საერთაშორისო მიმოხილვა. 6 დეკემბერი. 2024 წელი
აფხაზეთის ე.წ. „პარლამენტმა“ გამოიტანა რატიფიცირებისთვის და „ჩააგდო“ საინვესტიციო ხელშეკრულება რუსეთსა და აფხაზეთს შორის - აფხაზეთის ტერიტორიაზე „დიდ პრივატიზებაში“ რუსული ოლიგარქიული კაპიტალის მონაწილეობისა და მისთვის უპრეცედენტო შეღავათების დაწესების შესახებ.
სწორედ ამ დოკუმენტს „შეეწირა“ ვითომდაც „პრეზიდენტი ასლან ბჟანია“, რომელიც ჯერ კინწისკვრით გააგდეს და მერე გადადგა.
აჯანყებულებმა კი პარლამენტის შენობა დაიკავეს.
ბუნებრივია, მას შემდეგ რაც მოხდა, სრულიად გაუგებარი, უცნაური და საეჭვო იქნებოდა, ეს დოკუმენტი „ჩასაგდებად“ არ გამოეტანათ აფხაზ დეპუტატებს სხდომაზე.
თან ყველა მათგანი გამოსვლისას ამბობდა: „არა, ჩვენ რუსეთის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას კი არ ვიღებთ, არამედ აფხაზეთის ინტერესებში ვმოქმედებთ, ექს-პრეზიდენტი ბჟანია კი კლანების ინტერესებში მოქმედებდა და რუსეთთან ურთიერთობა გაგვიფუჭაო“
თვალთმაქცობაა: ამას ის დეპუტატებიც ამბობდნენ, ვინც ბჟანიას გუნდის წევრად ითვლებოდა ახლახან.
როცა რუსი ჟურნალისტები ეკითხებიან რა ბედი ეწევა იმ „მრავალტანჯულ ხელშეკრულებასო“, ბჟანია ამბობს: „ეს მე აღარ მეხებაო და თან ამტკიცებს, მომავალ არჩევნებში მონაწილეობა კი უნდა მივიღო, მაგრამ ახლა მოსკოვში ვარ უნდა დავისვენო აფხაზეთისგანო“
იმავდროულად, ბევრი დეპუტატის გამოსვლაში ისმოდა მეორე დემაგოგიური თეზისი: „სუპერსაპრეზიდენტო მმართველობა გვაქვს და ამან დაგვღუპაო“.
რომელ „სუპერსაპრეზიდენტო მმართველობაზე“ ლაპარაკობენ გაუგებარია, რაკი აფხაზეთში მოქმედი არათუ დაუწერელი არამედ დაწერილი კანონით, პრეზიდენტი და ნებისმიერი მინისტრი წინასწარ ათანხმებს (!) საპარლამენტო კომიტეტთან, რა ხელშეკრულება გააფორმოს და რა არა. თანაც „პრეზიდენტის“ მონაწილეობით (საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე!!!) და ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღება პარლამენტის „ვიზით“, რათა რაიმე რუსული ინიციატივის უარყოფის შემთხვევაში ჰქონდეთ საშუალება თქვან: „პატივცემულო რუსო კოლეგებო, ჩვენ (პრეზიდენტს, მთავრობას) კი გვინდა მივიღოთ გადაწყვეტილება, მაგრამ აი პარლამენტია წინააღმდეგი და რა ვქნათ, ხალხის არჩეულ დეპუტატებს ძალას ხომ არ დავატანთო.
ყველაზე უცნაური კი ის არის, რომ გაუთავებლად, უწყვეტად, უკვე მრავალი წელია „მუშაობს“ ეს ტექნოლოგია მოსკოვთან.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
აფხაზეთში ენერგეტიკული კრიზისია.
ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდებათ, რაკი ენგურჰესის სიმძლავრეები არ ჰყოფნით ხოლო რუსეთი რატომ მიაწვდიდა ელექტროენერგიას მას შემდეგ რაც ამდენი რუსული ინიციატივა „ჩააგდეს“ პარლამენტ-პრეზიდენტ-გადატრიალება-რევოლუცია-სპექტაკლებით?
კი ყიდულობენ მაინც მცირე რაოდენობით, მაგრამ ძალიან ძვირად უჯდებათ.
ენერგეტიკის მინისტრი ჯანსუღ ნანბა ამბობს, რომ გამალებით ეძებენ მაინერებს, რომლებიც ენგურჰესის უფასო ელექტროენერგიას იყენებენ ბიტკოინის მოსაპოვებლად.
„40 მეგავატის ელექტრეონერგიის მოპარვა დავადგინეთო“ - ამბობს „მინისტრი“.
40 მეგავატი დღევანდელ ვითარებაში, როცა ელექტროენერგია დეფიციტშია, ძალიან ბევრია, თუმცა ხელისუფლება უმწეოა რაიმე იღონოს.
ე.წ. „ენერგეტიკის მინისტრის დემაგოგია კი ღირს მთლიანად დავდოთ აქ იმ ენაზე, რა ენაზეც წარმოთქვა ეს ტირადა: Товарищи майнеры! Когда вы, наконец, начнете не на словах, а не деле любить народ и страну и перестанете незаконно обогащаться за наш счет, разоряя Абхазию, толкая ее в пропасть финансового и энергетического кризиса? Вы ведь можете буквально уничтожить Абхазию, ее перспективы, будущее нашего народа. Очнитесь, подумайте не только о своем кармане, но и об общем деле, общем благе, за которое сражались и погибали люди! Можно и нужно зарабатывать деньги, но не таким разрушительным для страны способом, а трудом, умом, талантом! Просто уже не осталось слов от осознания несправедливости и губительных последствий сложившейся ситуации», – განაცხადა ირაკლი ხინთბამ
თითქოს არ იცის და არც დასიზმრებია, რომ სინამდვილეში ეს „მაინერები“ მჭიდროდ არიან დაკავშირებული აფხაზეთის მმართველ კლანებთან, მათ შორის მისსავე სანათესავოსთან.
სკანდალურად ცნობილი ჟურნალისტი და ტრამპის მეგობარი, ტაკერ კარლსონი კვლავ მოსკოვშია.
ამჯერად რუსეთის „საგარეო“ სერგეი ლავროვთან ინტერვიუს ჩასაწერად ჩამოვიდა.
უმთავრესი თემა რა თქმა უნდა უკრაინა იყო.
ლავროვმა ახსენა „უკრაინის არაბლოკური სტატუსი“ როგორც დაზავების პირობა.
ეს ძალიან უცნაურია თითქოს და სინამდვილეში კი რუსეთის ხელისუფლების ცინიზმზე მეტყველებს: „არაბლოკური სტატუსი“ უკრაინას ჰქონდა 2014 წელს, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ყირიმი დაიპყრო და დონბასის ოკუპაცია განახორციელა.
ახლა ლავროვი ამბობს: „არანაირი NATO“.
არ აპირებდა უკრაინა ალიანსში შესვლას 2014 წელს!
რეალურად ეს სლოგანები „არა NATO“ „არა საერთაშორისო წვრთნები უკრაინის ტერიტორიაზე“ და ა.შ. დღეს ლავროვს და პუტინს სჭირდებათ საიმისოდ, რათა შენიღბონ და „შეფუთონ“ მთავარი მიზანი: ხელი მოაწერინონ უკრაინას ფაქტობრივად კაპიტულაციაზე -ცეცხლის შეწყვეტაზე, ოღონდ იმ პირობით, რომ უკრაინას სამომავლოდ არანაირი უსაფრთხოების გარანტია არ ჰქონდეს დასავლეთისგან:
არც ჯარები განლაგდნენ იქ, არც არასაფრენი ზონა, არც იარაღს ყიდულობდეს. სამაგიეროდ პუტინმა მიაღწიოს პროგრამა მინიმუმს, რისთვისაც დაიწყო ომი 2022 წელს: სახმელეთო გასასვლელს ყირიმში და 10 ან თუნდაც 20 წლის შემდეგ, შიდა წინააღმდეგობების მქონე, NATO-სა და ევროკავშირის გარეშე დარჩენილი უკრაინა მთლიანად დაიპყროს ან გაანადგუროს.
პუტინმა იცის, რომ ევროკავშირს გაუჭირდება ისეთი წევრის მიღება, რომელსაც თავად ვერ მისცემს უსაფრთხოების გარანტიებს, რაკი ხელმოწერილი იქნება ასეთი (!) საზავო ხელშეკრულება რუსეთთან.
გამორიცხულია ამგვარი პირობებით უკრაინის მიღება ევროკავშირში!
თუ რუსეთს აიძულებდნენ დათანხმებოდა „კორეულ ვარიანტს“, როდესაც დანარჩენ (გადარჩენილ) უკრაინაში განლაგდებოდნენ ამერიკული და ევროპული სახელმწიფოების ჯარები და უკრაინას ექნებოდა უსაფრთხოების გარანტიები თუნდაც იმ ტერიტორიაზე რაც რუსეთმა ვერ დაიპყრო, კიდევ შესაძლებელი იქნებოდა, მაგრამ ამ პირობებით, რაც პუტინმა და ლავროვმა გააჟღერეს, უკრაინას არათუ NATO-ში, არამედ ევროკავშირშიც ვერ მიიღებენ მიუხედავად იმისა, ახლა ცეცხლის შეწყდება თუ არა, საომარი მოქმედებები შეჩერდება თუ არა, მხარეები დაზავდებიან დროებით და „გაავლებენ ხაზს“ თუ არა.
ლავროვმა ტაკერთან ინტერვიუში ისიც თქვა, რომ რუსებს, თურმე, არ უნდათ ბირთვული ომი.
მით უმეტეს ბირთვული ომი ამერიკასთან, მაგრამ....„ამერიკაში ცდებიან, თუ ჰგონიათ, რომ ბირთვული ომი მათ არ შეეხებათ და მხოლოდ ევროპას შეეხებაო“.
ანუ ემუქრება პირდაპირ.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ძალზე ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, Amnesty International, პირველად ისტორიაში, ისრაელის სახელმწიფო დაადანაშაულა გენოციდში!
მხედველობაში აქვს ღაზას მოვლენები, სადაც 40 000-ზე მეტი არაბი დაიხოცა.
მათ შორის, რასაკვირველია, არიან ქალები და ბავშვები.
აშშ სახელმწიფო დეპარტამენტმა დაგმო ეს გადაწყვეტილება, მაგრამ იქვე მიუთითა, რომ Amnesty International ძალიან ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც უდიდეს როლს ასრულებს მთელს მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დაცვისას.
მართლაც, „ამნისტიამ“ ერთ-ერთი თვალსაჩინო როლი შეასრულა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ და მაშინ სწორედ ებრაელთა უფლებებს იცავდა, რომლებსაც არ უშვებდნენ თავის სამშობლოში - ისრაელში.
თუმცა ახლა „ამნისტიას“, რომლის რეგიონული გამგეობის წევრი იყო საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია, არ შეეძლო არ გამოხმაურებოდა ღაზას მოვლენებს და მისი დასკვნა ძალიან ცუდი პრეცედენტია ისრაელის სახელმწიფოსთვის.
როგორც ბევრჯერ გვითქვამს ჩვენს მიმოხილვებში, მეორე მსოფლიო ომისა და ჰოლოკოსტის (ებრაელთა გენოციდის) შემდეგ დიდი დრო გავიდა...ეპოქა იცვლება....პრიორიტეტები იცვლება....აღქმები ტრანსფორმირდება......ეს 2024 წლის ღაზას კრიზისმა ნამდვილად დაადასტურა: ის თაობა მიდის ამ ქვეყნიდან, რომლისთვისაც „ჰოლოკოსტი“ უმძიმესი გამოცდილება იყო არა მხოლოდ უშუალოდ მსხვერპლის, არამედ თანამედროვეს სტატუსითაც.
ამ ტრანსფორმაციის პირველი ნიშნები ჯერ კიდევ გასული საუკუნის 1980-იან წლებში გაჩნდა, რაკი უკვე ისრაელი იყო სახელმწიფო და მას ადანაშაულებდნენ ადამიანის უფლებათა დარღვევაში, მაგალითად ტერორისტთა ოჯახების საცხოვერბელ სახლთა დანგრევაში ბულდოზერებით და ა.შ.
აქვე უნდა ითქვას, რომ ობიექტური კრიტერიუმებით, ღაზაში მიმდინარე ამბები „გენოციდად“ ვერ ჩაითვლება, ვინაიდან ეს ხდება საომარი მოქმედებების დროს, რომლებიც დააპროვოცირა ტერორისტთა 7 ოქტომბრის (2023 წლის) თავდასხმამ ისრაელის მშვიდობიან მოქალაქეებზე.
1 200 ებრაელი დაიღუპა.
ამდენი ებრაელი ერთბაშად არასდროს დაღუპულა WWII შემდეგ.
ჰოლოკოსტი კი იყო ეთნიკური ებრაელების მიზანმიმართული, გეგმაზომიერი, სისტემატიზებული განადგურება საკონცენტრაციო ბანაკებსა და გაზის კამერებში.