საერთაშორისო მიმოხილვა. 26 დეკემბერი. 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 26 დეკემბერი. 2024 წელი

2024 წელს, რუსეთის ტერიტორიაზე, უკრაინის არმიის დარტყმების შედეგად 250 „მშვიდობიანი რუსი“ დაიღუპა.

განსაკუთრებით რუსეთის ბელგოროდის ოლქში.

ბუნებრივია, უკრაინა ბომბავს რუსეთს და ამგვარ დარტყმებს არ შეიძლება მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი არ მოჰყვეს.

თუმცა რუსული დარტყმების შედეგად მშვიდობიან უკრაინელთა შორის მსხვერპლი ბევრად დიდია.

ოღონდ რუსეთში ეს მსხვერპლი სულ უფრო იზრდება. ესაა ნიშანდობლივი: 2023 წელს ორჯერ ნაკლები რუსი დაიღუპა რუსეთში უკრაინული დარტყმების შედეგად.

ჩინეთმა გააკეთა მნიშვნელოვანი განცხადება, რომელიც შესაძლოა ჩაითვალოს „წინარეულტიმატუმად“ ფილიპინების მიმართ: პეკინი მოითხოვს ფილიპინებმა თავისი ტერიტორიიდან გაიტანოს ამერიკული სარაკეტო გამშვები დანადგარები Typhon, რომლიდანაც შესაძლებელია საშუალო სიშორის ფრთოსანი რაკეტების Tomahawk გაშვება ჩინეთის მიმართულებით.

ფილიპინები უარს აცხადებს გაიტანოს ეს დანადგარები. ამბობს, რომ აქვს უფლება, სტრატეგიული მოკავშირეობა განავითაროს ამერიკასთან.

2024 წლის აგვისტოში განალაგა პენტაგონმა ეს დანადგარები ფილიპინებზე ვითომდაც „სამხედრო მანევრების“ ფარგლებში და ჩვენ მაშინვე ვივარაუდეთ ამერიკის მეინსტრიმულ მედიაზე დაყრდნობით, რომ მანევრების დასრულდებოდა, თუმცა Typhon აღარ გაიტანდნენ.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

President elect Donald Trump საშობაო მილოცვაში მორიგ გამაოგნებელ....რომ არ ვთქვათ „დამშოკავ“ განცხადებას აკეთებს: „კანადის მოქალაქეებს გადასახადებს გავუნახევრებ თუ ამერიკის შეერთებულ შტატებს შემოუერთდებიანო“.

ანუ კანადა შედგება ათი „პროვინციისგან“ და სამი „ ტერიტორიისგან“

თეორიულად ვითომდაც რატომ არ შეიძლება შემოუერთდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებს და იქნება მერე ამერიკაში 60 შტატი, 4 ტერიტორია Washington DC-თან ერთად.

მაშასადამე გაჩნდება ვთქვათ „დიადი და მშვენიერი შტატი კვებეკი“, როგორც ამერიკელები უწოდებენ თავის შტატებს. მაგალითად: „დიადი და მშვენიერი შტატი არიზონა.....“

არ არსებობს ამერიკასა და კანადას შორის არავითარი საზღვარი.

იურისდიქცია სხვაა, მაგრამ საზღვარი არ არსებობს.

ერთი უწყვეტი სწორი ხაზია „დიადი ტბებიდან“ - წყნარ ოკეანემდე

თუმცა სერიოზული ხალხი საგონებელშია ჩავარდნილი რა მიზანს ემსახურება ტრამპის ეს განცხადებები: ორი ქვეყანა მჭიდროდ არიან ინტეგრირებულნი, თუმცაღა გ ა მ ო რ ი ც ხ უ ლ ი ა კანადის ელიტები ამგვარ ინკორპორირებას (არა ინტეგრირებას, არამედ ინკორპორირებას) დათანხმდეს თუნდაც იმიტომ, რომ კანადის სახელმწიფოში მნიშვნელოვანია ფრანგული ელემენტი. ფრანგულმა ეთნოსმა, ფრანგულმა ენამ იქ დიდი როლი შეასრულა და ახლაც ასრულებს. „ძმები“ კი არიან ფრანგები და ანგლოსაქსები თუმცა....გარკვეული ეთნო-მენტალურის სხვაობანი, შესაბამისად მიუღებლობა/შეუთავსებლობანი, ისტორიული კულტურული სხვაობებისა და კონკურენციის გამო მაინც არსებობს.

თან იმავე სენსაციურ გამოსვლაში ტრამპმა დაამატა: კანადამ ბიუჯეტიდან 900 მილიონი დახარჯა არარსებული საზღვრის დაცვაზე და ამ თანხების დაზოგვაც ხომ მოხდებაო.

 

ეს კიდევ არაფერი. იმავე სენსაციურ გამოსვლაში მექსიკასაც შესთავაზა ამერიკის შემადგენლობაში შემოდიო (და ეს მაშინ, იმ დროს, როცა უზარმაზარი კედლის ასაშენებალდ ამერიკა-მექსიკის საზღვარზე მილიარდობით დოლარის გამოყოფას აპირებს უკვე იანვარში) და ირონიულად მიულოცა „ჩინელ ჯარისკაცებს, რომლებიც იცავენ პანამის არხს“.

ამაზე წინა მიმოხილვაში ვწერდით: ტრამპი პანამისგან მოითხოვს წყნარი და ატლანტის ოკეანეთა დამაკავშირებელი არხის დაბრუნებას ამერიკისთვის და მისი მთავარი არგუმენტიც ესაა: რეალურად ამ არხს არა პანამა, არამედ ჩინეთი აკონტროლებსო.

ჩინეთი რომ აკონტროლებს რეალურად, ეს დიდწილად სიმართლეა.

პანამის ხელისუფლება უკვე 20 წელია ასე ცდილობს იქ ამერიკის გავლენის „დაბალანსებას“.

ვიმეორებ: ეს არხი 2 000 წელს გადაეცა პანამას.

. . . . . . . . . . . . . . . . . . .

 

არსებობს ასეთი ქართული გამოთქმა: „საცრით წყლის შეგროვება“, რაც შეუძლებელია რასაკვირველია - საცერი წყალს ვერ დაიჭერს.

 სწორედ ამას ჰგავს პუტინის რეჟიმის მცდელობა, შეზღუდოს ინტერნეტით წვდომა იმ საიტებზე, რაც მისთვის სახიფათოა

ანუ პოლიტიკური კონტენტის შემცველ საიტებზე.

ბევრი აკრძალა, დაბლოკა, ოღონდ არსებობს ასეთი ტექნოლოგია VPN და ახლა რეჟიმი მის აკრძალვასაც ცდილობს: Роскомнадзор-ის მოთხოვნით, Apple და Google, რომლებიც კვლავინდებურად მუშაობენ რუსეთში, თავისი სერვისებიდან Apple store და Google Play შლიან რუსეთის ტერიტორიაზე VPN სერვისებს, რომელთა მეშვეობით რუსებს მაინც ჰქონდათ წვდომა სხვადასხვა აკრძალულ საიტზე.

ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ თანამედროვე კომუნიცირებულ მსოფლიოში ტექნოლოგიის დაბლოკვა შეუძლებელია თუ ჩრდილო კორეის მსგავს რეჟიმს არ დაამყარებ.

არადა რუსეთი ჯერ არ არის ასეთი.

პუტინსაც კი არ აწყობს იქცეს ასეთად, რაკი რუსული სახელმწიფო აქტიურად იყენებს ინტერნეტ-ტექნოლოგიებს ფუნქციონირებისთვის.

იმას ჰგავს, საბჭოთა იმპერიის ბოლო წლებისკენ რომ „თანამგზავრული ტელევიზია“ გაჩნდა, საბჭოთა КГБ მის „ჩახშობასაც“ ცდილობდა იმპერიის ტერიტორიაზე და ბოლოს ხელი ჩაიქნიეს: აზრი არ აქვსო.

მაგრამ პუტინი რომ ცდილობს, აშკარაა, რაც ადასტურებს, რომ კომუნიკაცია კვლავინდებურად მისი „სუსტი წერტილია“.

თუ ასეა დარწმუნებული საკუთარ ძლევამოსილებაში და რუსების მხარდაჭერაში, VPN-ის როგორ უნდა ეშინოდეს?

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ამერიკული რესურსი Military Watch (MWM) მორიგ პანიკურ ტექსტს აქვეყნებს, რომ პუტინმა შექმნა რაღაც იდუმალი ბალისტიკური კონტინენტთაშორისი რაკეტა Авангард, რომლის სისწრაფე 27 მახია ანუ 27 ხმის სისწრაფე;

მაშასადამე  დაახლოებით 32 000 კილომეტრი საათში..... ესე იგი 9 კილომეტრი წამში.

ეს „პირველი კოსმოსური სისწრაფეა“.

ბუნებრივია, ასეთი სისწრაფით მოძრავ რაკეტას ვერანაირი „საზენიტო“ ვერ ჩამოაგდებს.

MWM -ს ცნობით Авангард-ს ერთდროულად 12 სამიზნის ბირთვული ბომბარდირება შეუძლია კოსმოსში გაყოფილი ბირთვული თავაკებით.

ოღონდ  იქვე ირკვევა, რომ ამ რაკეტაზე რუსები თურმე 1980 წლიდან მუშაობენ.

ანუ 44 წელია.

და არ არსებობს არავითარი რეალური მტკიცებულება, რომ  პროექტის და მაკეტის გარდა, პუტინმა ასეთი რაკეტა ნამდვილად შექმნა.

მაშ რას ემსახურება მუდმივად ამ თემების მუსირება, რომ პუტინს აქვს Авангард, აქვს Посейдон, რომელსაც ნიუ იორკთან 400 მეტრის სიმაღლის ცუნამის გამოწვევა შეუძლია სანაპიროსთან 500 მეგატონიანი აფეთქებით და ა.შ და ა.შ.

შეგახსენებთ, რომ ყველაზე დამანგრეველი ცუნამების სიმაღლე 20 მეტრს არ აღემატებოდა.

ბუნებრივია, მას შემდეგ რაც პუტინმა დაახლოებით 8 წლის წინ, ერთ ერთ მიმართვაში „ქვეყნის მდგომარეობის“ შესახებ მულტიპლიკაციური ფილმები აჩვენა ამგვარი „ახალი იარაღების“ (Новое вооружение) არსებობის შესახებ, ეს ნარატივები მიზანმიმართულად ვრცელდება ამერიკელი და ევროპელი „ობივატელის“ დასაშინებლად.

დემოკრატიაში ხელისუფლებებს და პოლიტიკურ ელიტებს არ შეუძლიათ ამომრჩევლის (იმავე „ობივატელის“) განწყობათა და შიშების დაიგნორება.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

კალიფორნიაში რეგისტრირებული და სტარტაპების (მაგალითად FB..... Google და ა.შ) „ვენჩურული ფონდების“ ლიდერშიპი აშშ ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ არავითარ შემთხვევაში (თურმე) არ შეიძლება რუსეთის სავალუტო რეზერვების კონფისკაცია, რომელიც ინახება ამერიკის იურისდიქციაში, რადგან....ეს გამოიწვევს მსოფლიოში დოლარისადმი ნდობის დაკარგვას: აღარც სხვები შეინახავენ დოლარში კაპიტალს, მით უმეტეს არ განალაგებენ ამ კაპიტალს ამერიკის იურისდიქციაში....შესაბამისად საინვესტიციო რესურსიც შემცირდებაო.

გამორიცხულია, სამწუხაროდ, ამერიკის ნებისმიერმა ადმინისტრაციამ Silicone Value პოზიცია არ გაითვალისწინოს, რადგან აშშ ბოლო 30 წლის გლობალური ტექნოლოგიური ლიდერობა და ინოვაციურობა სწორედ ამ სივრცის დამსახურებაა, სადაც, სხვათა შორის, ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებდა და ასრულებს არა მხოლოდ კერძო, არამედ ამერიკის სახელმწიფო კაპიტალიც ანუ ამერიკის საბიუჯეტო სახსრებიც - პერსპექტიული სტარტაპების დაფინანსებისას.

შესაბამისად, რუსული ფული დარჩება გაყინული (ამერიკის იურისდიქციაში ეს დაახლოებით 100 მილიარდი დოლარია სხვადასხვა მონაცემებით) და არ გადაეცემა უკრაინას.

არ დაგვავიწყდეს, რომ დოლარი, პრეზიდენტ ნიქსონის ეპოქიდან მოყოლებული, ოქროთი უზრუნველყოფილი არ არის.

იგი ეფუძნება უპირველესად ნ დ ო ბ ა ს   და    რ ე ნ ო მ ე ს.