შემთXვევები არის!

როგორ წარმოგიდგენიათ, ვინმემ ამერიკაში, Ford-ის ან იმავე Tesla -ს ქარხნის მუშას გაუბედოს ამგვარი რამ? - `სამსახურში რატომ დააგვიანე უნდა გაგროზგოო?`  კოლტ  Magnum-45 ტყვია არ ასცდება შუბლში!

 

 

ვერ ვეშვები ამერიკაში იარაღის თავისუფლად ყიდვა-ტარების თემას, რადგან ეს ამერიკაა - ჩვენი უდიდესი მოკავშირეა, მსოფლიო ლიდერია, რომელიც ისევე განსაზღვრავს კაცობრიობის ინდეტობას, როგორც თავის დროზე ოპლაენტაზე არსებული დიდი ცივილიზაციები: საებრძნეთი, რომი.....

გუშინ ამერიკის უმაღლესმა სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო და გააუქმა ზოგიერთ შტატში, მაგალითად ნიუ იორკის შტატში არსებული საკანონმდებლო ნორმა, რომლის თანახმად ამერიკელს (ნიუ იორკის შტატის მაცხოვრებელს - ეს შტატის ნორმაა და რასაკვირველია ვრცელდება ქალაქ ნიუ იორკზეც -დ.) აქვს უფლება სახლში შეინახოს იაარღი, თუნდაც მსხვილკალიბრიაბი ტყვიამფრქვევი, მაგრამ თუ იარაღს ქალაქში და შტატში ატარებს, მან პოლიციელს უნდა აუხსნას, რა საჭიროების გამო ატარებს სახლს გარეთ იარაღს ანუ რა აუცილებლობა წარმოიშვა ისეთი, რაც მას აიძულებს ატაროს ქუჩაში, ბარებში, ნებისმიერ სხვა ადგილას იარაღი.

აშშ უმაღლესმა სასამართლომ (ამერიკაში იგი საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციას(აც) ასრულებს) დაადგინა, რომ თუკი ამერიკის კონსტიტუციის თანახმად, ამერიკელი არ არის ვალდებული ვინმეს აუხსნას, რატომ იყენებს იგი მის საკონსტიტუციო უფლებას სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე (ეს არის ამერიკის კონტიტუციის პირველი შესწორება) მაშინ რატომ არის ვალდებული ამერიკელი პოლიციელს აუხსნას, რატომ სარგებლობს ამერიკელი იმავე კონსტიტუციის მეორე შესწორებით, რაც ნებისმიერ ამერიკელს ნებისმიერ ადგილას ნებას რთავს, ატაროს იარაღი?

ხაზს ვუსვამ, რომ ის საკანონმდებლო ნორმა, რომელიც ნიუ იორკის შტატში მოქმედებს, კი არ უკრძალკავს ამერიკელს ქუჩაში ატაროს იარაღი 9ეს ანტიკოსნტიტუციური იქნებოდა) არამედ პოლიციელს ანიჭებს უფლება, დაუწყოს მოქალაქეს გამოკითხვა, რაში სჭირდება ეს იარაღი.

ანუ შენიღბული აკრძალაა, იმიტომ, რომ როგორც აშშ უმაღლესმა სასამართლომ გადაწყვიტა, `არ არის შენი საქმე პოლიციელო`(წერტილი)

და ეს გადაწყვეტილება აშშ უმაღლესმა სასამართლომ მიიღო მაშინ, როდესაც აშშ კონგრესი დიდი წვალებით, დიდი ჯახირით, ტანჯვა-წამებით მიიღო კანონი, რომ იქნებ...იქნებ...თუნდაც...თუნდაც 21 წლამდე გაზარდა  ასაკი, როცა მოქალაქეს ექნება უფლება შეიძინოს იარაღი.

დღეს 18 წლის (ანუ სრულწლოვან) ამერიკელს აქვს უფლება, მივიდეს იარაღის მაღაზიაში, დატოვოს ე.წ. ID საბუთის ასლი, ეს დოკუმენტი იგზავნება პოლიციაში და თუ მანამდე დანაშაული არა აქვს ჩადენილი, პოლიცია ვალდებულია (!) გასცეს ნებართვა. შესაბამისად, მაღაზიის მეპატრონე 2-3 კვირაში დაუერკავს, მივა და იყიდის გენიალურ ამერიკულ საბრძოლო (!) შაშხანა M4-ს ან ნებისმიერ სხვას.

დავაკვირდეთ: ბევრ შტატში ამერიკელებს 18 წლიდან აქვთ იარაღის ყიდვის უფლება, ხოლო ლუდის დალევა 21 წლამდე ეკრძალებათ! რატომ? იმიტომ, რომ იარაღი - კონსტიტუციის თემაა, კონსტიტუცია კი ამერიკელისთვის წმიდაა, - ბიბლიაა, ხელშეუხებელია!