საერთაშორისო მიმოხილვა. 5 მარტი. 2023 წელი
ამერიკის რესპუბლიკური პარტიის ისტებლიშნეტში მწიფდება აზრი, რომ დონალდ ტრამპის მესამედ ნომინირება აშშ პრეზიდენტობის კანდიდატად წამგებიანი იქნება ამ პარტიისთვის, ამიტომ შესაძლოა არჩევანი შეაჩეროს ფლორიდის 44 წლის პოპულარულ გუბერნატორ რონ დესანტისზე.
დესანტისი საკმაო ავტორიტეტით სარგებლობს ამერიკულ ელიტებში მაგრამ სწორედ ამიტომ, დონალდ ტრამპი მას უკვე უწოდებს `ფეიკ-რესპუბლიკელს` და `ისტებლიშმენტის ინტერესთა დამცველს`.
თუ `რესპუბლიკელებმა ნამდვილად წარადგინეს რონ დესანტისი და მან მოიგო პრაიმერიზი, დონალდ ტრამპს ისღა დარჩება, საკუთარი პარტია დააფუძნოს ან რომელიმე მესამე პარტიიდან იყარიოს კენჭი, რაც სრულიად გამორიცხავს მის გამარჯვებას 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.
უკრაინულ ბახმუტში, რომელსაც რუსები `არტიომოვსკს` უწოდებენ და სტრატგიული მნიშვნელობა აქვს, გრძელდება გააფთრებული ბრძოლები. ქალაქი რუსებმა სამი მხრიდან მოაქციეს ალყაში. ძირითადად იქ იბრძვიან ოლიგარქ ევგენი პრიგოჟინის `კერძო სამხედრო კომპანიის` (ЧВК Вагнер) ბანდიტები - კრიმინალები, რომლებსაც დასაკარგი ბევრი აღარაფერი აქვთ. თვით პრიგოჟინს ბანდიტიზმისთვის 10 წელი აქვს ციხეში გატარებული და იცის მათი ენა.
სამმხრივი ალყის გამო სულ უფრო რთულდება ბახმუტის დამცველთა საბრძოლო მასალებით მომარაგება.
თუმცა უკრაინელები წინააღდმეგობას აგრძელებენ.
რუსეთმა ბარბაროსულად დაბომბა უკრაინული ზაპოროჟიე. 11 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის ბავშვი მას შედმეგ რაც რაკჯეტა საცხოვრებელ სახლს მოხვდა.
აქ ყველაზე ნიშანდობლივი ის არის, რომ ზაპოროჟიე იმ 4 რეგიონს შორისაა (ზაპოროჟიე, ხერსონი, ლუგანსკი, დონეცკი) რაც პუტინმა `შემოუერთა` რუსეთს ისე, რომ ზაპოროჟიე უკრაინული არმიის კონტროლქვეშაა დღესაც. ესე იგი რუსეთის ფედერაციას შემოუერთა რეგიონი, სადაც რეალურად რუსული სუვერენიტეტი არ ვრცელდებოდა და რუსული არმია იქ არ იდგა.
მაშასადამე, ფორმალურად ისე გამოდის, პუტინმა რუსეთის ფედერაციაში შემავალი ქალაქი დაბომბა და იქ 11 რუსეთის მოქალაქე მოკლა.
სინამდვილეში, დახოცა უკრაინელები, რომლებიც რუსეთის სუევრენიტეტს არასდროს აღაირებდნენ.
თუმცა ამგვარ `ფორმალობებს` პუტიუნი უკვე აღარც აქცევს ყურადღებას მის მიერ გაჩაღებული აგრესიული ომის დროს.
ბელორუსეთში მოქმედებენ პროუკრაინელი პარტიზანები!
ბელორუსია და რუსეთი იძულებულნი გახდნენ ეს საოცარი ფაქტი დაედასტურებინათ მას შემდეგ, რაც ევღარ დამალეს, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალთარადიოლოკაციური დაზვერვის სტარტეგიული თვითმფრინავი А-50 რომელიც მინსკთან მდებარე სამხედრო აეროდრომზე იყო დისლოცირებული, დაზიანდა პარტიზანული ჯგუფის მიერ ამ აეროდრომის დაბომბვის შედეგად მცირე ზომის უპილოტო საფრენი აპარატებით.
ევროპარლამენტის თავმჯდომარემ, რობერტო მეცოლამ განაცხადა, რომ პუტინის სასამართლოს საკითხში მთავარი კითხვა ის კი არაა, შედგება თუ არა ამგვარი სასამართლო, არამედ როდის (!) შედგება იგი.
ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელიც უდავოდ მეტყველებს, რომ ევროპული ელიტები უახლოვდებიან რეალობის აღქმას: პუტინთან კომპრომისი აუცილებელია და ევროპაში მშვიდობა არ იქნება, თუ კრემლის რეჟიმი არ განადგურდა. ყველა შესაძლო ხერხით.
ინგეთი და მისი აბტორიტარი მმართველი, ვიქტორ ორბანი კვლავაც განაგრძობს ანტიდასავლური და ანტიევროატლანტიკური ნაბიჯების გადადგმას: გუშინ უნგრეთის პარლამენტის რამდენიმე დეპუტატმა, რომლებიც ორბანს უჭერენ მხარს, განაცხადა, რომ უნგრეთს საბოლოოდ არა აქვს გადაწყვეტილი, დაუჭერენ თუ არა მხარს შვედეთისა და ფინეთის გაწევრებას ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში!
7 და 8 ,არტს სკანდინავიურ ქვეყნებში უნგრული დელეგაცია გაემგზავრება და ამ ვიზიტის შედეგად გადავწყვეტთო.
უბრალოდ კატასტროფული არგუმენტი მოიტანეს, თუ რატომ არ სურთ ამ ქვეყნების NATO-ში გაწევრებას დაუჭირონ მხარი: შვედეთის და ფინეთის ხელისუფალნი ადრე ხშირად აკრიტიკებდნენ უნგრეთს და `ჩვენს ლიდერს - ვიქტორ ობანს` დემოკრატიული ნორმების დარღვევის გამოო.
მაშასადამე, გარდა თურქეთისა, რომლიც ბოლო დრომდე ეწინააღდმეგებოდა და ნაწილობრივ ახლაც ეწინააღმდეგება ალიანსში ფინეთისა და შვედეთის მიღებას (ქურთული მოძრაობის მხარდაჭერის და ქურთი აქტივისტების შეფარების გამო), ახლა უნგრეთის პრობლემაც გაჩნდა.
ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ამით ორბანი უკვე ღიად `უქივინებს კუდს` პუტინს.
უკრაინულმა ძალებმა დონბასზე ერთბაშად 5 აფხაზი სეპარატისტი გაანადგურეს, რომლებიც რუსეთის არმიის მხარეს იბრძოდნენ. მათ შორის მატვეი აბიდჟბა და ადამ ლაგვილავა, რომლებიც ჯერ კიდევ ქართულ მხარეს ებრძოდნენ დიდი ხნის წინ და, როგორც იტყვია, არ მოასვენათ გამჩენმა. ახლა ისინი იბრძოდნენ ცნობილი აფხაზი ბანდიტის, ახრა არძინბას რაზმში. ამ რაზმს Пятнашка ეწოდება.
აფხაზეთის `პრეზიდენტმა` ბჟანიამ განაცხადა: აფხაზებო, ყველას რომ ქალაქებში გინდათ ცხოვრება, წადით დაბრუნდით სოფლებში და მიწა თოხნეთო. ეს ურბანო-შოვინისტური განცხადება ბჟანიამ (მოსკოვში იცხოვრა მისი დღე და მოსწრება და თავი `ელიტად` მიაჩნია) იმ კონტექსტში გააკეთა, რომ აფხაზები ახლა გააფთრებულ წინააღმდეგობას უწევენ აფხაზეთის ხელისუფალთა მცდელობას, გადასცეს პუტინს ე.წ. `პიცუნდას აგარაკი` და მისცეს რუსებს უფლება, იყიდონ ბინები აფხაზეტში. ამ მიზნით მოიფიქრა სქემა, რომ ეს ბინები (მათი დიდი ნაწილი ქართველ ლტოლვილთა ბინებია) ჯერ დარეგისტრირდება როგორც Apart hotel ები და შემდეგ ამ სტატუსით გაიყიდება.
ეს საკითხები აფხაზეთში სულ უფრო მზარდ უკმაყოფილებას იწვევს. მით უმეტეს პერმანენტული ენერგოკრიზისის ფონზე. დაახლოებით ერთ თვეში ენგურჰესის საცავი კვლავ აივსება წყლით და რაკი სამართავ პულტს 1993 წლიდან (სოფელ საბერიოში) სეპარატისტები აკონტროლებენ, პრობლემა თითქოს აღარ ექნებათ, მაგრამ საქმეც ისაა, რომ გადამცემი ხაზები 30 წლის განმავლობაში, ველური ექსპოლუატაციის გამო ჩამნოქცევის პირასაა.
ბჟანიამ გადაწყვიტა, რუსეთისგან აიღოს მილიარდნახევარი რუბლის კრედიტი, რათა მოახდინოს მოსახლეობის გამრიცხველიანება ანუ დაახლოებIთ ის, რაც ამერიკულმა კომპანია AES თელასმა გააკეთა 1999-2002 წლებში. მაგრამ აფხაზებს არც ეს მოსწონთ და წინააღმდეგნი არიან ელექტროენერგისი გაძვირებისა ერთნახევარ (!) თეთრამდე კილოვატ-საათისთვის.
რუსეთის ექსპრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის ისტერიული რეაქცია გამოიწვია ცნობამ, რომ გერმანული Rheinmetall აპირებს უკრაინაში გახსნას ტანკების მწარმოებელი ქარხნის ფილიალი. ეს გადაწყვეტილება საბოლოოდ ჯერ არ არის მიღებული გერმანიის მთავრობის მიერ, თუმცა მედევედევი, როგორც ჩანს ისეა დაშინებული ამ ქარხნის ტანკებით Leopard-2, რომ `ისკანდერის` რაკეტებით დაბომბვას აანონსებს.
მედვედევი ასევე იხსენებს 1928 წლის (!) ბრიან-კელოგის აქტს, რომელიც საერთაშორისო კონვენციად იქცა იმ დროიდან, რომ თუ ქვეყანა ან ქვეყნების ჯგუფი არა მხოლოდ იარაღა აწვდის მეომარ ქევყანას, არამედ მისი სამხედრო მოსამსახურეების ან სპოეციალისტების მომზადებასაც ახორციელებს, იგი საბრძოლო მოქმედებების უშუალო მონაწილედ ითვლება ანუ მეომარ მხარედ.
NATO არა მხოლოდ იარაღით ეხამრება უკრაინას არამედ საარტილერიო სისტემების, ტანკების, საზენიტო დანადგარების გამოუენებასაც ასწავლის როგორც უკრაინის ასევე ალიანსის ტერიტორიაზე. ოღონდ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი ამას არც მალავს. მედვედევი კი ისე ამბობს, თითქოს რაღაც ახალი აღმოაჩინა: NATO დიახაც იფიციალურად ადასტურებს, რომ არის მხარე ამ კონფლიქტში. ხოლო რუსეთი - აგრესორია.